"მე არ ვარ მონა..."
font-large font-small
"მე არ ვარ მონა..."
ჩემ ირგვლივ უამრავი ქალია, რომელიც ქმარს საკუთარი ინიციატივით გაეყარა და სიმართლე გითხრათ, მათი გამტყუნება თითქმის არასოდეს მიფიქრია. რადგან უმიზეზოდ არც ერთი წამოსულა სახლიდან. ისიც გამიგია და ვეთანხმები, რომ ცალ-ცალკე ყველა მართალია და ქმრებსაც თავიანთი სიმართლე აქვთ ალბათ, მაგრამ მაინც არ შემიძლია მათი გამართლება, რადგან ბებიაჩემისგან გამიგონია: კარგ კაცს ცოლი არც "გაუფუჭდება" და არც ოჯახი დაენგრევაო. ჰოდა, დაკვირვებული ვარ, სადაც კაცი თავის სიმაღლეზეა და მართლა ჭკუით მართავს ოჯახს, იქ თითქმის არასოდეს წარმოიქმნება სერიოზული პრობლემა.
მარეხმა ცოტა ხნის წინ დაანგრია ოცდაათი წლის ოჯახი. მისი ამბავი თითქოს ჰგავს სხვა დანარჩენების ისტორიებს, მაგრამ მაინც განსხვავებულია თუნდაც იმით, რომ ის მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გაეყარა და სასამართლოს მოსთხოვა, რომ მხოლოდ ქმრისგან კი არა, არანაკლებ უმადური შვილებისგანაც დაეცვა:
- ეს სიმართლეა და მე ასე დავსაჯე ისინი. მინდა მიხვდნენ, რომ დედა არც მონაა და არც ის ადამიანი, რომლისგანაც ცალმხრივად უნდა მოითხოვო ყურადღება დ დაფასება.
საკუთარი ნებით არ გავთხოვილვარ. მომიტაცა კაცმა, რომელსაც არც კი ვიცნობდი და წესით, მაშინვე უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან ათი წლით იყო ჩემზე უფროსი და სკოლიდან გამიტაცა თხუთმეტი წლის გოგო. თუმცა, მამამ არ წამომიყვანა სახლში: ხალხს ვერ ვალაპარაკებო... ცოცხალი რომ იყოს, მასაც გავეყრებოდი და ჩემთვის შვილის დაძახებას ავუკრძალავდი. როგორ შეიძლება, თხუთმეტი წლის ბავშვზე ძალადობა შეარჩინო ვინმეს?!
ვერ გავბედე ურჩობა და თექვსმეტი წლისას მყავდა პირველი შვილი, ოცი წლისას - უკვე სამივე ვაჟი. მათ გამო სკოლაც ვეღარ დავამთავრე, თორემ ინსტიტუტზე ლაპარაკიც ზედმეტია. დამაყენა დედამთილმა "კუხნაში" - ესაა აწი შენი ინსტიტუტიო და მართლა ჩინებული მზარეული გავხდი მისი წყალობით, მაგრამ ეს ხომ არაა მხოლოდ ცხოვრება, მით უფრო, როცა უმადური ქმარ-შვილი გყავს და შენში დედას და სასურველ ქალს კი არა, მონას და მოსამსახურეს ხედავენ. ყველაფერი დროზე უნდა მოუწესრიგო და მიართვა, მადლობის თქმაც არ უნდათ: ცხოვრებაში სხვა არაფერი გიკეთებია და არც ოჯახის მოვლა გინდა საკუთარ თავზე აიღოო?!
სამივე შვილმა ინსტიტუტიც დაამთავრა და კარგი სამსახურებიც აქვთ. ცოლებიც შეირთეს და შვილიშვილები მე ჩამაბარეს: ამათ დედებს არ სცალიათ სახლებში დასაჯდომად, ახალგაზრდები არიან და თავიანთ ცხოვრებას და კარიერას უნდა მიხედონო - არც სამსახურს იკლებენ და არც გართობა-დასვენებას. არც ერთს მოსდიოდა აზრად, რომ მე ვიყავი მათ შორის ყველაზე დაღლილი და თუ ვიმეს სჭირდებოდა დასვენება, სწორედ მე...
ბოლოს ისიც კი მაკადრა ქმარმა, რომ შვილის ტოლი საყვარელი გაიჩინა და მასთან ერთად გაემგზავრა დასასვენებლად. რომ ვუსაყვედურე, ლამის საცემრად გამოიწია: მთელი ცხოვრება არაფერი გიკეთებია, ისე გინახავდი, გაჭირვება არ გიგრძნია და დიდი ამბავი, თუ თავს გართობის უფლება მივეციო. ასეთ კაცს რა უნდა უთხრა და ელაპარაკო?!
ის ღამე თეთრად გავათენე და მივხვდი: თუ თავს არ ვუშველიდი, უარესი დამემართებოდა. შვილები შევკრიბე: მამათქვენს აღარ ვუყვარვარ და მისგან წასვლა გადავწყვიტე. იმედია, თქვენ არაფერი გექნებათ საწინააღმდეგო-მეთქი და იმის ნაცვლად, მხარი დაეჭირათ ჩემთვის, სასაცილოდ ამიგდეს: სად უნდა წახვიდე, შიმშილით გაგძვრება სული. თან, მამას ვერ ვაწყენინებთ და აღარც ჩვენი იმედი გქონდესო...
ცოტა დანაზოგი მქონდა. მინდოდა, ისევ შვილებისა და შვილიშვილების გასახარად დამეხარჯა, მაგრამ არ აღმოჩნდნენ ღირსები: ადვოკატი დავიქირავე და დახმარება ვთხოვე, მხოლოდ ქმარს კი არა, შვილებსაც გავყროდი და იმდენად უჩვეულო პროცესი იყო, რომ მთელ ქალაქს მოედო ეს ამბავი, ჩემს ქმარ-შვილს ალმაცერად დაუწყეს ცქერა: ასე როგორ გაამწარეთ ეს ქალიო?!.
ბიზნესპარტნიორებთან და ნაცნობებთან გაუფუჭდათ ურთიერთობები, სუფრასთანაც კი აღარ ეპატიჟებათ ვინმე: თქვენთან ერთად ოჯახისა და დედის სადღეგრძელო როგორ დავლიოთო?!
ისე გამწარდნენ, გაბედეს და დამემუქრნენ: არ გაცოცხლებთ, თუ ოჯახში არ დაბრუნდებიო...
შემეძლო მეჩივლა და ციხეში გამეგზავნა ქმარიც და შვილებიც, მაგრამ ამდენი აღარ ვიკადრე. წლებია ჩემი და იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. უკვე მოქალაქეობაც მიიღო და იმან გამიკეთა მიწვევა. უახლოეს დღეებში მივემგზავრები და დავანახვებ ჩემს ქმარ-შვილს, ვინაა ბებერი და თუ არ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება ორმოცდაშვიდი წლის ასაკში...
სხვებსაც ვურჩევ: თუ არ გაფასებენ, ქმარ-შვილის მონადაც კი არ უნდა იქცეთ, თორემ რძლებსა და შორეულ ნათესავებზე ლაპარაკიც ზედმეტია...
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი