მიხეილ ჭიაურელი ხარაგაულელ მოზარდებს შეხვდა
font-large font-small
მიხეილ ჭიაურელი ხარაგაულელ მოზარდებს შეხვდა
"კინოსტუდიიდან გამოსულმა ორლულიანი თოფებით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა დავინახე..."


ახლახან ხარაგაულის რაიონის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლამ ოთხი მხატვრული და 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორს, არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზისა და დიპლომის მფლობელს, მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის შვილიშვილს, რეჟისორ მიხეილ ჭიაურელ უმცროსს უმასპინძლა. იმერლებისათვის დამახასიათებელმა თბილმა და გულისხმიერმა მიღებამ, ზღვარს გაცდენილმა, გულუხვმა მასპინძლობამ, ყურადღებადქცეული მოზარდების ანთებულმა თვალებმა, მათ მიერ შესრულებულმა საცეკვაო ნომრებმა, ემოციით წაკითხულმა ლექსებმა და იშვიათმა ბუნებამ ეს დღე სტუმრებსაც და მასპინძლებსაც ერთ არაჩვეულებრივ, ფერად მოგონებად უქცია...

მიხეილ ჭიაურელი, რეჟისორი:
- მიხეილ ჭიაურელი, საბედნიეროდ, ბაბუაჩემი იყო. რეჟისორობამდე, ისევე, როგორც მე - ზეინკლად მუშაობდა. მოგვიანებით, თეატრის მსახიობი, შემდეგ კი რეჟისორი გახდა. გარდა ამისა, ხატავდა, ძერწავდა, მღეროდა, უკრავდა, წერდა ლექსებს. პაპამ არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინო განავითარა. მას და ვერიკოს განსხვავებული სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. მიშა მემწვანილის შვილი იყო, ვერიკო კი არისტოკრატიული ოჯახიდან გახლდათ. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და სხვათა შორის, მშობლების მხრიდან არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ვერიკოს ხშირად ავიწროებდნენ კომუნისტები სწორედ მისი წარმომავლობის გამო. ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ორივეს დიდი როლი მიუძღვის. მე მათი სახელოსნოს კურსდამთავრებული ვარ (იცინის). დიახ, სახლში მასტერკლასებს მიტარებდნენ. ვერიკო უფრო მაღალ მატერიებზე მესაუბრებოდა, მუდამ რაღაცას მასწავლიდა. პაპა უფრო ყოფით, ცხოვრებისეულ ამბებს მომითხრობდა საინტერესოდ და თხრობისას, ვითომ უნებურად, სასარგებლო რჩევას შემომაპარებდა ხოლმე.
- თავიდანვე პაპის პროფესია არ აგირჩევიათ...
GzaPress- პაპა ქართული ფილმების, მამა, ოთარი კი დოკუმენტურ კინოსტუდიაში მუშაობდნენ. სხვათა შორის, მამაც და ბიძაც - რამაზი 49 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. მათ სოფიკომ სპექტაკლი "პლანეტების დაბადება" მიუძღვნა.
ამდენად, ეს სამზარეულო ჩემთვის უცხო არ გახლდათ. მიუხედავად ამისა, სკოლის დასრულების შემდეგ მექანიკურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მოგვიანებით, მხატვრობამ გამიტაცა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გავხდი. ამავე პერიოდში გამიჩნდა ფილმის გადაღების სურვილიც. გადავიღე პირველი სამოყვარულო ფილმი "რულონი". ამ ათწუთიან ფილმში გადმოცემულია ძველი თბილისის ახლით ჩანაცვლების ნოსტალგია. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ გავიგე, რომ მოსკოვში სარეჟისორო კურსებზე მიღება გამოცხადდა. წერილი გავგზავნე, სადაც ჩარიცხვას კონკურსგარეშე ვითხოვდი. ალბათ, ჩემმა სახელმა და გვარმაც გაჭრა და მიმიღეს. განცხადებაზე ხელი ტელევიზიის მაშინდელ ხელმძღვანელს, კარლო გარდაფხაძეს უნდა მოეწერა, რომელმაც მითხრა: განცხადებაზე ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვაწერ, თუ ჩემთან ქალბატონი ვერიკო მოვა და მომცემს გარანტიას, რომ შენგან კარგი რეჟისორი დადგებაო. საშინლად გაბრაზებული ვერიკო მაშინვე წავიდა გარდაფხაძესთან. ჩემსა და მიშას შვილიშვილს იქ რა უნდა ასწავლონ, რაც სასწავლია, ვასწავლეთო. - ქალბატონო ვერიკო, მე კი ვიცი, რომ ამ ბიჭისგან კარგი რეჟისორი დადგება, მაგრამ "ოქროს ფონდისთვის" თქვენი ჩაწერა გვინდა და ჩვენამდე სხვაგვარად ვერ მოგიყვანეთო, - უპასუხა ბატონმა კარლომ. ვერიკომ სულ "ჟულიკი" ეძახა. ასე წავედი მოსკოვში, სადაც ოთხი საკურსო ფილმი გადავიღე. საქართველოს რადიოს ოქროს ფონდს კი ვერიკო ანჯაფარიძის ხმა დარჩა...
- მოგვიანებით, მხატვრული ფილმების გადაღება დაიწყეთ...
- დიახ, ფილმს - "სიყვარული ყველას უნდა", "ჭიდაობას რა უნდა" და "მე, პელეს ნათლია" მოჰყვა. მაქვს ნამუშევრები, რომლებიც 9 აპრილის ტრაგედიასა და აფხაზეთის თემატიკას ასახავს. ყველაზე მრავლისმეტყველი იყო დევნილების გადმოსვლა საკენიდან ჭუბერამდე. მათ მართლაც, გოლგოთა გამოიარეს. გზაზე ყინვისგან ხალხი იხოცებოდა, ყოველ ნაბიჯზე გარდაცვლილები ესვენა, რომლებსაც იქვე მარხავდნენ. ასევე, არაერთ ფილმზე ვიმუშავე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი მოღვაწეების ცხოვრების გზას ასახავს. ქართული კულტურის ძვირფასი მარგალიტები ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, საზღვრებს გარეთ მიმოიფანტა. არაერთი ქართული ეკლესია-მონასტერი დღეს ჩვენი კუთვნილება აღარაა. გადავწყვიტე, იერუსალიმის წმინდა მიწაზე გაბნეული ქართული ისტორიული ძეგლები შემესწავლა. დავიწყე მუშაობა სათაურით - "პეტრე იბერი და ქართული ეკლესია-მონასტრები წმინდა მიწაზე". ჩემი ინიციატივით დავდიოდი და ნანგრევებად შემორჩენილ კულტურულ ღირებულებებს ვიღებდი. წმინდა მიწაზე მიმოფანტული ძეგლები მეტ ყურადღებას საჭიროებს, იქ ქართული კვალის გაქრობა მიმდინარეობს, ბერძნები ამ საქმის დიდოსტატები არიან. ფრესკებზე ბევრი ხატი, წარწერაა შემორჩენილი, მაგრამ დამადასტურებელი ფაქტები, რომ ისინი ქართველებმა ააგეს - გამქრალია.
- ფილმის - "სიყვარული ყველას უნდა" გადაღება რა ვითარებაში მიმდინარეობდა?
- კახეთსა და კახელებზე უკვე რამდენიმე ფილმი მქონდა გადაღებული, როცა რეზო ჩხეიძემ დამიბარა და ლეილა ბეროშვილის სცენარი წამაკითხა. სხვათა შორის, სცენარში სიტყვაც არ შესწორებულა. არ შეიძლებოდა მისი ხელის ხლება, რადგან საოცარი სიზუსტით ამხელდა ხასიათებს. ფილმში მსახიობებთან ერთად არაპროფესიონალების გადაღება გადავწყვიტე. მახსოვს, მძღოლის მოსაძებნად გადასაღები მოედნიდან ტრასაზე გავედი. ვხედავ, მოდის "პაზიკი" და კაბინაში ქერათმიანი, ლურჯთვალა კახელია "გაჭედილი". გავაჩერე, ჩამოდი-მეთქი. ვკითხე ფილმში თუ ითამაშებდა. რატომაც არა?! - მიპასუხა. არც უკითხავს, ან რა როლზე ვიწვევდი, ან რა ფილმში. ნახევარ საათში მოვალო. მართლაც, მოვიდა და საჭიდან იმ წუთის გადმოსულმა ისე ითამაშა, როგორც უკვე ნანახი გაქვთ. გადაღებები უკვე დაწყებული მქონდა, როცა გიორგი შენგელაია შემომიერთდა. როცა ფილმი წარმატებული გახდა, მე, რატომღაც, ჩრდილქვეშ აღმოვჩნდი. მაგრამ არ მწყინს, ჩემი მთავარი ფილმები "9 აპრილის ტრაგედია" და "უბედურების ზონა ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმია".
- ცნობილია, რომ ფილმის გამოსვლამ კახელების ერთი ნაწილი გაანაწყენა...
- კახეთში რევოლუცია დაიწყო (იცინის). მახსოვს, კინოსტუდიიდან გამოვდიოდი, როცა ორლულიანი თოფებით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა დავინახე. რომ მივუახლოვდი, მითხრეს, მიშა ჭიაურელს და გიორგი შენგელაიას ვეძებთო. მიშა წავიდა და გიორგი იქ არის-მეთქი, მივასწავლე. მე კი თოფის ხმის მოლოდინში დავტოვე ტერიტორია (იცინის). აღმოჩნდა, რომ ფილმში ზარმაცად მოხსენიებული შენგელიძე მარო სოციალისტური შრომის გმირი ყოფილა და მისი "შეურაცხყოფისთვის" შურის საძიებლად კინოსტუდიას მისივე შვილიშვილები ესტუმრნენ. ერთხელ, კახელების სუფრიდან წასვლა დავაპირე, გადაღება მაქვს-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, გგონია, მე არა მაქვს გადაღება? ღვინო მაქვს გადასაღებიო...
- 1991 წელს გამოვიდა ფილმი "მე, პელეს ნათლია!", რომელსაც გადაღების საინტერესო ისტორია აქვს...
- ფილმის გმირი, რომელსაც კახი კავსაძე ასახიერებს, ნაცრისფერი ცხოვრების გასაფერადებლად ვარდისფერ ისტორიებს იგონებს. ამბობს, რომ პელეს ნათლიაა. პელეს გადასაღებად 1989 წელს, რიო-დე-ჟანეიროში კარნავალისას ჩავფრინდით. კარნავალის გადაღება აკრედიტაციის გარეშე გვეკრძალებოდა. ერთი ქერათმიანი გოგონა რუსულად გამომელაპარაკა. ბრაზილიელი აღმოჩნდა, მაგრამ ლომონოსოვის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, სადაც რამდენიმე ქართველს დამეგობრებოდა. როცა ჩვენი განზრახვის შესახებ ვუთხარი, ქართველებისგან გასაკვირი არ არისო, გვითხრა და პელეს ბიზნესპარტნიორი, ვინმე ჰელიო გაგვაცნო. ჰელიო დაგვპირდა, რომ პელეს მილანში 50 წლის იუბილეზე შეგვახვედრებდა. იმ პერიოდში პელეს გადაღება 100 ათასი დოლარი ღირდა. რომში ნაბადი და ხანჯალი წავიღეთ. შეხვედრისას პელეს მიშა მესხი და სლავა მეტრეველი ვუხსენეთ. ორივე ახსოვდა, რადგან არაჩვეულებრივად ითამაშეს მარაკანას სტადიონზე. კახიმ პელეს ჯერ ნაბადი მოახურა, ხანჯლის გადაცემისას კი, მამა, დონ დიონიო უხსენა. პელე სახტად დარჩა, რადგან ეს მამამისის მეტსახელია. კახი უმტკიცებდა, პატარა იყავი, როცა მოგნათლეო...
- კინოსა და მხატვრობის გარდა, თქვენი ინტერესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო მუსიკაა... თქვენს ფილმებს მუსიკალურად თავადვე აფორმებთ...
- კლასიკური მუსიკა ჯერ კიდევ ბავშვობაში პაპამ შემაყვარა. ერთხელ, გერმანიიდან რადიო ჩამოიტანა, რომელშიც ერთდროულად 12 დისკი იდებოდა და ავტომატურად იცვლებოდა. მახსოვს ჩვენთან რადიოს სანახავად მოსული ხალხი.... მეორე ბაბუამ რადიომიმღები "ბალტიკა" მოიტანა, რომლითაც "ამერიკის ხმას" ვიჭერდი. რადიოს პლედს გადავაფარებდი და ისე ვუსმენდი. ახლაც ყოველდღე ვუსმენ ბახს, რახმანინოვს, მოცარტს, ვაგნერს.
- ამჟამად რაზე მუშაობთ?
- მინდა პეტრე იბერის, წმინდა მიწაზე ქართული ეკლესია-მონასტრების პირველი აღმშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია აღვადგინო, რომლის ფილოსოფიური ტრაქტატები საფუძვლად დაედო ქრისტიანულ ნეოპლატონიზმს.
GzaPressივანე ჯაფარიძე, ჟურნალისტი:
- ბუნებრივად და ლოგიკურად მეჩვენება, რომ ამ პროექტის ფარგლებში ვაშლევის საჯარო სკოლაში პირველი სტუმარი სწორედ მიხეილ ჭიაურელია. საქართველოში რამდენიმე გვარია, რომელთა ხსენებისას უკვე გასაგებია, რის შესახებ შეიძლება გაგრძელდეს საუბარი... მაგალითად, თურმანიძეების გვარი მედიცინასთან, თოიძეების - მხატვრობასთან, ჭიაურელების კი - კინოსთანაა დაკავშირებული. ბედნიერებაა, რომ ამ დიდი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი დღეს ხარაგაულელი მოზარდების სტუმარია.
იზა ვეფხვაძე, მსახიობი, რეჟისორი:
- მე რომ ამ ბავშვების ასაკში მიშა ჭიაურელის ნახვისა და მისი საუბრის ბედნიერება მხვდომოდა წილად, მთელი ცხოვრება ძვირფას საგზლად გამყვებოდა. ხშირია შემთხვევა, რომ დიდ ადამიანებს ან ფიზიკურად არ რჩებათ შთამომავალი, ან ისეთი დიდებული, ღირსეული შთამომავალი არ რჩებათ, როგორებიც თავად იყვნენ. იშვიათი გამონაკლისებია, როცა მათ შემდგომ მათი შემოქმედებითი გზა გრძელდება. ეს მათი სიცოცხლის გაგრძელებაა. ჭიაურელებსა და ანჯაფარიძეებს შვილიშვილის სახით ისეთი საოცარი პიროვნება დარჩათ, ვისაც კინოსამყაროში მიშა ჭიაურელ უმცროსად იცნობენ. ის საკუთარი ფილმების არა მხოლოდ რეჟისორი, არამედ მუსიკალური გამფორმებელია. გარდა ამისა, ხატავს, ქმნის ესკიზებს...
ქეთევან ლურსმანაშვილი, ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეორე წელია ახორციელებს პროექტს "თავისუფალი გაკვეთილები". შარშან, როგორც მცირეკონტინგენტიანი სკოლა, პროექტში ჩავერთეთ. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება გახლდათ "კინო სკოლაში". თბილისში კინოსახლში მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მიგვიწვიეს, მეორე წელს კი თავად ჩაგვრთეს პროექტში. გვაქვს კინოკლუბი, სადაც ფილმებს იღებენ, მათ შორის გახლავთ ფილმი უბისის მონასტრის შესახებ.
დარეჯან ქურციკიძე, პედაგოგი, პროგრამის ("კინო სკოლაში") კოორდინატორი:
- ბავშვები დიდი ინტერესითა და ხალისით არიან ჩართული პროექტში, უვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ფანტაზიის უნარი, იღებენ ახალ ინფორმაციას, წერენ რეცენზიებს, ანოტაციებს, ხატავენ აფიშებს, მოქმედ პირებს, ეცნობიან რეჟისორებისა და მსახიობების ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
"ყველაზე ძვირფასი, რაც შემიძლია ადამიანებს ვაჩუქო, დროა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი