რა ხდება მაშინ, როდესაც მომავალ დედ-მამას სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი არ მიჰყავს
font-large font-small
რა ხდება მაშინ, როდესაც მომავალ დედ-მამას სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი არ მიჰყავს
ამბობენ, რომ დედობა ყველა ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. არიან ისეთებიც, რომლებიც ახალ სიცოცხლეს, რომელსაც 9 თვე მუცლით ატარებდნენ, სხვა უთმობენ... მათივე თქმით, აჩუქო სხვას ისეთი დიდი ბედნიერება, როგორიც დედობაა, ძალიან ემოციურია. თანაც, ისინი ამაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებენ და მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში საჭირო ხარჯებსაც ბავშვის მომავალი მშობლები კისრულობენ... თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სუროგატ დედას, ბავშვის გაჩენის შემდეგ უწევს იმაზე ფიქრი, სად წაიყვანოს ახალშობილი, რადგან ის წყვილი, ვინც ბავშვით უნდა დაესაჩუქრებინა, ამასობაში ერთმანეთს შორდება. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა ქალბატონს, რომელიც ახლა ცდილობს, გამოსავალი იპოვოს... ჩვენი რესპონდენტი 34 წლის სუროგატი დედაა:

- დიდი გამოცდილება არ მაქვს, ეს მესამე ბავშვია, რომელსაც მუცლით ვატარებ. პირველი თუ არ ვცდები, გერმანელების იყო, ჩვენ ასეთ დეტალებს არ გვეუბნებიან. ყველანაირ საკითხს კონკრეტული ორგანიზაცია აგვარებს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ის იკვლევს და ბავშვის მშობლებს ყველაფრის საქმის კურსში აყენებს... პირველ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვი ბიოლოგიურად გავაჩინე და მაშინვე წაიყვანეს...
- ეს როგორი განცდა იყო?
GzaPress- მაინცდამაინც სასიამოვნო არ ყოფილა. როდესაც გაიყვანეს, ვეცადე, არ შემეხედა... მაშინ მესამედ ვიყავი ფეხმძიმედ და ასეთი მოძრავი ბავშვი არც ერთი ჩემი შვილი არ ყოფილა. სულ მეგონა, მუცელში "კოტრიალებს" აკეთებდა. თავიდან ვერიდებოდი, რომ მუცლად მყოფს მივფერებოდი, რადგან სხვა სუროგატი დედებისგან ვიცოდი, თუ ასე მოიქცევი, მისი სხვისთვის დათმობა გაგიჭირდებაო, მაგრამ სანამ მუცელს არ მოვეფერებოდი, არ ისვენებდა... ამიტომ, როდესაც წაიყვანეს, თითქოს დავცარიელდი... მაშინ, ჩვენი საზოგადოების უკიდურესი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, ყველანაირად ვცდილობდი, ეს ამბავი არ გამჟღავნებულიყო, მაგრამ ოჯახის წევრებმა და რამდენიმე უახლოესმა ადამიანმა მაინც გაიგეს. დედამ ძალიან გამკიცხა. ერთი კვირა ტიროდა და კარგა ხანს ხმას არ მცემდა...
- ეს გადაწყვეტილება აუცილებელი ფინანსური საჭიროების გამო მიიღეთ?
- დიახ, პირველი დღიდან საქმის კურსში ჩავაყენე მეუღლე და ყველა დეტალი მასთან ერთად განვიხილე. არც ის არის უგრძნობი, ისიც განიცდიდა, მაგრამ რა გვექნა, მაშინ მართლა ძალიან გვჭირდებოდა ფული. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ვცხოვრობდით. მეც ვმუშაობდი და ისიც, მაგრამ ქირის გარდა, თვიდან თვემდე, ხელფასიდან ხელფასამდე, პრაქტიკულად, მხოლოდ კვების ხარჯებს ვფარავდით. შვილები უმეტესად, ახლობლების გამონაცვალი ტანსაცმლით დადიოდნენ... ერთი სიტყვით, იმ ფულით 1,5-იანი ოთახიანი ბინა ვიყიდეთ გარეუბანში. იმ ფაქტმა, რომ ჩემს შვილებს საკუთარი ჭერი ექნებოდათ, ის მძიმე ტვირთი შემიმსუბუქა...
- თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, სუროგატობის სურვილი მეორედ გამოთქვით...
- დიახ, ამის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე ოთხი წელი დანაზოგს ვინახავდით, რომ მცირე ბიზნესი წამოგვეწყო და პურის ფული გვქონოდა. დანარჩენი თანხა ბანკიდან გამოვიტანეთ და მეუღლემ სურსათის მაღაზია გახსნა და ასევე, სესხით, მანქანა გამოიყვანა, რომ დილით, ორთაჭალის ბაზრიდან ხილი, ბოსტნეული და მწვანილი წამოეღო... ერთხელაც ახლობელმა დაურეკა, შენი მაღაზიიდან კვამლი გამოდის და მე კარს ვერ ვაღებო... გიჟივით წავიდა და გზაში ავარია მოუვიდა, ლამის ფეხი მოაჭრეს... სამი ოპერაცია გავუკეთეთ. მაღაზია სანახევროდ დაიწვა... ბანკის ვალები მატულობდა, რამაც რასაკვირველია, უფრო მეტად დაგვხია უკან... მეუღლემ მითხრა, გავყიდოთ ეს ბინა და ფეხზე რომ დავდგები, ისევ რამეს ვიზამო, მაგრამ ისეთი სიმწარე მაქვს გამოვლილი უბინაობის გამო, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი და ამას ისევ სუროგატი დედობა ვარჩიე... ემოციურად მიჭირდა, მაგრამ უკანონოს არაფერს ვაკეთებ და მგონი, არც ცოდვას ჩავდივარ: უშვილო წყვილებს შვილს ვჩუქნი...
- მეუღლემ რა გითხრათ?
- ვერაფერი, ძალიან ცუდ დღეში ვიყავით... ისევ ქუჩაში დარჩენა გვემუქრებოდა. ის ბავშვი ქართველმა წყვილმა წაიყვანა... ძალიან განვიცადე, რადგან ფილტვი არ გაეხსნა და ექიმები რომ აწვალებდნენ, ვეღარ მოვითმინე და გავხედე... მას შემდეგ მესიზმრება. მესამეს გაჩენა ჩემმა ნაცნობმა მთხოვა. საოცრად კარგი ქალბატონია. მთელი ცხოვრება კარიერის აწყობაზე ზრუნავდა, ასაკში მყოფი გათხოვდა, ბევრი იმკურნალა, იწვალა, მაგრამ ვერ დაფეხმძიმდა... მოკლედ, ჩემმა მეუღლემ არც იცოდა, ისე დავთანხმდი, რის გამოც ლამის გამეყარა. მერე დავიფიცე, ეს ბოლოა-მეთქი... პირველი რამდენიმე თვე ცივ ნიავს არ მაკარებდნენ, ბავშვის დაბადებას მოუთმენლად ელოდნენ. ამ ქალბატონს მასზე ბევრად პატარა ასაკის მეუღლე ჰყავდა და ბიჭის ოჯახი აპროტესტებდა მათ ამბავს... უკვე მეექვსე თვეში ვიყავი, რომ გავიგე, უსიამოვნება ჰქონდათ. თუ არ ვცდები, სწორედ ბავშვის გამო, ბიჭის ოჯახი იყო წინააღმდეგი სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას... ერთი სიტყვით, დაშორდნენ. მართალია, ის ქალი არ ამბობს, რომ ბავშვი არ უნდა, თუმცა, არც იმას ამბობს, მინდაო... ისიც უთქვამს: თანხას გადავუხდი და დაიტოვოსო...
- კანონი არ გიცავთ?
GzaPress- ახალი კანონის თანახმად, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს ხელოვნურ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორს შორის. ასეთი ხელშეკრულება არსებობს ჩვენ შორისაც, რაც ნიშნავს, რომ თუ მათ ეს არ შეასრულეს, საქმე სავარაუდოდ, სასამართლომდე მივა. მე კი სასამართლო დარბაზში ამ საკითხის გამო ჯდომას, სიკვდილი მირჩევნია...
- მეუღლე რას ამბობს?
- მეუღლეს არც წინა ორი ბავშვი ემეტებოდა, მაგრამ მესამე რომ მნდომოდა, ჩვენსას გავაჩენდით... უკვე მითხრეს, რომ ადვოკატის აყვანა და მათ წინააღმდეგ საჩივრის შეტანა შემიძლია, მაგრამ ხმაურის ატეხაც არ მინდა და არც ის მსურს, რომ იმაზე ფიქრს შევეჩვიო, ეს პატარა ჩემთან დარჩება-მეთქი. მერე იმ ქალბატონმა რომ წაიყვანოს, უფრო გამიჭირდება. ამ ბავშვს ჩემი არაფერი ექნება, მე მხოლოდ ინკუბატორი ვარ მისთვის...
ჩვენ ბავშვის მომავალ დედასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. მართალია, ის ჯერჯერობით პატარის წაყვანის სურვილს არ გამოთქვამს, მაგრამ რომც არ წაიყვანოს, საბედნიეროდ, ჩვილს უპატრონოდ დარჩენის საფრთხე არ ემუქრება...
სუროგაცია საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია 1997 წლიდან. ამასთან, პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების სიმცირე, განსაკუთრებით, უცხოელ უშვილო წყვილებს იზიდავთ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიასა და შვეიცარიაში სუროგაცია კანონით აკრძალულია. რაც შეეხება ისრაელს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთსა და ავსტრალიას, იქაური კანონი მხოლოდ კომერციულ სუროგაციას კრძალავს, თუმცა ალტრუისტი სუროგატი დედების დეფიციტის გამო, ამ ქვეყნებში სუროგაცია პრაქტიკულად არ არსებობს.
სუროგატი დედებისთვის ფულადი ანაზღაურება კანონდარღვევად არ ითვლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთში.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"10 კილომეტრი თუ არ გავიარე ველოსიპედით, დისკომფორტს ვგრძნობ"
"ქალს მხოლოდ შვილებისთვის შეუძლია დიდი შეცდომების ბოლომდე პატიება"
"ბევრი შვილი დიდი ჯაფა და დარდია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა"
ბავშვობაში გამოვლილი ჯოჯოხეთი და ნატვრა პატარა სახლზე
პოეტი მიხეილ ზანდუკელი წინაპრებსა და საკუთარ საინტერესო თავგადასავალზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი