რამდენ დაავადებას კურნავს აბრეშუმის ჭია
font-large font-small
რამდენ დაავადებას კურნავს აბრეშუმის ჭია
55 წლის ლამარა ბეჟაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში ცხოვრობს. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პროფესიით კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდისტ-ორგანიზატორმა, 25 წელზე მეტი სოფლის კულტურის სახლში იმუშავა. ადრე დირექტორი ერქვა, ახლა - კოორდინატორია და ქართული ხალხური რეწვის რამდენიმე მივიწყებული დარგი აღადგინა. ერთ-ერთი - მეაბრეშუმეობაა. ერთხანს აბრეშუმის ჭია თურმე აღარ ჰყავდა, მერე 21 ჭია უჩუქებია ერთ შესანიშნავ ქალბატონს - ირინე ჩარგეიშვილს, რისთვისაც დღემდე მისი მადლიერია. შესაშური ენთუზიაზმი და სიყვარული იგრძნობა თითოეულ მის სიტყვაში. შეიძლება ითქვას, ეს ქალბატონი შეყვარებულია აბრეშუმის ჭიაზე და ცდილობს, სხვაც დააინტერესოს მეაბრეშუმეობით. ლამარა ბეჟაშვილს თბილისში, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის საერთაშორისო სამიტზე შევხვდი და აბრეშუმის ძაფისგან შექმნილი ნიმუშებიც დავათვალიერე.


- მეაბრეშუმეობა ჩვენი ოჯახის ტრადიცია იყო. კომუნისტების დროს სავალდებულოდ ითვლებოდა და თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა აბრეშუმის ჭია, მაგრამ ბებო მაინც განსაკუთრებულად იყო შეყვარებული ამ საქმეზე. აბრეშუმის ნაწარმისგან გვიმზადებდა რაღაცებს, ართავდა და ქსოვდა კიდეც. მახსოვს, 5 წლის როგორ ვეხმარებოდი ჭიის გამოკვებაში. ისე შემაყვარა ეს საქმე, რომ დღემდე არ გამნელებია სიყვარული. აბრეშუმის ჭია უკეთილშობილესი არსებაა, შრომისმოყვარე. 3 დღე და ღამე თავდაუზოგავად ქსოვს პარკს, 1500 მეტრამდე ძაფს. წარმოიდგინეთ, ერთ ფოთოლზე შეიძლება 100 ჭია იყოს, მაგრამ ერთი მეორეს არ "ეტყვის", შენ გაჩერდი, მარტო მე უნდა ვჭამოო. ჭკვიანები და კეთილები არიან. პაწაწკინტელა ჭიანჭველა ამხელა ჭიას ჰკბენს, ის კიდევ სამაგიეროს კი არ უხდის, უბრალოდ, თავს აქნევს - შემეშვი, რა გინდა, რა დაგიშავეო? როგორც პატარა ბავშვს, მასაც ისე უნდა მიხედო - იცის პირღებინება, კუჭის აშლა. სანიტარიული ნორმები აუცილებლად უნდა დაიცვა, როცა აბრეშუმხვიას უვლი. ყველაფერს უნდა გაუწიო ანგარიში, თავიდან თუ არაფერს გაუჭირვებ, ჯანმრთელი გაიზრდება.
- საინტერესოა, რა შემთხვევაში ავადდება?
GzaPress- თუ ტემპერატურა არ არის დაცული, თუ რაიმე ბაქტერიამ შეაღწია, თუ ფოთოლი, რომლითაც იკვებება, მოწამლულია. საკვებად აუცილებლად საღი ფოთოლი უნდა შევურჩიოთ, სველი არ უნდა იყოს, თორემ აწყენს. დაავადების შემთხვევაში ხალხური მეთოდებით ვმკურნალობ და სწორედ მაშინ აღვიდგინე მივიწყებული ცოდნა.
- მოვლის მეთოდები გახსოვდათ თუ ინფორმაცია მოიძიეთ?
- დღესდღეობით აბრეშუმის ჭიას ფაგებით კურნავენ. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ უკვე 15 წელზე მეტია, რაც ამ საქმით დავინტერესდი და ბევრი მცენარე აღმოვაჩინე, რომელიც კურნავს და შედეგიანადაც. მუსკარდინა, ასე ჰქვია დაავადებას, რომელიც აბრეშუმხვიას უჩნდება. ეს სოკოვანი დაავადებაა, უცებ რომ ვრცელდება და შეიძლება, წამიერად რამდენიმე თარო გაკიროს ანუ ჩვენ ამას გლეხურად ჩაკირვას ვეძახით - ქვავდება ჭია, თითქოს ჯადოქარმა თავისი ჯოხი შეახო და ყველა ერთ ადგილას გააქვავაო. ეპიდემია სიცხეში ვრცელდება. ერთ წელიწადს მეც ვიწვნიე ამ დაავადების შედეგი. ერთი ოთახიდან ვერც ერთი ჭია ვერ გამოვიყვანე ცოცხალი, ისე უცებ გაიკირნენ, მე კი ვიჯექი და ვტიროდი. არსებობს სითხე, რითაც სოკოს ვსპობთ, ავდექი და ამ სითხით ჭიის კვერცხების დამუშავება დავიწყე სხვა ოთახებში, ისინი ხსნარიან წყალში გავატარე და ასე გადავარჩინე დახოცვას. ეთერ უროტაძე, შემდეგში დედა თამარი მეტყოდა ხოლმე, იმდენად გიყვარს აბრეშუმის ჭია, რომ ღმერთმა ყველა საიდუმლო გაგანდო, რითაც შეიძლება უმკურნალო ჭიებს და მოარჩინოო.
- გასაოცარია, მართლაც იმდენად დიდი ენერგია და გადამდები ენთუზიაზმი იგრძნობა, როდესაც მეაბრეშუმეობაზე საუბრობთ.
- საქართველოში რომ ეს დარგი აღდგეს, არც ერთი ადამიანი აღარ იქნება ღარიბი, სოფლად სოფლელები დასაქმდებიან, ქალაქში კი გადამმუშავებელი ქარხნები აშენდება და დამიჯერეთ, საქართველო გაბრწყინდება. ჭიის კვერცხიდან დაწყებული, ყველაფერი სამკურნალოა, სულ 38 დაავადებას კურნავს. მაგალითად, ჭუპრის ზეთი, რომელიც ძნელად მოსაპოვებელია და ამიტომ ძვირია, კურნავს თმის ცვენას, აჯანსაღებს თმის სტრუქტურას და სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს; აბრეშუმის ბამბა არის ანტიალერგიული, ანტირადიაციული, ანტისეპტიკური და გამოიყენება კოსმეტიკაში. ამერიკელი ჯენ ბერვინის კვლევებით, პარკი გადაჰყავთ სითხის მდგომარეობაში, შეჰყავთ სისხლში, რაც ორგანიზმს მთლიანად აჯანმრთელებს. ასევე, აბრეშუმხვია მე-5 ასაკში მედიცინაში კეტკუტის ძაფის სახით გამოიყენება. პეპელა კურნავს უშვილობას, ექსკრემენტები (ნარჩენები) კი გამოიყენება სასუქად - ამზადებენ ჩაის, საუკეთესო საკვებია საქონლისთვის, ჩვენი წინაპრები მისგან ლეიბებსა და ბალიშებს კერავდნენ მძიმე ავადმყოფებისთვის. აბრეშუმის ნაჭერში ახვევდნენ გაცივებულებს და ჯანმრთელდებოდნენ. არ არსებობდა ადამიანი, რომლის ოჯახშიც აბრეშუმის ნივთი არ იყო. ვფიქრობ, ამაშია ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი გზა. მით უფრო, რომ ქართული ჭია საუკეთესოა, რადგან ორმოსავლიანია. ოღონდ ვინმეს შევაყვარო ეს დარგი და ვინმე ჭიის სარგებლობაში დავარწმუნო, ჩემს წვალებას არაფრად დაგიდევთ. დაინტერესებულ ადამიანებს დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს ცოდნას. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო დაიწყებს ამაზე ზრუნვას. მსოფლიო ბაზარზე ქართულ აბრეშუმს ყოველთვის მოწინავე ადგილი ეკავა, რადგან ხარისხიანი იყო. ერთი მონდომებაა საჭირო, რომ საქმე ადგილიდან დაიძრას და 2-3 წელიწადში გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა.
GzaPress- რომელი ქვეყანაა მეაბრეშუმეობით ცნობილი?
- ჩინეთი აწარმოებს და მას უკვე ჰყავს შავი, წითელი, ყვითელი და მწვანე ჭიები, რომლებიც სამკურნალო თვისებებით ჩვენს ჭიასთან ვერც კი მოვლენ. აი, ეს თავშალი თავის ტკივილის დროს რომ მოიხუროთ, 3-5 წუთში გაგიჩერებთ ტკივილს. თითქოს ერწყმის ადამიანის ორგანიზმს - ზამთარში თბილია და ზაფხულში გრილია. ღმერთმა ჩვენთვის შექმნა აბრეშუმხვია და ფუტკარი. ფუტკარი იკბინება, ალბათ გამოსაფხიზლებლად, რომ ასეთი სიმდიდრე გვაქვს და არ ვუფრთხილდებით, არ ვუვლით. XXI საუკუნის დასაწყისში პატრიარქმა იქადაგა: მივხედოთ აბრეშუმხვიას და მეაბრეშუმეობას, თუ გვინდა გადარჩეს და გაბრწყინდეს საქართველოო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ბებიას საქმე გამეგრძელებინა. ძველი ჯარა მოვიძიე, მოვიპოვე გრანტი, რითაც შევიძინე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, მეუღლესთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი დავიხმარე და ყველაფერი გამომივიდა. მინდა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმო. შარშან ჩემთან სტუმრად იყო იაპონელი მწერალი და ჟურნალისტი, რომელმაც მითხრა, ჩვენთან აბრეშუმის ჭიის კულტია და იმპერატორი და იმპერატრიცა აბრეშუმს აწარმოებენო. ვინც აბრეშუმს პატივს სცემს, ყველა ის ქვეყანა მეტ-ნაკლებად განვითარებული და გაძლიერებულია. ძალიან მტკივა გული, რომ სახელმწიფო ნაკლებად ინტერესდება ამით.
- ეს ნივთები, რასაც აქ ვხედავ, ყველაფერი თქვენი ხელით არის გაკეთებული?
- თითქმის ერთადერთი ვარ, ვინც აბრეშუმის ძაფს ასეთი მეთოდით იღებს - ჯარაზე ვართავ და მერე სხვადასხვა ნივთს ვაკეთებ. ეს არის აბრეშუმის ძაფით "შემოსილი" აიაზმის ჭურჭელი, ვამზადებ სამაჯურებს, ტელეფონის ჩასადებებს, სახეხებს, თავსაბურავებს, ასევე, ჭუპრის ზეთს. ამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე 2 არაქართული სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლე, რომლებიც თურმე მეაბრეშუმეობის დარგს სწავლობენ და რაღაცნაირად გული დამწყდა, რატომ არ შეიძლება ქართულ სკოლებშიც რომ შეასწავლონ? ვიხვეწები, მოიყვანონ ბავშვები ჩემთან - რომ შემოდიან, ჭიის დანახვაზე იჯღანებიან და რომ მიდიან, ჭიებს ეხუტებიან, ისე უყვარდებათ...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართული რაგბის პიონერი ქალი
იქნებ შევძლოთ პატარა მარიამის დახმარება, რომ საოპერაციო ბავშვი ქუჩაში არ დარჩეს!
"მათი შექმნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება..."
"ვამჯობინებ, გავამაგრო საკუთარი კერა"
ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება ეჩქარება
გულსერ ბერიძე: "არასდროს მიგრძნია თავი დაჩაგრულად"
"ჩემს ქვეყანაში ვაპირებ დიდ მოკრივეობასაც და მწვრთნელობასაც"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი