რა ოცნება ვერ აისრულა სტალინის შთამომავალმა - დირიჟორი და პიანისტი სოსო ბესარიონის ძე ჯუღაშვილი - გზაპრესი

რა ოცნება ვერ აისრულა სტალინის შთამომავალმა - დირიჟორი და პიანისტი სოსო ბესარიონის ძე ჯუღაშვილი

სახელგანთქმული წინაპრისგან განსხვავებით, ეს ახალგაზრდა კაცი მეტად თავმდაბალი, მორიდებული, თავშეკავებული და ნაკლებად ამბიციური, თუმცა ძალზე მიზანსწრაფულია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა:

"ბაბუაჩემის მამა იყო იაკობი, მეოთხე თაობა ვარ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, ვისი შთამომავალი ვიყავი. ოჯახში ხშირად საუბრობდნენ ამის შესახებ. ადრეც სულ ვკითხულობდი და ახლაც, როდესაც დრო მაქვს, ვკითხულობ იმდროინდელ ამბებზე, ეპოქაზე, ყველაფერი მაინტერესებს..."

"...ეს ერთი რამე მაქვს სტალინისგან შემორჩენილი და შეუფასებელი განძია ჩემთვის, რომელსაც ვერავის მივცემ და ვერც სახელმწიფო მუზეუმს გადავცემ... ზოგჯერ რომ დავფიქრდები, ვისი შთამომავალი ვარ, ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. სხვათა შორის, სტალინი კარგად მღეროდა და ერთი ასეთი ფაქტიც ვიცი მის შესახებ: ქართული გუნდი ჩასულა მოსკოვში. რეპეტიციას სტალინიც დასწრებია და მათთან ერთად უმღერია მეორე ხმა. გაოგნებულები დარჩნენ. არავინ ელოდა მისგან მსგავს რამეს. ისეთი გენიოსი იყო, ისეთი ფენომენალური ტვინის პატრონი, რომ არა მგონია, მისგან რამე გამომყვა. თუმცა, ვინ იცის, წლები რომ მომემატება და გავიზრდები, იქნებ მერე აღმომაჩნდეს მისი გენეტიკიდან რამე. თუმცა, ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცი, რომ პოლიტიკაში არასდროს წავალ და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გავწევრდები. საერთოდ არ მხიბლავს ეს სფერო..."

"მე ვარ მე - დირიჟორი და პიანისტი სოსო ბესარიონის ძე ჯუღაშვილი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ყოველი მეორე სტალინი არ არის და ალბათ მისი შთამომავლობა ჩემზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს, მინდა თუ არ მინდა, თუმცა, მხოლოდ პოზიტიურს. ცუდს ყველაზე ამბობენ, მაგრამ რასაკვირველია, მაინც არ მსიამოვნებს მასზე უარყოფითი რამის მოსმენა..."

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 22 მარტის ნომერში და გაიგეთ, როგორ ცხოვრობს და რას ინახავს სტალინის შთამომავალი...

ნინო ჯავახიშვილი