რის­თ­ვის კვდე­ბი­ან ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი?!
font-large font-small
რის­თ­ვის კვდე­ბი­ან ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი?!
ცო­ტა ხნის წინ, 40 წლის ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და მი­სი "არ­ყოფ­ნა" ორ­მა­გად მტკივ­ნე­უ­ლი გა­ხა­და სიკ­ვ­დი­ლის მი­ზეზ­მა...

ლა­ნა ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო იყო თა­ვის დრო­ზე და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბაც არ და­ა­ცა­ლა მას­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბულ­მა და­თამ, მო­ი­ტა­ცა და მარ­თ­ლა დიდ სიყ­ვა­რულ­ში აცხოვ­რა, სა­ნამ წუ­თი­სო­ფელ­მა ისი­ნიც არ გა­ამ­წა­რა და და­აბ­ნია თავს მოხ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით. ხუ­თი წლი­საც არ ჰყავ­დათ ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, ოჯა­ხის უფ­რო­სი ქალ­ბა­ტო­ნის მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბამ ისე გა­ა­ღა­რი­ბა ისე­დაც მწი­რი სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტი. ლა­მის პუ­რის ფუ­ლიც კი სა­ნატ­რე­ლი გა­უხ­დათ. და­თამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და მა­მის და­ნა­ტო­ვა­რი ძვე­ლი "ჟი­გუ­ლი" მა­ლე­ვე გა­და­ა­კე­თა ტაქ­სად, მაგ­რამ იმ დრო­ში არც კლი­ენ­ტი იყო ბევ­რი და მან­ქა­ნაც წამ­და­უ­წუმ მწყობ­რი­დან გა­მო­დი­ო­და. მი­სი შე­სა­კე­თე­ბე­ლი თან­ხაც აღარ რჩე­ბო­და ქუ­ჩა­ში გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ და სა­ბო­ლო­ოდ, რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მზია გარ­და­იც­ვა­ლა, ქე­ლე­ხი რომ გა­ე­მარ­თათ, სუ­ლაც ჯარ­თის ფა­სად გა­სა­ყი­დი გა­უხ­დათ ძვე­ლი ჯა­ბა­ხა­ნა...
მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა ახალ­გაზ­რ­დებ­მა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ვე­ღარ იპო­ვეს. ლა­ნა ახ­ლო­ბელს შე­ეხ­ვე­წა და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. ის ცალ­კე ამ­ბა­ვია, რა სა­ში­ნე­ლე­ბაც გა­და­ი­ტა­ნა ავ­ტო­ბუ­სის სა­ბარ­გულ­ში გა­მო­კე­ტილ­მა, რო­ცა საზღ­ვარს არა­ლე­გა­ლუ­რად კვეთ­და. არც ის იყო ნაკ­ლე­ბი ტან­ჯ­ვა, რო­ცა თა­ვი­დან ენა არ იცო­და და ამის გა­მო იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ოს და­თან­ხ­მე­ბუ­ლი­ყო. ისეთ ოჯახ­შიც მო­უ­ხდა დარ­ჩე­ნა, სა­დაც ვაშ­ლის ნა­თალ­საც არ აჭ­მევ­დ­ნენ და აყ­რე­ვი­ნებ­დ­ნენ: ხელ­ფასს გიხ­დით და იმით იყი­დე საჭ­მე­ლი, ჩვენს სა­კუთ­რე­ბას კი ნუ ეხე­ბიო...
არც უმ­ხელ­და ქმარს, მში­ე­რი რომ იძი­ნებ­და უმე­ტეს­წი­ლად, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლე­ბი ელო­დე­ბო­და მის ხელ­ფასს. რო­გორ­მე იმ­დე­ნი უნ­და მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ ბან­კ­ში გი­რა­ოდ ჩა­დე­ბუ­ლი სახ­ლი მა­ინც შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.
ლა­ნამ მხო­ლოდ 15 წლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა დაბ­რუ­ნე­ბა და ესეც იძუ­ლე­ბით...
3-4 წლით ად­რე შე­უმ­ჩ­ნე­ვია მკერ­დ­ში სი­მაგ­რე, მაგ­რამ არც არა­ვის­თ­ვის გა­უმ­ხე­ლია და არც ექიმ­თან მი­სუ­ლა _ მკურ­ნა­ლო­ბა უცხო­ე­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა და "სიმ­წ­რით ნა­შოვნი კა­პი­კე­ბი" სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ვერ გა­ი­მე­ტა. გარ­და ამი­სა, რად­გან უცხო ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და, და­ჭე­რი­სა და გა­მო­ძე­ვე­ბი­საც ეში­ნო­და...
