"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
font-large font-small
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ

რამაზ ჩხიკვაძის სამსახიობო კარიერა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მის მიერ განსახიერებული როლებისა და სახეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს - ასეულობით სპექტაკლი და ათეულობით ფილმი, სადაც იგი ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებული იყო თავისი არტისტიზმით, პროფესიონალიზმით, ხმით, მანერითა და თვისებებით. მის გენიალურობას არა მარტო ქართველი, მსოფლიო კრიტიკოსებიც კი აღიარებდნენ და მასზე უცხოურ პრესაშიც არაერთი სტატია დაბეჭდილა. სწორედ რამაზ ჩხიკვაძე გახლდათ ის ადამიანი, ვისზეც შექსპირის ქვეყანაში დაიწერა, - ახლა დავინახეთ ინგლისელებმა, თუ როგორ უნდა ითამაშო რიჩარდ მესამეო. ბევრი ქართველი მსახიობისთვის ბატონი რამაზი ყოველთვის მისაბაძ არტისტად დარჩება. მისი გამორჩეული იუმორი კი ახლობლებსა და მეგობრებს ტკბილ მოგონებად გაჰყვათ ცხოვრების გზაზე...

წელს მისი 90 წლის იუბილე იყო. რამაზ ჩხიკვაძეზე მისი შვილი - ალექსანდრე ჩხიკვაძე გვესაუბრება, რომელიც თვლის, რომ მამის ღვაწლი არასათანადოდ დაფასდა და ამის გამო, სინანულს გამოთქვამს:
- მამა ამბობდა, მსახიობი სხვა პროფესიის ადამიანებისგან იმით განსხვავდება, რომ ცაზე ვარსკვლავივით უცებ აკაშკაშდება და მალე ქრებაო. ხშირია, როცა ახალგაზრდა თაობას უკვე აღარ ახსოვს ის არტისტები, ვინც თავის დროზე, მართლაც ვარსკვლავები იყვნენ. დამეთანხმებიან ალბათ, რომ რამაზს ქართული თეატრისა და კინოსთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ინგლისელებმა იგი ლოურენს ოლივიესაც კი შეადარეს.
ამას წინათ, უცხოელი სტუმრები მყავდა და მთაწმინდის პანთეონში წავიყვანე. იქ უდიდესი მსახიობები განისვენებენ - აკაკი ხორავა, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე. მეგონა, რამაზ ჩხიკვაძე ნამდვილად იმსახურებდა მათ გვერდით დაკრძალულიყო. მესმის, რომ შეზღუდულია, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, იქ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი დაკრძალეს. შეიძლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ იმდროინდელ მთავრობასთან მთელ ოჯახს ურთიერთობა გვქონდა გაფუჭებული და მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა. ცხადია, მე ისედაც უარს ვეტყოდი, გასაგები მიზეზის გამო - რამაზისა და ნატაშას დაშორება როგორც აქ იყო შეუძლებელი, ასევე იმ ქვეყნადაც ერთად უნდა ყოფილიყვნენ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ რამაზის პანთეონში დაკრძალვა აზრად არავის მოუვიდა.
GzaPressჩიხს, სადაც მამა ბოლო პერიოდში ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისივე სახელი ეწოდა, მოგვიანებით კი, ჩემი მეგობრის, შალვა ოგბაიძის დიდი ძალისხმევით, ყოფილ ძოწენიძის ქუჩას, სადაც სასტუმრო-სახლი "ვილა ბერიკა" მდებარეობდა, რამაზ ჩხიკვაძის სახელი დაარქვეს.
- თებერვალში ბატონი რამაზის 90 წლის იუბილე იყო, როგორ აღინიშნა ეს თარიღი?
- აქაც ცოტა უხერხული მომენტი იყო... ბატონ მინისტრს - მიხეილ გიორგაძეს ველაპარაკე და მითხრა, ბიუჯეტია შემცირებული და ჩვენ მხოლოდ ბუკლეტის გამოცემას შევძლებთ, ასევე, სამინისტროს თხოვნით თეატრი თვითონ გააკეთებს საღამოსო. ზუსტად იმ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და მძიმე ოპერაცია გადავიტანე, რომელიც ამ თარიღს დაემთხვა. დღესაც არ ვიცი, მცირე დარბაზში რა გაკეთდა, ვინაიდან სათანადოდ არავის გაუშუქებია. ყოველ შემთხვევაში, მე ვერც სატელევიზიო სიუჟეტი და ვერც სხვა გადაღებული მასალა ვერსად ვნახე. საღამო რომ გააკეთეს, ამაზეც დიდი მადლობა. რაც შეეხება ბუკლეტს, რადგან ოჯახს დიდი არქივი გვაქვს, შევთავაზე დახმარება, მაგრამ არავინ შემეხმიანა და ბუკლეტიც არ გამოსულა. ჩემთვის ეს გასაკვირია. ალბათ, უფრო სერიოზული საქმეები ჰქონდათ და ვერ მოიცალეს.
ბატონმა ზურაბ წერეთელმა უდიდესი რამ გააკეთა - თბილისს რამაზის ძეგლი აჩუქა, რომლისთვისაც თავიდან, რომელიღაც უცნობი ბაღი იყო გამოყოფილი, მაგრამ დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ "აზდაკი" 9 აპრილის ბაღში დაიდგა... დღეს ყველა პოლიტიზებულია, რაღაცისთვის იბრძვის, ერთმანეთში მტრებს ეძებენ და არ სცალიათ. თქვენ რომ ინტერვიუ მთხოვეთ, ბევრი ვიფიქრე, ჩემი გულისტკივილი საჯაროდ გამომეთქვა თუ არა. ახლა თუ არ ვიზრუნეთ იმაზე, რომ რამაზ ჩხიკვაძის სახელი თაობებს დაამახსოვრდეთ, ათეულობით წლების შემდეგ, ის ერთეულებს გაახსენდებათ.
ნატაშაზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი, ოჯახს და სამეგობროს, ახლო წრეს ახსოვს მხოლოდ. ეს მხოლოდ ჩემი მშობლების შემთხვევაში კი არაა ასე, დიდუბის პანთეონში ხშირად დავდივარ და ვაკვირდები, იგივე ხდება იმ უდიდესი ქართველების საფლავებზე, ვინც იქ განისვენებს. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები უნდა ატარონ იქ, რომ თაობებმა იცოდნენ, ვინ ვინ არის.
- თქვენს ოჯახში ყოველთვის უამრავი ცნობილი ადამიანი იყრიდა თავს და მათთან ერთად გატარებული ყოველი საღამო ალბათ, დღესასწაული იყო თქვენთვის...
- სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერც აღვიქვამდი, რომ რამაზი ცნობილი ადამიანი გახლდათ და ის სიტუაციები ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი იყო. "მოხეტიალე" ოჯახი ვიყავით, რადგან ბინა დიდხანს არ გვქონდა და ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად. ჩემი მშობლებისთვის ადვილად არაფერი კეთდებოდა, ყველაფერს დიდი შრომის ფასად, ნელ-ნელა აღწევდნენ. ბევრი მოსაგონარი მაქვს. 1961 წელს, სამ-ნახევარი წლის რომ ვიყავი, მე და მამა სოჭში მარტოები წავედით და მიუხედავად იმისა, რომ ასე პატარა ვიყავი, მახსოვს, თებერვლის თვეში ზღვაში ვბანაობდით და ხალხი გაოცებული გვიყურებდა.
- როგორ გზრდიდნენ მშობლები - მკაცრად თუ განებივრებული იყავით?
- მამა წესრიგიანი და ენით ვერ აღვწერ, ისეთი მკაცრი იყო, ფუფუნება არ უყვარდა. მასწავლიდა ურთიერთობებს, უფროს-უმცროსობას, ადათ-წესებს. ერთადერთი, სიმღერა ვერ შემასწავლა. ხშირად ერთადაც ვმღეროდით, მაგრამ არ გამომდიოდა. უმცროს რამაზს კი სიმღერის ნიჭი უფრო მეტად გამოჰყვა. მამას გარდაცვალებამდე, ბოლო წლებში, ერთად დიდ დროს ატარებდნენ, რამაზი ქართულ სიმღერაზე გიჟდებოდა და რამაზიკოსაც სულ ასწავლიდა.
ერთ ამბავს გავიხსენებ: ადრე საქართველოში ბევრი დასასვენებელი სახლი იყო, რომელიც თეატრალურ და კინოელიტას ეკუთვნოდა. ერთ-ერთი ასეთი, ბიჭვინთაში გახლდათ. მამაჩემის კოლეგებისა და მეგობრების შვილებთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთხელაც, ბიჭებმა დამირეკეს, ბიჭვინთის "ტვორჩესტვაში" მივდივართ და წამოდიო. მაშინ ალბათ, მამაჩემის ერთი ზარიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ჩემთვის ადგილი გამოენახათ. როცა მამას წასვლის შესახებ ვუთხარი, მითხრა: ფული გინდა? მოგცემ, რა პრობლემააო. "ტვორჩესტვა" რომ ვუხსენე, ხმა არ ამოუღია... მერე კიდევ რამდენჯერმე გავუმეორე. ბოლოს გაბრაზდა და ვინა ხარ შენო?! - მკითხა. - საშა ვარ-მეთქი, - გაოცებულმა ვუპასუხე... - მსახიობი ხარ, რეჟისორი, სცენარისტი, გამნათებელი, სცენის მუშა თუ ვინ ხარო? ის სახლი იმისთვისაა აშენებული, რომ პროფესიონალმა ადამიანმა, რომელიც მთელი წლის მანძილზე შრომობს, ზაფხულში დაისვენოს, მე კი იმდენად უნამუსო უნდა ვიყო, რომ მას ის ადგილი წავართვა და გაგიშვა შენ, რომელსაც ამ საქმესთან არაფერი საერთო არ გაქვს?.. მე თუ წავალ, როგორც ოჯახის წევრს, კი, ბატონო, წაგიყვანო. იმწუთას, საშინლად გავბრაზდი, მაგრამ რას ვეტყოდი?! კარგად დაფიქრდი ჩემს ნათქვამზეო, - მითხრა. მაშინ ვერაფერიც ვერ გავიგე, მაგრამ წლები რომ გავიდა და მე თვითონაც მამა გავხდი, მერე მივხვდი. რამაზი სხვანაირი ვერ იქნებოდა, ძალიან თავმდაბალი იყო.
- თქვენს ცხოვრებაში თუ ერეოდა, თუნდაც, პროფესიული არჩევანის გაკეთებისას?
- არა, არასოდეს. თუმცა, წინააღმდეგი იყო, რომ მე სამსახიობო გზით წავსულიყავი და მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე "დაბადებულ" ყველა ბავშვს ეს "ავადმყოფობა" ემართება, მსახიობობის სურვილი დიდად არც მე მქონია. როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, რამაზის მეგობარი ჩეხოსლოვაკიის ფილმ-ექსპორტის თავმჯდომარე - ირჟი რიბინი და მისი მსახიობი მეუღლე იყვნენ ჩამოსულები. მამა მაშინ "ნერგების" გადაღებაზე იყო იმერეთში (მოგეხსენებათ, ეს მისი ერთ-ერთი სერიოზული როლი იყო - დაახლოებით 50 წლის კაცი, 90 წლის ბაბუას თამაშობდა, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლო გახლდათ...) სტუმრებს ზღვაზე უნდოდათ დასვენება. დედამ რამაზს რომ უთხრა, როგორ წამოვალ, - ბავშვი უმაღლესში აბარებსო, მან უპასუხა - საშა აბარებს, შენ ხომ არაო? დედაჩემიც ადგა და მათთან ერთად წავიდა, მე კი მარტო დავრჩი. მამა თვლიდა, - თუ მაგ საქმისათვის მზად ხარ, თავადვე უნდა ჩააბაროო. მაშინ ჩაწყობებიც იყო, მაგრამ რამაზი ასეთი საქმეებისგან შორს გახლდათ.
- როგორი იყო ბაბუისა და შვილიშვილების ურთიერთობა?
GzaPress- მათთან ნაკლებად მკაცრი იყო, შვილიშვილები საოცრად უყვარდა. რამაზიკო სულ ეფერებოდა და მამა მას "კოცნიას" ეძახდა. უმცროსი რამაზი პრაღაში დაიბადა, 14 თებერვალს, მამას დაბადების დღე კი 28 თებერვალს იყო. როცა დავურეკე, ბიჭი შეგვეძინა-მეთქი, შეიცხადა და ყურმილი დამიკიდა. თბილისში გვიანი ღამე იყო და დედასთან სათქმელად რომ შესულა, ცრემლები წამოსვლია... საოცრად ემზადებოდა რამაზის ნათლობისთვის, ყველაფერი თვითონ მოაგვარა, საოცრად უხაროდა. ნატალიკოზეც ხომ საერთოდ გიჟდებოდნენ დედაც და მამაც.
- თავის სფეროში წარმატებულია უმცროსი რამაზ ჩხიკვაძეც. მის საქმიანობაზეც გვიამბეთ.
- რამაზიკომ 21 წლის ასაკში, ბაბუის დაბადების დღეზე, ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტი დაამთავრა - ტელევიზიისა და კინოს უმაღლესი სკოლა. 14 წლიდან "იმედში" მუშაობდა, ყველა გზა გაიარა, 16 წლისამ საკუთარი კომპანია დააარსა, შეთავაზება მიიღო ერთ-ერთი უდიდესი ტელეკომპანიიდან - "შKY"-დან და მათი თანამშრომელი ახლაცაა, საქართველოში კი სამუშაო ვერ იპოვა. სამწუხაროდ, აქ მისი ადგილი არ აღმოჩნდა, ჯერ პატარა ხარო. უცხოელები კი თვითონ უკვეთენ, სთხოვენ, იქნებ მოიცალო, შენ გააკეთოო და ამაში საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობენ.
მთელი ოჯახი აქ ჩამოვედით, ბიზნესით, გამოცდილებით. ნატალია სამი წელი აშშ-ში იყო, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული - კომუნიკაცია და მასმედია. საკმაოდ წარმატებული სამსახური ჰქონდა, მაგრამ მაინც აქ ჩამოვიდა, ამერიკაში ძალიან დატვირთული გრაფიკია და გადაიღალა, თბილისში უნდა დაფუძნება, ფესვების გადგმა და მშენებარე კორპუსში ბინაც იყიდა. ახლა ნატალია ჩვენთან, ფირმაში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში გეოგრაფიული ფაკულტეტი დავამთავრე, დისერტაცია კი ეკოლოგიის განხრით დავიცავი, უკვე დიდი ხანია, ძირითადად, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში ვარ. ბიზნესგარემო ახლა უკვე საკმაოდ კარგია საქართველოში, აშკარა წინსვლაა, კორუფციის მომენტიც მოხსნილია და პრობლემებსაც აღარავინ გვიქმნის. საქმეს მშვიდად ვაკეთებთ. ჩეხეთში მე და ჩემი მეუღლე დავდივართ ხოლმე. იქ სახლ-კარი გვაქვს, ნახევარი ცხოვრება იქ ვართ, ნახევარი - აქ. მიუხედავად ყველაფრისა, რამაზიც სულ აქ გამორბის. თუმცა, ჩეხეთშიც კარგად იყო, კაპელა ჰქონდა, შემოქმედებით საღამოებს აკეთებდა. მერე აქ ტელევიზიის წრეში რომ მოხვდა, ამით "დაავადდა". მადლობა ღმერთს, საქართველოში ხშირად ვართ, თავის დროზე კი იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა.
- მახსოვს, წლების წინ, რამაზ და ნატალია ჩხიკვაძეების საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეთ. განახორციელეთ ეს ჩანაფიქრი?
- როგორც დავაარსეთ, ისე გავჩერდი, რადგან მივხვდი, რომ ეს ფონდი არავის სჭირდებოდა. მე უკვე 60 წელს გადავაბიჯე, რამაზიკოს კი დიდი გეგმები აქვს. სამომავლოდ, ბაბუამისის სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის ფონდი უნდა დააარსოს, კარგი ხედვა აქვს და ის ამას აუცილებლად შეძლებს.
იდეა მქონდა, სამი თაობის მუზეუმი გამეკეთებინა და სამასზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა დამიჭირა მხარი: რამაზის მამა ცნობილი მუსიკათმცოდნე იყო, ფოლკლორის კათედრის დამაარსებელი, უნიკალური წიგნების ავტორი, სოფელ-სოფელ დადიოდა და სიმღერებს ისე აგროვებდა; რამაზის ბაბუა კი - ზაქარია ჩხიკვაძე გურიიდან კახეთში გადასახლდა და იქ მუსიკალური სკოლები გახსნა, სიმღერას ასწავლიდა. ჩაიკოვსკის თავის ნაწარმოებებში ქართული ელემენტები რომ აქვს გამოყენებული, სწორედ მისი მიწოდებულია, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფრის თავმოყრა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ შენობა ვერ მოიძებნა, ჩვენს საცხოვრებელ ბინაში ამის გაკეთება კი შეუძლებელია. კიდევ კარგი, რამაზის ხსოვნას ხალხის სიყვარული არ აკლია ჩემი და ჩემზე უფროსი თაობისგან.
ნატაშას წიგნის გამოშვება გვინდა, ბევრი მოგონება აქვს ქართულ თეატრზე, ისტორიაზე. ალბათ წლების შემდეგ მაინც მოვახერხებთ. მამამ კი ისეთი ეროვნული საგანძური დატოვა, რომ მომავალ თაობებს ეს არ უნდა დავუკარგოთ. ქვეყანას უნდა ახსოვდეს თავისი საამაყო შვილი, რომლის სახელიც რამაზ ჩხიკვაძეა.

იხილეთ ფოტოგალერეა
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ერთხელ გრიმი გაიკეთა, სცენაზე გავიდა და ვანო სარაჯიშვილის ნაცვლად იმღერა"
პროფესიონალი მიმტანის მოვალეობაა, შექმნას ისეთი გარემო, სადაც თავს სასურველ სტუმრად, კომფორტულად ვიგრძნობთ.
"დათო მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ჰაერივით მჭირდებოდა..."
მარკშეიდერი ქალბატონის რისკით სავსე ცხოვრების გზა
მულტფილმების გამხმოვანებლის საინტერესო ცხოვრება
"მორულე, მამა, ე, მასე, მორულე, ჩემი გოგო..." - ამ სიტყვებით ამხნევებდა ვლადიმერ (ლადო) ხვისტანი ავტომობილის საჭესთან მჯდომ მომცრო ზომის ძაღლს.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
2 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
1 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
4 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
1 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
12 კომენტარი