როგორ ვიყიდოთ ნარკოტიკი სმს-ით - ჟურნალისტური ექსპერიმენტი - გზაპრესი

როგორ ვიყიდოთ ნარკოტიკი სმს-ით - ჟურნალისტური ექსპერიმენტი

ჰეროინი, ჰაშიში, კოკაინი, სპაი, მარიხუანა, კანაფი და ექსტაზი - ამ ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა საქართველოში უბრალო სმს-ითაა შესაძლებელი. რამდენიმე ქართველმა მომხმარებელმა ტელეფონზე "ვაიბერით" რუსულენოვანი სარეკლამო შეტყობინება მიიღო, რომლის ავტორიც ნებისმიერ მსურველს ნარკოტიკის შეძენას სთავაზობს.

რამდენიმე ჟურნალისტმა მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ თბილისსა და ქუთაისში "ვაიბერის" ან "ტელეგრამის" გამოყენებით ნარკოტიკის შეძენა სავსებით რეალურია.

სარეკლამო გზავნილი მოქალაქეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, "ვაიბერში" რუსული ნომრიდან ეგზავნებათ და ტექსტიც რუსულ ენაზეა - "თუ გსურს შეიძინო ნარკოტიკული საშუალებები, მოგვწერეთ სმს-ის საშუალებით და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენი კურიერი მოგაწვდით", - აღნიშნულია შეტყობინებაში, რომლის მოსვლის შემდეგ მითითებულ ნომერთან დაკავშირებაც შესაძლებელია.

"ვაიბერით" დარეკვისას სატელეფონო ზარს არ უპასუხეს, ჩვეულებრივად დაკავშირებისას კი ოპერატორი გვატყობინებდა, რომ ნომერი მიუწვდომელია. "ვაიბერით" გაგზავნილ ჩვენს სმს-ს იმის შესახებ, რომ ჰეროინის შეძენა გვსურდა, დილერი დაახლოებით 1 საათის შემდეგ გამოეხმაურა და გამოგვიგზავნა ნარკოტიკული ნივთიერებების ფასები ლარში. მაგალითად, ჰაშიში, მარიხუანა, კანაფი და სპაისი. ყველა მათგანს თავის ფასები ჰქონდა მითითებული.

რაც შეეხება შეძენასა და თანხის გადახდას, დილერმა ასევე "ვაიბერით" გამოგვიგზავნა ვიდეოფაილი ფულის ჩარიცხვის დეტალური ინსტრუქციით, საიდანაც ჩანს, რომ ფულის გადარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ხდება, სადაც უნდა მივუთითოთ ის ნომერი, რომლიდანაც სარეკლამო შეტყობინებები იგზავნება", - განაცხადა ექსპერიმენტის ავტორმა.

შსს-ს ამ საკითხით უკვე დაინტერესდა - "სამინისტროსთვის ცნობილია ამის შესახებ და ამ დროისთვის სმს-ებს წარმომავლობის შესწავლა მიმდინარეობს", - განაცხადეს მღებრიშვილის უწყებაში.