ვინ არის მსოფლიო ჰომოსექსუალების "მამა" - გზაპრესი

ვინ არის მსოფლიო ჰომოსექსუალების "მამა"

ამჯერად ამ თემების გარდა, მათ მოგზაურობაზე სასაუბროდ ვესტუმრე და 36 წლის ცოლ-ქმარმა ის ბედნიერი წუთები გაიხსენა, რომელიც მათ საქორწილო მოგზაურობამ, ბოლო დროს კი პროექტმა მიანიჭა.

"ორი ვარსკვლავი"

მაია:

GzaPress- თავიდან ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, ვერ იმღერებს-მეთქი, ვამბობდი. გავიგონე, ვახო ნოე სულაბერიძეს ეჩურჩულებოდა ტელეფონში, - მოვალ, აბა რას ვიზამო?! (იცინის). ვახომ არაორდინარული ნაბიჯი გადადგა და მინდა გითხრათ, რომ ამით ჩემ ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ დამშვიდდა. ვთქვათ, ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ ჩემთვის ეს სიცოცხლისკენ ხელახალი შემობრუნება იყო და მერე უკვე, წინსვლა. ვახოს იქ მონაწილეობას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. კრიტიკა და შური ცოტა არ იყოს, გაუნათლებლობის ბრალია. არ მოგწონს? გადართე, რა პრობლემაა?

- ხშირად კითხულობდნენ, ქალბატონი მაია ნინა წკრიალაშვილზე არ ეჭვიანობსო?

- რას ამბობთ, იქ ვინცაა, ყველა ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობრები ან მათი შვილები არიან, ნინას მამა ჩვენი ნათესავის - თემურ რჩეულიშვილის მეგობარია და გავიცანით კიდეც. ყველანი ძალიან კარგი გოგონები არიან და ნამდვილად არ ვეჭვიანობ. რაც მეტი შოუ იქნება, უკეთესია, დასაქმებულები არიან, ამით ნელ-ნელა შოუების ხარისხიც უმჯობესდება.

ვახო:

- მგონი ნინაზე კი არა, სიტუაციაზე ეჭვიანობდა, რომ დაინახა, ფრთები გავშალე და სახლში მოსვლა აღარ მინდოდა, მესიჯები "გამომითიშა" (იცინის). ცალ-ცალკე ყველას ვიცნობდი, მაგრამ პროექტმა ულამაზესი წრე შეკრა, კომუნისტები ამას შემოქმედებით ინტელიგენციას ეძახდნენ, ჩვენ - შოუბიზნესს. ამ შოუში ყველა ძალიან შემიყვარდა მეგობრულად. კაცისთვის ესთეტიკური სიამოვნებაა ლამაზი ქალის ნახვა, ურთიერთობა და გაახალგაზრდავებენ, ბევრი პრობლემა გეშვება და მათ ჭკუაზე დგები. ნოე სულაბერიძე ძალიან ნიჭიერი და მაგარი პროდიუსერია. ერთი სიტყვით, ეს შოუ ორი თვის განმავლობაში ჩემი ბედნიერების უშრეტი წყარო იყო.

დიდი ოჯახური ტრადიცია და სკანდალის დასასრულის დასაწყისი

- 60 წელი შემისრულდა და ისე მოხდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი უარყოფითი ემოცია შემხვდა. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, სააკაშვილი რომ მოვარდა და პოლიტიკიდან წამოვედი, მართალია, ესეც ჩემი ნებით, მაგრამ საკმაოდ ტრავმული იყო, როგორია სახლში დაჯდომა? მერე კი "ცენტრ პოინტის" სკანდალი და ისევ შავი პიარი - თაღლითებად შეგვრაცხეს. კიდევ კარგი, ძიება დაიწყო, რადგან ვერავინ ვეღარ თქვას, რომ რჩეულიშვილია თაღლითი. ამ ბიზნესში დიდი ქონება გვაქვს ჩადებული - მამაჩემის, მაიას მამის - ჰესი რომ გაყიდა და სხვა. ის ფული ბანკში რომ შემეტანა, ჩემს ოჯახს ეგეც კარგად აცხოვრებდა დიდხანს. ჩვენთან ინვესტში შემოტანილი თანხებით ბევრმა კარგი მოგებაც ნახა, წლების განმავლობაში. ჩვენ ივანე ჯავახიშვილის, გურამ რჩეულიშვილის შთამომავლები ვართ, მამაჩემის სახელობის კაბინეტი უნივერსიტეტში დღესაცაა. მაია რომ გაჩნდა, ბებიამისის ძმამ - ელიზბარ მინდელმა წაიყვანა მოსკოვში და 12 წლამდე იქ ზრდიდა. ელიზბარი საბჭოთა კავშირის დროინდელი ქვანახშირის, შახტების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ხრუშჩოვის დროს მოხსნეს. დიდი ოჯახური ტრადიციები გვაქვს, რომელსაც თაღლითური სქემებით არ გავსვრიდით. ეს არც ჩვენს ხასიათში ზის, არც ოჯახის სტილში. შვილიშვილები გვეზრდება და ვის რად უნდა ისეთი ფული, თაღლითების სახელი თუ დავუტოვეთ? მადლობა ღმერთს, გამოძიება დაიწყო!

საქორწილო მოგზაურობა

მაია:

- საქორწილო მოგზაურობისას ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ლენინგრადში წავედით, მაშინ ასეთი მარშრუტი იყო, სულ ასე დავდიოდით. დახურული ტიპის, საბჭოთა კავშირის ცეკას სასტუმროში მოვხვდით, მსგავს ადგილას არც მანამდე ვყოფილვართ, არც - მას შემდეგ. მოსკოვის ცენტრში მდებარეობდა, ლუის კორვალანისა და ინდირა განდის ნომერში ვცხოვრობდით, როცა მოსკოვში ჩადიოდნენ, იქ ჩერდებოდნენ ხოლმე. 36 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით და წარმოიდგინეთ, მაშინ "მალბორო" თავისუფლად იყიდებოდა, საჭმელი კი ძალიან იაფი იყო, ერთი კარგი ქეიფი 32 მანეთი ჯდებოდა. ისეთ კარგ დროს ვატარებდით, წამოსვლა არ გვინდოდა. იმაზე უკეთეს პირობებში, ნამდვილად არსად მოვხვედრილვართ, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. ერთხელ, გვთხოვეს სასტუმრო გვიანობამდე დაგვეტოვებინა, მოსკოვის ქალაქკომის მდივანს - გრიშინს, თუ არ ვცდები, ბრეჟნევი ჰყავდა სტუმრად და მაშინ ვნახეთ, როგორ იშლებოდა სამთავრობო დონის მიღება. მინდა გითხრათ, რომ ისეთი მდიდრული სუფრა იყო, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი ხარისხის და იმდენი "ასეტრინა" არსად მინახავს.

რუსული კომფორტი და ვირთხებიანი "რიცი" პარიზში

GzaPress- მატარებელს, რომლითაც ლენინგრადში დავდიოდით, "კრასსნაია სტრელა" ერქვა, საღამოს ჩავსხდებოდით, დილით უკვე იქ ვიყავით. ისე კი არა, თბილისიდან ბათუმში დილის 6 საათზე რომ გადის და იქ ჩასული, მესამე ხარისხის ქვეყნის მოქალაქეს რომ ჰგავხარ. არ ჯობია ღამე იმგზავრო და დილით ადამიანურად გამოიყურებოდე? მოკლედ, ერთ დღეს იმ მატარებელზე ბილეთები აღარ ჰქონდათ, მხოლოდ "სევერნაიე სიანიეზე" ჰქონდათ, რომელიც ჩინეთიდან რუსეთის გავლით ევროპაში მიდიოდა და უფრო ძვირიც ღირდა. ავიღეთ ბილეთი და თავი ამოვყავით საკმაოდ დიდ და ლამაზ ვაგონში, ბრინჯაოს სახელურებიანი კარით, წითელი ხის ავეჯით, უდიდესი კომფორტით, მოკლედ, რაღაც საოცრება იყო! სულ ნოსტალგია მაქვს იმ დროისადმი. პოლიტიზირება არ მინდა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ის ყველაფერი.

ვახო:

- ლენინგრადი საოცრებაა, თავისი არქიტექტურითა და ტაძრებით. მაია ხომ პროფესიით არქიტექტორია და ყველაფერს განსხვავებული თვალით ხედავს. თუნდაც ის თბილისი, რაც მაიამ იცის, ბევრმა ნამდვილად არ იცის. მე აზრადაც არ მომივიდოდა ბავშვობისას, რომ "ელექტრიჩკაზე" დავმჯდარიყავი და მცხეთაში ჩავსულიყავი. მაია და მისი მეგობრები კი მიდიოდნენ მცხეთაში, სახლებს, ხედებს იხატავდნენ და ა.შ. თავიანთი სურვილით, ვინმე კი არ ავალებდა. ასევე ზეპირად იცოდა ებრაელების უბანიც, ონში სახლი აქვთ და ონის სინაგოგაც. ამიტომ ეს ძველი სახეები, ძველთბილისური არქიტექტურა ტვინში აქვს ჩაბეჭდილი. მოსკოვი უფრო დროსტარებასთან ასოცირდება, პეტერბურგი - ღირსშესანიშნაობებთან. მაიამ ასეთნაირადვე მომატარა მთელი ევროპა. პარიზში რომ ჩავედით, მაიამ იფიქრა, სრულ სერვისს გავაკეთებო, მანქანა და თარჯიმანი დაიქირავა და "რიცში" ვცხოვრობდით. ის "რიცი" ვერ შეედრებოდა იმ კომფორტს, რაც ელიტისათვის საბჭოთა კავშირში იყო.

მაია:

- დაუჯერებელია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, იქ უზარმაზარი ვირთხა ვნახეთ! ვახოს კატა ეგონა. შემთხვევით კი არ იყო კანალიზაციის ჭიდან ამოსული, ვირთხა იყო მთავარი მასპინძელი და ჩვენ ვიყავით მისი სტუმრები. ერთი ამბავი ატყდა, ვინ საით გარბოდა, არ ვიცი (იცინის).

ვახო:

- ერთხელ, მე, მაია, გუკა და ნუცა ოსკარ უაილდის საფლავზე მოვხვდით. მოგეხსენებათ, ახლა აქტუალური თემაა ერთსქესიანთა კავშირები, ის კი მსოფლიო ჰომოსექსუალების "მამა" ყოფილა და თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა საფლავის ქვაზე - მთლიანად პომადის ნაკოცნებით იყო დაფარული. მთელი მსოფლიოდან ჩასული ჰომოსექსუალები გულის ფორმის კოცნებს ტოვებდნენ მის საფლავზე.

მაია:

- ფლორა და ფაუნა რომ ავიღოთ, სხვადასხვა ქვეყნის ხალხი ასეთებად წარმომიდგენია, მაგალითად, საქართველო ჩემთვის არწივებთან ასოცირდება, რუსეთი წარმომიდგენია, როგორც მტრედები და დათვები, ინგლისი - დიდი და ძვირფასი ძაღლები, შოტლანდია - ცხენები და მსოფლიო ასე მაქვს დაყოფილი, ეს ვინმემ დისკრიმინაციად კი არ მიიღოს, უბრალოდ, მე წარმომიდგენია. ორად ორი ერი, რომლებიც ადამიანის სახით წარმომიდგენია, სომხები და ებრაელებია. გენს თავისი კოდი, გენეტიკური მახსოვრობა აქვს, ზოგს მეტად ხარისხიანი, ზოგს - ნაკლებად და ვფიქრობ, ებრაელები, მიუხედავად სიცოტავისა, ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ერია. ჩემთვის ამის მაგალითი, ჩემი მეგობარი - იურა იზრაელია. ჩემს საქმეზე მოვყვები. ის, რომ 94 მილიონი დოლარის თავისუფალი აქტივიდან 9-10 მილიონი მე მეკუთვნოდა, უცოდინარი ადამიანისთვისაც კი გასაგები უნდა იყოს. დანარჩენი ნაწილი უნდა გამოიძიონ, ანუ ქონების გადაცემის მერე რა მოხდა, თორემ 10% მე თავისთავად მეკუთვნის! ერთადერთი კაცი იყო იურა, რომელმაც თქვა - კი, მაგრამ, ამის მიხვედრას რა უნდაო? სხვათა შორის, მასაც აქვს ჩვენთან ფართი შეძენილი, რომელიც ჯერ არ აშენებულა და არავითარი პრეტენზია არა აქვს იმიტომ, რომ ზუსტად იცის, იმდენია დებიტორული დავალიანება, აუცილებლად აშენდება! ჩემნაირი ადამიანი ხელის გულზე უნდა ატარონ, იმიტომ, რომ მე, ქალს, შემიძლია 100 მილიონი შევქმნა და როგორ შეიძლება ციხეში გამიშვა?! ბიზნესში გამქრალი ფული არ არსებობს და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტშია ასახული. ბიზნესმენი ქონებას სახლში არ წაიღებს ან არ გაფლანგავს, პირიქით, ყველა კაპიკს აბევრებს. ყოველ თეთრს თავისი დანიშნულება აქვს, იმით ან მიწაა ნაყიდი, ან შენობა, ცემენტი და ა.შ. ჩემთან 10 800 მუშა მუშაობდა. მშენებლობა ნიუანსებამდე, დეტალებში ვიცი.

ვახო:

- ისეთი პროდუქცია უნდა შექმნა, სხვას რომ გამოადგეს. შენ თუ შენთვის ზიხარ და კითხულობ, რას ამადლი სხვას? მასე, იმდენს ვკითხულობ, ბევრი შემედაროს, ჩვენი გუკაც ასეა. მაია ჭიანჭველაა, სულ მუშაობს და ისეთ პროდუქციას ქმნის, ათასობით ადამიანისთვის მოაქვს სარგებლობა.

გამორჩეული ქვეყანა

მაია:

GzaPress- ნახევარი მსოფლიო გვაქვს მოვლილი, მაგრამ იერუსალიმმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ისეთი ენერგეტიკა და მიჯაჭვულობაა, ვერ აღგიწერთ. მე ხომ ახლა პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამორთმეული მაქვს, სასამართლო პროცესის გამო და ერთადერთი, რაზეც გული მწყდება არის ის, რომ იერუსალიმში ვეღარ წავედი. ესეც გაივლის, ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება და ისევ წავალთ იერუსალიმში! ეს არის ის, საიდანაც შედგა მსოფლიო, ქრისტიანულმა ცივილიზაციამ მსოფლიო ცივილიზაცია შექმნა. ევროპის კულტურული აღორძინება, რასაკვირველია, ქრისტიანობის ქვაკუთხედიდან მოდის.

ვახო:

- იერუსალიმში თავს ისე გრძნობ, შეგიძლია წყნარად მოკვდე (იცინის). ჩვენი სულიერების საწყისი იქიდან მოდის. ქრისტიანობა ჩემთვის იმპერიული რელიგიაა, განსხვავებით ებრაელებისგან, რომელიც ეროვნული რელიგიაა. იმპერიის დანიშნულებაა ტერიტორიისა და ხალხის გაერთიანება და ამდენ მასას რომ აერთიანებს, უკვე სულიერი ხარისხობრივი ზრდა მიდის. ცივილიზაციის განვითარების გზები ითხოვენ ამ უზარმაზარი რაოდენობის ხალხის ერთ სულიერ ჩარჩოში მოქცევას და ეს გააკეთა იერუსალიმმა. ნახევარი მსოფლიოსთვის იერუსალიმი რელიგიური სამშობლოა - ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის და ებრაელებისთვის. ამაზე წმინდა მსოფლიოში არაფერია, იქ როცა დგახარ, შეიძლება გაფრინდე.

მაია:

- უჩვეულო ხედებითა და სტრუქტურით გაუდის ბარსელონას გამოვარჩევდი. შესადარი არ ჰყავს, სხვა დანარჩენი მაინც ჩარჩოებშია მოქცეული, გაუდი კი ამ ყველაფერს სცდება. თანამედროვე არქიტექტურა, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ მაგ დონის არ არის.

ვახო:

- მე პეტერბურგს გამოვარჩევ, ჩემთვის ესაა ევროპა. მაიას ვეთანხმები, მაღალი ხელოვნება ის არის, მაგრამ ეს უმშვენიერესი, ერთ-ერთი კულტურული ქალაქია. დღეს იმდენად აღარ, როგორც წარსულში იყო. ჩემთვის არსებობს ორი რუსეთი, რომელიც აუცილებლად მიაღწევს თავის სულიერ საწყისს და დღევანდელი რუსეთის ნაცვლად, უფრო ევროპული, უფრო დაწყნარებული და უფრო კარგი მეზობელი გვეყოლება.

მაია:

- მათი დღევანდელი მდგომარეობა ტრაგიკულია, არანაირად არ მოგვწონს და ღმერთმა დაიფაროს, ასე გაგრძელდეს.

ვახო:

- რუსეთს შანსი ჰქონდა, ევროპული გამხდარიყო და ამ შანსს რატომღაც ხელიდან უშვებს. ეს ევრაზიული კავშირი კიდევ ცალკე თემაა, რა საჭირო იყო?...

თამთა დადეშელი