"გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა" - ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც გემზე ცხოვრობს
font-large font-small
"გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა" - ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც გემზე ცხოვრობს
ერთ დღეს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე წავაწყდი ქართულ-ამერიკულ ოჯახს, რომლებიც საკუთარ გემზე ცხოვრობენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას აპირებენ. ერთ დღეს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე წავაწყდი ქართულ-ამერიკულ ოჯახს, რომლებიც საკუთარ გემზე ცხოვრობენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას აპირებენ. მათი ცხოვრება სათავგადასავლო ფილმს მოგაგონებთ, რომელიც love story-ით იწყება. ირმა სვანაძე მეუღლესთან, რალფ ბურლესონთან, ქალიშვილ ანაბელთან და ორ ძაღლთან ერთად ახალი ვოიაჟებისთვის ემზადება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ირმა სვანაძემ ჟურნალ "გზას" მისცა:

"მომავალი მეუღლე კაფეში გავიცანი... ორი თვის მერე დამირეკა და მკითხა: ხვალ თუ გცალია, ნიუ-იორკში წავიდეთო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მეორე დღეს აეროპორტიდან დამირეკა და მთხოვა, იქ შევხვედროდი. მომხიბლა არაორდინარული პაემანის
იდეამ და დავთანხმდი. ნიუ-იორკში, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ლიმუზინი დაგვხვდა. მე კიდევ იმდენად მინდოდა ამ ქალაქში ფეხით სიარული, მეტროთი მგზავრობა და ხალხთან კომუნიკაცია, რომ მანქანაში არ ჩავჯექი და მთელი დღე მეტროთი და ავტობუსებით ვატარე, რასაც დღემდე მწარედ იხსენებს..."

"გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა, რათა მეტად შეეგრძნო ქართველობა. ჰოდა, 2011 წელს ქუთაისში, ჩემი მშობლების პატარა ბინაში ჩავედით საცხოვრებლად და ამავდროულად, ბიზნესსაქმიანობა გადავწყვიტეთ. დავაარსეთ საფინანსო ორგანიზაცია და გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც დღემდე ატარებს უფასო სემინარებს და რეგიონებში უამრავ ახალგაზრდას ეხმარება გზის გაკვალვაში. ჩემი და რალფის დიდი სიამაყეა GC პარკი ქუთაისში, რომელიც პატარა, მაგრამ ნათელი და მწვანე წერტილია ავტოსადგომებითა და ბეტონით გადატვირთული ქალაქის ცენტრალურ უბანში..."
GzaPress
"მოგზაურობა ორივეს გვიყვარს. რაც მთავარია, არასოდეს ველოდებით, თუ როდის გვექნება საკმარისი თანხა სამოგზაუროდ. ანაბელი 3 წლის იყო, როდესაც მანქანით ევროპის მოვლა გადავწყვიტეთ. ძველი მანქანა ვიყიდეთ გერმანიაში და ორი თვე უმეტესად, ავტომობილში ვიცხოვრეთ... გემზე საცხოვრებლად ოქტომბრის ბოლოს გადმოვედით. ჯერ კიდევ ვეჩვევით ცხოვრების ახალ სტილს. მე და ანაბელი ახალბედები ვართ, თუმცა უკვე დავიწყეთ ცურვის სწავლა, გემის მართვისა და ნავიგაციის გაკვეთილებზე სიარული.

გემზე ელექტროენერგია მზის პანელების საშუალებით გვაქვს. წყლის გადამყვან მოწყობილობა იანვარში დავამონტაჟეთ იმისათვის, რომ ოკეანის წყლისგან სასმელი წყლის მიღება შევძლოთ და გრძელ გზაზე მოგზაურობისას უწყლოდ არ დავრჩეთ..."

"რეალურად, გემი დიდ თავისუფლებას გვაძლევს. ამავდროულად, შორდები იმ ყოველდღიურ ნეგატივს, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია და უახლოვდები ბუნებას, აკვირდები ოკეანის ბინადრებს, ფრინველებს, ვარსკვლავებს... ნაკლები დრო გვრჩება ეკრანისთვის, ახალი ამბებისთვის. უფრო ხშირად ვკითხულობთ წიგნებს და ვურთიერთობთ ადამიანებთან. მეტი მეგობარი გავიჩინეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში..."

ამ სტატიას ვრცლად, ჟურნალ "გზის" 22 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
ქალი ჟურნალისტის არაჩვეულებრივი თავგადასავალი
ვინ არის პოეტი, რომლის სარკაზმიც ბევრს განწყობას უფუჭებს
"კინოსტუდიიდან გამოსულმა ორლულიანი თოფებით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა დავინახე..."
გულისამაჩუყებელი ამბები იმერეთიდან
შესაცვლელი "წითელი პასტა" და ატესტატის გარეშე დარჩენილი მოსწავლის აღსარება
რეჟისორი, რომელსაც თეატრის გამო ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გაუფუჭდა
"მამა გემზე რომ მსახურობდა, ეს ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა..."
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
0 კომენტარი
"რთულია მარტოხელა დედობა"
ექთანი - "მის მკერდის" სტატუსით
1 კომენტარი
"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..."
24 წლის გოგონას სევდიანი თავგადასავალი
7 კომენტარი