"კანონის შემომტანებო, მგონი, ჩვენი წერა ხართ"
font-large font-small
"კანონის შემომტანებო, მგონი, ჩვენი წერა ხართ"
ვინ არის პოეტი, რომლის სარკაზმიც ბევრს განწყობას უფუჭებს

სოციალური ქსელში გაგა გოგრიჭიანს კარგად იცნობენ. მოკლე დროში ახალგაზრდა პოეტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მის ვიდეოებს ძალიან ბევრი "ნახვა", გაზიარება, მოწონება და კომენტარი აქვს. გაგა პოზიტიური, მხიარული და მიზანდასახულია. ამჟამად ქუთაისში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ კარგი იუმორი აქვს და ლექსებს წერს, უყვარს დომინოს თამაში, მაგიდის ჩოგბურთი და ცურვა.

- 1995 წელს დავიბადე ქუთაისში. დედისერთა ვარ. წარმოშობით რაჭველები ვყოფილვართ, ღები ჰქვია ჩემს სოფელს, მაგრამ უკვე წლებია, იმერეთში ვცხოვრობთ. თბილი ხალხი ვართ იმერლები. "ჩაგეხუტე", "გენაცვალე" - ხშირად გვიყვარს ამ სიტყვების თქმა. ბაღის კიდესთან ახლაც ვიკრიბებით ქუთაისლები და ძველ ამბებს ვიხსენებთ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვსწავლობ, ისტორიის სპეციალობით, მე-4 კურსის სტუდენტი ვარ. მამა ისტორიკოსია, დედას ტექნიკური განათლება აქვს. პოზიტიური მშობლები მყავს. მეც მხიარული ვარ, იუმორში ვატარებ ბევრ რამეს. ასე უფრო მიადვილდება პრობლემებთან გამკლავება და საკუთარი განწყობისა თუ პოზიციის გამოხატვა.
- ლექსების წერა როდის დაიწყე?
- დაახლოებით 15 წლის ასაკში. თავიდან სერიოზულ ლექსებს ვწერდი, მერე სახუმაროების წერაც დავიწყე, ასეთ ლექსებს პოზიტიურს ვეძახი. როდესაც კომენტარებს ვკითხულობდი, მივხვდი, რომ გამომდიოდა და ამან უფრო მეტი სტიმული მომცა.
- შენს რამდენიმე ლექსს მილიონი "ნახვაც" კი აქვს, ხომ? რომელი ლექსებია?
GzaPress- დიახ, მილიონი "ნახვა" აქვს ჩემს 2 ლექსს: "ეგ კაბა არ გინდა, მეორე ჩაიცვი" და "საქართველო". განსაკუთრებულად მაინც ეს ერთი ლექსი მიყვარს, რადგან პოპულარობა სწორედ მან მომიტანა და ისე მოხდა, რომ ფართო საზოგადოებამ ამით გამიცნო: "ეგ კაბა არ გინდა, მეორე ჩაიცვი,/ რაც უნდა იგი თქვან, ფეხებზე მკიდია,/ თვალებზე, რაც გინდა ის გრიმი წაისვი,/ ამ ხალხს რას გაუგებ, ჭრელი და დიდია./ წითელი პომადა გიხდება, ძვირფასო,/ გთხოვ, აიფონიც არ დატოვო საწოლზე,/ ჩემს გულში საოცრად, საოცრად ძვირს ფასობ,/ ეგ შენი ღიმილი შენს თავს კვლავ მაწონებს./ საჭესთან დაჯექი, მე გვერდით ვიქნები,/ რომ დალევ, მერე კი ადგილი გავცვალოთ,/ მიყვარხარ, ისე, რომ შენთან ვარ ფიქრებით,/ უბრალოდ, მინდა, რომ ცხოვრება გაცალო./ სულ გაგაძლიეროს ყოველმა ნაბიჯმა,/ მჯერა, რომ იქნები ლამაზი ორსული./ მინდა, თქვან: რა გოგო შეაბა ამ ბიჭმა,/ ერთხელ ვართ ისედაც ამქვეყნად მოსული..."
- გუგული მაღრაძის რეგულაციებზე დაწერილი ლექსიც არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა. მაინც, რატომ აღგაშფოთა ასე ამ ამბავმა?
- ვცდილობ, ყოველთვის აქტუალურ თემებს შევეხო. ასეთი იყო და მგონი, დღემდე განხილვის საგანია გუგული მაღრაძის რეგულაციები, უკვე დაკანონებული თუ ჯერ კიდევ იდეის დონეზე. ლექსი ასეთია: "რა დაგვიტოვეთ ქართველებს,/ მე მგონი, ცოცხლად დაგვკრძალეთ,/ რადგანაც თქვენი კანონით,/ ჭამა და სექსი აკრძალეთ./ პროცესს თამბაქო უხდება,/ როგორც ტელეფონს დამტენი,/ სად ვნახო მაგ დროს, მითხარით,/ გემი, ნავი და კატერი./ დიეტას რაც შეეხება,/ იქნება მართლა ჯურღმული,/ ან რა სიმსუქნე გაწუხებთ,/ თქვენი რა ვჭამეთ, გუგული?/ რას გვერჩით, რომ გვავიწროებთ,/ ან რას აკეთებთ სხდომაზე,/ ჩვენ თუ მსუქნად ვართ, იცოდეთ,/ არც თქვენ ხართ გადატყდომაზე./ ტკბილეულს თუკი აკრძალავთ,/ მე მებადება ეჭვები,/ ისე ფუმფულა ბრძანდებით,/ ვიღაცას შემოეჭმებით".
- აპოლიტიკური ვარო, ამბობ, თუმცა, ერთ-ერთი საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც გააკრიტიკე და ქუთაისელების სურვილიც გააჟღერე ჩაცუცქული დაკრძალვის შესახებ.
- ჩემს ამ ლექსებში, მგონი, სარკაზმი უფროა. მგონია, რომ დაგვცინიან და ათას უაზრო გადაწყვეტილებას იღებენ მაშინ, როდესაც ქვეყანაში სხვა არაერთი პრობლემაა მოსაგვარებელი და გადასაჭრელი. რა დროს დამჯდარ დაკრძალვაზე ფიქრია, ვერ გავიგე? საიდან, რატომ უჩნდებათ მსგავსი აზრები, ვერ ვხვდები. ამიტომაც დავწერე: "ვის მოსდის მსგავსი იდეა,/ დიადი ძალის შეწევნით,/ ხალხს მაინც რაღას უკრძალავთ,/ თუკი თქვენ თვითონ ეწევით./ კანონის შემომტანებო,/ მე მგონი, ჩვენი წერა ხართ,/ ან ყველას მაგრად დაგვცინით/ ან ცოტა მგონი ვერა ხართ./ იქით როდესაც მოვხვდებით,/ ვერ გადაწონით სასწორებს./ თქვენი კანონით კუზიანს/ სამარეც ვეღარ ასწორებს./ დამჯდარის კუბო უცხოა,/ წესებს ალბათ კვლავ ანახლებთ,/ ხალხმა როგორ ვქნათ, არ ვიცით,/ ჯერ ერთმანეთი დამარხეთ./ თუ კანონს არ აუქმებენ/ და სურთ, სიმკაცრე გვანახონ,/ ქუთაისლები მოვითხოვთ,/ ჩაცუცქულები დაგვმარხონ!"
- გაგა, პირველად შენს ლექსებს ვინ აფასებს?
- პირველი შემფასებლები მშობლები არიან, ყველაზე დიდი გულშემატკივარი კი ბებიაა, რომელიც ზედმეტად ლოიალურია ჩემ მიმართ. ძალიან მოსწონს ჩემი ლექსები.
- კომენტარებს თვალი გადავავლე და დამაინტერესა, არ გაღიზიანებს უარყოფითი შეფასებები?
- როდესაც ასე საჯაროდ კითხულობ ლექსებს, უნდა იცოდე, რომ სოციალურ ქსელში ყველას ვერ მოეწონები. დადებითი შეფასებები ჭარბობს, თუმცა მაკრიტიკებენ კიდეც, ძირითადად "ლ"-ს გამოთქმას მიწუნებენ. ჯანსაღ კრიტიკაზე რა მეთქმის, მადლობელი ვარ, მაგრამ გულწრფელად გითხრა, ბევრჯერ გავბრაზებულვარ კიდეც და მითქვამს: ვერ ვასწორებ გამოთქმას და ისეთი მიმიღეთ, როგორიც ვარ-მეთქი.
- დედამთილებსაც მიუძღვენი ერთი ლექსი და რძლებს მოუწოდე, სიყვარულის ბუშტები დაუბერეთ დედამთილებსო... ამ ლექსის დაწერის მიზეზი რა გახდა?
- (იცინის) ეს ლექსი 7 წლის წინ დავწერე. ყოველთვის ძალიან აქტუალურია დედამთილებისა და რძლების ურთიერთობა. იმ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ამბავი გავიგე ამგვარი კონფლიქტების შესახებ, რამაც ეს ლექსი დამაწერინა: "დაუბერეთ დედამთილებს ბუშტები,/ შემდეგ მისი გაღიმება ნახეთ,/ სტრატეგია ამუშავეთ გულღიად,/ შესაძლოა, დედამთილი გახდეთ./ რჩევას მოგცემთ, რძლებო,/ უფრო მეგობრულს,/ არ მოკუმოთ ეგ ლამაზი მუშტები,/ დედამთილი თუ კიდევ გაგაბრაზებთ,/ რაც დაბერეთ, დაუხეთქეთ ბუშტები". აი, ხომ ხედავ, რძლებსაც არ დავწყვიტე გული და ბოლოს, მათი უფლებებიც დავიცავი...
- გაგა, სამომავლო გეგმებზეც მითხარი, რას აპირებ?
- ბევრი ლექსი დამიგროვდა და კრებულის გამოცემას ვაპირებ. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ, თუმცა კი უკვე აღარ მეშინია ვარდენის, რადგანაც დიპლომიანი სასიძო ვარ, მაგრამ მაინც... ვოცნებობ ამერიკაში წასვლასა და ჰოლივუდში გადაღებაზე. იმედია, ეს ოცნება ამიხდება.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა
ევროპული ახალსოფელი და ჟურნალისტი, რომელიც კახეთის პოპულარიზაციაზე ზრუნავს
"თუ კიდევ ცოცხალი ვარ, ე.ი. ყველაფერი გამომივიდა"
ყველა გამარჯვება ჩემთვის ემოციური და განსაკუთრებულია
ორჯერ დაკარგული ძლიერი საყრდენი და ქალი, რომელმაც მწუხარებას აჯობა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი