21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი
font-large font-small
21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი
"შვილი 6 წელი არ გვყავდა, ახლა კი უკვე პატრა იოანე გვყავს, უბედნიერესი მშობლები ვართ და გვჯერა, რომ უფალი კიდევ მოიღებს მოწყალებას - შვილი კიდევ გვეყოლება."
შარშან 50-მდე წყვილი ტაძარში მადლობის სათქმელად ავიდა. თუმცა შვილიერების მთხოვნელი თითქმის ათასამდე წყვილი იყო. წელსაც დაითვლიან ტაძრის მსახურები თუ რამდენ ადამიანს აუსრულა უფალმა თხოვნა.

"8 წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მრავალწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ამ ტაძრის ამბავი გავიგე. მე და ჩემმა მეუღლემ
პატარა აკვანი დავამზადებინეთ და ხუთშაბათ დღეს ავედით ტაძარში, ვილოცეთ და ვეზიარეთ კიდეც. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. უბედნიერესი ქალი ვარ, ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა... დღეს კი მადლობის სათქმელად ამოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება." - მითხრა შარშან წაჩხურობის დღესასწაულზე თბილისიდან მარტვლის რაიონის, სოფელ სალხინოში ჩამოსულმა ქალბატონმა...

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდება. წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელსაც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის. ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ზოგს შესაწირი მიაქვს დაპირებული ცხვარი ან ფრინველი მიჰყავს.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

შოთა სხულუხია ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა:
- ამ ულამაზეს სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ამ ტაძარში ბავშვობიდან დავდიოდი ყოველ წაჩხურობას, მაგრამ მაშინ არ მქონდა გათავისებული ტაძრის მნიშვნელობა. წლები გავიდა, დავოჯახდი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი...… მე და ჩემ მეუღლეს შვილი 6 წელიწადი არ გვყავდა, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. რამდენიმე წელი მე და ჩემი მეუღლე შვილიერებას ვთხოვდით წაჩხურუს მთავარანგელოზს... ექვსი წლის თავზე უფალმა ჩვენი თხოვნა შეისმინა და პატარა იოანე გვაჩუქა, მადლობა ღმერთს ამისთვის, მადლობა წაჩხურუს მთავარანგელოზს, მადლობა ამ მონასტრის ბერებს ლოცვისთვის... როგორც უკვე გითხარით, ახლა უკვე პატარა იოანე გვყავს, უბედნიერესი მშობლები ვართ და გვჯერა, რომ უფალი კიდევ მოიღებს მოწყალებას - შვილი კიდევ გვეყოლება. ბევრი ახლობელი, მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი გამხდარა ამ ხილული სასწაულის მხილველი. მიხარია, რომ ამ ტაძარს ყოველ წელს ემატება მრევლი და მომლოცველი. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან, უკვე ბევრმა იცი, რომ ამ ტაძრის მადლი 21-ე საუკუნის ხილული სასწაულია. აქ თუ წყვილი რწმენით და უფლის სიყვარულით ადის, არ არსებობს არ აუსრულოს უფალმა ვედრება. არიან ისეთები, რომლებიც ამ ტაძრის მადლით მრავალშვილიანებიც გახდნენ.
ამხელა წყალობისთვის მადლობას ყოველთვის ვეუბნები უფალს. უშვილო წყვილებს კი, მინდა ვუთხრა, გწამდეთ სასწაულის და ეს აუცილებლად მოხდება. იყო შემთხვევა, 17 წელი არ ჰყავდა წყვილს შვილი, რა არ გააკეთეს, მაგრრამ ამაოდ... ამ ტაძარში ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათს ავიდნენ და... მათ დღეს ქალ-ვაჟი ჰყავთ.

გაგრძელება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
დაუვიწყარი ურთიერთობა ძველი დროის არტისტებთან და ლევან ჩოლოყაშვილის აღმოჩენილი ნასოფლარი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი