"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები" - გზაპრესი

"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"

გთავაზობთ წლების განმავლობაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ ეროვნულ გამოცდებზე დაწერილ "საინტერესო და სალაღობო მაგალითებს", რომლებიც სოციალურ ქსელსა და ნაცნობ-მეგობრებში შევკრიბე.

"ლექსები ჯერ პოეტურად ჩაიხატებიან, მერე უძრავ სურათებად იქცევიან

და ბოლოს დინამიკურად მოძრაობენ".

"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში".

"შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა".

"ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა".

"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო".

"ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო".

"რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა".

"ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონ

და, სულაც არ გაბრაზებულა".

"პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული".

"აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა".

"აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ".

"ალექსანდრე ყაზბეგი მსახიობიც იყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან მხოლოდ ცეკვა იცოდა და ისიც ლეკური".

"ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შემდეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა".

"გველეშაპი ადამიანებს ტანსაცმლიანად ყლაპავდა, მაგრამ მომღერალი მეჩონგურეს ფეხსაცმელები არ მოეწონა".

"ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა".

"სოლომან მორბელაძე სირბილით შოულობს ტკიცინა ათლარიანებს".

"თბილისის შუაში მოედინება მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს და სხვადასხვა უბნებს წარმოშობს".

გაგრძელება