გვიანი სინანული...
font-large font-small
გვიანი სინანული...
ქეთო ბებო მარტოხელა მოხუცია. უკვე რვა ათეულს გადააბიჯა და ძალიან უჭირს მარტოობა.
უხარია, ეზოში გამოსულს სალაპარაკოდ თუ გაუჩერდები და სახლშიც მთელი გულით შეგიპატიჟებს, ოღონდ მარტო არ დარჩეს წარსულის მოგონებებთან და სინანულთან. სადარდებელი კი მართლაც, დიდი ჰქონია...

ერთხელ, სამსახურიდან გვიან დაბრუნებულს ეზოში დამხვდა მოხუცი. ვკითხე, ავად ხომ არ ხარ-მეთქი, რადგან ვიცი, ბოლო დროს ხშირად აწუხებს გულიც და წნევაც:

- ნეტავ, გამისკდებოდეს ეს უტვინო თავი და უსისხლო გული! ნეტავ, მოვკვდებოდე! - მითხრა აღელვებულმა და იქვე დასძინა: - დღეს ისეთი რაღაც გავიგე, მიკვირს, სისხლი რომ არ ჩამექცა ტვინში...

- გვიანია და უკვე ცივა. შინ შევიდეთ და იქ მომიყევით, რამ აგაღელვათ ასე ძალიან... - შევთავაზე ალალად, რადგან მივხვდი, ლაპარაკის საღერღელაშლილს თუ არ მოვუსმენდი, შეიძლებოდა, მართლა ჩაქცეოდა სისხლი ტვინში.

- დაღლილი რომ ხარ, შეგიძლია, ჩემ გვერდით ყოფნა? - მკითხა დარცხვენილმა და მადლიერმა.

- თანაც, ყოველთვის საინტერესო ამბებს მიყვებით და ესეც დასვენებაა ჩემთვის...

- შენ გაიხარე! - დამლოცა და წინ გამიძღვა.

ქეთო ბებოს დიდი და ძველებური ავეჯით გაწყობილი ბინა აქვს. იქ რომ შევდივარ, თავი მუზეუმში მგონია. ადრე საკუთარი სახლი ჰქონია, მაგრამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მარტო ვეღარ უვლიდა და ამიტომაც გაყიდა. მერე საცხოვრებლად კორპუსში გადმოვიდა.

ამბობენ, რომ წარსულში პარტიული ფუნქციონერი იყო და ყოველთვის მაღალი თანამდებობა ჰქონდაო. გვიან გათხოვილა და ორმოც წელს გადაცილებულს, ბავშვის გაჩენა ვეღარ მოუხერხებია. ქმარიც ცნობილი იყო ქალაქში სიმდიდრითაც და მოღვაწეობითაც...

...რუსული სამოვარი აქვს მოხუცს, რომელშიც უგემრიელეს ჩაის აყენებს ხოლმე. ახლაც გაახურა და საყვარელი ტკბილეულიც გადმოალაგა კარადიდან:

- დღეს ბიძინა გახდა ცუდად და ექიმი გამოიძახეს. ვიდრე არ გამოახედა თვალებში, მანამდე არ წავიდა. კარის მეზობლები არიან და შევედი ამბის გასაგებად. იმ გასახარელმა, რომ გაიგო, მეც მარტოხელა ვარ, გამომკითხა ყველაფერი ჯანმრთელობის შესახებ, წნევა გამისინჯა და ახალი წამლები გამომიწერა: ეს უფრო მოგიხდებაო... წამალი წამლად, მაგრამ ისეთი სიტყვა-პასუხი, ნათელი სახე და ღიმილი ჰქონდა, გული გამინათდა. როცა წავიდა, ცუცას, ბიძინას ცოლს ვუთხარი: ნეტავი მის მშობელ დედას! ასეთი შვილი რომ მყავდეს, რაღა მომკლავდა-მეთქი?! ჰოდა, ისეთი რამ მითხრა, სიცოცხლე აღარ მინდა.

ამ კორპუსში შემთხვევით არ მიყიდია ბინა. ცუცა ჩემი გარე ბიძაშვილია და რადგან მეტი ახლო ნათესავი აღარ შემომრჩა, ვიფიქრე, ისინი და მათი შვილები მიპატრონებდნენ. უკვე დაწერილი მაქვს ანდერძი, რომლის მიხედვითაც, ჩემი გარდაცვალების შემდეგ, ყველაფერს მათ შვილიშვილს ვუტოვებ. კარგად მიცნობენ და ყველაფერი იციან ჩემი წარსულის შესახებ. ისიც იციან, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები კარიერას შევალიე. ორმოც წელს გადაცილებული გავთხოვდი და ნოშრევანი ათი წლით იყო ჩემზე უფროსი. საკუთარი რომ არ გაგვიჩნდა, მეხვეწებოდა ქმარი, სხვისი ობოლი აგვეყვანა გასაზრდელად, მაგრამ არაფრის გაგონება არ ვისურვე. მეგონა, სულ თანამდებობაზე ვიქნებოდი და ბავშვი ხელს შემიშლიდა. თანაც, ამოჩემებული მქონდა: კაცს თავისი სისხლი და ხორციც არ გამოადგება და სხვისი "ნაბუშარი" რა ხეირს დაგვაყრის-მეთქი?!

ერთხელაც, სახლიდან რომ გამოვედით, ჭიშკართან ჩვილი ბავშვი დაგვხვდა დატოვებული, კალათში ჩაესვათ. შეშინებული ავყვირდი და ხალხი შევყარე. გაქექეს კალათი და წერილი ნახეს. მივხვდით, ბავშვი ჩვენთვის შეგნებულად დაუტოვებიათ: "დედიკოს ჩემი გაზრდის საშუალება არ აქვს და იძულებულია, ჩემი თავი თქვენ გაჩუქოთო..." კიდევ ეწერა რაღაცები, აღარ მახსოვს. ყველა მირჩევდა, ბავშვი დამეტოვებინა. ნოშრევანიც მეხვეწა, მაგრამ არავის დავუჯერე და ხელშიც არ ავიყვანე პატარა: ალბათ დედამისი აქვეა დამალული და რა გარანტიაა, რომ არ დაგვაშანტაჟებს და ცხოვრებას არ გაგვიმწარებს-მეთქი?!. გამოვიძახე პოლიცია და გავატანე ბავშვი. ნოშრევანმა ეს ამბავი ისე იდარდა, ლამის გამშორდა და ოჯახი დაანგრია მაშინ. მალევე გარდაიცვალა, სხვათა შორის და დამაქვრივა.

- ამ ძველ ამბავს რა კავშირი აქვს დღევანდელ თქვენს გაღიზიანებასთან?! - ვერ მივუხვდი ქალს.

- ცუცამ მითხრა, რომ ბიძინასთან გამოძახებული ექიმი ჩემგან უარყოფილი ჩვილი იყო. პოლიციას რომ გავატანე, მაშინ ბიძინაც იმ განყოფილებაში მუშაობდა და იმიტომ იცოდნენ ეს ამბავი - პოლიციის განყოფილების უფროსს რომ დაუნახავს, მაშინვე გადაუწყვეტია მისი შვილად აყვანა. სამი გოგოს მამა ყოფილა და ყოველთვის ბიჭზე ოცნებობდა თურმე. არადა, მის ცოლს ბოლო მშობიარობა იმდენად რთული ჰქონია, აღარ შეეძლო მეტი შვილის გაჩენა. სიხარულით მიუღია იმ ქალსაც ბიჭი და ისე გაუზრდია, არასოდეს გაურჩევია თავისი ბიოლოგიური შვილებისგან. დებიც თან ჰყვებიან თურმე, ნაბოლარა და საფიცარ ძმას. მასაც სცოდნია აყვანილი რომ არის და ამის გამო ორმაგად აფასებს თავის გამზდელებსაც და დედმამიშვილებსაც... რომ მივხვდი, რა ბედნიერებაზე ვთქვი უარი, ისე ცუდად გავხდი, სიკვდილი ვინატრე. რატომ არ მქონდა ახალგაზრდას უფრო მეტი ტვინი და რამ დამიბნელა გონება?! - შემომტირა ქეთო ბებომ და ვერაფერი ვუთხარი სანუგეშოდ.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
14.12.2014
რომელი პოლიცია იყო 40 წლის წინ?
ქეთევანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს მიეკუთვნება, რომლებშიც სოციალური პრობლემატიკისადმი მიდგომები დასახვეწია.
რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ვარჯიშის დაწყების წინ
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი