სჭირდებათ თუ არა ქართველებს ბედნიერების სწავლა?
font-large font-small
სჭირდებათ თუ არა ქართველებს ბედნიერების სწავლა?
კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა

ექიმ-გინეკოლოგსა და რეპროდუქტოლოგს, მხატვარს, პოეტს, სერტიფიცირებულ ასტრონავტსა და ფოტომოყვარულ არსენ გვენეტაძეს ბედნიერების აინშტაინს უწოდებენ. როგორც თვითონ ამბობს, რასაც აკეთებს, მხოლოდ იმიტომ, რომ სამყარო უკეთესი გახადოს, ადამიანები კი - ბედნიერები! ამიტომაც გაუჩნდა იდეა, დაეფუძნებინა "ბედნიერების აკადემია" და ეს იდეა სისრულეში მოიყვანა კიდეც. სამიოდე კვირის წინ თბილისში გაიმართა "ჰეფინეს აკადემიის" პრეზენტაცია. რა არის ბედნიერება, რაში იპოვა ბედნიერება თვითონ და რატომ სჭირდებათ ქართველებს ბედნიერების სწავლა, ამის შესახებ ვისაუბრეთ ამ ნოვატორ და ძალზე საინტერესო ადამიანთან.



- ბედნიერების მიღება და გაცემა უადვილესია. რაც მეტს იღებ, უფრო მეტს გასცემ და რაც მეტს გასცემ, უფრო მეტს იღებ - ამას "ჰეფინეს" ანუ "ბედნიერების წრე" დავარქვი. ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, მაგას კი მართალს ამბობ, მაგრამ თავიდან საიდანღაც ხომ უნდა მქონდეს, რომ გავცეო? დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ პირველ რიგში საკუთარი თავის პატივისცემა უნდა მოიპოვო, საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე და თავისუფლება მოიპოვო. აი, ამით მიიღებ ბედნიერებას და როგორც კი მიიღებ, უკვე შეგიძლია გასცე. რა არის ბედნიერება? არ იჭმება, არ ისმება, არც ბანკში სესხად იძლევა - ან ხარ ბედნიერი, ან - არა. იცვლება სიტუაციები, წარმატებას წარუმატებლობა ცვლის და ბედნიერება სამუდამო არ არის, მაგრამ შეგიძლია, წარუმატებლობის დროსაც კი იპოვო რაღაც, რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებს: მარცხი გამოცდილებად ჩათვალო ან მიხვდე, რომ ეს შენი საქმე არ არის და სხვა რამისკენ მიმართო სურვილები... ადამიანმა არც ერთი შანსი არ უნდა გაუშვას ხელიდან, თუ უნდა, წარმატებას მიაღწიოს. ციდან არაფერი ცვივა. კონტრასტების გარეშე კი ბედნიერების აღქმა შეუძლებელია. უბედურება ჩვენივე მოგონილია და ასეთ ადამიანს რომ ჩამოუთვალო, ბევრი რამ აღმოჩნდება, რის გამოც ის წესით ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს.

- თქვენ რამ გასწავლათ ყველაფერში პოზიტივის ძიება?
- მძიმე დიაგნოზი დამისვეს. დავფიქრდი, რა შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს-მეთქი? მოვმკვდარიყავი, სხვა ხომ არაფერი? მერე სხვა რამეზე დავფიქრდი: ვინმე არის დედამიწის ზურგზე, ვინც არ კვდება? რა არის მნიშვნელოვანი - ყოველდღე სიკვდილის შიშით ვიცხოვრო და არაფერი ვაკეთო, თუ ჩემი სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი? ამიტომაც გადავწყვიტე, დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად კარგად გამომეყენებინა... კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა და ხშირად ვამბობ: რომ არა სიმსივნე, ამ ცხოვრებაში იმის მეათედსაც ვერ ვისწავლიდი და ვერ მივხვდებოდი, რაც დღეს ვიცი. ცხოვრება საინტერესოა და იმავდროულად, ძალიან ხანმოკლე. ბედნიერების შეცნობაში დეილ კარნეგის წიგნებმა და ლექციებმა უდიდესი როლი ითამაშა.

- მაგრამ ვიდრე ბედნიერებას შეიცნობ, ალბათ ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნო ზედმიწევნით და კიდევ, შინაგანი თავისუფლების ხიბლი, ხომ?
- დიახ, ამისთვის პიროვნებად, პერსონად უნდა ჩამოყალიბდე, რისთვისაც თავისუფლება აუცილებელი პირობაა. ჩემი ვაჟი 18 წლის რომ გახდა, ვუთხარი: არ ვიცი, რა უნდა გაჩუქო, ამიტომაც გჩუქნი თავისუფლებას. პასუხისმგებლობა აიღე შენს თავზე, მიიღე გადაწყვეტილებები და პასუხისმგებელიც თავად იყავი-მეთქი. ასეც ცხოვრობს. სულ რამდენიმე კვირაა, რაც მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო, რასაც მივესალმები. უმეტესობა იმიტომ ვერ აღწევს წარმატებას, რომ უჭირს მიზნების დასახვა და მუდამ სხვისი გადაწყვეტილებების მოლოდინშია. მოტივი აუცილებელია, თუ გინდა რამეს მიაღწიო. კარგი ცხოვრება მინდა - აი, ბევრი ფული რომ მქონდეს და არაფერს ვაკეთებდე, - ასე ფიქრობს დღეს ბევრი უფროსი თაობის წარმომადგენელიცა და ახალგაზრდაც. სიმართლე ვთქვათ, ნაცარქექიაა ჩვენი მთავარი ზღაპარი. ვითომ გამჭრიახობას გვასწავლის, სინამდვილეში კი იმას ასწავლის ბავშვებს, როგორ მოატყუოს სხვები, მიისაკუთროს სხვების ქონება და მერე ისევ წამოწვეს და გააგრძელოს ნაცრის ქექვა. ნაცრის ქექვით არაფერი კეთდება! განა რეალობაში ასეთი რამ მისაღებია?GzaPress

- "ჰეფინეს აკადემია"... იდეა როგორ გაჩნდა?
- ამ ზაფხულს ჩარლი ჩაპლინის სამყაროში ვიყავი, შვეიცარიაში, სადაც მან ბოლო 25 წელი გაატარა. რატომღაც იქიდან წამოსულს გამიჩნდა იდეა, დამეფუძნებინა აკადემია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, ესწავლათ ადამიანებს, როგორ გამხდარიყვნენ ბედნიერები. ჩემი აზრით, ადამიანის პიროვნული ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობებშია, მხოლოდ 15% - პროფესიულ წარმატებაში. თუ რამეში მაინც არ ხარ წარმატებული, ბედნიერების შეგრძნების გააქტიურება გიჭირს. როდესაც ილია ჭავჭავაძემ შექმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, იმ პერიოდში ის ძალიან სჭირდებოდა საქართველოს. დღეს კი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბედნიერების აღქმისა და შემეცნების გაღვივება საკუთარ სულსა და პიროვნებაში. ამიტომაც დავარქვი "ჰეფინეს აკადემია". სხვათა შორის, პარლამენტში, ჭავჭავაძის დარბაზში მქონდა გამოსვლა და პარლამენტარები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ საკითხს. ძალიან მინდა, რომ დაახლოებით 2 წლის შემდეგ სკოლებში ბავშვებს ასწავლიდნენ, რა არის ბედნიერება და რატომ უნდა იყვნენ ბედნიერები.

- შეიძლება ბედნიერების სწავლა?
- რა თქმა უნდა, როგორ არ შეიძლება! უფეხო ადამიანები სიარულს სწავლობენ, შეუძლებელი არაფერია. ავსტრალიელმა კაცმა, რომელიც დაიბადა უხელფეხოდ, ცოლიც შეირთო, შვილებიც გააჩინა, წარმატებულიც გახდა - შოუებს აკეთებს, ცურავს... თუ მან შეძლო და ისწავლა, როგორ ეგრძნო თავი ბედნიერად და როგორ გამხდარიყო წარმატებული, ე.ი. ყველას შეუძლია. ბედნიერებას სწავლა სჭირდება, უნდა გააგებინო ყველას, თუ რატომ შეიძლება ბედნიერება მისთვის იყოს წარმატების გზა. დღეს ასწავლიან პირველობას: შენ პირველმა უნდა მოატყუო, პირველმა უნდა დაარტყა, თორემ დაგასწრებენ, პირველმა უნდა დაჩაგრო, თორემ დაიჩაგრები. არავინ მომიტყუებია, არავინ მიცემია, არავინ დამიჩაგრავს, მაგრამ წარმატებული ადამიანი ვარ! სკოლაში შეიძლება ბავშვებს შთავაგონოთ, რომ თბილი და კარგი ურთიერთობით ჯიუტ და მოძალადე ადამიანთანაც კი შეიძლება მორიგდე და კარგი ურთიერთობა დაამყარო. ხშირად მომისმენია და მზარავს, როგორი სიამაყით ჰყვებიან მშობლები თავიანთი შვილების "ვაჟკაცობასა" და სისასტიკეზე. აი, მაგალითად, ერთი ახალგაზრდა მშობლისგან ამას წინათ ასეთი ამბავი მოვისმინე: ჩემი ბავშვი მოვიდა ტირილით, სკოლაში ამხანაგმა გამლახაო. ეს რომ მითხრა, გაბრაზებულმა ხელი ისე გავარტყი სახეში, 5 თითი დავამჩნიე და ვუთხარი: რამდენჯერაც ის გაგლახავს, შენ კი სახლში ტირილით მოხვალ და მას პასუხს არ დაუბრუნებ, მე სახლში გაგლახავო. აი, ასე დაარიგა მოზარდი, თავისი ჭკუით, აღზარდა ბავშვი. რა გამოდის? სკოლაში სცემენ, სახლში სცემენ, ბავშვი კი ბუნებით არ არის მოძალადე. მერე ასეთი ბავშვები დეპრესიულები ხდებიან და ხშირად თვითმკვლელობითაც კი ასრულებენ სიცოცხლეს ან აგრესია მძვინვარებს მათში და პირდაპირ დანას უყრიან ვიღაცას. მშობელი კი მაინც ამაყია, რომ ვაჟკაცი შვილი გაზარდა და სხვას, მოძალადეს ასე გაუმკლავდა.
ეს ჩემთვის დამატებითი შრომაა, მაგრამ თუ სახელმწიფო დაინტერესდება და წესით, მას უნდა აინტერესებდეს მსგავსი აქტივობები, შესაძლებელია შემუშავდეს სასკოლო კურსიც. როდესაც მასწავლებელი ბავშვებს ასწავლის, რა არის ბედნიერება, როგორ უნდა გაუმკლავდეს სტრესს, როგორ შეიცნოს საკუთარი თავი, როგორი უნდა იყოს წარმატებისკენ მიმავალი გზა, სწორედ ამ ყველაფერს მოაქვს სიხარული და ბედნიერება. ზოგ ქვეყანაში ბედნიერების სამინისტროებიც კი შექმნეს, მაგალითად, დუბაიში. აგერესია თრგუნავს ადამიანებს, ბედნიერებას კი მხოლოდ თავისუფალი ადამიანი შეიგრძნობს.

- თქვენს აკადემიაში რომ მოვიდე, რა სიტუაცია დამხვდება იქ?
- ლექციების კურსი და პრაქტიკული სახელმძღვანელოები უკვე მომზადდა, მალე გამოცხადდება მიღებაც მსურველთთვის, შემდეგ კი, როგორც უკვე გითხარით, გვინდა, რომ სახელმწიფომ სკოლებში დანერგოს ეს კურსი, დაატრენინგოს მასწავლებლები, რადგან ყველაფერს სჭირდება სწორად გაგება, აღქმა და კარგად მიწოდება.

- თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ საკუთარ ორგანოებს ადამიანების გადასარჩენად ტოვებს. ეჭვი მაქვს, ასე იმიტომ მოიქეცით, რომ სხვები ბედნიერ ადამიანებად გექციათ. რთული არ იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება?
- საერთოდაც არ გამჭირვებია ამ გადაწყვეტილების მიღება. მეკითხებიან, ეკლესია რას ამბობს ამის შესახებ, ან ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს თქვენი ეს გადაწყვეტილებაო. იცით, რა არის ჩვენი უბედურება? ის, რომ ადამიანები ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით - რას იტყვის მეზობელი გრიშა, რას იტყვის ნათელა და ა.შ.. გადაწყვეტილებას ვიღებ მე და პასუხსაც მე ვაგებ!

- ლექსებსაც თქვენი შინაგანი განწყობა, ბედნიერების განცდა გაწერინებთ ხოლმე?
- როდესაც აღფრთოვანებული ხარ, შეყვარებული ხარ სიცოცხლეზე, როდესაც ბედნიერი ხარ მეგობრობით, სიყვარულით, ოჯახით, დაწერ, აბა, რა! ეს ჩემი მთავარი ლექსია: "გვახსოვდეს, დრო შეზღუდულია, / მცირდება, როგორც შაგრენის ტყავი, /მაშ, ნუ გაფლანგავთ დროს უნიათოდ, /და ნუ იცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით. /ნუ გაებმებით დოგმის მახეში, /იგრძენი სული თავისუფალი, /პატივი ეცი გულისთქმას შენსას/ და ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით. /იყავ შიშველი, იყავ მშიერი, /თუნდაც სულელი და ბედნიერი".

ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
31.12.2017
ა კაცი, გაიხარე და გაგვახარე, აუცილებლად მოვალ თქვენს აკადემიაში, დავტრენინგდები და ვინაიდან მეც ამ პრინციპებით აღვიქვამ სამყაროს, ვასწავლი ბედნიერებისკენ მიმავალ ცხოვრების გზაზე ბედნიერად სვლის წესს და რიგს( მიუთითეთ მისამართი აკადემიის ადგილმდებარეობის - მობილურითურთ)
კოლხი
30.12.2017
ძალიან საინტერესო ინიციატივაა, განსაკუთრებით სკოლებისთვის, იქნებ ბულინგის პრევენციისთვის მაინც დაინტერესდნენ.
თამუნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ლარა იანი - მოდელი, რომელიც მილანში ცხოვრებამ შეცვალა
თიკო მოსემღვდლიშვილი სიყვარულსა და თავისუფლებაზე
"ჩეკისტებთან ერთსაათიანი კონსილიუმი ნიკოს მეუღლეს თმის გათეთრებად დაუჯდა"
მოსკოვის ცნობილი თეატრი, "სოვრემენნიკი", თბილისს პირველად 1961 წელს ესტუმრა.
"თუ სურვილი ქმედებაშიც აისახება, საბოლოო ჯამში, მიდიხარ მიზნამდე"
2017 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
8 კომენტარი