იოანე არაბული შეყვარებულს დაშორდა - გზაპრესი

იოანე არაბული შეყვარებულს დაშორდა

საზოგადოება იოანეს ყოფილ შეყვარებულს, "ახალი ხმის" მონაწილე ელენე საბიაშვილსაც იცნობს. წყვილი ერთმანეთს ახლახან დაშორდა.

- ელენე, შენ და იოანე არაბული საზოგადოებამ "ახალი ხმის" წყალობით გაგიცნოთ. იმ პერიოდში შეყვარებულები იყავით და ერთმანეთს გულშემატკივრობდით...

- ასე იყო, მაგრამ მერე ერთმანეთს დავშორდით. უკვე 2 თვეა, შეყვარებულები აღარ ვართ.

- დაახლოებით 2 თვეა, რაც იოანე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჩაერთო. თქვენი ურთიერთობა ამის გამო ხომ არ გაფუჭდა?

GzaPress- ერთმანეთს რომ დავშორდით, იმ პერიოდში ცნობილი არ იყო, იოანეს ამ პროექტში მიიწვევდნენ თუ არა. არ მესმის, ამ პროექტში მისი მონაწილეობა რატომ უნდა ყოფილიყო ჩვენი დაშორების მიზეზი? ეჭვიანი არ ვარ. ცეკვა მეც მიყვარს და ამ პროექტში მონაწილეობა რომ შემოეთავაზებინათ, მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი. მეც მიცეკვია სხვასთან ერთად, მაგრამ ამის გამო იოანეს არასდროს უეჭვიანია.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- 26 ნოემბერს 3 წელი გახდებოდა.

- მესამე პირი ხომ არ ჩადგა თქვენ შორის?

- არანაირი მესამე პირი არ ჩამდგარა ჩვენ შორის. უბრალოდ, ყველაფერს, რაც იწყება, დასასრულიც აქვს. ჩვენ მეგობრებად დავრჩით. ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე მისი დახმარება დამჭირდება, ჩემ გვერდით იქნება. იმავეს გავაკეთებ მეც. ვფიქრობ, სიყვარული ვალდებულება არ არის. თუ გიყვარს, მთელი გულით უნდა გიყვარდეს.

- გაგიჭირდათ ერთმანეთის გარეშე?

GzaPress- რადგან ეს ორივეს იდეა იყო, ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანეთ. არც ერთი არ ჩავვარდნილვართ დეპრესიაში.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იოანეს გულშემატკივრობ?

- რა თქმა უნდა! იოანეს მთელი ჩემი ოჯახი გულშემატკივრობს არა მარტო მორალურად, "ესემესებსაც" უგზავნიან. მისი წარმატება ძალიან გვახარებს. მისი მეწყვილე - ვერკა ჯაჯანიძე კარგი მოცეკვავეა.

- დაბოლოს, თავად რას საქმიანობ?

- პროექტ "ახალ ხმაში" რომ ვმონაწილეობდი, მაშინ აბიტურიენტი ვიყავი. ახლა უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვარ. თეატრალურ უნივერსიტეტში, ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. რაც შეეხება მუსიკას, ახალი არაფერი გამიკეთებია, თუმც, სამომავლო გეგმები მაქვს.

სოფო ჭონიშვილი