"ერთად ვცხოვრობთ სტუდენტები 82 ქვეყნიდან"
font-large font-small
"ერთად ვცხოვრობთ სტუდენტები 82 ქვეყნიდან"
მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი - ახალგაზრდა ქართველი სტუდენტის წარმატებები

ლიზი ბუდაღაშვილი ამჯერად იტალიაში სწავლობს... მიუხედავად პატარა ასაკის, მან სამი მიმართულებით აირჩია გზა და სამივეგან მის ანგარიშზე მსოფლიო დონის მრავალი წარმატებაა...

- დედა იხსენებს ხოლმე, რომ დილით, ახალგაღვიძებულზე, საღამურით ფორტეპიანოსთან მივდიოდი და ფეხზე დამდგარი (ვერც ვწვდებოდი წესიერად კლავიშებს) ვუკრავდი. ჩანაწერებიც გვაქვს ძველი, ძალიან სასაცილო, როგორ ვაწყობ მელოდიებს. ხუთი წლის ვიყავი, როცა მისაღები გამოცდებით მუსიკალურ შვიდწლედში ჩავირიცხე. ერთი წლის შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში. ნიჭიერთა ათწლედში ასევე შესარჩევი გამოცდების გავლით მოვხვდი. მახსოვს, ერთი სული მქონდა, როდის გამეზრდებოდა ხელი, რომ ოქტავას გავწვდომოდი. ალბათ, 11-12 წლის ვიყავი, როცა ქალბატონ მერი დავითაშვილთან მიმიყვანეს. ამ დროს ათწლედში ვსწავლობდი, როგორც პიანისტი. მეცხრე კლასში, მთავარ სპეციალობადაც ავირჩიე და კომპოზიციის განხრით დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი. ყოველთვის ძალიან მიმართლებდა პედაგოგებში, მათ დიდ მადლობას ვუხდი.
რაც შეეხება მხატვრობას, ადრეული ასაკიდან ვხატავ. შვიდი წლის ვიყავი, როცა ცენტრალურ სამხატვრო სასწავლებელში (ათწლედი) მივედი, დავხატე, წამოვედი. არ ვიცოდი, უნდა მქონოდა რაიმე მოლოდინი თუ არა. მახსოვს, დედამ რომ დაგვირეკა მე და მამას, ჩარიცხულთა სიებშია ლიზიო. ფერწერის კლასი დავამთავრე. ყოველთვის მგრძნობიარე ვარ ამ სასწავლებელზე საუბრისას. რამდენჯერაც ჩავუვლი, სულ რაღაცა მჩქმეტს, მენატრება იქაურობა. ამ სკოლას აქვს რაღაც თავისებური მაგია. იქაურმა გარემომ, საკუთარი საქმისადმი საოცრად ერთგულმა პედაგოგებმა, ცისფერი კედლების აურამ განსაზღვრა ის, რომ ჩემთვის ახლა ხელოვნებაა უპირველესი. მიყვარს უკლებლივ ყველა, ვინც ქმნის და არ შეუძლია სხვანაირად; ვისი შინაგანი სამყაროც დიდია იმდენად, რომ ფიზიკურ რეალიზებას საჭიროებს და ითხოვს შექმნას, შექმნას და შექმნას!
GzaPress- ამ ყველაფრის პარალელურად, სწავლობდი სკოლაშიც...
- კი, ქართულ-ამერიკულ სკოლაში, რომელიც დავამთავრე ოქროს მედალზე. შემდეგ ერთგვარი დილემის წინაშე აღმოვჩნდი: სამხატვრო აკადემია თუ კონსერვატორია? ჩავირიცხე ორივეში, გრანტით. თუმცა, საბოლოოდ კონსერვატორია ავირჩიე (რაც სულაც არ მიმაჩნია მხატვრობის ღალატად) და ავიღე აკადემიური, რადგან ამავდროულად ჩავირიცხე საერთაშორისო კოლეჯში, Uჭჩ (United World College), დილიჟანის ფილიალში, საკმაოდ სოლიდური დაფინანსებით.
- წერა როდისღა დაიწყე?
- ზოგჯერ 14 წლის ასაკში დაწერილ ლექსებს მივიჩნევ საწყისად და იქამდე შექმნილს უარვყოფ, ზოგჯერ 13 წელია ეს ასაკი. დავიწყე ლექსებით. ლექსები ყოველთვის მიყვარდა. დედას ვუხდი მადლობას, რადგან პოეზია ბავშვობიდან შემაყვარა. ლექსებთან ერთად მერე პატარა ჩანახატების, მინიატიურების წერაც დავიწყე...
- არაერთხელ მიაღწიე წარმატებას, გვიამბე ამაზეც...
- პირველი გამოწვევა მუსიკალური კონკურსები იყო ჯერ საქართველოში, შემდეგ იტალიაში. მახსოვს, ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ქეთევან სეფაშვილმა ჩაატარა კონკურსი თბილისში. მე მაშინ ათი წლისა ვიყავი და პირველ ადგილზე გავედი. ამასთან, შევიძინე უფროსი მეგობარი ქეთის სახით. მერე იტალიაში, სხვადასხვა ქალაქში მივაღწიე წარმატებებს: ზოგან პირველზე, ზოგან მეორეზე, ზოგან მესამე ადგილზე გავდიოდი. 15 წლისამ, როდესაც უკვე კომპოზიცია ავირჩიე სპეციალობად, შევწყვიტე პიანისტთა კონკურსებზე მსგავსი სიხშირით მონაწილეობა... რაც შეეხება ლიტერატურულ მიღწევებს, ამაში მამას მიუძღვის დიდი წვლილი: იტალიური ენის სპეციალისტია და სულ თარგმნიდა ხოლმე ჩემს ნაწერებს, რომელსაც ვაგზავნიდი იტალიურ ლიტერატურულ კონკურსებში. პირველად 13 წლისამ გავგზავნე და ვარ ლაურეატი იტალიის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსების. გარდა ამისა, საქართველოს ფარგლებშიც დღემდე აქტიურად ვმონაწილეობ ლიტერატურულ კონკურსებში და ბევრი მიღწევა დამიგროვდა. მხატვრობას რაც შეეხება, 13 და 14 წლისამ დავიმსახურე ჯილდოები: "საუკეთესო ტექნიკა" და "საუკეთესო ფერწერა" თბილისში გამართულ სამხატვრო კონკურსებში. მერე გავხდი ლაურეატი რამდენიმე ხელოვნების საერთაშორისო კონკურსისა ქალაქ რომში. 2015 წელს მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, 2016-2017 წლებში კი ავსტრიაში, ვენაში. პატარა გამოფენა გერმანიაში, ფრანკფურტშიც მქონდა შარშან, ჩემი კრებულის გერმანული თარგმანის პრეზენტაციის პარალელურად. ამ წლების განმავლობაში ჩემი ნახატებიდან ნაწილმა კერძო კოლექციებშიც გადაინაცვლა...
- დროს როგორ ანაწილებ?
GzaPress - სულ მაქვს შეგრძნება, რომ მუდმივად მეჩქარება, მაგრამ ამას შეჩვეული ვარ. სკოლიდან სახლში თითქმის არასოდეს მივდიოდი: ან - ხატვაზე, ან მუსიკაზე. ყოველთვის მანქანაში ვჭამდი. სახლიდან მოჰქონდათ ხოლმე საჭმელი. მანქანა მხოლოდ სასადილოს კი არა, საძინებლის როლსაც ითავსებდა ხოლმე.
- როგორია შენი დღევანდელობა?
- ვარ United World College-ის პირველი კურსის მოსწავლე. ვსწავლობ IB (International Baccalaureate) პროგრამით. პარალელურად, კონსერვატორიაში ვირიცხები კომპოზიციის ფაკულტეტზე, თუმცა აკადემიური ავიღე კოლეჯის გამო. ხშირად ჰგონიათ, რომ ეს სახელოვნებო კოლეჯია და ამიტომ განვმარტავ, რომ UWC არ არის არც ერთ პროფესიაზე სპეციალიზებული, რამდენადაც საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზეა დაფუძნებული და ვსწავლობთ სხვადასხვა, სავალდებულო და არჩევით საგნებს ჩვენი ინტერესების შესაბამისად. აქტიურად ვხატავ, გვაქვს ყველანაირ სახატავ მასალაზე წვდომის ფუფუნება და ეს გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის. სახვითი ხელოვნების გარდა, კოლეჯში ვეუფლები ინგლისურ ფილოლოგიას, გერმანულ ენას, ფილოსოფიას. ამასთან, ვსწავლობ მათემატიკას და ა.შ. ასევე, დროს ვუთმობ მუსიკას. ახლახან მონაწილეობა მივიღე ახალგაზრდა კომპოზიტორთა საერთაშორისო კონკურსზე ქალაქ ასტანაში, სადაც გავიმარჯვე და ლაურეატი გავხდი. ამ ყველაფრის გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ კოლეჯში ერთად ვცხოვრობთ სტუდენტები 82 ქვეყნიდან და 18 წლის განმავლობაში არასოდეს მიგრძნია თავი ისეთ ქართველად, როგორც აქ ყოფნისას ვიგრძენი - აქ ქართველობის შეგრძნება გაასმაგებულად მაქვს და ვამაყობ ჩემი წარმომავლობით...
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბავშვობაში გამოვლილი ჯოჯოხეთი და ნატვრა პატარა სახლზე
პოეტი მიხეილ ზანდუკელი წინაპრებსა და საკუთარ საინტერესო თავგადასავალზე
მუზნათელა - ქალი, რომელსაც სახელი მიხეილ ჭიაურელმა "შეუცვალა"
"აბორიგენთა წმინდა მთას ყოველწლიურად 50 000 ტურისტი სტუმრობს"
რაზე ოცნებობს ქართველი რეკორდსმენი
ამ მხატვარს ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი