ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპი და პარიზში მოპარული კადრები
font-large font-small
ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპი და პარიზში მოპარული კადრები
"ქურდულად ვმუშაობდით, ვითომ ფოტოს ვიღებდით"
მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა მეორე ალბომისა და ახალი კლიპის გრანდიოზული პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის, მისი კოლეგები. ახალი ვიდეორგოლი, რომელიც რუსა მორჩილაძის სენტიმენტალურ სიმღერაზეა შექმნილი, პარიზში გადაიღეს.

შავ-თეთრი კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, რომელმაც მინიმალური კინოხერხებით მოახერხა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელება და არც შეცდარა, მაყურებელს მოეწონა ნამუშევარი და აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვა.
"მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში, კარიერაში იმიტომ, რომ ჩემი მეორე ალბომი გამოვიდა, რომელსაც ჩემი ახალი სიმღერა ერთვის, ახალი კლიპითურთ, რითაც ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა: მინდოდა მემღერა, ბევრი სიმღერა მქონოდა... პირველი დისკის პრეზენტაცია 2011 წელს, ფილარმონიაში გაიმართა, მეორის კი - დღეს და მადლობა ყველას, მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით მათ, ვინც ალბომისა და კლიპის შექმნაში მონაწილეობდა. მადლობა რეჟისორს, ნესტან სინჯიკაშვილს ასეთი არაჩვეულებრივი ნამუშევრისთვის", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი და იმასაც დასძენს, რომ პატარა კინო გამოუვიდათ.

ნესტან სინჯიკაშვილი, რეჟისორი:
- პარიზში კლიპის გადაღება ნოდიკოს იდეა იყო. რატომღაც წარმოედგინა, რომ იქ უნდა გადაღებულიყო და რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგანაც სიმღერა რომ წარმოვიდგინე, მართლა ძალიან მოუხდებოდა. მოკლედ, აზრი მომეწონა. რატომ შავ-თეთრი? ზოგადად, ძალიან მიყვარს და რომ გამიშვა, მარტო შავ-თეთრ ფილმებს გადავიღებდი... სევდიანი სიმღერაა და მოუხდა პარიზს.
პარიზში 5 დღე ვიყავით და დღე და ღამე ვმუშაობდით. ძალიან ციოდა, მაგრამ მის ქუჩებში მუშაობა ფუფუნებაა, ეს ქალაქი კლიპისთვის თავისთავად გამზადებული დეკორაციაა. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდით, ის იყო, რომ კლიპის გადაღება არ შეიძლება ისე, როგორც გადავიღეთ, უფლება არ "აგვიღია". წესით, 3 დღით ადრე განაცხადი უნდა შეიტანო, 3.000 ევრო გადაიხადო და ამის შემდეგ შეგიძლია მუშაობის დაწყება. მოკლედ, ქურდულად ვმუშაობდით, ვითომ ფოტოს ვიღებდით. რკინიგზის სამი სადგურიდან გამოგვყარეს - პოლიცია დაგვადგა, გადაღების უფლებას არ გვაძლევდა. მართლა მოპარული კადრებია და ამ პირობებში რაც შევძელით, ეს იყო.
- კლიპში ულამაზესი გოგონა მონაწილეობს. ვინ არის?
GzaPress- სცენარში დაგვჭირდა გოგონა. ნოდიკოს გაახსენდა, რომ გოგოლა კალანდაძის შვილი - ელენე პარიზში ცხოვრობს და სწავლობს. ელენემ პატარა ბავშვიც მოგვიყვანა, რომელიც ასევე კლიპისთვის დაგვჭირდა. ძალიან დაგვეხმარა... უცნაური ის იყო, რომ პარიზში 20 წელია, თოვლი არ მოსულა და მაინცდამაინც ახლა მოვიდა. რომ ჩავედით, 2 დღე ისე თოვდა, გავიყინეთ, მაგრამ მუშაობით სიამოვნება მივიღეთ.
ნოდიკო არაჩვეულებრივი ადამიანია. როდესაც მასთან ვმუშაობ, სამუშაო პროცესს ვერც კი აღვიქვამ. კლიპს მარტივად ვიღებ, ძალზე კომფორტული ადამიანია. მართლა ბედნიერებაა მასთან მუშაობა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს "ბუდას," რომ არ მყავდეს ოპერატორი ლევან ლეკიაშვილი, არ ვიცი, რა მეშველებოდა. მადლობა კლიპის პროდიუსერს - თაკო დოლაბერიძეს, რომელმაც პარიზის მგზავრობა უზრუნველყო. ის ყოველთვის მხარში გვიდგას.

ლელა წურწუმია:
- ჩვენ ვნახეთ პროფესიონალების ერთობლივი მუშაობის შედეგი. მუსიკა, ტექსტი, შემსრულებელი, რეჟისურა - ყველაფერი ხარისხიანი იყო. რაც შეეხება ნოდიკოს, ის ნიჭიერი, მიზანდასახული და საოცარი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. ასეთი ადამიანები ყოველთვის თავიანთი შრომითა და სწორი ნაბიჯებით აღწევენ წარმატებას. ეს მნიშვნელოვანია და გულწრფელად ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას! რაც შეეხება ნესტანს: წლებია, ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ. მისი ნამუშევარი ძალიან მომეწონა. ჭკვიანი გოგოა, კარგი ხედვა აქვს. ფაქტია, რომ ემოციური კლიპი შექმნა.

ზაზა ორაშვილი:
- მიხარია და დასაფასებელია, როდესაც მომღერლები საქმიანობენ, აქტიურობენ - წერენ სიმღერებს, აწყობენ პრეზენტაციებს. ვიცი, რაოდენ ძნელია არა მარტო კლიპის გადაღება, სიმღერის ჩაწერა და ის, რომ საკუთარ შემოქმედებას რაღაც ახალი შესძინო. რაც შეეხება კლიპს, სასიამოვნოა - სენტიმენტალური სიმღერის სენტიმენტალურ პარიზში ტანდემის ნახვა. ამასთან, იქ არასდროს მინახავს თოვლი, პირველად ამ კლიპში ვნახე. სენტიმენტალური სიმღერა კარგად შესრულებულ ტანდემში რაღაც მინიმალისტური კინოს ელემენტებით, ძალიან სასიამოვნო საყურებელია.
GzaPress
სალომე ბაკურაძე:
- ნოდიკოს ყველა ქმედებას 10-ბალიანი სისტემით ვაფასებ. ნიჭიერთან ერთად, მიზანდასახული და შრომისმოყვარეა, მოაქვს შედეგი. რასაც აკეთებს, ხარისხიანად და ვარსკვლავურად. უდიდესი სიამოვნება მივიღე მისი ახალი ნამუშევრით. ყველაფერი ისეთი და ისე იყო, როგორც ნოდიკოს შეეფერება, სხვანაირს არც ველოდი.
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უფასებდა სიმღერებს ავთო შარვაძეს
"მომეცა იმედი, რომ ჩემი ბებო და ბაბუ სიკვდილს ღიმილით შეეგებენ და თითქოს ნუგეში ვეცი ჩემს თავს ამით!"
ნათია ჭაბუკიანი: "ახალ თაობასთან სხვანაირი მიდგომებია საჭირო..."
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი