ზოგი ჭირი მარგებელია
font-large font-small
ზოგი ჭირი მარგებელია
პრობაციონერი, რომელმაც ხელობა ისწავლა და ახლა ბიზნესის აწყობას გეგმავს

კობა ფიფია წალენჯიხის რაიონში, სოფელ ჩქვალერში, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელში სამუშაოს შოვნა რთულია, ამიტომაც მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია. თავად კობა მაქსიმალურად ცდილობს, დრო უქმად არ დაკარგოს და ოჯახის რჩენა შეძლოს. ძირითადად, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, მესაქონლეობას მისდევს, ჰყავს ფუტკრები, აქვს თხილის პლანტაცია, რომელსაც უვლის და როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, ხის მასალისგან ნივთებს ამზადებს. ეს ხელობა ბავშვობაში ბაბუამ შეასწავლა და ახლა ამ მიმართულებით ბიზნესის წამოწყებასაც გეგმავს. კობას ეს იდეა გადამზადების კურსებზე სიარულის შემდეგ გაუჩნდა, ამ კურსებზე კი აღმოჩნდა, როგორც პრობაციონერი. მართალია, ცოტა ხანი ისევ უწევს პრობაციონერის სტატუსით ყოფნა, თუმცა ამბობს, რომ სასჯელის მიუხედავად, დრო არ დაუკარგავს, ცოდნაც გაიღრმავა და ახლა იდეების განხორციელებაშიც ეხმარებიან.

- სოფლის ცხოვრება რთულია. სამწუხაროდ, მცხოვრებლების დიდი ნაწილი სამუშაოს გარეშეა დარჩენილი და ამას ყველა განიცდის. ამიტომაა, რომ ახალგაზრდებს სოფელში დარჩენა არ უნდათ... ერთ-ერთ სოფელში სამანქანო გზა გაგვყავდა და ამ სამუშაოებში ვიყავი ჩართული. იქ 39 ოჯახი ცხოვრობს, ძირითადად მოხუცები. მოსახლეობას მხოლოდ საცალფეხო გზა აქვს. როცა გადაწყდა გზის გაყვანა, ყველა ბედნიერი იყო. კილომეტრ-ნახევარი გავიყვანეთ და ამის შემდეგ შეაჩერეს პროექტი. ითქვა, რომ მშენებლობის დროს რაღაც სტანდარტები დაირღვა და ამით გარემოს მიადგა ზარალიო. მე საქმის მწარმოებელი ვიყავი და ამიტომ, ჯოხი ჩემზე გადატყდა, დამაჯარიმეს. ადმინისტრაციული საქმე, მერე სისხლის სამართალში გადაიყვანეს და ერთი წელი პირობითი მომისაჯეს. ამას ძალიან განვიცდი, რადგან შეგნებულად მართლა არაფერი დაგვიშავებია. ვცდილობდით კარგი საქმე გვეკეთებინა, ხალხი გაგვეხარებინა.
- ალბათ, ზედმეტად ხეები მოიჭრა, არა?
GzaPress- ჰო, ეტყობა პატარა გადაცდენები იყო. ის პროექტი დღემდე შეჩერებულია. არადა, გვეგონა საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებდით. მოსახლეობა გვეუბნებოდა, ოქროს ფული გეკუთვნით, ჩვენი ამდენი წლის ოცნება თუ ახდა და გზა გაკეთდაო. თუ გადაცდომა იყო, ეს შეგნებულად არავის გაუკეთებია, ხეების გაკაფვა უსაფრთხოების მიზნით მოხდა.
- ალბათ, სისტემატურად გიწევთ პრობაციის სამსახურში გამოცხადება, არა?
- ამ ქვეყანაში ყველაზე კარგად არის აწყობილი პრობაციის სამსახური. ყოველ სამშაბათს დავდივარ და ხელს ვაწერ გამოცხადების დოკუმენტს. სწორედ ერთ-ერთი ვიზიტის დროს გავიგე, რომ პრობაციონერებისთვის შემოთავაზება იყო და შეგვეძლო, პროფესიას უფასოდ დავუფლებოდით. ჩავეწერე ამ ჯგუფში, ავირჩიე დურგალის პროფესია და სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატიც გადმომცეს. ბაბუა ხელოსანი მყავდა და ის მასწავლიდა ხეზე მუშაობას, აქ კი გავაუმჯობესე ჩემი ცოდნა. პარალელურად, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარებაც გაგვიწიეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "თანაზიარი", რომელიც ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმებით არის დაკავებული, დამპირდა, რომ შესაბამისი დანადგარის შეძენაში დამეხმარებოდა. დავწერე განცხადება და ხელსაწყოები მომცეს, ეს არის ჩემი საკუთრება. მინდა, ამ მიმართულებით ბიზნესი განვავითარო. გულით ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ვფიქრობ, ჩემი ხელით დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციას შევძლებ...
- ხისგან ძირითადად, რას ამზადებთ?
- ბაბუა აკეთებდა მეგრულ ფაცხებს, რომელსაც ძალიან ლამაზ ხის საკეტებს უკეთებდა, ეს ყველას მოსწონდა და მეც ასეთი ფაცხა მაქვს. ასევე ვამზადებ ხის ჭურჭელს, ჩოგანს, სასმისებს, სხვადასხვანაირ ხის კოვზს. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსახლეობა ძირითადად, ხის კოვზებს მოიხმარდა და ახლაც აქტიურად გამოიყენება. კოვზების ჯგუფში ერთიანდება მარტივად გათლილი ჯოხებიც, რომლებსაც კერძის დამზადებისას იყენებდნენ. საქართველოს მთიანეთში ძალზე გავრცელებული იყო ბრტყელპირიანი კოვზები და მათ სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვთ: ჩეკი, ჩოგანი, ხოწი, საკეპელა, კიზი, ლაფერა, ე.წ. საფაფე, ე.წ. ქაფქირები და სახინკლენი. მათი ნახვრეტების ფუნქცია დასამზადებელი საჭმლის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ხინკლის ქაფქირს ერთი დიდი ნახვრეტი აქვს, ხაჭოსას - 3-4, ხოლო ხორცის საქაფ-ამოსაღებს რამდენიმე. ქაფქირის მოყვანილობისაა ხის კოვზი ქიტი, რომელიც ღრმაა, დაუხვრეტავი და წვნიანი კერძის საჭმელად გამოიყენება. სამეგრელოში პოპულარულია ხის სასმისი, რომელსაც ჩაყვას ეძახიან. საუკეთესო კონჩხა მზადდებოდა ასევე, პანტისა და ველური მსხლის ხისაგან. მონადირეების კონჩხა ტარში გახვრეტილი იყო, ქამარზე იკიდებდნენ და ხმარობენ წყლისა და არყის დასალევად. ბაბუას ჰქონდა თვითნაკეთი დანები, მართალია, ის ცოცხალი აღარ არის, მაგრამ სახლში გვაქვს მისი ნაქონი დანები და იმას ვიყენებ სათლელად. ვამზადებ ასევე, ფილთაქვას. ახლახან ავარიაში მოვყევი და მომიწია ეტლში 40 დღე ჯდომამ. მაშინაც არ ვყოფილვარ უსაქმოდ, მერე ფეხზე ხომ უნდა გამევლო და ჯოხი გამოვთალე, რომელიც გადაადგილებაში მეხმარებოდა.
- ნივთების დასამზადებლად მასალას სად შოულობთ?
- ხის მასალის მოძიებაც არ არის რთული. წყალდიდობისას, ენგურს ჩამოაქვს ნაშალი ხეები და როცა წყალი კალაპოტში ჩადგება, ხე რჩება ნაპირებზე. ამ ხეების გამოყენება თავისუფლად შეიძლება. გააჩნია, რა გინდა გამოგივიდეს. ბზა, უთხოვარი, კაკალი, წითელი ხე, რომელსაც ლამაზი მერქანი აქვს, ადვილად პრიალდება. როცა ნაპირზე ამ მასალას აწყდები, ხშირად მას ისეთი ფორმა აქვს, თვითონ "გეუბნება", მისგან რა უნდა შექმნა. ახლა აღარ არის მოდაში საწნახელი, თორემ ბაბუა ლამაზ საწნახელსაც აკეთებდა. მე ვცდილობ გავაგრძელო მისი გზა და მერე შემდგომ თაობასაც ვასწავლო ხელობა... აქვს ასევე მიწა კარგ ადგილას და მინდა, იქ ტურისტებისთვის შევქმნა კარგი გარემო.
- მაინც, რას გეგმავთ?
GzaPress- სვანეთში სულ ადიან ტურისტები და ჩემი მიწის გავლა უწევთ. მსურს მოვაწყო დასასვენებელი ადგილი. იქ მოსულ ადამიანს შეეძლება ნახოს, როგორ ვამზადებთ სხვადასხვა ნივთს ხისგან. კარგი მუსიკის, კარგი გარემოს ფონზე შევთავაზებთ სუვენირებს, მერე მეგრულ უგემრიელეს კერძებსაც მივართმევთ ჩვენი დამზადებული ჭურჭლით. სხვა ქვეყნებში ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ. თურქეთში სპეციალურად მიდიან ტურისტები იმ საამქროებში, სადაც ხელოსნები აჩვენებენ თუნდაც, თიხაზე მუშაობას. ეს საქმე ხელოვნების დონეზეა აყვანილი. მერე არჩევენ სასურველ ნივთებს და ეს ბიზნესის კუთხითაც კარგია. ბევრი რამე შეიძლება "გააცოცხლო", რათა დააინტერესო ტურისტი. ასეთ დროს მარტო ფულის შოვნაზე არ უნდა იფიქრო ადამიანმა, უფრო შენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციაზე უნდა გააკეთო აქცენტი. ბიძა მყავს მხატვარი და ისიც დამეხმარება, რომ განსხვავებული გარემო დავახვედრო ტურისტებს.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ სოფლის მეურნეობასაც მისდევთ. მოყვანილ პროდუქტს ადგილზე ყიდით?
- მყავს ძროხები. აქ მოსახლეობა ძირითადად, მესაქონლეობას მისდევს. რძის პროდუქტებს ყიდიან, ზაფხულობით კი საქონელს მთაში ვგზავნით. საკმაოდ კარგია, თუ გყავს ფუტკარი. მათ ჩემი ხელით ვუვლი და თაფლს ვყიდით. სამწუხაროდ, რამდენიმე ოჯახი გამინადგურდა. შარშან ფაროსანას გამო შეიწამლა ტერიტორიები და ეტყობა, ამან დახოცა ფუტკარი. ახლა ვცდილობ, ეს დანაკლისიც აღვიდგინო და ისევ მოვამრავლო... არც თხილის მოსავალი იყო შარშან, მავნებელმა დააზიანა. ახლაც, მოსახლეობა შიშით შეჰყურებს ყველაფერს. იმედია, ხელისუფლება მხარში დაგვიდგება, რომ მოგვარდეს ფაროსანას პრობლემა სამეგრელოში. ამ პრობლემას თუ არ მიხედეს, სამწუხაროდ, მოსავალი საერთოდ არ იქნება. მე მაინც არ ვკარგავ ოპტიმიზმს და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, გლეხის შრომა დაფასდება.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უფასებდა სიმღერებს ავთო შარვაძეს
"მომეცა იმედი, რომ ჩემი ბებო და ბაბუ სიკვდილს ღიმილით შეეგებენ და თითქოს ნუგეში ვეცი ჩემს თავს ამით!"
ნათია ჭაბუკიანი: "ახალ თაობასთან სხვანაირი მიდგომებია საჭირო..."
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი