უცნაური აღსარება - ამბავი უმიზეზოდ შეძულებულ ქმარსა და დანგრეულ ოჯახზე
font-large font-small
უცნაური აღსარება - ამბავი უმიზეზოდ შეძულებულ ქმარსა და დანგრეულ ოჯახზე
შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ...


ირინა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ტოლებისგან მუდამ გამორჩეული იყო თავისი რევოლუციური ხასიათით, სიმაღლითა და სიგამხდრით. მოულოდნელად შევხვდით ქალაქში და ორივეს ისეთივე ბავშვური სიხარულით გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, როგორც პატარაობისას მოწინააღმდეგე გუნდის დამარცხება საბავშვო თამაშებში შეჯიბრებისას. ორი პატარა შვილი ჰყავს, ეს ვიცი, თუმცა, მისი ცხოვრების ბევრი დეტალი უცნობია ჩემთვის. ორიოდე სიტყვით ვუთხარი ჩემზე, თან, პაწაწინა კაფეში ხაჭაპური და ჩაი შევუკვეთეთ.
შეკვეთის მიღებამდე, შუქი ჩაქრა და სიბნელის გასაფანტავად სიფრიფანა მიმტანმა გოგონამ სანთელი აანთო ჩვენს მაგიდაზე. გამეღიმა, რომატიკული საღამოს იმიტაციაც გამოგვივიდა უნებურად-მეთქი. - მე სულ რომატიკაში ვარ, კარგა ხანიაო, - თქვა ირინამ.


"გათხოვების მერე ცაზე სულ ჟღალი ბინდია, მზეც უფრო მუქი გახდა, ოღონდ, არა თბილი... უნივერსიტეტიც დავასრულე, მერე გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ვისწავლე და სამშობლოში დაბრუნებულს, მშობლებმა დაოჯახება გადამიწყვიტეს. არავინ მიყვარს, როგორ გავთხოვდე-მეთქი? დედამ მითხრა, - გგონია, მამაშენი მიყვარდა, როცა გავყევი? ეს მერე მოდის, თავისით, შვილები შეგაყვარებთ ერთმანეთსო.
თურმე, "მეორე მხარეც" თავის პერსპექტიულ და განათლებულ შვილს იმავეს ეუბნებოდა. მალხაზი ასაკთან შედარებით შევერცხლილთმიანი ახალგაზრდა გახლდათ და კერძო სექტორში მუშაობდა, კარგი ანაზღაურებით. ორივე განათლებული, მოხდენილი და სერიოზული ადამიანი ხართ, უნდა დაქორწინდეთო, - გვირჩიეს. ვერ ვიტყვი, რომ ან მალხაზს ჰქონოდა დიდი ემოცია; თითქოს ვალდებულებას იხდიდა ქვეყნისა და მშობლების წინაშე. იყო ვიწრო წრეში ნიშნობა, მერე აყალმაყალიანი და დამღლელი ქორწილიც. რაღაც გაურკვეველი ღიმილით ვიღებდი მილოცვებსა და საჩუქრებს, მერე შვილებიც გაჩნდნენ... ვერ ვიტყვი, რომ სიყვარული გაჩნდა. ოჯახი, სამსახური, შვილები და საზოგადოებაში ღირსეული თავდაჭერა იყო ჩემი ცხოვრება. წელს კი, თებერვლიდან ქმარს ვუთხარი, რომ მის სუნსაც ვერ ვიტანდი. არ გაოცებულა, არც გაბრაზებულა. როგორც გინდაო, - მითხრა. ოღონდაც, შვილები უნდა ვნახო ხოლმე ჩემი სურვილით, სახლსა და სკოლაში, შენც დაფიქრდი, დრომ ეგებ ისევ მოგაბრუნოს ჩემკენო... სახტად დავრჩი, ჩანს, რომ არც მას ჰქონდა მძაფრი სურვილი ერთად ყოფნის... ქვეცნობიერში ალბათ ამას ვგრძნობდი და ჩემი შვილების მამა შემზიზღდა! მინდოდა, წინააღმდეგობა გაეწია, ისტერიკა მოეწყო და გაერტყა კიდეც. მინდოდა, ეეჭვიანა და ვიღაც კაცი ამოეჩხრიკა ოჯახის დანგრევის მიზეზად, რათა უფრო მძაფრი პროტესტის გრძნობით დავცილებოდი! - ასე არ მოხდა. ვიცი, რომ საყვარელი არ ჰყავს, ძაღლივით ერთგულია. არც ჩემთვის არ არსებობს კაცი, რომელსაც "ბრალი" ექნებოდა ჩემს უცნაურ გათავისუფლებაში. ქმარი სახლიდან წავიდა და კვირაში ერთხელ მაინც ბავშვებს ასეირნებს, მერე სახლის ჭიშკართან დატვირთული პარკებით დატოვებს ბავშვებს და მიდის უსიტყვოდ.
ერთხელ უფროსი შვილისთვის პატარა კონვერტი მიუცია, - დედას გადაეციო. გავხსენი და მოკლედ ეწერა, ეგებ გარემოს გამოცვლა გჭირდება, საზღვარგარეთ წადი, თუნდაც გერმანიაში. ეს ჩემთვის კი არა, ჩვენი შვილებისთვის გავაკეთე. მინდა, მუდამ გაღიზიანებული არ იყო, შვილების მომავალი მაფიქრებსო. საკმარისზე მეტი ფული იდო კონვერტში. დაუფიქრებლად ავიღე ავიაბილეთები. მეგონა, ამით ყველაფერი დალაგდებოდა. რამდენიმე ქალაქი მოვინახულე, სტუდენტობის დროინდელი სიხალისე თითქოს დამიბრუნდა. კიევში ჩამოვფრინდი ბერლინიდან. უკრაინიდან აქეთკენ მომავალ თვითმფრინავში უკანა რიგში მოვხვდი. გვერდით უკრაინელი სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი მეჯდა, ორი ბავშვით, რომელიც პერიოდულად მებოდიშებოდა შვილების საქციელის გამო, რომლებიც მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგად იქცეოდნენ. გავუღიმე, თვალები მოვჭუტე და დარბაისელი ქალის პოზიციით ვეუბნებოდი, - რას ამბობთ-მეთქი. არადა, როგორ მინდოდა, სკამებზე დავმდგარიყავი და მათსავით ყველასთვის გადამეხედა, ამენთო და ჩამექრო შუქები ჭერზე, ბოლოს სკამებზე მეხტუნავა. სკამებზე ხტუნვაზე ეს პატარები ვერც კი იოცნებებდნენ დედამისის ხელში... ჩვენ გარდა, ირგვლივ სულ ორთოდოქსი ებრაელები ისხდნენ. ამაზე გამახსენდა... ახალგაცნობილი გოგო მიყვებოდა, ამერიკაში რომ ჩავედი, ვიცოდი, რომ მალე ჰელოუინი უნდა ყოფილიყო. ჩამოსვლიდან მეორე დილას გადავიხედე ფანჯრიდან და ვიფიქრე, ყველამ ჩარლი ჩაპლინად ყოფნა რატომ გადაწყვიტა-მეთქი?.. მერე აღმოაჩინა, რომ ეს ჩარლი ჩაპლინები ბრუკლინელი ორთოდოქსი ებრაელები იყვნენ, ეს ჩაცმულობაც რელიგიური ყოფილა. ბავშვების ცელქობამ ჩემი პატარები გამახსენა, ამ ჩემი დიდი გასეირნების დროს მამასთან რომ იყვნენ. ბავშვებზე ფიქრმა გამიტაცა და ფრენის შიში გადამავიწყდა. წინა რიგში უცებ წამოდგა ორმეტრიანი ახალგაზრდა კაცი. გრძელი შავი პალტო ეცვა, რომელიც გაიხადა და წელზე თოკებით შემოიხვია. მარცხენა მკლავზე ბოლომდე აიწია პერანგის სახელო. მკლავზე, იღლიასთან ტყავის შავი კვადრატი მიიმაგრა და გრძელი ტყავის ლახტი, რომელიც ამ "კუბიკს" ეკიდა, მკლავზე შემოიხვია გველივით მაჯამდე... იგივე "კუბიკი" მარტორქასავით შუბლთან დაიმაგრა... ეს ტეფილინია. ტეფილი ორი ტყავის ყუთისგან და მათი შემაერთებელი ზონრებისგან შედგება. ერთი მათგანი კუნთზე მაგრდება, ზონარი შვიდჯერ იხვევა მარცხენა მკლავსა და ხელზე. მეორე ყუთი შუბლზე მაგრდება. ზონრებზე წერია ოთხი ნაწყვეტი თორიდან, ყუთებში კი მოთავსებულია ხელნაწერი პერგამენტები რელიგიური ტექსტებით. მას დილის ლოცვებზე ატარებენ. თავზე თეთრი მოსასხამი გადაიფარა და ვერცხლისფერი ძაფით მოქარგულ შავ ხავერდის ბალიშზე თორა გადაშალა, კითხვა დაიწყო და... ჩამეძინა...

მგონი, ჩემი ფრენისა და შვილების მონატრების შემსუბუქებას სთხოვდა ღმერთს ეს კარგი კაცი! მერე გამეღვიძა... მლოცველი კაცის წინ გამცილებელზე მიბარებული 4 ბავშვი ისხდა, უკრაინელები. 11-12 წლისანი იქნებოდნენ. გაშმაგებულები ჰყვებოდნენ ინგლისურად, სად რა ნახეს და რას აკეთებდნენ უცხოეთში. უყურებდა ეს მაღალი მლოცველი ბიჭი ამ სკამებზე მუხლებით შემხტარ ბიჭებს და ვგრძნობდი, როგორ უნდოდა მათთან ლაპარაკი... ესეც თითქმის ბავშვი იყო. იქნებოდა 18 წლის. წვერი და კულულები გვერდიდან ასაკს მატებდა. ეკავა წყლით სავსე ბოთლი და თამაშობდა. დააყირავებდა ბოთლს ტუჩებისკენ. მიიდებდა წყალს, არ დალევდა და მერე ქვემოთ დააყირავებდა ბოთლს, მერე ისევ ტუჩებისკენ წაიღებდა. ბოთლი რომ მოჰბეზრდა, გაზრდილ წვერს უსვამდა თითებს ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. მეც მითამაშია ეგრე, ხოტორა თავზე, პატარაობისას. კარგად მახსოვს, საბავშვო ბაღში ტილებდასეულს ვერაფერი რომ ვერ მომიხერხეს, ერთბაშად დამაყრევინეს შავი კულულები... ბოლოს წვერით თამაში მოჰბეზრდა და ტუჩების კუთხეებში გაზრდილი წვერი პირში შეიყო. ეს იყო ორმეტრიანი ბავშვი, რომელსაც უნდოდა გართობა... ახლა კი იჯდა და ახვევდა თითებით კულულებს... წამოდგა მერე, პარკი გადმოიღო და ჩემი ჩანაფიქრიც ასრულდა ნაწილობრივ: ნამცხვარი ამოიღო, მოკრძალებულად ჩაკბიჩა, ზოგჯერ კმაყოფილი ილოკავდა ცხიმიან თითებს... ისევ ჩემს შვილებს მივუბრუნდი ფიქრებში... არა, ჩემი შვილები არ არიან რელიგიური და არც ძალადობის მსხვერპლი. მათ თავისით უჩნდებათ სურვილი ეკლესიაში შესვლის. შეიძლება იშვიათად, მაგრამ თავისით. უფრო სანახაობისთვის შედიან ჩემი პატარები ეკლესიაში. მე არ ვიცი, სადაა ზომიერების ზღვარი, თუმცა ეჭვად მაქვს, რომ არც ამ კულულებიანის დედამ იცის... არც ამ ორი ზომიერად ცელქი ბავშვის დედამ, რადგან მხურვალე ბოდიშს მიხდიდა ინტენსიურად. შეიძლება, ეს ფრენა სულაც სხვა რამის გაკვეთილი იყო, მაგრამ ბავშვს უნდა დააცადო ბავშვობა. მოზღვავებული რელიგია ყველასთვის და თან, საზოგადოებრივ ადგილებში მხურვალე ლოცვები დიდი დისკომფორტია...

ჩამოვფრინდი აეროპორტში. ჩემს ქმარს პატარები წამოუყვანია და შორიდან ტკბება ჩვენი შეხვედრის სიხარულით. ხელი მშრალად ჩამოვართვი. ვიცი, ეს ჩემთვის გააკეთა და შვილების ნახვა რამდენიმე საათით დამიჩქარა. ეს პატივისცემაა, მაგრამ მისი სუნი ისევ უხეშად დამეტაკა. შემზიზღდა უნებლიეთ და უსაფუძვლოდ ოჯახის კაცი, კარგი მამა და შემრცხვა უსაშველოდ... სირცხვილის გამო მაინც ვერ ვიცხოვრებ მასთან, ვერ ვიცხოვრებ და მორჩა. არ ვიცი, რატომ, მას არ აქვს ბრალი, შვილების გამო კიდევ მოუთმენელს ითმენს და ვაფასებ ამას ცივი გონებით, გულით კი ისევ მეზიზღება... ასე ვარ გულსა და გონებას შორის გასრესილი! ფსიქოლოგთანაც ვცადე მისვლა, მაგრამ ბოლო წუთებში გადავიფიქრე, ვერც ეკლესიაში ვთქვი ჩემს უმიზეზო სისუსტეზე. ნუთუ, ისეთი ეგოისტი გავხდი, რომ ქმარზე აღმატებული მგონია თავი?.."
კაფეში აინთო ელექტრონი. მკაფიო სინათლემ დაგვანახვა, რომ ჩაი და ხაჭაპური გაცივებულიყო. სირცხვილის გრძნობის გამო ირინამ ხაჭაპურის ნაჭერს ლუკმა ჩამოაჭრა, მერე ჩაიც დაფარული მონდომებით მოწრუპა. წამოდგა, - სახლში მეჩქარებაო, მერე კი დასძინა: - ბავშვობის მეგობარს მოგიყევი აღსარებასავით ეს ამბავი და ოდნავ მომეშვა. ვიცი, არც შენ გექნება რეცეპტი ამ ყველაფრისთვის და რჩევასაც ვერ მომცემო...
ზეზე ადგომაც ვერ მოვახერხე. დამჯდარმა გამოსამშვიდობებლად ხელი ჩამოვართვი და უხერხულად გავიღიმე. სხვა რა შემეძლო?..


როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
30.11.2017
სამწუხაროა, ამდროს იშვიათად არიან დღეს კარგი მამაკაცები, მაგრამ ამ შემთხვევაში ძნელია ერთად ცხოვრება,
ნატალია
26.11.2017
თუ სუნს ვერ იტან, ვერ იცხოვრებ, აზრი არა აქვს
ნანუკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი - ახალგაზრდა ქართველი სტუდენტის წარმატებები
ლარა იანი - მოდელი, რომელიც მილანში ცხოვრებამ შეცვალა
თიკო მოსემღვდლიშვილი სიყვარულსა და თავისუფლებაზე
"ჩეკისტებთან ერთსაათიანი კონსილიუმი ნიკოს მეუღლეს თმის გათეთრებად დაუჯდა"
მოსკოვის ცნობილი თეატრი, "სოვრემენნიკი", თბილისს პირველად 1961 წელს ესტუმრა.
"თუ სურვილი ქმედებაშიც აისახება, საბოლოო ჯამში, მიდიხარ მიზნამდე"
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
4 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
9 კომენტარი