ლა­ნა­მაც რა­ტომ­ღაც ასე გა­დაწყ­ვი­ტა, რომ სა­ნამ შეძ­ლებ­და, იმუ­შა­ვებ­და და მკურ­ნა­ლო­ბას მა­შინ და­იწყებ­და, რო­ცა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან მა­ლე მიხ­ვ­და, რომ მარ­თ­ლა ცუ­დად იყო და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლა იმი­ტო­მაც უნ­და ეჩ­ქა­რა, რომ ცოცხა­ლი ენა­ხა მო­ნატ­რე­ბულ ქმარ-შვილს...
მოკ­ლედ გეტყ­ვით, რომ გა­ოგ­ნე­ბულ ექი­მებ­საც კი წა­მოს­ც­ვივ­დათ ცრემ­ლე­ბი, მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­აზ­რე­ბი­სას და და­ნა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ: აღარც კი ვი­ცით, მე­რამ­დე­ნე შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ასე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვ­მარ­თა­ვენ საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიო. რო­გორც კი მცი­რე სი­მაგ­რე იგ­რ­ძ­ნო მკერ­დ­ში, მა­შინ­ვე რომ და­ეწყო მკურ­ნა­ლო­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­ნი­კურ­ნე­ბო­და და დიდ­ხან­საც იცოცხ­ლებ­და. ახ­ლა კი...
ლა­ნას მა­ინც გა­უ­კე­თეს ოპე­რა­ცია, მაგ­რამ ოთხი­ო­დე თვე­ში და­ი­ღუ­პა და და­ა­ობ­ლა თორ­მე­ტი წლის უნა­ხა­ვი შვი­ლი, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რია და ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლა სჭირ­დე­ბა დე­დის გვერ­დში დგო­მა. და­აქ­ვ­რი­ვა დღემ­დე მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქმა­რი, რო­მე­ლიც დაბ­ნე­უ­ლი და­დის და შვილს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე­ბო, თო­რემ მარ­თ­ლა მო­იკ­ლავ­და თავს...
ეს რომ ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყოს, ალ­ბათ არც დავ­წერ­დი ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ათო­ბით ქა­ლი ჩა­მო­დის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან და იმ­დე­ნად დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თავს ექიმს, გან­კურ­ნე­ბის აღა­რა­ვი­თა­რი შან­სი რომ არ აქვს და სა­ნამ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს ასე?!
ქა­ლე­ბი მო­ნო­ბა­ში მყო­ფე­ბი­ვით მუ­შა­ო­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი არ­ჩი­ნონ _ უყი­დონ მათ სახ­ლე­ბი, მან­ქა­ნე­ბი, და­უ­ფი­ნან­სონ გა­ნათ­ლე­ბა და ვერ იმე­ტე­ბენ თან­ხებს სა­კუ­თა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის...
მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვე­რა­ფერ კარგს მსგავს საქ­ცი­ელს ვერ ვუ­წო­დებთ და მი­უ­ხე­და­ვად თავ­გან­წირ­ვი­სა, პირ­ველ რიგ­ში ეს უკულ­ტუ­რო­ბა, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა და ღა­ლა­ტიც კია თუნ­დაც იმ ახ­ლობ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა გა­მოც თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ზე მი­დი­ან ქა­ლე­ბი...
სწო­რე­დაც რომ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბაა, რო­ცა ამ­დენს მუ­შა­ობ და სა­კუ­თა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის გე­ნა­ნე­ბა გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის და­ხარ­ჯ­ვა...

ინ­გა ჯა­ყე­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (13)
13.01.2017
შემზარავი ისტორიაა... მაგრამ კარგად წერთ ბოლო აბზაცში, გეთანხმებით, არაა ეს გმირობა, როგორც ბევრს გონია.
მაიკო
13.01.2017
ფული არასოდესაა ზედმეტი.არავინ გეტყვიტ გვეყოო.ოჯახებს და შვილებს მიხედეტ ხალხო.ყველა ერთ დგეში ვართ.მაგრამ შვილებს დოლარზე ვერ გავცვლი.
მართალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"დაჰკარი დაფდაფებს, ჯერ ასე ძლიერად არავის უმღერია..."
ვახტანგ ჭაბუკიანის უცნაური და ცუდი შედარებები
"ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარეს და გაირკვა, რომ რაზმი ღამით კი არ გამოდიოდა, არამედ - მზიან დღეს"
რა შეიძლება ვისწავლოთ მტრისგან და როგორ გავამრავლოთ სიკეთე
"ეს იყო საოცარი სამყარო, სადაც შური და ბოროტება არ არსებობდა"
"ბედნიერება უნდა მოითმინო"...
"მას ბოლო წლებში ტანვარჯიშზე გული აუცრუვდა..."
ყალბი ღიმილი, რომელიც უნიფორმასავით აქვთ სახეზე მიწებებული
"ყველა პრობლემა მაინც, მამაჩემის სახელს უკავშირდება..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი