ბავშვი, რომელიც ადამიანებს მზის ამოსვლასავით ელოდება
font-large font-small
ბავშვი, რომელიც ადამიანებს მზის ამოსვლასავით ელოდება
დიალოგი ლევანთან

მაკა ახალგაზრდა ქალია. ადრე თბილისში უდედმამო ბავშვებისთვის აქცია მოაწყო და იმდენი შეძლო, ერთ ბავშვს პატარა ბინა უყიდა შემოწირულობებით. ამ ბავშვს მალე 18 წელი უსრულდება და მას აღარ ექნება სოციალურ სახლში ცხოვრების უფლება. მის მსგავსად, ბევრ სხვასაც უდგება მწარე წუთი, როცა სახელმწიფო ზრუნვა წყდება და დამოუკიდებლობის ეკლიან გზას ფეხშიშველა უნდა გაუყვეს... მაკას ბევრი დაუდგა გვერდით, ერთმა ახალგაზრდა კაცმა პირადად გადასცა სოლიდური თანხა, თუმცა, მერე ამისთვის მოითხოვა, გინდა თუ არა, ცოლად უნდა გამომყვეო. მაკამ მოთხოვნა ჯერ ხუმრობად ჩათვალა, მერე ნამუსზეც შეაგდო, მაგრამ ანგარებიანი გამოდგა ის კაცი, - კარგი იყო, რომ დაგეხმარეო?! არას თქმა ხშირად უწევს მაკას "ქველმოქმედისთვის", თან ეს ამბავი საქმროსაც არ უნდა, გააგებინოს. ცოტა შეშინებულია, მაგრამ პოლიციისთვის ამის გამჟღავნებას არ აპირებს. თვლის, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ არასერიოზული იქნება ამის თქმა საქმროსთვის, მშობლებისთვის, მით უფრო - პოლიციისთვის...

ლევანი სოციალური სახლის ბენეფიციარია. 4 წელში მან დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაიწყოს. უნდა სახლი, ლადო ბიძიას (სოციალური სახლის მენეჯერის) კარგად ყოფნა, სითბო. არ უნდა აბეზარი ადამიანები, უსახლობა და ლადო ბიძიასთან დაშორება. ახლახან მესამედ ვნახე ლევანი და ყველაზე დიდი სურვილების შესახებ მელაპარაკა...

- გამარჯობა, ბიძია!
- გამარჯობა, ლევან, მაგრამ გარჯობას რატომ ამბობ?
- ჩვენ ასე ვამბობთ სულ.
- ეგრე სწორი არ არის. როგორ ხარ?
- კარგად ვარ. შენ პოლიციაშიც მუშაობდი?
- არა, ლევან, პოლიციაში არასდროს მიმუშავია.
- ფორმიანი ფოტო ვნახე...
- ეგ არაა პოლიციის ფორმა.
- გიხდება ფორმა, ბიძია!
- ფორმა ყველას უხდება...
- დაბალი ხარ შენ, ბიძია. მე 14 წლის ვარ და კი ვარ შენხელა!
- ჰო, დაბალი ვარ.
- ერთმა ქალმა მითხრა, ფსიქიატრი გჭირდებაო. მჭირდება მე ფსიქიატრი?
- არ ვიცი, ლევან, ეგებ ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ყველას გვჭირდება...
- ბიძია, შენი ცოლი რატომ აღარ მოიყვანე ჩვენთან?
- მე ცოლი არ მყავს, ის ჩემი მეგობარი ქალია მხოლოდ, ადრე რომ მოვედით ერთად.
- სახლი დიდი გაქვს?
- არც ისე, მაგრამ პატარაც არაა.
- მარტო გძინავს ღამე?
- კი, მარტო მძინავს.
- მარტო შენ რად გინდა დიდი სახლი?
- დიდი არაა, თან მარტოც არ ვცხოვრობ: მამა, ძმა და მისი ოჯახიც ჩემთანაა.
- მეც მინდა სახლი. ლადო ბიძია მიყიდის.
- ლადო ბიძიას ძალიან უყვარხარ და გიყიდის.
- ხო, ლადო ბიძიამ თქვა, ცოლს არ მოვიყვან, თქვენ, რვავე ჩემი შვილები ხართ და ყველას ან ბინას გიყიდით გურიაში, ან სახლებსო.
- ამ ზაფხულზე კიდევ ჩამოვალ...
- ჩამოდი, ბიძია. ჩვენ აქ ყველას გვიყვარხარ... ხო დარჩები, ბიძია, ჩვენთან?
- ვერ დავრჩები, აბა, სად უნდა დავწვე აქ? მეც მინდა დაძინება...
- დივანი გვაქვს და იმაზე დაწვები.
- კარგი, დრო თუ მექნება, დავრჩები.
- მე მიყვარხარ, ბიძია.
- შენ კიდევ ყველას უყვარხარ.
- იმ ქალს არ ვუყვარვარ, რომ მეუბნება, ფსიქიატრი გჭირდებაო! მჭირდება მე ფსიქიატრი?
- ვინ არის ის ქალი?
- არ ვიცი, ვინ არის, ვეჩხუბე და ვუთხარი, მეორედ აღარ დამელაპარაკო, თორემ 112-ზე დავრეკავ-მეთქი!
- მერე, დაგანება თავი?
- კი, ჯერჯერობით, მაგრამ თუ არ მომეშვა, მართლა დავრეკავ... დღეს ველოსიპედით ვისეირნე და დავიღალე.
- როგორ დაიღალე სეირნობით, თოხნა კი არაა!
- თოხნა არ ვიცი კარგად, მაგრამ ზოგჯერ ამ ბიჭებთან ერთად, მაინც ვთოხნი. პატარა ყანა და ბოსტანი გვაქვს და ჩვენ ვუვლით. ისე, არც თოხნა მიყვარს, მღლის.
- ჰო, თოხნა დამღლელია, მაგრამ მე ბევრს ვთოხნი. რომ მეუბნები, დაბალი ხარო, ხედავ, სიმაღლეს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს ვმუშაობ მაინც.
- რომ გავიზრდები, მეც ბევრს დავთოხნი.
- მარტო თოხნა არ კმარა, უნდა ისწავლო.
- სწავლა მეზარება, ბიძია!
- არ უნდა დაგეზაროს, სწავლის გარეშე ახლა ცხოვრება ჭირს.
- ბიძია, შენი მოსვლა ისე მიხარია, თითქოს მზე ამოსულიყოს.
- მეც მიხარია, ლევან, შენი ნახვა. ზაფხულზე ჩამოვალ, მეგობრებთან ერთად.
- ზაფხულამდე ბევრი დროა, ჩამოდი და დარჩი. ჩემი ხელით მოგიმზადებ ყავას.
- ყავის მომზადება იცი?
- ყავის მომზადებას რა უნდა? სახლის აშენებაა ძნელი... ლადო ბიძია მაინც ამიშენებს, ან მიყიდის... კაი კაცი ხარ, ბიძია, შენ. ოღონდ რომ მოგწერ "გარჯობას", აღარ შემისწორო, მე ასე მირჩევნია.
- კარგი, იყოს გარჯობა...
- ჩაგეხუტები, ბიძია! - შენს მეგობარ ქალს ვუყვარვართ, ბიძია?!
- კი, უყვარხართ.
- მერე რატომ არ მოგყვა ახლა?
- ჩვენ ყოველთვის ერთად არ ვართ, მას ბევრი საქმე აქვს.
- მგონია, რომ არც იმ ქალს ვუყვარვარ.
- რატომ გგონია?
- ალბათ იმიტომ, მე რომ გიყვარვარ.
- არა, მან იცის, რომ ყველა ბავშვი მიყვარს. თანაც, ის ჩემი მეგობარია და მასაც უყვარს ბავშვები.
- ბავშვებზე მეტად შენ უყვარხარ, მე შევამჩნიე ეგ.
- ლევან, მოგეჩვენა ეგ. კიდევ ჩამოვალთ ერთად და ნახავ, რომ ეგრე არ არის.
- არ მჯერა, რომ მას ვუყვარვარ. ჩვენ ვისაც ვუყვარვართ, ყველა გვეხუტება. შენც ყველას გვეხუტები. ის არ ჩაგვეხუტა...
ლევანს კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. ლურჯი თვალები, ქერა კულულები და თეთრი სახე მშობლის სიყვარულის დეფიციტით იყო ავსებული. მე ვერ გავბედე, მეთქვა, წამოსულიყო ჩემთან ცოტა ხნით მაინც. ლევანს კი ჰგონია ალბათ, რომ დიდ სახლში ვცხოვრობ, სადაც ყველაფერი მოვარაყებულია, სადაც მისნაირ ბიჭებს არ ვუშვებ... ლევანს ლადო სახლს უყიდის ან აუშენებს. ის ლადო ბიძია, რომელმაც უარი თქვა დაოჯახებაზე, რადგან მას უკვე ჰყავს რვა ვაჟი...
მაკას მსგავსად, ვინმე აიღებს საკუთარ თავზე ლევანის პრობლემის მოგვარებას? თან, თურმე, "ქველმოქმედებასაც" თავისი უკუგება სჭირდება, ათასნაირი ფორმითა და შინაარსით!
ლევანი კი ელოდება მზის ამოსვლის მსგავსად კეთილ ადამიანებს და მათ ყურადღებას...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"10 კილომეტრი თუ არ გავიარე ველოსიპედით, დისკომფორტს ვგრძნობ"
"ბევრი შვილი დიდი ჯაფა და დარდია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა"
"ქალს მხოლოდ შვილებისთვის შეუძლია დიდი შეცდომების ბოლომდე პატიება"
ბავშვობაში გამოვლილი ჯოჯოხეთი და ნატვრა პატარა სახლზე
პოეტი მიხეილ ზანდუკელი წინაპრებსა და საკუთარ საინტერესო თავგადასავალზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი