რო­მე­ლი გა­გე­ბი­თაა "ორ­ცო­ლი­ა­ნი", ტო­რე­სა მო­სი - გზაპრესი

რო­მე­ლი გა­გე­ბი­თაა "ორ­ცო­ლი­ა­ნი", ტო­რე­სა მო­სი

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, მაინც ვახერხებ, აქტიური მკითხველი ვიყო. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა", - ამბობს მწერალი, ტორესა მოსი. მას წაკითხულ ნაწარმოებებთან მიბრუნება სჩვევია, "ჩემპიონ" წიგნად "ვეფხისტყაოსანი" მიაჩნია, ხოლო გუსტავ ფლობერის რომანს - "მადამ ბოვარი" იმ ნაწარმოებად თვლის, რომელმაც ის შეცვალა.

- ბოლო პერიოდში, უმეტესად ელექტრონული ფორმატის წიგნებს ვკითხულობ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ, ტელეფონში გადმოწერილ ლიტერატურას მგზავრობის პერიოდში ვკითხულობ. რაც მთავარია, წიგნის საკითხავად განსაკუთრებული გარემოს შექმნა არ მჭირდება. შემიძლია, გარემოს ხალხმრავლობაშიც კი გავეთიშო და გონება მთლიანად ტექსტზე გადავრთო. სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდში ბევრს ვკითხულობდი, მაშინ დროც მეტი მქონდა.

თავდაპირველად, წიგნებიდან ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა გამიჭირდა. თითქოს დეტალები არც მამახსოვრდებოდა, ახლა მივეჩვიე, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დამაყენო, ელექტრონულ ფორმატს, წიგნი მირჩევნია, მას ეხები, ფურცლავ, ურთიერთობა გაქვს, ამას სხვა შეგრძნებები მოაქვს.

ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას ოჯახის წევრები და ის მეგობრები მირჩევდნენ, რომლებიც ჩემზე მეტად ნაკითხები იყვნენ. დღეს ძალიან მიჭირს ვთქვა, რა მიბიძგებს წიგნებისკენ, დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწარმოების სათაურს, ზოგჯერ ისეთია, კითხვას რომ დაგაწყებინებს. ისეთი წიგნებიც მიტაცებს, რომელთა შესახებ არაფერი მსმენია. ასე ბრმად ნაწარმოებს თვეში ერთხელ მაინც ვირჩევ ხოლმე და ზოგიერთ შემთხვევაში არჩევანი ამართლებს.

წაკითხულ ნაწარმოებებს პერიოდულად ვუბრუნდები. "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი", "სამი მუშკეტერი", "დონ კიხოტი" არც ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ წიგნებს შორის "ჩემპიონი" "ვეფხისტყაოსანია". მას წელიწადში რამდენჯერმე ვუბრუნდები.

დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი შერლოკ ჰოლმსთან. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, მასთან ყოველდღიური ურთიერთობა აუტანელი იქნებოდა. ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, მაგრამ შემიძლია, გავუგო.

საკუთარი თავი პიროვნული თვისებებით არაერთი პერსონაჟისთვის მიმიმსგავსებია. მქონდა შეგრძნება, რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პერსონაჟს ვგავდი. ჩემი აზრით, ყველა ადამიანში ცხოვრობს თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი. რაღაც მომენტში, ჩემი თავი დამიჭერია, შერლოკიც ვყოფილვარ. მოვლენები ისე გამიანალიზებია, როგორც მსგავს სიტუაციაში შერლოკი გააკეთებდა.

ქალი პერსონაჟებიდან რომელი შემიყვარდებოდა, ძალიან ძნელი სათქმელია. ეს კითხვა ვინმეს ბავშვობაში რომ დაესვა, ჩემი რჩეული ალბათ პეპი იქნებოდა. დღეს ცოლი მიყვარს ძალიან და სხვა სიყვარული უკვე ვეღარ წარმომიდგენია.

დღემდე წაკითხულ ნაწარმოებებს შორის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება "მადამ ბოვარმა" მოახდინა. ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, თურმე არაფრის აზრზე არა ვარ. "მადამ ბოვარმა" ძალიან შემცვალა.

თამუნა კვინიკაძე