მოტოციკლს შეწირული საბჭოთა მილიციელის ქმარი და სტალინის ნაჩუქარი პატეფონი
font-large font-small
მოტოციკლს შეწირული საბჭოთა მილიციელის ქმარი და სტალინის ნაჩუქარი პატეფონი
მშენებელი, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და ყოფილი მორაგბე სანდრო საკანდელიძე ამჟამად ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ფინანსური დირექტორია. უყვარს ისტორია, ძველი ამბები, მთაში სიარული და ზოგადად ყველაფერი, რაც ექსტრემალურს უკავშირდება.

- ერთი წელიც არ არის გასული იმ დროიდან, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა (დათო მეგრელიძემ და კახა ასლანიშვილმა) ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მარნის გაკეთება გადავწყვიტეთ. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს სფერო ჩვენთვის, რომ უკვე მეორე მარანიც გავხსენით და ისიც თბილისის ძირძველ უბანში. გვაქვს ძველი, უნიკალური ნივთები და ნახატები, რომლებსაც მეორე სიცოცხლე აქვთ მინიჭებული და მარანში თავისებური სული და აურა შემოაქვთ. ყველა ნახატი, რომელსაც ხედავთ, ბიძაჩემს - დეიდაჩემის მეუღლეს, ვიქტორ ასტროვსკის ეკუთვნის. 7 წლის წინ, დეიდა რომ გარდაიცვალა, მის სახლში შემთხვევით წავაწყდით ძველ გაზეთებში შეხვეულ ნახატებს, რომლებსაც 1958 წლის შემდეგ მზე არ ენახა. საუკეთესოები ამოვარჩიე, ჩარჩოებში ჩავსვი და დღესდღეობით ჩვენი მარნის კედლებს ამშვენებს. ვიქტორი თურმე, პერსპექტიულ მხატვრად ითვლებოდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე გამოფენა ჰქონია. მისი ფოტოები შემორჩენილი მაქვს, ის იყო ძალიან სიმპათიური კაცი, თბილისელი პოლონელი, ნახალოვკაში დაბადებულ-გაზრდილი, ასევე, თბილისის ჩემპიონი მძლეოსნობაში. დეიდაჩემი კი მილიციელი ყოფილა, ულამაზესი ქალი. შეჰყვარებიათ ერთმანეთი და დაქორწინებულან, მაგრამ ვიქტორი საკმაოდ ახალგაზრდა მოუკლავთ, 24 წლის ასაკში. შვილიც კი არ დარჩენიათ. ეს ამბავი მაშინ, 1957-58 წლებში ძალიან გახმაურებულა, რადგან ჯერ ერთი, ის საბჭოთა მილიციელის ქმარი იყო და მეორეც, თვითონაც არანაკლებ ცნობილი და პოპულარული კაცი ყოფილა ქალაქში... უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება მინდოდა ბიძაჩემზე, მაგრამ მისი თანამედროვეების პოვნა რთული აღმოჩნდა.
- რის გამო მოკლეს?
- არ დაიჯერებთ და თურმე, მოტოციკლის გამო მოკლა მეზობელმა. რა თქმა უნდა, საქმის გამოძიება დაუწყიათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რომ შესულან ჩხრეკის ჩასატარებლად, ვერაფერი უნახავთ. გამომძიებელი თურმე წამოსვლამდე ტუალეტში შესულა და კარი რომ მიუჯახუნებია, აგური გადმოვარდნილა, აგურის უკან კი მოტოციკლის გასაღები იდო. დამნაშავე დახვრიტეს.
- ამ ნახატების გარდა, კიდევ ბევრ ძველსა და საინტერესო ნივთს ვხედავ აქ...
- დათო ბავშვობიდან გადაგდებულ, ძველ ნივთებს აგროვებს. ბევრი რამ, რომელზეც ეუბნებოდნენ, რად გინდა და რაში ყრი ფულსო, ახლა გამოგვადგა. თურმე შეიძლება, ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე მიანიჭო... ერთხელ აეროდრომის სანათები იყიდა და სახლში რომ მიიტანა, მეუღლე ლამის გაშორდა. ეს სანათები აქაურობას ძალიან მოუხდა. რას აღარ ნახავთ აქ: მსახიობ თენგიზ მუშკუდიანის ნაქონი პიანინო გვაქვს, უძველესი თიხის ჭურჭელი, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდეა დამზადებული; მსხვილი ღვინით მოვაჭრეების - სირაჯების XVIII საუკუნის სარტყელი, რომელიც მონეტებითაა სავსე (თავის დასამარხი ფული თურმე სარტყელზე ჰქონდათ). ასევე, მეშახტეების ძველისძველი ტელეფონი და თოფი, რომელიც გადმოცემით, გურიის აჯანყებისას გამოუყენებიათ. გურიაში "ნამყოფი" თოფი, როცა იქნება, აუცილებლად გავარდებაო, ვხუმრობთ ხოლმე. ილია ჭავჭავაძის მეგობრის, ცნობილი მეცენატის ვეტცელის კათხა. ვეტცელმა ლუდის პირველი ქარხანა ააშენა თბილისში და ეს იყო პირველი ქარხანა ამიერკავკასიაშიც. ასევე, გვაქვს სტალინის ნაჩუქარი პატეფონი, რომელიც მან ბაბუაჩემს, ქრისტეფორე გაფრინდაშვილს აჩუქა. ბაბუა ქართული 414-ე დივიზიის პოლკოვნიკი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, არტილერისტი. სტალინს პირადად უჩუქებია მისთვის ეს პატეფონი... საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ყანწს, რომელიც მეორე მსოფლიო ომისდროინდელია. ქართული დივიზია გადაადგილებისას ცეცხლის ქვეშ მოყოლილა. საბედნიეროდ, ყველა ჯარისკაცი გადარჩენილა, თუმცა ხარი, რომლითაც ერთ-ერთი ქვემეხი გადაჰქონდათ, გერმანელების ჭურვს შეუწირავს. ჰოდა, ქართველებს გაუტყავებიათ ეს ხარი, ხორცი ხორცად გამოუყენებიათ, რქისგან კი ბაბუაჩემისთვის სამახსოვროდ ყანწი გაუკეთებიათ. ესეც ოჯახური რელიკვიაა.
- ამდენ ძველ ნივთს ერთად რატომ მოუყარეთ თავი?
- გვინდოდა, აქ მყუდრო და მეგობრული გარემო შეგვექმნა; ის ადგილი ყოფილიყო, სადაც სამსახურის შემდეგ ყველა დაძაბულობა მოგეხსნება კაცს. განტვირთვისთვის აუცილებელი ატრიბუტია სასმელი - იმდენი უნდა მიირთვა, რამდენიც გსიამოვნებს და კიდევ, გემოვნებიანი მუსიკა. სამომავლოდ ვგეგმავთ ჩავატაროთ ქალ მეღვინეთა კვირეული, რითაც ხელს შევუწყობთ მათ წარმოჩენას. ვგეგმავთ შეხვედრებსა და საუბრებს ცნობილ ადამიანებთან სხვადასხვა საკითხზე. გვქონდა დათო ტურაშვილთან შეხვედრა, თემა - "სხვა თბილისი"; ლევან ბერძენიშვილმა საინტერესო ლექციები წაიკითხა ბარათაშვილზე, გალაკტიონზე, რუსთაველზე; გავაკეთეთ ინოლა გურგულიას საღამო და სხვათა შორის, მსმენელებს ძალიან მოსწონთ ასეთი ღონისძიებები.
- მრავალშვილიანი ყოფილხართ...
- დიახ, 6 შვილი მყავს. 2011 წელს დავქორწინდი. ჩემი მეუღლე, მარიამ ყალიჩავა ინგლისური ენის სპეციალისტია, მაგრამ ბავშვების გამო სამსახურს თავი დაანება. უფროსი ქალიშვილი 15 წლისაა, მერე 4 ბიჭი გაგვიჩნდა და ნაბოლარა ისევ გოგოა, 6 წლის. მამაჩემი იყო მრავალშვილიანი ოჯახიდან, 8 დედმამიშვილი ჰყავდა და ახლა უკვე მე გავაგრძელე ეს ტრადიცია.
- ახლა რაც შეეხება რაგბის, თავი რატომ დაანებეთ თამაშს?
- ნაკრებში ვთამაშობდი, უფრო ზუსტად, ორჯერ მოვასწარი თამაში, მერე ტრავმა მივიღე და ვეღარ გავაგრძელე. გული დამწყდა ამის გამო. გვიან, 20 წლის ასაკში დავიწყე თამაში, მალევე მოვხვდი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, 26 წლისამ კი უკვე თავი დავანებე. თუმცა, ყოფილი მორაგბე არ არსებობს, რაგბიდან ვერ მიდიან! მე სულით, გულით, ფიქრით, გონებით ისევ იქ ვარ.... რაგბი დღესდღეობით სპორტის ის სახეობაა, რაც სიამაყის მიზეზს გვაძლევს ქართველებს. მოტივაცია დიდია და ალბათ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ სპორტის ამ სახეობაში. მინდა, ჩემმა ბიჭებმაც ითამაშონ რაგბი. სხვათა შორის, რაგბი და ღვინო ის თემებია, რომლებმაც ჩვენს დღევანდელობაში მნიშვნელოვანი წარმატებების ათვლა დაგვაწყებინეს და ეს გვაძლევს იმედს, რომ სხვა მიმართულებითაც შევძლებთ ასეთივე წარმატების მიღწევას!
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მამაკაცებმა საცურაო კოსტიუმების ჩაცმა დაიწყეს"
"ანტუანი და პატარა უფლისწული" მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის ქართველი წევრის ინტერვიუ
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
ახალი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი