რას სთავაზობენ სადღესასწაულო დღეებში თეატრები ბავშვებს
font-large font-small
რას სთავაზობენ სადღესასწაულო დღეებში თეატრები ბავშვებს
ვიმოგზაუროთ პატარებთან ერთად, გამოგონილ დღესა და სივრცეში

ახალი წლის დღეებში თბილისის თეატრები მაყურებელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობენ. არსებული რეპერტუარის გარდა, რეჟისორები ცდილობენ, ამ დღესასწაულზე ახალი სპექტაკლებით დახვდნენ პატარებსა და მათ მშობლებს. გთავაზობთ რამდენიმე თეატრის რეპერტუარის ანონსს, რომლის გაცნობის შემდეგ, ვფიქრობთ, არჩევანის გაკეთება გაგიადვილდებათ.


თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღეში ორჯერ, მიუზიკლს "ურჩხულსა და ლამაზმანს" წარმოადგენს. ზღაპარი უკვდავ სიყვარულზე რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილი დადგა, ხოლო პროექტის ავტორი გახლავთ ამავე თეატრის მსახიობი ლევან გვაზავა. ყოველი წარმოდგენის წინ, თეატრის ფოიეში გაიმართება მუსიკალური სპექტაკლი სხვადასხვა ზღაპრის გმირის, სანტა კლაუსისა და თოვლის პაპის მონაწილეობით, საპნის ბუშტების შოუ და სხვა გასართობი ღონისძიებები.

რუსთაველის თეატრში რეჟისორები რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე მუშაობენ სპექტაკლზე "შობა ტიფლისში". წარმოდგენები 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით იგეგმება, ხოლო შაბათ-კვირას დღეში ორჯერ. ძველი თბილისის სურათებთან ერთად, სცენაზე გათამაშდება ნოველები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს სრულდებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე. მაყურებლის წინაშე გაცოცხლდება ძველი ტიფლისი, თავის ყარაჩოხელებით, კინტოებით, ხანუმებით და ეს იქნება მოგზაურობა დროში გასული საუკუნიდან დღემდე, ანუ თანამედროვე თბილისში. ფოიეში მაყურებელს ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა დახვდება, რომელთან საუბრისა და ფოტოების გადაღების საშუალება ექნებათ.

GzaPressილიაუნის თეატრში 25 დეკემბერს "თოვლის დედოფლის" პრემიერა გაიმართა. საახალწლო ზღაპარი ერთ მოქმედებად 19 იანვრის ჩათვლით გათამაშდება. სპექტაკლში დაკავებულები არიან ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ასევე, მოწვეული მსახიობები, ხოლო თოვლის დედოფლის დუბლებში არიან: მარიამ როინიშვილი და თიკო მოსულიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ მარიამ როინიშვილს თეატრში მეორედ მოუწია მუშაობამ: პირველად თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლზე "საქართველო" და ახლა კახაბერ შარტავასთან "თოვლის დედოფალი". დედოფლის როლზე, მარიამს სიმღერაც უწევს. სპექტაკლის ფინალში მასთან ერთად სხვა პერსონაჟებიც ასრულებენ სიმღერას "სიყვარული ბრუნდება". როგორც რეჟისორმა კახაბერ შარტავამ გვითხრა, ეს სიმღერა დაახლოებით 2 წლის წინ, ეკა კვალიაშვილმა დაწერა. მაშინ ეკამ დუეტი ჩაწერა კახასთან ერთად და ახლა, როცა რეჟისორმა მისი სპექტაკლში გამოყენება გადაწყვიტა, ავტორი სიამოვნებით დათანხმდა.
რეჟისორ კახაბერ შარტავას ვერსიაში, მეგობარი გერდას გადასარჩენად, რომელიც თოვლის დედოფალმა ყინულის სასახლეში გამოკეტა, თოვლსა და ქარბუქში ხიფათით აღსავსე გზას კაი დაადგება და არა პირიქით, როგორც ეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარშია. ამ გზაზე კაი ბევრ ახალ მეგობარს გაიჩენს და საბოლოოდ, ისევე როგორც ყველა ზღაპარს, მასაც კეთილი ბოლო აქვს - მეგობრობა და სიყვარული გაალღობს გაყინულ გულს და გერდა სახლში დაბრუნდება.

ახმეტელის თეატრში საახალწლო წარმოდგენები 2-13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. "კონკიასა" და "თოვლის დედოფალზე" რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა იმუშავა. "კონკია" - წარმოდგენა ზღაპრული დეკორაციითა და კოსტიუმებით, პატარების საყვარელი გმირებით კიდევ ერთხელ ამოგზაურებს მაყურებელს სიკეთისა და ბოროტების ჯადოსნურ სამყაროში.
გამბედავი გერდა, დაბნეული კაი, გულცივი თოვლის დედოფალი, ენერგიული ყაჩაღები, კეთილი ირემი, ნაზი პრინცესა, რომანტიკოსი მეფე, შეყვარებული ყვავები - ამ პერსონაჟებს ახმეტელის თეატრის სცენაზე სპექტაკლიდან "თოვლის დედოფალი" გაიცნობთ. ახმეტელის თეატრი ცნობილი დანიელი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღაპრის განსხვავებულ და საინტერესო ინტერპრეტაციას გვპირდება.

გრიბოედოვის თეატრის საახალწლო პროგრამა 28 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, სპექტაკლებს დღეში ორჯერ - 12:00 და 15:00 საათზე წარმოადგენენ. მათ შორისაა: "კარლსონის თავგადასავალი", "ფრთები ნამცეცასთვის", "მაუგლი", "მოროზკო", "ზღაპარი სალთან მეფეზე" და "საშობაო ზღაპარი", ხოლო 30 დეკემბერს პრემიერა გაიმართება რეჟისორ გია კიტიას სპექტაკლისა "ბურატინო".
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
დაუვიწყარი ურთიერთობა ძველი დროის არტისტებთან და ლევან ჩოლოყაშვილის აღმოჩენილი ნასოფლარი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი