"ივანე კოტორაშვილივით, უცებ გაწურა ფორმა, სველი ჩაიცვა და წავიდა..." - რას ჰყვება აფხაზეთის ომის დროს დაკარგული გმირის შვილი
font-large font-small
"ივანე კოტორაშვილივით, უცებ გაწურა ფორმა, სველი ჩაიცვა და წავიდა..."  - რას ჰყვება აფხაზეთის ომის დროს დაკარგული გმირის შვილი
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების კვალი



საქართველოს უახლოესი ისტორიის ომებიდან უამრავი გმირი შემორჩა, რომელთა სახელები ქართველებისთვის ნაცნობია, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ფართო საზოგადოება არ იცნობს... ერთ-ერთი ასეთი მერაბ ნიქაბაძეა, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასა და მის თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაკარგვამდე, ბოლო წუთამდე დარჩა... მისი კვალი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
აფხაზეთის ომის გმირის შვილი, ლევან ნიქაბაძე მამას იხსენებს და იმედოვნებს, რომ სოხუმიდან გადმოსვენებულ 91 გმირის ნეშტს შორის მამამისიც იქნება...
2005 წლის 25 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის #877 განკარგულებით, მერაბ ნიქაბაძე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.




- მამა "ავღანელთა ბატალიონში" 1992 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იქ მხოლოდ ომში გამოცდილებს იღებდნენ, რომელთაც "სხვანაირი" პიროვნული თვისებები ჰქონდათ... მამა სამაჩაბლოს ომის მონაწილე იყო, საბრძოლო ნათლობა იქ მიიღო.

- პროფესიით ვინ იყო?

- ფილოლოგი. შოთა რუსთაველის სახელობის წიგნის ფაბრიკაში გამომცემლობის დირექტორი იყო, რუსულიდან თარგმნიდა წიგნებს: ლინდა გუდმენის "ჰოროსკოპი", ვოლდემარ ბრანკის "პატარა ადამიანი დიდ გზაზე" და კიდევ რამდენიმე ნაწარმოები მისი თარგმნილია... სამაჩაბლოს ომში მოხალისედ წავიდა, შემდეგ გაწვევითაც მოუწია... მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, იქაც წავიდა და თუ არ ვცდები, 1992 წელს, "ავღანელთა კავშირის წევრი" გახდა - მათ ბატალიონშიც ჩაირიცხა. რადგან გამოცდილება ჰქონდა, ცხელ წერტილებში ფრონტის წინა ხაზზეც მიდიოდა... მაშინ 11 წლის ვიყავი და მამის შესახებ ბევრი რამ კარგად მახსოვს. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, სახლში ხანდახან ჩამოდიოდა. კონტუზირებულიც ჩამოსულა, მაგრამ უკან მაინც ბრუნდებოდა... ბოლოს, თუ სწორად მახსოვს, 24 სექტემბერს გაფრინდნენ.

მძიმე დღეები იყო... ვიდრე გაფრინდებოდა, რამდენჯერმე სცადა აფხაზეთში წასვლა, მაგრამ ფრენა გადაიდო. ბოლოს, როდესაც სახლის ტელეფონზე დაურეკეს, მამამ უპასუხა, - აგაშენა ღმერთმაო... ეს სიტყვები ცნობიერებაში ჩამრჩა... უხაროდა, წასვლა რომ გადაწყდა... აღმოჩნდა, რომ დედას მისი ფორმა გარეცხილი ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ სველი იყო. ძალიან უყვარდა სამხედრო ფორმა. ჰოდა, ივანე კოტორაშვილივით, სამოსი გაწურა, სველი ჩაიცვა და წავიდა... იმ დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავი აფეთქდა... 25 სექტემბერს, სოხუმის სატელევიზიო ანძის აღებაში მონაწილეობდნენ, 6 კაცი დაეღუპათ. შემდეგ ბრძანება მიიღეს და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს - "სოვმენის" შენობაში გადავიდნენ. მას შემდეგ ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, მაგრამ დოკუმენტურად გადმოცემული და შესწავლილი დეტალები არსად წამიკითხავს...

- აფხაზებიც დუმან...

- იმიტომ, რომ ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი... თუ იმ ყაბარდოელი ტამირის მონათხრობს არ ჩავთვლით, ცოტა რამ არის ცნობილი.

- თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ მამაზე?

- სოხუმის დაცემიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთმა მებრძოლმა მამას სიკვდილის ცნობა ჩამოგვიტანა, თუმცა, თავიდანვე რაღაც-რაღაცები დაუზუსტებელი იყო, - ჯერ თქვეს, მოკლესო, შემდეგ - თავი მოიკლაო... ვიცოდი, მამა ტყვედ არ ჩაჰბარდებოდა, რადგან ერთი ტყვია ყოველთვის კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ თავის მოკვლის ვერსია მაინც არ მიმაჩნია სარწმუნოდ... ვიცი, მოწინააღმდეგეებს მასზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული (მასზე და იმ ადამიანებზე, ვინც დიდხანს იბრძოდნენ). ორივე მხარეს ჰქონდა ერთმანეთზე ინფორმაცია, მეტიც, გვარ-სახელებითაც იცნობდნენ ურთიერთს. იყო შემთხვევები, როდესაც პოზიციებით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და გადაძახილები ჰქონდათ... ის ყაბარდოელი ტამირი იხსენებს, როდესაც ჩაგვბარდნენ და გასაიარაღებლად შევედით, დავინახეთ, ერთი მეომარი გახსნილი ხელყუმბარით ხელში იჯდა, მეორე ხელში კი ჯვარი ეჭირაო... დეტალურად აღწერს მამას... სხვა "ავღანელი", სახელად მერაბი, იმ 70 ადამიანში არ ყოფილა. სოხუმის მაშინდელ ეპარქიაში მეუფე დანიელი მსახურობდა, რომელმაც მამას ჯვარი აჩუქა, რომელიც სულ თან დაჰქონდა... ფოტოებშიც ჩანს... როგორც ვხვდები, ხელყუმბარა არ გამოიყენა, რადგან იქ მისიანებიც იყვნენ. შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს გაუგია, რომ "ავღანელი" იყო. მათაც ჰყოლიათ ბატალიონში ავღანეთის ომის მონაწილე და ის მიუშვეს, რომ დალაპარაკებოდა...
მამა მორწმუნე კაცი იყო და შესაძლოა, ამანაც შეაჩერა ან როგორც უკვე ვთქვი, თავისიანები ვერ გაწირა: აფეთქებისას ყველანი დაიხოცებოდნენ. ერთი სიტყვით, კავკასიური სოლიდარობა გამოუჩენიათ, ვაჟკაცი ხარ და გაგიყვანთო. მოლაპარაკების შედეგად, ხელყუმბარა გამოართვეს. მამასთვის იარაღის ჩაბარება მოუთხოვიათ, მაგრამ არ მიუცია, მჭიდი მოუხსნია და უთქვამს, - იარაღს ვერ მოგცემთო... შემდეგ, ამ ჩრდილოკავკასიელებმა გამოიყვანეს, მაგრამ იმ კადრებში მამა არ ჩანს. ტამირი ჰყვება, "რაფში" ჩასვესო, მაგრამ ისიც თქვეს, შემდეგ "იკარუსის" ავტობუსით წაუყვანიათო...

- ყაბარდოელი ტამირი იმასაც ამბობს, - ტყვეები შენობიდან რომ გამოვიყვანეთ, აფხაზები ისე აგრესიულად იქცეოდნენ, ჰაერში გასროლა დაგვჭირდა, ტყვეები რომ გაგვეყვანაო...

- დიახ და შეიძლება, შემდეგ "რაფსა" და "იკარუსში" გადაანაწილეს. რადგან ყველანი ერთად გაიყვანეს, იქ ნიღბიანები დახვედრიან, სავარაუდოდ, რუსები ან აფხაზები და ტყვეები წაურთმევიათ. შარტავასა და გაბისკირიას საბუთები მათ დაუტოვებიათ... GzaPress

- სად იკარგება მამათქვენის კვალი?

- "სოვმენის" შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მამა არც ცოცხალი, არც დაღუპული არავის უნახავს... ვინც მამას სიკვდილის ამბავი ჩამოგვიტანა, ისიც ვიღაცის მონაყოლს იმეორებდა... გენადი ფიცხელაური ქისტურ დიალექტზე საუბრობდა. ამიტომაც, ერთ-ერთმა ქისტმა გადაარჩინა და ერთი თუ ორი თვის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. ის არაფერს ჰყვებოდა, რადენჯერმე დაათვრეს კიდეც. იხსენებდა, როგორ გაარიდეს სიტუაციას, მაგრამ მამაზე არაფერს ამბობდა... ბოლოს, აფხაზეთიდან სულ 91 ადამიანის ნეშტი ჩამოასვენეს, 25-ის იდენტიფიკაცია მოხდა და იმედი მაქვს, დანარჩენებში მამაც იქნება. ეს ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და გაირკვევა, მამაც სხვებთან ერთად იყო და დახვრიტეს თუ არა... შესაძლოა, რადგან იარაღი არ ჩააბარა, ვიღაცამ იცნო, დაინახეს ალბათ იარაღიანი ქართველი და ესროლეს. რა იცოდნენ, იარაღში ტყვიები რომ არ იდო? ამ ვერსიასაც განიხილავენ, თუმცა, მეორე ვერსიით, ის ყველასთან ერთად დახვრიტეს.

- ალბათ, სულ ელოდით...

- დიახ, სულ ველოდით, წლები გავიდა მის ლოდინსა და ძებნაში... ბებიაჩემი, ჯილდა თოფურიძე მართლაც მთელი ცხოვრება ელოდა. შემდეგ, მან სხვებთან ერთად დააარსა ფონდი "მოლოდინი"... იმავე სახელწოდების გაზეთიც გამოდიოდა, თვეში ერთხელ და ბებია მისი რედაქტორი იყო. აფხაზეთშიც ჩადიოდნენ, ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულთა გადმოსვენების ამბები მათი დაწყებულია... ომის დასრულებიდან მალევე, პირველ წლები, აფხაზებთან, დაღუპული მეომრების ოჯახებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. იმათაც ჰყავდათ უგზო-უკვლოდ დაკარგულები და მათ პოვნაში ეხმარებოდნენ... ბებია 2012 წელს გარდაიცვალა და დაკარგული შვილის ტკივილი თან გაჰყვა... ხშირად ეშლებოდა და მამაჩემის სახელს მეძახდა და მერე ამაზე ტიროდა... მამას დაღუპულად არასდროს ვიხსენიებდით, თუმცა, ბოლო წლებში მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი, - ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქამდე აუცილებლად გამოჩნდებოდა... თავდაპირველად, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც ვიღაცები გვატყუებდნენ, - ვიცით, რომ ტყვედ არის და მის გამოყვანაში დაგეხმარებითო... გვეუბნებოდნენ, რომ "პარტიზანები" იყვნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მასზე ინფორმაციას გვპირდებოდნენ. თუმცა, მალევე ირკვეოდა, რომ გვატყუებდნენ... შემდეგ თანდათან ყველაფერი მიწყნარდა და მივხვდი, რომ მამაჩემი ცოცხალი აღარ იყო...

ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი - ახალგაზრდა ქართველი სტუდენტის წარმატებები
ლარა იანი - მოდელი, რომელიც მილანში ცხოვრებამ შეცვალა
თიკო მოსემღვდლიშვილი სიყვარულსა და თავისუფლებაზე
"ჩეკისტებთან ერთსაათიანი კონსილიუმი ნიკოს მეუღლეს თმის გათეთრებად დაუჯდა"
მოსკოვის ცნობილი თეატრი, "სოვრემენნიკი", თბილისს პირველად 1961 წელს ესტუმრა.
"თუ სურვილი ქმედებაშიც აისახება, საბოლოო ჯამში, მიდიხარ მიზნამდე"
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
4 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
9 კომენტარი