მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა
font-large font-small
მო­დას შე­წი­რუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა
"პალ­ტო, თბი­ლი შარ­ფე­ბი, შარ­ვ­ლე­ბი და კა­ბე­ბი დე­და­ჩე­მის­გან მა­ლუ­ლად გა­ვა­ჩუ­ქე"

ახალ­გაზ­რ­დებს სი­ცი­ვე­ში თბი­ლად ჩაც­მა არ უყ­ვართ. ზოგს თხე­ლი ტყა­ვის ქურ­თუ­კის ქვეშ, ასე­ვე თხე­ლი პე­რან­გი აც­ვია. ლა­მის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შარ­ვა­ლი, სა­ზაფხუ­ლო კე­დებ­ზე აქვთ ამოც­მუ­ლი. მოკ­ლეყე­ლი­ა­ნი წინ­დი­დან, სი­ცი­ვის­გან გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი კო­ჭი მო­უ­ჩან­თ... შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არ შე­ამ­ჩ­ნიო ქუ­ჩა­ში, გა­ჩე­რე­ბა­ზე ან ტრან­ს­პორ­ტ­ში, მო­ბუ­ზუ­ლი, აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი და სი­ცი­ვის­გან გა­შა­ვე­ბუ­ლი... კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ იც­ვა­მენ ასე? ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი აქვს, - მოს­წონს, მო­და­შია, მი­სი სტი­ლია; `უ­ნი­ში~ არ ცი­ვა და გზა­ში არა უშავს, რო­გორ­ღაც მო­ით­მენს...



ანუ­კი, 18 წლის:
- არ შე­მიძ­ლია თბი­ლად ჩაც­მა. მირ­ჩევ­ნია, მცი­ო­დეს და ის მეც­ვას, რაც მომ­წონს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს უხ­დე­ბა და მთლი­ა­ნო­ბა­ში, კარგ `ვიდ­ზე~ ხარ. რაც მთა­ვა­რია, გიხ­დე­ბა და რო­დე­საც ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რომ შე­ნი თა­ვი მოგ­წონს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ წარ­მა­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გზა გავ­ლი­ლი გაქვს...
- თბი­ლი ტან­საც­მ­ლის გე­მოვ­ნე­ბით შე­ხა­მე­ბა და ჩაც­მა არ შე­იძ­ლე­ბა?
- არ მომ­წონს, ფი­გუ­რა არ იკ­ვე­თე­ბა... გამ­ხ­და­რი აგე­ბუ­ლე­ბა, თხე­ლი კი­დუ­რე­ბი და მა­ღა­ლი კი­სე­რი არ ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ შა­ლით შევ­ფუთ­ნე. ბა­რემ ჩად­რით ვივ­ლი და ეგაა. სულ ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვი­ყო, წო­ნა ვა­კონ­ტ­რო­ლო და ყვე­ლა სე­ზონ­ზე კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე... სა­მო­სი, ზამ­თ­რის დად­გო­მამ­დე სა­მი თვით ად­რე გა­მო­ვი­წე­რე ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ი­დან და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის ჩა­ვიც­ვამ­დი...
- ამ ზამ­თარს არაერთხელ გაცივდით, რო­გორც ვი­ცი.
- დი­ახ, ასეა... ბო­ლო გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, `ქა­ლუ­რი~ პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნა და ახ­ლაც ვმკურ­ნა­ლობ. დე­და­ჩე­მი კუდ­ში დამ­დევ­და, თბი­ლად ჩა­იც­ვიო და მარ­თ­ლა ჩა­ფუთ­ნი­ლი დავ­დი­ო­დი. ლექ­ცი­ა­ზე რომ შევ­დი­ო­დი, იმ­დენ ხანს ვუნ­დე­ბო­დი გახ­დას, ყვე­ლა მე დამ­ცი­ნო­და. ერთ დღე­საც შევ­წყ­ვი­ტე და ძა­ლი­ან თხლად წა­ვე­დი. ძა­ლი­ან მცი­ვა, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, მო­მენ­ტა­ლუ­რად ვი­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტეგო­რი­უ­ლად გა­დავ­წყ­ვი­ტე, თბი­ლად არ ჩა­ვიც­ვა... პალ­ტო, თბი­ლი შარ­ფე­ბი, შარ­ვ­ლე­ბი და კა­ბე­ბი დე­და­ჩე­მის­გან მა­ლუ­ლად გა­ვა­ჩუ­ქე. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ `დი­დი გა­ცი­ვე­ბის~ შემ­დეგ, სახ­ლი­დან თბი­ლად ჩაც­მუ­ლი გავ­სულ­ვარ და ლიფ­ტ­ში ან სა­დარ­ბა­ზო­ში გა­მიხ­დია... ჩა­ფუთ­ნი­ლი ვერ ვმოძ­რა­ობ და ვკომ­პ­ლექ­ს­დე­ბი. ჩე­მი ლექ­ტო­რე­ბი რომ მეტყ­ვი­ან, შენ ქმნი ამ ჯგუფ­ში მო­დის ხაზ­სო, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა, გა­ცი­ვე­ბაც, სიცხეც და თა­ვის ტკი­ვი­ლიც. ამას ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავს ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რომ ხარ, ამი­ტო­მაც მომ­წონ­ხა­რო. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ჩე­მი სტი­ლი და ჩაც­მის სი­თა­მა­მე. რო­დე­საც დავ­ბერ­დე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი­ვით ჩა­ვიც­ვამ, შა­ლის წინ­დებს... მა­ნამ­დე გვა­ცა­დეთ, ცხოვ­რე­ბით დავ­ტ­კ­ბეთ.
ნია, 21 წლის:
- მთე­ლი დე­კემ­ბე­რი ტო­პით ვი­ა­რე... და­ქალ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა კა­ნა­დი­დან. მა­გის ხათ­რით გა­ვი­კე­თე ტა­ტუ თე­ძო­ზე, რო­მე­ლიც ფერ­დამ­დე `ა­დის~... შემ­დეგ ამ ტა­ტუს გა­მო ყვე­ლა `კოფ­თა~ ტო­პად გა­და­ვა­კე­თე. მა­ღალ­წე­ლი­ან შარ­ვ­ლებს ვყი­დუ­ლობ­დი და დე­დაც მშვი­დად იყო, წე­ლი თბი­ლად გექ­ნე­ბაო... ლა­მა­ზი, ბრტყე­ლი მუც­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მუდ­მი­ვად დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, დღე­ში მხო­ლოდ ჭი­ქა ყა­ვა­სა და ერთ კრუ­ა­სან­ზე შე­მეძ­ლო ყოფ­ნა. დი­ლა-სა­ღა­მოს ათ-ათ `პრესს~ ვა­კე­თებ­დი... გა­რეთ, გრძე­ლი მო­საც­მე­ლი მეც­ვა, რო­მე­ლიც წელ­ზე იკ­ვ­რე­ბო­და და შიგ­ნით რა მეც­ვა, დე­და არ მი­კონ­ტ­რო­ლებ­და, რად­გან ჩემ­ზე ად­რე გა­დი­ო­და სახ­ლი­დან და შინ ჩემ შემ­დეგ ბრუნ­დე­ბო­და... ერთ დღე­საც, მე­გობ­რე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ბარ­ში ვა­პი­რებ­დით წას­ვ­ლას. მე ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ძვლებ­ში მამ­ტ­ვ­რევ­და და სახ­ლ­ში აკან­კა­ლე­ბუ­ლი მო­ვე­დი. მივ­ხ­ვ­დი, რომ მა­ღა­ლი სიცხე მქონ­და. დე­დას და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, - იქ­ნებ სამ­სა­ხუ­რი­დან ცო­ტა ად­რე წა­მოხ­ვი­დე-მეთ­ქი. არ მახ­სოვს დე­დის მოს­ვ­ლა. გონს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მო­ვე­დი.
ბო­ლომ­დე ჯერ კიდევ ვერ გა­მოვ­ძ­ვე­რი. ფილ­ტ­ვებ­ზე და­მი­ტო­ვა კვა­ლი... სიცხე­ე­ბი აღარ მქონ­და, მაგ­რამ ღა­მე სპაზ­მუ­რი ხვე­ლე­ბა მეწყე­ბო­და. ოფ­ლი მას­ხამ­და და ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვახ­ვე­ლებ­დი... დე­დამ ბა­კუ­რი­ან­ში გა­მიშ­ვა. ძა­ლი­ა­ნაც რომ მნდო­მო­და, გაპ­რან­ჭ­ვის თა­ვი არ მქონ­და. ასი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, ვიღ­ლე­ბო­დი და ქო­შინს ვიწყებ­დი. არც მახ­სოვს, რამ­დე­ნი ლა­რის მე­დი­კა­მენ­ტი დავ­ლიე... აღარც ახა­ლი წე­ლი მი­ხა­რო­და, აღარც შო­ბა... მთე­ლი იან­ვა­რი ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და თერ­მო­მეტ­რის ცქე­რით დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა... გა­მოც­დე­ბი ჩა­უ­ბა­რე­ბე­ლი დამ­რ­ჩა. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი. იმ გა­ცი­ვე­ბის შემ­დეგ, ქუ­ჩა­ში პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მო­ვე­დი, რო­დე­საც ბა­კუ­რი­ან­ში მივ­დი­ო­დით და მე­ზობ­ლებ­მა შო­რი­დან მო­მი­კითხეს, თით­ქოს კეთ­რი მქო­ნო­და...
- სტი­ლი შე­იც­ვა­ლეთ?
- ბა­კუ­რი­ან­ში­ვე ჩა­მო­მი­ტა­ნა დე­დამ თბი­ლი, გრძე­ლი `დუ­ტის~ პალ­ტო­ე­ბი, ჯემ­პ­რე­ბი, შარ­ვ­ლე­ბი და ჩექ­მე­ბი... რო­დე­საც კა­რა­და­ში შე­ვი­ხე­დე, იქ არც ერ­თი ძვე­ლი სა­მო­სი აღარ დამ­ხ­ვ­და, დე­დას ყვე­ლა გა­და­უყ­რია, მაგ­რამ არა­ფე­რი მი­კითხავს. უბ­რა­ლოდ, გუ­ლი დამ­წყ­და. მათ­გან რამ­დე­ნი­მე მარ­თ­ლა ძა­ლი­ან კარ­გი ბრენ­დი იყო, რო­მე­ლიც ჩემს და­ქა­ლებს მოს­წონ­დათ და რომ მე­ჩუ­ქე­ბი­ნა, სი­ხა­რუ­ლით მეცხ­რე ცას ეწე­ოდ­ნენ. თუმ­ცა, დე­დამ ისე­თი დღე­ე­ბი გა­მო­ი­ა­რა ჩემ­თან ერ­თად, ვერც კი გავ­ბე­დე მე­კითხა, სად წა­ი­ღე-მეთ­ქი... ერ­თი სიტყ­ვით, ახ­ლა ვმკურ­ნა­ლობ ფილ­ტ­ვებს და პა­ტარ-პა­ტა­რა `ქა­ლურ~ პრობ­ლე­მებ­საც. იმე­დია, ბო­ლომ­დე გა­მოვ­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბი. ის დღე­ე­ბი მთელ ჩემს ცხოვ­რე­ბას გან­საზღ­ვ­რავს.
მე­დეა, 43 წლის:
- სა­ნამ ჩე­მი შვი­ლის ჩაც­მის სა­კითხ­ში ვე­რე­ო­დი, პრობ­ლე­მა არას­დ­როს ჰქო­ნია, არც კი მახ­სოვს, ოდეს­მე სიცხე ჰქონ­და თუ არა... მას მე­რე, რაც წა­მო­ი­ზარ­და, უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს, შე­ნიშ­ვ­ნა მივ­ცე და მი­ვუ­თი­თო. ყვე­ლა­ფერ­ზე იბუ­ტე­ბა, თა­ვის ოთახ­ში იკე­ტე­ბა, საჭ­მელს არ ჭამს. ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ურ­თუ­ლეს პრობ­ლე­მებს ვაწყ­დე­ბი. მთე­ლი ზამ­თა­რი სიცხი­ან­მა და გა­ცი­ვე­ბულ­მა იარა. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ბრონ­ჰი­ტი და ჰა­ი­მო­რი­ტი... იგი­ვე პრობ­ლე­მა მაქვს ვაჟ­თა­ნაც, რო­მე­ლიც ასე­ვე თხე­ლი ტან­საც­მ­ლით და­დის, თუმ­ცა, მას მან­ქა­ნა ჰყავს და გა­რეთ ხში­რად არ უწევს ყოფ­ნა... გო­გო­ნას შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკ­ვე რა ხერხს მივ­მარ­თო, აღარ ვი­ცი, ყინ­ვა­შიც თხე­ლი მა­ი­სუ­რი­თა და ქურ­თუ­კით და­დის.
ხა­თუ­ნა დო­ლი­ძე, ექი­მი თე­რა­პევ­ტი:
- წლე­ბია, ოჯა­ხის ექი­მად ვმუ­შა­ობ და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ბო­ლო წლებ­ში ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე მე­ტად, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი გა­ცი­ვე­ბით მო­დი­ან და მა­თი უმე­ტე­სო­ბა 15-25 წლამ­დე გო­გო­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი სტი­ლი ჰქონ­დეთ და მზად არი­ან, ამის გა­მო ძა­ლი­ან დი­დი მსხვერ­პ­ლი გა­ი­ღონ. სამ­წუ­ხა­როდ, ბევრს ამის გა­მო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­ერ­ყა... მქონ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­ცი­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ისევ ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი გა­დი­ო­და ქუ­ჩა­ში, სკო­ლა­ში, ლექ­ცი­ა­ზე ან თუნ­დაც სამ­სა­ხურ­ში თხლად ჩაც­მუ­ლი მი­დი­ო­და. ამ კა­ტე­გო­რი­ას პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ის უშ­ვი­ლოდ დარ­ჩე­ნის კან­დი­და­ტია... არა­ფერს ვამ­ბობ შარ­დ­სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ასე თუ ისე გან­კურ­ნე­ბა­დია. ვგუ­ლის­ხ­მობ ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც სი­ცოცხ­ლის­თ­ვის სა­ში­შია. მა­გა­ლი­თად, - მე­ნინ­გი­ტი, ენ­ცე­ფა­ლი­ტი... ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ვუხ­ს­ნი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში ნა­ბა­ნა­ვე­ბი არ უნ­და გა­ვი­დეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტა ით­ვა­ლის­წი­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს ყუ­რი­სა და თვალ­ბუ­დის ან­თე­ბე­ბი. არა­და, ყუ­რი ტვინ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფექ­ცია კი, რო­მე­ლიც ყურ­ში ხვდე­ბა, დი­დი შან­სია, გავ­რ­ცელ­დეს ტვინ­ში. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბას, სურ­დო­სა და გრიპს სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. ეს ამ სე­ზო­ნის ჩვე­უ­ლებ­რივ და­ა­ვა­დე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ თუნ­დაც, ყუ­რე­ბის ხში­რად და­გუ­ბე­ბა, შე­საძ­ლოა, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. ყვე­ლას მინ­და ვთხო­ვო: ნუ გახ­ვალთ ახალ­და­ბა­ნი­ლი ქუ­ჩა­ში, ამინდს არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ნო­ტიო თმით გა­რეთ გას­ვ­ლა ბევრ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. ზამ­თარ­ში ქუ­ჩა­ში ატა­რეთ ქუ­დი და კაშ­ნე, რო­მე­ლიც თქვენს ყუ­რებ­სა და ყელს და­ი­ცავს. ეცა­დეთ, ცივ სე­ზონ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რებს, ყელს, ცხვირ­სა და სუნ­თ­ქ­ვას. გირ­ჩევთ, თუნ­დაც გრი­პის ან უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბის დროს, აუცი­ლებ­ლად მი­აქ­ცი­ოთ სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა ცხვირს, რომ არ გარ­თულ­დეს და სი­ნუ­სიტ­ში, ჰა­ი­მო­რიტ­ში ან ცხვი­რის წი­ა­ღე­ბის ან­თე­ბა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს... არას­წო­რი სუნ­თ­ქ­ვა ხში­რად სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს. ცხვი­რით ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თ­ქ­ვა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და თუ ის მოშ­ლი­ლია, შე­საძ­ლოა, დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს.

ლა­ლი პა­პას­კი­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
07.04.2017
ლექ­ტო­რე­ბი რომ იტყ­ვი­ან, შენ ქმნი ამ ჯგუფ­ში მო­დის ხაზ­სო, მაგაზე საფიქრალი, სალაპარაკო დრორომ ექნება მაშინ აქვს შენს უმაღლეს განათლების ხარისხს საქმე ძაააალიან ცუდად!!!!!!!!!
მაკა
03.04.2017
რუსებს და უკრაინელებს ვერც შეედრებიან ფიგურებით ჩვენი გოგოები იმათ აცვიათ ცივი ამინდის შესაფერისად ქუდებსაც იხურავენ, მაგრამ კარგი და თხელი ტანი აქვთ. ფეხების და ცხვირპირის გალურჯება ნამდვილად არაა სასიამოვნო სანახავი და არც სექსუალობას მატებს ვინმეს "მოდნიცებო"
ნანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
"თუ კიდევ ცოცხალი ვარ, ე.ი. ყველაფერი გამომივიდა"
ყველა გამარჯვება ჩემთვის ემოციური და განსაკუთრებულია
ორჯერ დაკარგული ძლიერი საყრდენი და ქალი, რომელმაც მწუხარებას აჯობა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი