ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
font-large font-small
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"

ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი ავტომობილთან დაკავშირებული თემების შესახებ გვესაუბრა. აღნიშნა, რომ მართვა მამამ ასწავლა ბავშვობისას, მოწმობა კი არც ისე დიდი ხანია, რაც აიღო და საგზაო მოძრაობის წესებს ყოველთვის კანონმორჩილად იცავს.

- ძალიან პატარა რომ ვიყავი, მამაჩემის კალთაში ვიჯექი და იმ დროიდან ვსწავლობდი საჭის ტრიალს. მექანიკაზე ვარ მიჩვეული. წესები დიდი ხნის წინ დამირღვევია იმ თვალსაზრისით, რომ მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი - როცა ჩემი მეგობრები ქეიფობდნენ, ხშირად დამირიგებია ისინი სახლებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მძღოლი ვარ. არაერთ გამოცდილ ადამიანს აღუნიშნავს, - ყოჩაღ, კაცივით ატარებო. თუმცა, მე არ მიყვარს ეს დიფერენციაცია - ქალი საჭესთან და კაცი საჭესთან. ბევრი მამაკაცია ისეთი, რომელიც არღვევს მოძრაობის წესებს და ბევრი ქალიცაა ისეთი, რომელიც ძალიან ცუდად ატარებს. როგორც ენების სწავლის თუ სხვა რამის ნიჭი აქვს ადამიანს, ვფიქრობ, ავტომობილის მართვაც ასეთი ნიჭია: ან გესმის და გრძნობ შენს მანქანას, ან უბრალოდ ატარებ. ავტომატიკაზე როცა დავჯექი, სულ ვხუმრობდი, პარკებში რომ საბავშვო მანქანებია, რომლებსაც მხოლოდ საჭის ტრიალი სჭირდება, ისეთია-მეთქი. მე მექანიკის ტარება უფრო მიყვარს. როდესაც მანქანა შევიძინე, რომელიც ავტომატიკა იყო, 1-2 დღე ძალიან ვიწვალე, რომ მექანიკიდან მასზე გადავრთულიყავი.
- რამდენად ერკვევით მანქანის ნაწილებსა და დეტალებში?
GzaPress- საქმე იმაშია, რომ მანქანას ვუსმენ, ვგრძნობ და აქედან გამომდინარე, სამუხრუჭე ხუნდები იქნება, ზეთი, კარტერი თუ სხვა რამ, ვიცი, რა როდისაა მოსაწესრიგებელი, მაგრამ მანქანა რომ უცებ გაჩერდეს, ძარა ავხადო და მივხვდე, რა ხდება, ასეთ დონეზე არ ვიცი.
- მამა რას გასწავლიდათ ხოლმე?
- ყოველთვის მასწავლიდა სარკეებში ყურებას, რა მანძილი უნდა დამეცვა წინა და უკანა მანქანებს შორის, გვერდით სავარძელზე დამსვამდა და მეუბნებოდა, - მიყურე, როგორ ვატარებო და მეც ფეხებზე, ტარების მანერაზე ვაკვირდებოდი. ძალიან მიყვარს ავტომობილის მართვა, არასდროს ვიღლები. ჩემი მანქანა მარჯვენასაჭიანია და ყოველთვის უკვირთ, დასავლეთში რომ მივდივარ, გადასწრებას როგორ ახერხებო. ამასაც ცოდნა უნდა, შენ წინ მიმავალ ავტომობილთან მანძილი უნდა დაიცვა; ზუსტად ხვდებოდე, ის რა სიჩქარით მიდის, შენს მანქანას რა შესაძლებლობები აქვს და ამ შემთხვევაში გრძნობ, გაასწრებ თუ ვერა. თვალის ზომა, დაკვირვებაა საჭირო.
პარკირების დროს მეუბნებიან ხოლმე, მანქანას ასე კარგად კაცებიც ვერ აყენებენო. ავტომობილს ისე ვუვლი, როგორც საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება, ჭუჭყიანიც იყოს "ჩემი გოგო". უბრალოდ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ადგილას მიწევს ბუნებაში სიარული.
- თქვენს ავტომობილს ქალური აქსესუარები თუ "ამშვენებს"?
- ჩემი მანქანის საბარგულში აუცილებლად დევს რამდენიმე ფეხსაცმელი, იმის მიხედვით, თუ რა მაცვია და რამდენიმე ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი დამჭირდება დღის განმავლობაში... ძალიან მიყვარს ცხოველები და ჩემს მანქანაში ფუმფულა სათამაშოებიც არის. მაგალითად, პატარა ძაღლები და სხვა.
- პირველად რა მანქანა შეიძინეთ?
- ხუთი წლის წინ, ჩემი შეგროვილი თანხით, იაპონიიდან ჩამოვიყვანეთ - "ნისან მარჩი", ამჟამადაც ეს მაქვს. ქალაქში სასიარულოდ ძალიან კარგია და თან, ეკონომიურია... სულ პირველი მანქანა, რომელზეც მამამ დამსვა, იყო "ვოლგა". საჭესთან სიჩქარეების გადასართველი ჰქონდა და ეს მომწონდა.
- საგზაო მოძრაობის წესებს ხშირად არღვევთ?
- არასდროს ვარღვევ. კანონმორჩილი მძღოლი ვარ და არც ერთი გაფრთხილება არ მაქვს. არ მიყვარს ძალიან ჩქარა და გიჟივით სიარული. შეიძლება გქონდეს საკუთარი თავის იმედი, მაგრამ არ იცი, შენ გვერდით ვინ რა მანევრს გააკეთებს. პარალელურად, ყველა იმ მძღოლზე ვბრაზდები, რომელიც ციმციმას არ რთავს, მილიმეტრებში ჩაგიჯდება და გაძვრება, რომ შენზე წინ იყოს. ვბრაზდები, როცა საცობებში წესრიგს არ იცავენ. ქართული ტემპერამენტი და ამპარტავნება წესრიგში რომ მოვიყვანოთ, მერწმუნეთ, ბევრად ნაკლები საცობი იქნება და მოძრაობაც გაადვილდება ქალაქსა თუ ტრასებზე.
- ადრინდელი და ახლანდელი მძღოლები რომ შევადაროთ, რა განსხვავებაა?
- არ შეადაროთ, საერთოდ არაა ერთმანეთთან ახლოს. ავტომატიკამ გააუბრალოა მანქანის ტარების ცოდნა, პრინციპი ერთია - მთავარია, არ დამეჯახოს და არ დავეჯახო. სარკეში არ იყურებიან და ა.შ. ახლა მანქანების რაოდენობაც გაცილებით მეტია. თან, ჩემს ბევრ ახლობელს ჰყავს დიდი ზომის მანქანა და მეუბნებიან, ქალაქში რა კარგია შენნაირი ავტომობილი, მაგრამ მე მაინც დიდი მირჩევნია, დაჯახების შემთხვევაში გარანტია მაქვს, რომ არაფერი მომივაო. ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა... ვბრაზობ წესების დამრღვევ და გაუმართავი ავტომობილების მძღოლებზე, საშინლად რომ აბინძურებენ გარემოს. არ შეიძლება ასეთი ზერელე დამოკიდებულება. დამიჯერეთ, ბევრად მეტი და ძვირი დაგვიჯდება ჩვენი და გარშემო მყოფი ადამიანების მკურნალობა.
როცა ტაქსით წავსულვარ, თუ ის მწყობრში არ არის, არასდროს ვაჩერებ. ყოფილა შემთხვევა, რომ მძღოლი, რომელიც საშინლად ატარებს, გამიჩერებია და გადმოვსულვარ. მაქვს პროტესტი - როგორც შენს თავს უნდა გაუფრთხილდე, ისე უნდა გაუფრთხილდე გარშემო მყოფებსა და გარემოს. ტექდათვალიერება აუცილებელია! ნუ ვავნებთ გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობას, პატარა ბავშვებს, რომლებზეც გაუმართავი მანქანების გამონაბოლქვი ცუდად მოქმედებს.
- საჭესთან ჯდომამ ბილწსიტყვაობა თუ გასწავლათ?
GzaPress- მიწევს, კი (იცინის)... ასეთი სიტყვების მოყვარული არ ვარ, მაგრამ მეც მიწევს ხოლმე. საჭესთან დავჯექი თუ არა, თავისთავად წამოვიდა ეს, მაგრამ ახალი ფორმა მოვძებნე - უხ, შენი რაღაცის მაგივრად, მე ვამბობ: "უხ, შენი ჭირიმე", "უხ, შენ გენაცვალე" და ასე პოზიტიურად გამოვხატავ უარყოფით ემოციას. ოღონდ, ხმამაღლა არა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამაკაცი საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს და მიმისიგნალებია, პასუხად კი უწმაწური გინება მიმიღია... ცხადია, ცუდია, მაგრამ ეს მისი პრობლემაა. ამაზეც მტკივა გული, რადგან ქართველი მამაკაცი არასდროს ყოფილა ქალის მიმართ ასეთი, ყოველთვის ცდილობდა თუნდაც გზა დაეთმო და ა.შ. როდესაც ადამიანი წესს არღვევს და კიდევ, აქეთ გაგინებს, ეს მისი მინუსი და პრობლემაა. ის კულტურაც უნდა გამოვიმუშაოთ, რომ ქვეითები გავატაროთ, მანქანაში არავინ დაბადებულა და რაღაცები უნდა ვისწავლოთ. ვფიქრობ, მანქანით არ იწყება და მთავრდება ყველაფერი, ურთიერთობაა მთავარი. ვაღიარებ, ზოგჯერ ქალი საშინელებაა საჭესთან, მაგრამ მამაკაცები დამეთანხმებიან, რომ ბევრი კაციც ძალიან ცუდად ატარებს მანქანას, წესებს არაფრად აგდებს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არასდროს დავმჯდარვარ საჭესთან. შეიძლება, ზედმეტად მოწესრიგებული ვარ და სხვისგანაც იმავეს ვითხოვ, მაგრამ რაღაცნაირად, ჩვენს თავსაც უნდა ვცეთ პატივი და რაც მთავარია, გარშემო მყოფებსაც.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ იხსენებს რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეებს მათი შვილიშვილი
55 წლის ლამარა ბეჟაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში ცხოვრობს.
კობა ჟღენტი: "რეპეტიციებზე ნინო რამიშვილის მზერის ღირსი გავხდი"
დისიდენტური წარსულის მქონე პედაგოგის საინტერესო ინტერვიუ
"მომავალ დედებს ბოდიშის მოხდა უწევთ მხოლოდ იმიტომ, რომ მუცლით შვილს ატარებენ"
2018-2019 სასწავლო წელი ასეულობით მოსწავლისთვის სკოლის ახალ შენობაში დაიწყო.
სპორტდარბაზი, სადაც მსოფლიოს ჩემპიონი ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებს
ქართველი ქალი, რომელიც ერთ დროს რუსებისთვის არასასურველი ადამიანი გახდა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი