"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი" - გზაპრესი

"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"

"ემოციები მახრჩობს... ტელეფონში მოსმენილი დედის ტირილი ახლაც ყურებში ჩამესმის...

უცხო ნომერს ჩვეულებრივ ვუპასუხე... გამარჯობის თქმა ვერ მოვასწარი, ქალის ხმამ დამასწრო:

- თქვენ ხომ არაერთი სიცოცხლე გადაგირჩენიათ, ერთადერთი შვილი მიკვდება და გთხოვთ, არ გამწიროთ...

დავიბენი... მერე ტირილის ხმამ გამომაფხიზლა და შევეცადე, დამემშვიდებინა...

GzaPress16 წლის დათო ბოჭორიშვილი 2 თვის წინ, ავარიის გამო რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მოხვდა... იქამდე იბრძოლა, ვიდრე თვალების გახელა არ შეძლო... მაგრამ მხოლოდ დედისთვის აქვს მზერა მიპყრობილი... ვერც საუბრობს, ვერც მოძრაობს...

ქუთაისის კლინიკაში კი დედამისს ეუბნებიან, რომ ბავშვი უნდა გაიყვანოს, რადგან სხვას ვერაფერს გაუკეთებენ.

დათოს მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება, ტყიბულში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ დედას კი ამის საშუალება არ აქვს. პირველ ეტაპზე თბილისშია გადმოსაყვანი... საჭიროა რეანომობილის საფასური...

ჩვენი საუბარი დიდხანს აღარ გაგრძელებულა... ერთადერთი, რისი თქმაც შევძელი, ის არის, რომ დავპირდი, დათოსთვის "დედების ფონდი" აუცილებლად იბრძოლებს-მეთქი და ამ დაპირების შესასრულებლად თქვენ გვჭირდებით... კიდევ ერთი ახალგაზრდა რომ გამოვგლიჯოთ სიკვდილს ხელებიდან...

გთხოვთ, ერთად დავეხმაროთ დედას, რომელსაც ძალიან უჭირს.

www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან (VISA, MASTERCARD).

ჩარიცხვა აპარატიდან:

თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ "სხვადასხვა" > "ქველმოქმედება" > "დედების ფონდი".

სხვა დანარჩენი აპარატებიდან:

საბანკო მომსახურება > იურიდიული პირი > პირადი ნომერი 01003016433 > დაბადების თარიღი 05.08.1986 > ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).

საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: დედების ფონდი

საქართველოს ბანკი:

GE46BG0000000689979800

თიბისი ბანკი:

GE17TB7174136080100007

ხალიკ ბანკი:

GE08HB0000000000473608

ლიბერთი ბანკი:

GE22LB0115121073654001

ტერა ბანკი:

GE61KS0000000360801210

ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან (1 ლარი): 0901700483"

- ეს წერილი "დედების ფონდიდან გამოგვიგზავნეს. წაკითხვის შემდეგ, დათოს დედას, ქალბატონ მზევინარს თავად დავუკავშირდით.

- მე მზევინარ ცინაძე ვარ, ტყიბულში, რობაქიძის ქუჩაზე ვცხოვრობ. დიდი გაჭირვება მაქვს გადატანილი: დავკარგე მეუღლე, რომელიც ავადმყოფობისაგან გარდამეცვალა (ცეროზი ჰქონდა). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბავშვზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე და ვცდილობდი, ყველანაირი გაჭირვებისაგან დამეცვა. დათომ მამის გარდაცვალება ძნელად გადაიტანა, საკუთარ თავში ჩაიკეტა - ამიტომ გადავწყვიტე, სპორტზე შემეყვანა. გამიმართლა, ისეთი დაწესებულება მოვძებნე, სადაც უფასოდ ავარჯიშებდნენ. ის ერთ-ერთი წარმატებული მორაგბე გახდა. მალე ყველაფერი აითვისა, რასაც ასწავლიდნენ. ამავდროულად, გახდა მეგობრული, აქტიური და ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა. თავისი აქტიურობითა და მიზანდასახულობით გუნდის მსაჯიც გახდა, მაგრამ ამავე წლის 24 ივნისს ავარიაში მოყვა ძმაკაცებთან ერთად. ყველაზე მძიმედ დაშავდა ჩემი ერთადერთი შვილი, ჩემი იმედი. მისთვის ვცოცხლობ და ვარსებობ.

დათო დღემდე საავადმყოფოშია (ბავშვთა კლინიკა, წყალტუბოს გადასახვევი). 24 აგვისტოს გახდება 2 თვე, რაც ვმკურნალობთ. ექიმები თავიდან იმედს არ გვაძლევდნენ და შეგვამზადეს კიდეც იმისთვის, რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ჩემმა შვილმა ცხოვრებისათვის ბრძოლა დაიწყო და კომიდან გამოსვლის შემდეგ თვალებიც გაახილა და მარცხენა კიდურებიც აამოძრავა. ცუდ მდგომარეობაში იმყოფება: თავისი ხელით ვერ ჭამს, საკვებად ვაძლევთ დაბლენდერებულ საჭმელს, რადგან დაღეჭვა არ შეუძლია... მოკლედ, ძალიან ვწვალობთ. ახლა კი მითხრეს, ბავშვი უნდა გავწეროთო, მაგრამ მას რეაბილიტაცია ესაჭიროება. მეუბნებიან, სახლშიც შესაძლებელია ესო, მაგრამ ამის პირობები რომ არ მაქვს, ეს არავის ადარდებს. ვერ გამომყავს საავადმყოფოდან, რადგან მეშინია, მდგომარეობა არ დაუმძიმდეს. თვითონ ამ საავადმყოფოში არ აქვთ სარეაბილიტაციო ცენტრი. როგორც მითხრეს, ერთადერთი კლინიკა თბილისშია - "ავერსის" კლინიკას ვგულისხმობ, სადაც დათოს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, თუმცა ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული - თვეში 12 ათასი ლარი მომთხოვეს, რისი საშუალებაც არ მაქვს. სოციალურად დაუცველი ვარ და ის ფინანსები, რომელიც ჩემი შვილის მკურნალობას ესაჭიროება, საიდან მოვიტანო? ამიტომ სხვა გზა არ მაქვს, საზოგადოებას ვთხოვ უმორჩილესად: დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი...

P.S. ძნელი მოსასმენია იმ დედის სატკივარი, რომელსაც შვილის გამოჯანმრთელების იმედი აქვს, მაგრამ საამისოდ ფიზიკურად ვერაფერს აკეთებს, მისი სამკურნალო ფული არ აქვს. იქნებ ერთად შევძლოთ მისი დახმარება. წინასწარ გიხდით მადლობას...

ლიკა ქაჯაია