ცნობილი რუსული თეატრი "სოვრემენნიკი" სტუმრად გრიბოედოვის თეატრში
font-large font-small
ცნობილი რუსული თეატრი "სოვრემენნიკი" სტუმრად გრიბოედოვის თეატრში
მოსკოვის ცნობილი თეატრი, "სოვრემენნიკი", თბილისს პირველად 1961 წელს ესტუმრა. მეორედ, 1987 წელს თეატრის დასმა გრიბოედოვის სცენაზე ცნობილი სპექტაკლი, ვალერი ფოკინის "ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?" ითამაშა. თეატრის დიდი დარბაზი ვერ იტევდა სპექტაკლის ნახვის მსურველებს... მას შემდეგ 31 წელი გავიდა. მალე "სოვრემენნიკი" უკვე მესამედ ესტუმრება ჩვენს დედაქალაქს - 16-20 მაისს თბილისელი მაყურებელი ორ სპექტაკლს: რემარკის "სამ მეგობარსა" და ჩეხოვის "ალუბლის ბაღს" იხილავს, 21 მაისს კი საშუალება მიეცემა უშუალოდ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, სახალხო არტისტ გალინა ვოლჩეკს ღია დიალოგის ფორმატში ესაუბროს. ცნობილი რეჟისორისთვის შეკითხვების დატოვება მაყურებელს თეატრის "ფეისბუკის" გვერდზე ან თეატრის სალაროში ხელნაწერის სახით შეუძლია.

ეკატერინე ფანჯიკიძე, გრიბოედოვის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
- დასის ჩამოსვლისთვის საკმაოდ სერიოზულად მოვემზადეთ, ვიზრუნეთ ფართომასშტაბიან რეკლამაზეც, თუმცა, ყოველგვარი რეკლამის გარეშე ბილეთების რაოდენობა ორ კვირაში ამოიწურა... საინტერესოა, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რუსეთში საკმაოდ ცნობილმა ქალბატონმა, გალინა ვოლჩეკმა სურვილი გამოთქვა ღიად ესაუბრა ქართველ მაყურებელთან. სპეციალურად ამ მიზნით, მისი საღამო ჩატარდება, სადაც ის საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებს და მაყურებლის შეკითხვებსაც გულწრფელად უპასუხებს.
- ცნობილია, რომ გალინა ვოლჩეკი რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას იზიარებს. გათვალისწინებულია ისიც, რომ ქართველი მაყურებლის შეკითხვები, შესაძლებელია, საკმაოდ მკაცრი და მწვავეც იყოს?
- დიახ, ჩვენ მას ვუთხარით ამის შესახებ, რაზეც გვიპასუხა, რომ მზად არის ნებისმიერი შინაარსის შეკითხვას უპასუხოს. უფრო მეტიც, კატეგორიულად მოითხოვა, შეკითხვები არ დაგვეხარისხებინა და არც მათი რედაქტირება მოგვეხდინა... ჩემთვის ძალიან ძვირფასია ქართველი მაყურებელი და მინდა, ეს მათ წინაშე გამოხატული აბსოლუტური გულწრფელობით დავადასტუროო, - ასეთი გახლდათ მისი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით.
- ამ თეატრს საქართველოსთან საკმაოდ ხანგრძლივი კულტურული ურთიერთობა აკავშირებს... პირველად დასი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ 1961 წელს ჩამოვიდა...
GzaPress- დიახ და ამ გასტროლის შესახებ თეატრის ერთ-ერთი მსახიობი, მიხეილ კოზაკოვი (ცნობილი მსახიობის, მანანა კოზაკოვას მამა. - ავტ.) იხსენებდა: "თუკი თეატრის ცხოვრებაში არსებობს სადღესასწაულო გასტროლები - არა კარგი, არა წარმატებული, არამედ კონკრეტულად სადღესასწაულო, ასეთი "სოვრემენნიკს" ჰქონდა საქართველოში. ყოველი სპექტაკლის შემდეგ გასასვლელთან გვხვდებოდა ათობით მანქანა და თბილისელ კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად სადმე მივდიოდით. ვინც საქართველოში ნამყოფია, იცის, რას ნიშნავს ქართველების სტუმართმოყვარეობა. საოცრად მიიღეს ჩვენი სპექტაკლები. მილიცია მუდმივად გარს ერტყა თეატრის შენობას, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ სპექტაკლზე უბილეთოდ დასწრების მსურველთათვის, რომელთაც ხალხით გადავსებულ დარბაზში შეღწევა წესრიგის დარღვევით სურდათ. აღარაფერს ვამბობ ყვავილების ზღვაზე, ოვაციებსა და კეთილგანწყობილ პრესაზე. ამ უკანასკნელით ჩვენს საკუთარ სამშობლოში ნაკლებად ვიყავით განებივრებული. ადვილი წარმოსადგენი არაა, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა, ასეთი დრო გავატარეთ თბილისში 1961 წლის ზაფხულში. ანტისტალინური თეატრი სტალინის სამშობლოში ისე მიგვიღეს, როგორი დახვედრაც მომავალში მხოლოდ ვარშავასა და ბრატისლავაში გვხვდა წილად. აღარ დავწვრილმანდები ჩვენი ღამეული ბანკეტების შესახებ ჯვართან ახლოს, მცხეთაში, წინანდალსა და თელავში, სუფრასთან მოსმენილ საოცარ სიმღერასა და ლექსებზე".
- ახლო მომავალში გრიბოედოვის თეატრში პრემიერები თუ იგეგმება?
- საერთოდ, ბევრი სიახლე გვაქვს. 29 აპრილს ვახტანგ ნიკოლავას "წითელქუდას" პრემიერა გაიმართა, რომელიც შარლ პეროს მიხედვით დაიდგა. მოწვეულმა რეჟისორმა სომხური თეატრიდან, ლევონ უზუნიანმა 4 მაისს "ალა შალიაპინი" დადგა. ივნისში უკრაინის ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული თეატრის რეჟისორი გორკის პიესაზე იმუშავებს. მალე გოგოლის "შინელის" რეპეტიციებს ავთო ვარსიმაშვილი იწყებს. ასევე, გოგოლის "შეშლილი წერილები" დაიდგმება გიორგი მარგველაშვილის რეჟისორობით. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ პირველ რიგში, საქართველოს რეგიონები მოვიცვათ და მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმოთ გასვლა საზღვრებს გარეთ. ახლახან ახალციხე მოვიარეთ, მალე ტყიბულს, თელავსა და ჭიათურას ვესტუმრებით. ახლო მომავალში გასტროლებია დაგეგმილი: ბელორუსიაში, უკრაინაში, ესტონეთში, კვიპროსსა და რუსეთში.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვინ უფასებდა სიმღერებს ავთო შარვაძეს
"მომეცა იმედი, რომ ჩემი ბებო და ბაბუ სიკვდილს ღიმილით შეეგებენ და თითქოს ნუგეში ვეცი ჩემს თავს ამით!"
ნათია ჭაბუკიანი: "ახალ თაობასთან სხვანაირი მიდგომებია საჭირო..."
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი