ქართველი მოცეკვავეების ახდენილი ამერიკული ოცნება
font-large font-small
ქართველი მოცეკვავეების ახდენილი ამერიკული ოცნება
"ერისიონის" მოცეკვავეებმა - ლაშა მუჯირმა და სალომე ბიბინეიშვილმა ერთმანეთი ბავშვობაში, ცეკვის ანსამბლში გაიცნეს. თავიდან მეგობრობდნენ და უბრალოდ პარტნიორები იყვნენ, მოგვიანებით კი მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ოჯახი შექმნეს.
წყვილი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოდან შორეულ ემიგრაციაში წავიდა და ახლა თავიანთ გამოცდილებას ამერიკაში, კერძოდ კი ფილადელფიაში მცხოვრებ ემიგრანტებს, მათ შვილებსა და თავად ამერიკელებს უზიარებენ. სალომე ბიბინეიშვილი ამერიკული ცხოვრების შესახებ ინტერნეტის მეშვეობით გვესაუბრა.

- სალომე, ვიდრე თქვენს ამერიკულ საქმიანობაზე ვისაუბრებთ, იქნებ ოჯახის შესახებ გვიამბოთ. როგორც ცნობილია, ლაშა "ერისიონში" გაიცანით...
- ნამდვილად ასეა. მე და ლაშა ბავშვობიდან ვცეკვავთ. ის ჩემზე ოთხი წლით უფროსია. თავდაპირველად "ერისიონთან" არსებულ ანსამბლ "ელეონში" ვცეკვავდით, შემდეგ კი მთავარ ანსამბლ "ერისიონში" გადავედით, სადაც 13 წელი ვიყავით. ყველაზე საინტერესო და ღირებული, რაც ჩემმა პროფესიამ შემძინა, ეს არის ჩემი ოჯახი. მე და ლაშა თავიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევდით, სხვადასხვა კონცერტზე ერთად გამოვდიოდით და ვერც ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ეს მეგობრობა სხვა ურთიერთობაში გადაიზრდებოდა, მაგრამ მოგვიანებით ერთმანეთი შეგვიყვარდა, ოჯახი შევქმენით და ახლა ორი შვილი გვყავს. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და უკვე 9 წელია, რაც დავქორწინდით. ყველაფერში ერთმანეთს ვგავართ, ერთნაირი ინტერესები გვაქვს.
- ამერიკაში რატომ წახვედით? რატომ თქვით უარი საკუთარ ქვეყანაში წარმატებულ კარიერაზე?
- საქართველოში ნამდვილად წარმატებულები ვიყავით ჩვენს საქმეში. მოგეხსენებათ, "ერისიონი" ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, მაგრამ მე და ლაშას გვინდოდა, ე.წ. ამერიკული ოცნება აგვეხდინა და დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ წამოვედით ფილადელფიაში. ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ საქმე, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვაკეთებდით, აქაც გაგვეკეთებინა და პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული ცეკვებისთვის. საბედნიეროდ გაგვიმართლა და მამა საბას კურთხევით მოვხვდით Dancing crane-ში, რომელიც ქართული კულტურის ცენტრია ამერიკაში. ამ ანსამბლთან ერთად ვმუშაობთ, გვაქვს კონცერტები როგორც ფილადელფიაში, ასევე სხვა ქალაქებში. ჩვენს ცოდნას ვუზიარებთ ემიგრანტებს, მათ შვილებს, აქაურებსაც და ვცდილობთ შევქმნათ რაღაც ახალი, რაც მამა საბას კურთხევით და შეწევნით, წარმატებულად გამოგვდის.
- დიდია ქართველი ემიგრანტების მხრიდან ქართული ცეკვით დაინტერესება?
- წარმოუდგენლად დიდი ინტერესი აქვთ. დასაფასებელია ყველა ემიგრანტი, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს და ცდილობს, მის შვილებს ქართული კულტურა და ენა არ დაავიწყოს. დღეს საქართველოში არ უნდათ ქართული არაფერი, მაგრამ აქ მცხოვრები ემიგრანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ შვილებს უყვარდეთ საქართველო, ქართული ენა, კულტურა, ხელოვნება და ხალხი.
- ემიგრაციის პირველი დღეები ალბათ, ძალიან რთული იყო...
- ამას მხოლოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მიუხედავად იმისა, რომ აქ უამრავი მეგობარი და ახლობელი დაგვხვდა, პირველი დღეები იყო ძალიან რთული. გაგვიჭირდა შვილებისა და ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა. თბილისში სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა, სულ ჟრიამული იყო ჩვენს სახლში და ამერიკაში როცა აღმოვჩნდით, ამ სითბოსა და სიყვარულის გარეშე ძალიან გაგვიჭირდა. სამ თვეში ყველაფერი დალაგდა, Dancing crane-ში დავიწყეთ მუშაობა და წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს. ჩვენც ვცეკვავთ და სხვასაც ვასწავლით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქნებ ამერიკის საზღვრებსაც გავცდეთ ჩვენი კონცერტებით. ჩვენი შვილები ისე მენატრება, ვერ გადმოგცემთ, რთულია მათ გარეშე ცხოვრება...
- მატერიალური პრობლემების გამო წახვედით საქართველოდან?
- აქ უფრო მაღალია შემოსავალი და უფრო დაფასებულია ნებისმიერი შრომა. თავდაპირველად მე და ლაშა არ ვაპირებდით დიდი ხნით აქ დარჩენას, მაგრამ სამ თვეში მივიღეთ შემოთავაზება ქართული კულტურის ცენტრისგან და ჩვენი მომავლისთვის, ამ ეტაპზე დარჩენა გადავწყვიტეთ. მიჭირს შვილების გარეშე ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს მათთვის ვაკეთებთ.
თამარ ბოჭორიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რას ჰყვება ოთხი შვილის დედა, რომელსაც მეუღლე სასტიკად მოექცა
"მერე იქნება ამბები, საცირკოდ მოსაყოლია..."
სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელს - ეკატერინე მგალობლიშვილს წინასაახალწლოდ, საცხოვრებელ კორპუსთან ვიღაცამ ავტომობილი დაუწვა.
"ეს ის ქვეყანაა, რომელმაც დედას სიცოცხლე 8 წლით გაუხანგრძლივა"
"ეს იქნება სპექტაკლი, რომელსაც წლები ვერ გაახუნებს"
ზურა ინგოროყვას, მაკა ჩიჩუას და რამაზ ნოზაძის ასტროპორტრეტი
ქართველი მოდელი, რომელსაც დაბრკოლების მიუხედავად, წარმატება ხვდა წილად
ქართველ მებრძოლს ფეხზე წამოსადგომად, ჩვენი დახმარება სჭირდება
"თექვსმეტსაუკუნოვან ქართულ პოეზიას ანა კალანდაძეზე დიდი პოეტი არ ჰყოლია!"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
3 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი