რო­გორ უნ­და მოვ­რ­თოთ სახ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლოდ?! - გზაპრესი

რო­გორ უნ­და მოვ­რ­თოთ სახ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლოდ?!

ამიტომ ყველა ცდილობს, ამ დღეს განსაკუთრებულად შეხვდეს, ბედნიერი წელი რომ დაებედოს. ახლა სწორედ ის პერიოდია, საახალწლო ფაციფუცი რომ იწყება. ამ დროს ერთ-ერთი პირველი საზრუნავი ნაძვის ხეა, ინტერიერის სადღესასწაულოდ მორთვა და საახალწლო საჩუქრები ძვირფასი ადამიანებისთვის. "ბიბლუსი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აბსოლუტურად ყველა ნივთი და დეტალი შეიძინოს, რაც კი მის ნაძვის ხესა თუ ინტერიერს დახვეწილს, გამორჩეულსა და განსხვავებულს გახდის.

დიზაინერი თაკო უნდილაშვილი მოგვცემს რამდენიმე რჩევას, რაც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ნაძვის ხე, საახალწლო სუფრა თუ ოთახი მოვრთოთ ტრენდული ფერებით, ფორმებით, აქსესუარებით, რათა ჩვენი საახალწლო განწყობა ყველაზე ლამაზი, ზღაპრული და დაუვიწყარი გავხადოთ.

- "ბიბლუსში" წარმოდგენილია საახალწლო დეკორაციების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც, ვფიქრობ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ინტერიერის სხვადასხვა კომპანია ვერ შეჯერდა ერთ კონკრეტულ ფერზე და ამიტომ რამდენიმე ფერი ითვლება მოდურად. ესაა: ხისფერი, მუქი ლურჯი, მუქი მწვანე, მუქი წითელი, ასე ვთქვათ, უდაბნოში ჩამავალი მზისფერი, რომელიც ძალიან მოუხდება ჩვენს ნაძვის ხეს.

- როგორი ზომის ნაძვის ხე შევარჩიოთ და როგორ მოვრთოთ?

- ნაძვის ხის ზომა ჩვენი სახლის ზომიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს. პატარა ოთახში დიდი ნაძვის ხის სილამაზე დაიკარგება. თუ დიდი სივრცე გაქვთ, ნაძვის ხეც დიდი შეარჩიეთ. რაც შეეხება ფერებს, თუ აქამდე ერთი კონკრეტული ფერით რთავდნენ ნაძვის ხეებს, წელს უფრო ტრენდული ფერადი ნაძვის ხე იქნება. არაჩვეულებრივად გამოიყურება თეთრი თუ წითელი აქცენტები, ასევე ქსოვილის ხაოიანზედაპირიანი მოსართავები. მოდურია ხის სათამაშოები, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დახვეწილია. თამამად და უხვად გამოიყენეთ თეთრი ფიფქები. "ბიბლუსში" რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული, მაღალი ხარისხის ნაძვის ხეები იყიდება. მე, როგორც დიზაინერი, მათ შეძენას გირჩევთ. უპირველესად ლამაზია, მეორე - შემდეგ წელსაც გამოიყენებთ. ერთი ზომის ბურთულებით ნაძვის ხის მორთვა სასურველი არ არის. უფრო ლამაზია დიდი და პატარა ბურთულების კომბინაცია. არ დაგვავიწყდეს ძაღლის ფორმის სათამაშოებიც. რა თქმა უნდა, ნაძვის ხის მორთვის ბოლო და მთავარი აქცენტი არის მის თავზე დასამაგრებელი, რომელსაც მოზრდილი ფიფქის ფორმა ან ვარსკვლავის ფორმა შეიძლება ჰქონდეს, რომელიც, ერთი მხრივ, სიმაღლესთან, მიზნის მიღწევასთან, კოსმოსთან ასოცირდება და მეორე მხრივ, რელიგიური დანიშნულებაც აქვს - ბეთლემის ვარსკვლავი ხომ შობის სიმბოლოა. "ბიბლუსში" ბავშვობიდან რომ გვახსოვს, იმასთან შედარებით გაცილებით უკეთესი, როგორც ხარისხით, ასევე რეალურთან მიახლოებული, სხვადასხვა ზომის თოვლის ბაბუაა წარმოდგენილი. ანგელოზების ნაძვის ხეზე დამაგრებას არ გირჩევთ, ფერად სათამაშოებში დაიკარგება. ბევრად ეფექტურია მათი გამოყენება სადღესასწაულო მაგიდაზე, ბუხრის თავზე, ჭაღზე...

სახლის დეკორაციას ერთიორად გაალამაზებს ფერადი ფაჩუჩები, რომელიც დამდეგი წლის ფეხბედნიერ შემობრძანებასთან ასოცირდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ შემოსასვლელში დავკიდებთ, ან საჩუქრებს მოათავსებთ მათში.

ინტერიერის მორთვისას საზოგადოდ სასტუმრო ოთახზე ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა გირჩევთ, საძინებელში, შემოსასვლელსა და სხვა ოთახებშიც შევიტანოთ პატარ-პატარა საახალწლო განწყობის მომგვრელი აქცენტები. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა თემაზე შექმნილი საახალწლო კერამიკული ნივთები, რომლებსაც მრავლად შეხვდებით "ბიბლუსის" მაღაზიებში. იქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო თემაზე შექმნილი ლამაზი გირლანდები, რომლებიც სახლის შესასვლელ კარზე უნდა დაკიდოთ.

"ბიბლუსში" წარმოდგენილი ჭურჭელი გვაძლევს საშუალებას, საახალწლო განწყობა შევიტანოთ ჩვენს სუფრაზე. ასევე ძალიან მოდური გახდა საახალწლო სუფრის ულამაზეს შანდლებში მოთავსებული სანთლებით მორთვა. მოგეხსენებათ, ძაღლი ერთგული მეგობარია, მას ოჯახში სიმშვიდე და სტაბილურობა შემოაქვს.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

ეკა სალაღაია