"14 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემის ნათესავმა გამაუპატიურა... მამამ კი ბავშვი გამიშვილა"
font-large font-small
"14 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემის ნათესავმა გამაუპატიურა... მამამ კი ბავშვი გამიშვილა"
ეს საზარელი შემთხვევა საქართველოში მოხდა

რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა გოგონა საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა - ეს საზარელი შემთხვევა საქართველოში მოხდა. გოგონა, რომელიც ვინაობას არ ამხელს, საკუთარ ისტორიას "პროფილში" ჰყვება. როგორც ირკვევა ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში ცხოვრობდნენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მის სანახავად დედამისის ძმა მივიდა და გადაწყვიტა გოგონაც და მისი ძმაც ნათესავებისთვის გაეცნო.
"წაგვიყვანა დედაჩემის ბიძაშვილთან. გადავწყვიტეთ, რიყეზე კონცერტზე წავსულიყავით. არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ამ დღის შემდეგ დედაჩემის ბიძაშვილი ხშირად მაკითხავდა, თუმცა მაფრთხილებდა, რომ ამის შესახებ არავისთვის არ მეთქვა. ეს დაახლოებით 2 თვე გრძელდებოდა. 14 წლის ვიყავი როდესაც ჩემზე იძალადა, გამაუპატიურა. ამ შემთხვევის შემდეგ დავორსულდი. ეს ყველაფერი მამაჩემმა გაიგო. გადაწყვიტა, ჩემი შვილი გაეშვილებინა. მე ამის წინააღმდეგ ვიყავი, თუმცა მამაჩემმა ეს მაინც გააკეთა. როდესაც ბავშვი გავაჩინე, მამამ ის ვიღაც ქალს გადასცა. დღემდე არ ვიცი ეს რატომ გამიკეთა. ჩემი შვილი ეხლა უკვე 10 წლის უნდა იყოს", - ამბობს ახალგაზრდა გოგონა.
მისი ინფორმაციით, მძიმე ცხოვრება ამ ისტორიით არ დასრულებულა. როგორც გოგონა ჰყვება, გარკვეული პერიოდის შემდეგ გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა, თუმცა ბავშვების ნახვის უფლებას მას მეუღლე არ აძლევს.
"17 წლის ვხდებოდი, ერთი მამაკაც გავიცანი, ის 36 წლის იყო. ტელეფონით ვკონტაქტობდით. რამდენიმე თვის შემდეგ შემომთავაზა, რომ მასთან მეცხოვრა. მეც დავთანხმდი. პირველი ბავშვი რომ გვეყოლა ურთიერთობა აგვერია. მეუბნეოდა, რომ მას უნდა დავმორჩილებოდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახთან ურთიერთობა ამიკრძალა. ფიზიკურადაც იძალადა ჩემზე. პირველად, რომ მცემა მისგან წამოვედი. ამ ყველაფერს უყურებდნენ ჩემი დედამთილი და მამამთილი, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ. ამის შემდეგ ცალკე გადავედით, ქირით. თითქოს დაგვილაგდა ურთიერთობა, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა. მეორე ბიჭი, რომ მეყოლა ბავშვს ჯანმრთელობის კუთხით ცოტა პრობლემები ჰქონდა. ჩემი
ქმარმა მითხრა, რომ არ აინტერესებდა ბავშვის მდგომარეობა. ერთ დღეს ჩემზე მოქნეული ხელი სწორედ ჩემს ბიჭს მოხვდა. მსგავს დაძაბულ ვითარებაში 4 წელი ვიცხოვრე. ზაფხულში მისგან წამოვედი, მაგრამ ბავშვების ნახვის უფლებას არ მაძლევს. მეუბნევა, რომ ამის უფლება არ მაქვს", - ამბობს ახლაგაზრდა ქალბატონი.

იგი იმედოვნებს, რომ იურისტების დახმარებით შეძლებს დაამტკიცოს, რომ ბავშვების ნახვის უფლება აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სვანი დიდოსტატის ნაამბობი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
როგორ შეიძლება აღმოვფხვრათ ერთ სქესზე ძალადობა მეორეს დაკნინების გარეშე
ბანალურ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, გემოვნებაზე არ დაობენ.
ახლახან ამსტერდამში ინგლისურ ენაზე ქართველი მეცნიერის, ელგუჯა ხინთიბიძის ახალი მონოგრაფია გამოიცა
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
0 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
1 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
1 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
6 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
6 კომენტარი