"არაფერს ვნანობ, ბედნიერი ადამიანი ვარ"
font-large font-small
"არაფერს ვნანობ, ბედნიერი ადამიანი ვარ"
ლარა იანი - მოდელი, რომელიც მილანში ცხოვრებამ შეცვალა

დავინტერესდით, როგორ ცხოვრობს და რა მიზნები აქვს 25 წლის ლარა იანს, რომელიც "ვიცე-მის საქართველო" გახლავთ. აღმოჩნდა, რომ მოდელობის გარდა, ლარას სხვა პროფესიებიც ჰქონია, ხოლო მისი მთავარი ოცნება ერთ კონკრეტულ სფეროს უკავშირდება...


- 2014 წელს, "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში ვმონაწილეობდი. შემდეგ, რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი - სააგენტოსთან შეხება არ მქონდა. როცა საქართველოში დავბრუნდი, ვიფიქრე, - სააგენტოში გავივლი, სტუმრად მივალ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ კასტინგი იმართებოდა და პირდაპირ კასტინგზე "შევიჭერი" (იღიმის). სხვათა შორის, რამდენიმე წლის განმავლობაში, "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა მინდოდა, მაგრამ მზად არ ვიყავი - ყოველთვის გადავდე. რატომღაც, წელს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და "მის საქართველოს" მონაწილე გავხდი. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ყველა კონკურსანტი გოგონა ელოდება: ამისთვის ვემზადებით, ვვარჯიშობთ, თავს ვუვლით, ბევრ რამეს ვსწავლობთ. 2-3 თვეში ძალიან დავმეგობრდით - ერთი ოჯახი გავხდით. "მის საქართველო" ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ვინც ხუთეულში მოვხვდით, ვფიქრობ, ყველანი გამარჯვებულები ვართ. შემოდგომაზე, საქართველოს სახელით, "მის უნივერსის" კონკურსზე გავემგზავრები.

ფსევდონიმი
GzaPress- სომხური გვარი - პეტროსიანი მაქვს. მამა საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი სომეხია. დედა ქართველი გახლავთ, გვარად - ქართველიშვილი. ბავშვობიდან, საბავშვო ბაღის ასაკიდან სცენაზე ვდგავარ. ცოტათი რომ გავიზარდე, ვფიქრობდი, თუ რა ფსევდონიმი ამეღო. ლარა ჩემი სახელის შემოკლებული ვერსიაა, იანი კი - გვარის. ლარა იანი - ეს ფსევდონიმი დამრჩა.

"გული საქართველოსკენ მომიწევდა"
- დიდი ოჯახი მყავს. ჩემი და-ძმა დაოჯახებულები არიან. ჩემი ოჯახი რუსეთში ცხოვრობს. წარმოშობით თელავიდან ვარ. მეც რუსეთში ვცხოვრობდი, ყოველ ზაფხულს კი საქართველოში ვატარებდი. სულ მინდოდა, საცხოვრებლადაც გადმოვსულიყავი - გული აქეთ მომიწევდა. 3 წლის წინ, ოჯახის წევრებს დაველაპარაკე: - მინდა, საცხოვრებლად საქართველოში გადავიდე-მეთქი. სწავლა რომ დავასრულე, იქ ყოფნა აღარ მინდოდა. ჩამოვედი, მუშაობა დავიწყე... აქ ქირით, დაქალებთან ერთად ვცხოვრობ. როცა ჩემი ოჯახი ჩამოდის, რა თქმა უნდა, მათთან ვარ. უბრალოდ, მე ასე მერჩივნა, რომ დაქალებთან ერთად, ცალკე მეცხოვრა და ჩემი საქმე მეკეთებინა.

სამი დაქალის თანაცხოვრება
- ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, რადგან ყველა ვმუშაობთ. ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ როცა სამსახურიდან შინ ვბრუნდები, დაქალები მიდიან ან პირიქით. ერთმანეთს 5-5 წუთით თუ შევეჩეხებით. ალბათ, კვირაში ერთი დღეა, როცა ვსხდებით და ვსაუბრობთ.
- სახლის საქმეებს როგორ ინაწილებთ?
- შეძლებისდაგვარად, ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. განაწილებული არაფერი გვაქვს. მაგალითად, თუ სახლში მარტო ვარ, შეიძლება, ყველაფერი თავად მოვაწესრიგო, სხვას საქმე არ დავუტოვო ან პირიქით - სახლში დაბრუნებულს ყველაფერი დალაგებული, დარეცხილი მხვდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ურთიერთგაგება გვაქვს. ეს ყველაზე მთავარია.

საქმიანობა
GzaPress- სკოლა დავამთავრე. უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია, რადგან თავიდან ბოლომდე მუსიკაში ვიყავი ჩართული - კონკურსებში ვმონაწილეობდი, ბევრს ვმოგზაურობდი... სწავლას გულს ვერ დავუდებდი, რადგან სხვა რაღაცები მაინტერესებდა. არ ვნანობ, რომ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე. ბევრი პროფესია მაქვს. ჩემი ძირითადი პროფესია მუსიკას უკავშირდება: ბავშვობიდან ვმღერი. შემდეგ, 16 წლიდან რუსეთში მოდელობა დავიწყე. კიდევ, სტილისტ-ვიზაჟისტიც ვარ. რაც მაინტერესებდა, იმას ვაკეთებდი.
საქართველოში რომ ჩამოვედი, სამსახური ვიშოვე: ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში არსებულ რესტორანში სერვერის ადმინისტრატორი ვიყავი. პარალელურად, მეორე, მუსიკასთან დაკავშირებული სამსახური გამომიჩნდა. რა თქმა უნდა, მუსიკაზე უარი ვერ ვთქვი. კარაოკე ბარში ვმღეროდი. ორ ადგილას ვმუშაობდი, კვირაში 7 დღე, დასვენების გარეშე. კარაოკე ბარში მუშაობას რომ ვასრულებდი, 1-2 საათს ვიძინებდი, შემდეგ სასტუმროში მივდიოდი. მერე მივხვდი, რომ გადავიღალე. სასტუმროს ხელმძღვანელობას სიტუაცია ავუხსენი და წამოვედი. დღესაც კარაოკე ბარში ვმუშაობ.
- მუსიკალური განათლება მიღებული გაქვთ?
- რუსეთში მუსიკალურ სტუდიაში ვსწავლობდი. დიპლომიც მივიღე. ვმღერი, ფორტეპიანოზე ვუკრავ, ვწერ მუსიკას, ტექსტს. ცოტათი კომპოზიტორიც გამოვდივარ: რუსეთში რამდენიმე ადამიანია, ვინც ჩემს სიმღერებს ასრულებს. ერთ-ერთმა მუსიკალურ კონკურსში ჩემი დაწერილი სიმღერით მეორე ადგილი დაიკავა.
- მუსიკალური კარიერის შექმნაზე ფიქრობთ?
- აუცილებლად. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება, მიზანი და გეგმაა.
- მიზნის მისაღწევად რას აკეთებთ?
- არის შანსი, რომ რუსეთში ჩავიდე და პროდიუსერებმა მომისმინონ. სიმღერებს ვწერ და ვგზავნი... ჯერჯერობით, არ ვჩქარობ. ეს წელი სამოდელო კარიერით მაქვს დაკავებული - "მის უნივერსისთვის" ვემზადები.
- საქართველოშიც ტარდება მუსიკალური კონკურსები. მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენიათ?
- ვმონაწილეობდი. უბრალოდ, ეკრანზე არ გამომაჩინეს. 2010 თუ 2011 წელს "ნიჭიერში" გავედი, შემდეგ ტურში გადავედი, მაგრამ მერე, ტელეეკრანზე არ გამომაჩინეს. გასარკვევად რომ დავრეკე, პასუხი არ გამცეს... 3 წლის წინ, პროექტ "ვოისში" ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, არ გამიმართლა, რადგან ძალიან ვინერვიულე, ცუდად ვიმღერე და ჟიურის წევრები არ შემომიბრუნდნენ... შარშან "X ფაქტორშიც" ვმონაწილეობდი. კარგად ვიმღერე - ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი, რადგან მომზადებული გავედი. 2 "კი" და 2 "არა" მივიღე: სოფო ნიჟარაძემ და გიორგი გაბუნიამ უარი მითხრეს. ისეთი მიზეზები დამისახელეს, რაც სიმღერას არ უკავშირდებოდა. მაგალითად: "შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს არ ჩავიცვამდი", "შენ და "X ფაქტორი" ერთმანეთს არ შეესაბამებით". მუსიკალურ კონკურში რა მნიშვნელობა აქვს, "ტუფლები" მეცმევა, ბოტასები თუ კედები?!. სტეფანეს და ლელას მოვეწონე, მაგრამ შემდეგ ტურში ვერ გადავედი. ტელეეკრანზე მაინც ხომ უნდა ვეჩვენებინეთ? არ გამომაჩინეს. მოკლედ, ისევ იგივე განმეორდა და ვიფიქრე, - მორჩა, აღარ მინდა, მადლობა-მეთქი... შემდეგ დამირეკეს და გასაუბრებაზე დამპატიჟეს. მეგონა, "X ფაქტორთან" დაკავშირებით მიმიწვიეს, მაგრამ "იღბლიან ბორბალში" საჩუქრების გამომტან გოგონად მუშაობა შემომთავაზეს (იცინის). რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის საინტერესო არ იყო და უარი ვთქვი.

მილანური ცხოვრების ზეგავლენა
- როგორც ყველა გოგონას, შოპინგი მიყვარს. ის დეპრესიის და უხასიათობის პირველი წამალია. შეიძლება, პატარა რაღაც ვიყიდო, მაგრამ ხასიათი გამოვისწორო. ჩაცმის ჩემი ძირითადი სტილი ყოველთვის კლასიკური იყო. ახლა, როცა სამოდელო სააგენტოდან მილანში ვიყავი წასული, სხვანაირი სტილის მორგებას შევეჩვიე. დღესდღეობით, სპორტულ სამოსს ვატარებ.
- ანუ შენს გემოვნებაზე მილანმა მოახდინა ზეგავლენა?
- კი და არა მარტო ჩაცმულობაზე: ძალიან შევიცვალე. გარემოს შეცვლამ, ახალი მეგობრების შეძენამ, ცხოვრების ახალმა სტილმა ჩემზე კარგად იმოქმედა. იქ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. როცა საქართველოში დავბრუნდი, სააგენტოშიც შენიშნეს - სულ სხვა ადამიანი ჩამოხვედიო.

GzaPressგარეგნობაზე ზრუნვა
- გარეგნობაზე ზრუნვა ჩემთვის მარტივია - სტილისტიც ვარ და ვიზაჟისტიც. სალონებში იმ შემთხვევაში დავდივარ, თუ გოგონები ერთად წასვლას და რამის გაკეთებას გადავწყვეტთ. მირჩევნია, საკუთარ თავს დამოუკიდებლად მოვუარო. მიყვარს თმისთვის ნიღბების შერჩევა... ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემა არ მაქვს: რამდენიც უნდა ვჭამო, მაინც არ ვსუქდები. პირიქით, მინდა, ცოტათი წონაში მოვიმატო. სპორტდარბაზში სავარჯიშოდ დღეგამოშვებით დავდივარ. მილანშიც ვვარჯიშობდით. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან საღამომდე გადაღებები გვქონდა, დაღლილები ვბრუნდებოდით, ვარჯიშს მაინც არ ვაცდენდით.

პირადი ცხოვრება
- შეყვარებული არ მყავს - თავისუფალი ვარ (იცინის). ერთადერთი, რაც ჩემთვის ბიჭის გარეგნობაში მთავარია, ჩემზე მაღალი უნდა იყოს, რადგან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა მიყვარს. როცა ასეთი ფეხსაცმელი მეცმევა, ბიჭი მაინც ჩემზე მაღალი უნდა იყოს (იცინის). სიმაღლეში 180 სმ ვარ. ჩემმა რჩეულმა თავს აუცილებლად უნდა მოუაროს, ივარჯიშოს. მირჩევნია, სიგარეტს არ ეწეოდეს და არ სვამდეს. ცოტა-ცოტა ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ვამჯობინებ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ჰქონდეს.
- ოდესმე შეყვარებული ყოფილხართ?
- რა თქმა უნდა, ოდესმე შეყვარებული ყველა ყოფილა (იღიმის).
- იმ ურთიერთობისგან რა გამოცდილება მიიღეთ?
- საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ასე გვინდა. ამიტომ არაფერს ვნანობ, ბედნიერი ადამიანი ვარ...
ეთო ყორღანაშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს მიეკუთვნება, რომლებშიც სოციალური პრობლემატიკისადმი მიდგომები დასახვეწია.
რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ვარჯიშის დაწყების წინ
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი