მახვშის სავარძლის ისტორია
font-large font-small
მახვშის სავარძლის ისტორია
სვანი დიდოსტატის ნაამბობი

საკურცხილი (სვანურად) საუფროსო სავარძელს ნიშნავს, რომელშიც სვანეთში ოჯახის უფროსი, ქორა მახვში ჯდებოდა. ძველ დროში მას ძირითადად, წიწვოვანი ხისგან თლიდნენ და მოჩუქურთმებული საზურგე და მკლავსაყრდენი ჰქონდა, იმის მიხედვით, რამდენად კარგი ხელი ჰქონდა გამომთლელს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ პერსონის ავტორიტეტი, ვისთვისაც სავარძელი კეთდებოდა...
წინა სვეტების პირი შემკული იყო გეომეტრიული ორნამენტითა და ასტრალური სიმბოლოებით. საკურცხილს მახვშის სავარძელს საკულტო დანიშნულებითაც იყენებდნენ, ის საპატიო როლს თამაშობდა მიცვალებულთა მოსაგონარ სარიტუალო ჩვეულებების შესრულების დროსაც.

საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში - დეკანოზს, სვანეთში - მახვშს.
სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა, - მახვშს, ანუ მეთაურს თემის საერთო კრება ირჩევდა და მასში მონაწილეობის უფლება თემის ორივე სქესის ზრდასრულ, 20 წელზე მეტი ასაკის წევრს ჰქონდა. მახვში აუცილებლად გონიერი, დარბაისელი, სამართლიანი, სპეტაკი და დინჯი უნდა ყოფილიყო. ასევე მორწმუნე, ტრადიციული და სწორი ცხოვრების წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ბრძოლებში კი ლაშქრის წინამძღოლი. მის სიტყვას ფასი ჰქონდა, მის აზრს ითვალისწინებდნენ... ამიტომაც, მისი სავარძლის გაკეთების უფლება ყველას არ ჰქონდა, ამას დამსახურება, გვარიშვილობა და კარგი ოსტატობა სჭირდებოდა...
სვანეთში დამსახურებული ოსტატის, იური უდესიანის ნახელავი სვანეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვნახე. ულამაზესი ნამუშევარი, ნატიფად შესრულებული ორნამენტებით ყურადღებას პირველსავე ნახვისას იპყრობდა და გადავწყვიტე, "გზის" მკითხველისთვის მახვშის სავარძლის ისტორია და დამზადების სპეციფიკა გამეცნო...

იურა უდესიანი:
GzaPress- მესტიასთან ძალიან ახლოს, სოფელ ლენჯერში ვცხოვრობ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ... ადრე, წლების წინ დამკვიდრებული თემის მმართველობის პრინციპით, ყველა გვარს თავისი მახვში ჰყავდა და ყველა გვარი ცდილობდა, თავისი უფროსი გამორჩეულად კარგ სავარძელში მჯდარიყო. რაც შეეხება თავად სავარძელს, მის გამოთლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს... ყველა მხრიდან სწორი უნდა იყოს, მკლავების დასადები უნდა ჰქონდეს, მაგრამ საზურგე გადაზნექილი კი არა, სწორი უნდა იყოს და რაც უფრო მაღალი გახლდათ, მით მეტი დაფასება ჰქონდა, ანუ რაც უფრო მაღალი იყო სავარძლის საზურგე, მით მეტი საქმე ჰქონდა გაკეთებული. როდესაც ესა თუ ის თემი თავისი მახვშისთვის უკვეთდნენ სავარძელს, ხელოსანს მის საქმეებზეც უყვებოდნენ, შემდეგ კი ამ ყველაფერს ხელოსანი სავარძლის ვიზუალში გამოხატავდა...
თუმცა ახლა, ბოლო წლებში, ტრადიციები დაირღვა და ვიზუალი უფრო აინტერესებთ... არადა, ადრე ყველაფერს თავისი დანიშნულება ჰქონდა, ხევში თემისა და გვარის კაცი სხვანაირად გამორჩეული იყო და ეს ადგილობრივ საზოგადოებაში სხვანაირად ფასდებოდა. მისი პიროვნების გამოხატულება გახლდათ სავარძელზე გამოხატული სიმბოლოები: ვარსკვლავები, ბორჯღალი და ა.შ.
- მახვშის სავარძლის გაკეთების უფლება ალბათ ყველას არ ჰქონდა, არა?
- არა და ყველა ვერც გააკეთებდა, ისეთი გეომეტრიული ნახაზები აქვს, მისი შესრულება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული... მამაჩემი საკრავების ოსტატი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. გარდა ამისა, მაგარი მასწავლებელი მყავდა, აწ გარდაცვლილი ვასო საღლიანის სკოლა მაქვს გავლილი, რომელიც ქართული ჩუქურთმის პროფესიონალი იყო.
- ერთი სავარძლის გაკეთებას რა დრო სჭირდება?
- ადრე, შეიძლება წლები ემუშავათ ერთ სავარძელზე, ახლა, თანამედროვე ტექნიკის პირობებში, რამდენიმე თვემდე დავიყვანეთ. თან ახლა როგორც გითხარით, ვიზუალი უფრო აინტერესებთ და შესაბამისად, ნახატებსაც ვსვამთ, ადგილობრივი ფოლკლორის ელემენტებს ვიყენებთ, სალოცავებიდან ფრაგმენტებს, ეკლესიების, ასევე საგვარეულო ბორჯღალებს... ასევე, ძალიან გავრცელებულია უშგული ლამის ყველა რაკურსით. ზოგადად, ბუნების ხედები, პანორამები, მთების ან ამა თუ იმ სოფლის ხედები, ასევე, სვანეთის სიმბოლო "ლემი", რომელიც დროშაზეც არის გამოსახული... ასევე შეიძლება სხვადასხვა წარმართული სალოცავების, ბარაქის, ჯანმრთელობის, მშვიდობის გამოსახულებების გამოყვანა...
- სად იდგმებოდა მახვშის სავარძელი?
- ადრე ყველა ოჯახს სვანური სახლი ჰქონდა, კელიის თავში იდგმებოდა მახვშის სავარძელი, მაგრამ სახლებში ასევე ჰქონდათ სხვა სვანური ავეჯიც, კელიაში უფროსი მარტო ხომ არ დაჯდებოდა?.. "ლრჯმი" ჰქვია იმ სავარძელს, რომელზეც მახვშის მიმდევარი და დანარჩენი სტუმრები სხდებოდნენ - ნიშანდობლივია, რომ მასში გამოყენებული მოხატულობა და ჩუქურთმები რომაულ მითოლოგიაშიც გამოიყენება... ზოგზე 6 ადამიანი ეტევა, ზოგზეც 8, ზოგზე - 12...
- ძირითადად, რომელი ხისგან მზადდება მახვშის სავარძელი?
- გააჩნია შემკვეთს და იმასაც, თუ სად, რისთვის უნდა სავარძელი... ფიჭვის მასალით იწყობა სავარძლის "გული", რადგან ძალიან გამძლეა და ფერიც გამორჩეული აქვს. სვანეთში ინახება მახვშის სკამი, რომელიც საუკუნეების წინ არის შექმნილი...
- არსებული ცნობებით, ხევის ბოლო ყრილობა 1875 წელს გაიმართა, რომელიც რუსული მმართველობის მიერ ბეგარის გაზრდას მიეძღვნა... ახლა რა დატვირთვა აქვს სვანეთში მახვშის სკამს?
- დიახ, მაგრამ ახლაც ყველა ოჯახი ცდილობს, საგვარეულო რელიკვიასავით ჰქონდეს... მოთხოვნა მაინც არის. ჩემი ნამუშევრები რამდენიმე ქვეყანაშია მიმოფანტული. მაგალითად, ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა სვანეთში, მუზეუმში მოეწონათ ეს სკამი, შემიკვეთეს და ამერიკაში წაიღეს, ნიუ-იორკის მუზეუმშია... ასევე წაღებულია საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში... ადრე გამოფენებიც მქონდა. სავარძლების გარდა, ვმუშაობ სუვენირებზე, ეკლესიის კარის მოჩუქურთმებაზე და ა.შ.
- ახალ თაობაში რამდენად არის ხეზე კვეთისა და ზოგადად, ამ საქმის მიმართ ინტერესი?
GzaPress- არის, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა... ადრე საპატრიარქოს ეგიდით, სკოლაც მქონდა გახსნილი, მაგრამ დაგვეწვა. 5 ადამიანი მყავდა დასაქმებული და 30-მდე ბავშვსაც ვასწავლიდი, ხეზე კვეთასთან ერთად, ხატვასა და ხაზვასაც. თოიძის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მაგრამ დიპლომი ვერ ავიღე, რადგან ქვეყანაში არეულობა დაიწყო. შემდეგ რაღაც პერიოდი, ეს საქმე რაღაცნაირად მიჩუმათდა. ახლა, ბოლო წლებში, ტურიზმის ზრდასთან ერთად, ისევ იმატა მსურველებმა, სუვენირების მიმართ ინტერესი დიდია... უბრალოდ, ბევრი აკეთებს და რაღაცნაირად, თავისებურად მუშაობენ, ორნამენტებისა და ჩუქურთმების ნახევარი სვანურიც აღარ არის, უბრალოდ, სადმე ნახავენ, მოეწონებათ და გადმოაქვთ... ანუ სვანური ტრადიციები თანდათან იკარგება, არადა, ალექსანდრე ჯაფარიძის, ვასო საღლიანისა და სხვების ძალისხმევით, ტრადიციულმა საქმემ აქამდე მოაღწია. მაშინ სკოლა-ინტერნატებიც იყო, ბავშვები დადიოდნენ და სწავლობდნენ... შემდეგ ყველაფერი გაჩერდა. გარკვეული დროის შემდეგ, სკოლაში ვასწავლიდი შრომას, ხატვას, ხაზვასა და ხის მხატვრულ დამუშავებას... შემდეგ შევეშვი... ძალიან მინდა ისევ მქონდეს წრე გახსნილი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევძელი და იმედია, გამომივა.
- დაახლოებით რამდენი სავარძელი გაქვთ გაკეთებული?
- მთლიანობაში, 200-ზე მეტი და ყველა მათგანს სხვადასხვა ჩუქურთმა აქვს. ერთი და იმავე არასდროს გამომდის... ყველაზე კარგი სამუშაოა ცაცხვი, მაგრამ ჩვენთან არ იშოვება... ძნელად დასამუშავებელია კაკალი, მუხა. მძიმე სამუშაოა, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოდის. სავარძლების გარდა, სვანურ ავეჯს - დაბა მაგიდას, სამფეხა სკამებს, საკარჩხულებს და იმათ, ვისაც სვანურ სტილში უნდა რესტორნებისა და სასტუმროების გაკეთება, ხშირად მიაქვთ ეს ნამუშევრები.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
886 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი