სკან­და­ლი სოჭ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის გა­მო - გზაპრესი

სკან­და­ლი სოჭ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის გა­მო

ნინო ჩხეიძის, ვახო ბიჭიკაშვილისა და ნიკა არაბიძის მიერ 14 მაისს, სოჭში გამართულმა კონცერტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მომღერალსა და იუმორისტებს ამ ნაბიჯის გამო სოციალურ ქსელში მკაცრად აკრიტიკებენ...

ვახო ბიჭიკაშვილმა საზოგადოებას "ფეისბუკის" მეშვეობით უპასუხა:

"ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ, წავსულიყავით თუ არა სოჭში, სანამ არ დავაზუსტეთ, რომ ეს იყო რიგითი ქართველი-ემიგრანტების ორგანიზებული კონცერტი და არა პუტინთან დაახლოებული და მსგავსი ბინძური საზოგადოების დაგეგმილი კონცერტი!

კონცერტს ესწრებოდნენ ქართველები და ერთი სიტყვაც არ თქმულა ჩვენი მხრიდან ოკუპანტის ენაზე! მსგავს კონცერტებს ვატარებთ საბერძნეთშიც, იტალიაშიც, საფრანგეთშიც და ყველგან, სადაც ჩვენი ქართველი-ემიგრანტები არიან! სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია!"

სკანდალს გამოეხმაურა ნინო ჩხეიძეც:

"12 მაისს გაიმართა ჩემი სოლო კონცერტი, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. კონცერტს ესწრებოდა 800 ადამიანი და მათგან 98% ქართველი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს გულთბილი დახვედრისა და სიყვარულისთვის... კონცერტის მერე, თითოეული მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ, ქართულ საღამოზე რომ იმყოფებოდნენ... რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ყველა ქართველი მიყვარს, სადაც უნდა იყვნენ, მით უმეტეს, როცა ვხედავ, რა ბედნიერები არიან, როცა მხედავენ და როგორ უყვართ ჩემი სიმღერები. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ადამიანი სოჭში ცხოვრობს, მოსკოვში, იტალიაში, ისრაელში, ამერიკაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მე ყოველთვის სიამოვნებით ვიმღერებ მათთვის. მე ჩემი ხალხისა და ჩემი ქართველების მომღერალი ვარ. მათ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ აქვთ ქართული ოჯახები, ისინი შვილებს ქართული ტრადიციებით ზრდიან და ბევრ მათგანს იმაზე მეტად უყვარს საქართველო, ვიდრე ფარისეველ, Fაცებოოკ-ჩასაფრებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ვერც ვერასოდეს მიხვდებიან, რას გრძნობენ ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, როდესაც უსმენენ ქართულ სიმღერას და უყურებენ ქართულ ცეკვას. არა აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს ჩემი ხალხი, ისინი ქართველები არიან და ჩვენ ერთნი ვართ..."