"მკვდრებში ტირილითა და მოთქმით ვეძებდი შვილს, მაგრამ იქ არ იყო"
font-large font-small
"მკვდრებში ტირილითა და მოთქმით ვეძებდი შვილს, მაგრამ იქ არ იყო"
ქართველ მებრძოლს ფეხზე წამოსადგომად, ჩვენი დახმარება სჭირდება

1992 წლის 30 აგვისტო იყო, გაგრაში ქართველები შეტევაზე რომ გადავიდნენ. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მიიღეს ინფორმაცია, რომ რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა. იმ სადესანტო ნაწილს, რომელშიც 19 წლის ლევან ბლუიშვილიც ირიცხებოდა, თავდასხმის მოგერიება დაეკისრა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას არჩიეს, რამდენიმეს (სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ლევანი) გაეწირა თავი დანარჩენების გადასარჩენად და კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მიიტანეს. სწორედ ამ შეტაკებისას დაიჭრა ლევანი - 17 ტყვია მოხვდა და როგორც მერე უთხრეს, მიწაზე დაცემის შემდეგ "აკაემის" ავტომატიდანაც დააცალეს მთელი ჯერი. რამდენიმე წუთის შემდეგ მისგან დაახლოებით 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და ახლა მისი ნამსხვრევები მოხვდა. დედისერთა ბიჭი მართლაც, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მარცხენა ხელის ამპუტაცია დასჭირდა; თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებდა, რადგან მყესები გადაჭრილი ჰქონდა. ექიმები ეჭვობდნენ, რომ 19 წლის ლევანი ფეხზეც ვერ გაივლიდა. აი, სწორედ მაშინ, ლევანის დედამ - ზაირა ბლუიშვილმა დაიფიცა, რომ ერთადერთ შვილს ან ფეხზე დააყენებდა, ან მოკვდებოდა. დაიფიცა და სიტყვა შეასრულა კიდეც - 2 წლის შემდეგ ლევანმა გაიარა, თუმცა მას შემდეგ 23 ოპერაცია გაიკეთა. ახლა თითების ამოძრავება რომ შეძლოს, კიდევ ერთი - მყესის გადანერგვის ოპერაცია სჭირდება, ეს კი ფიზიოთერაპიის კურსთან ერთად 20.000 დოლარი ჯდება თურქეთში. ამ თანხას სხვა ხარჯიც ემატება - ლევანი მარტო ვერ წავა, მას გამყოლი სჭირდება, ვინც მოუვლის, აჭმევს, ჩაცმაში დაეხმარება... თანხის დიდ ნაწილს სახელმწიფო უწყებები გაიღებენ, მხოლოდ 3.000 ლარიღა დარჩა მოსაძიებელი, თუმცა ეს პრობლება ლევანის დედამ დღემდე ვერ მოაგვარა.
GzaPress- ეს ამბავი ძალიან მძიმე გასახსენებელია ჩემთვის, ბევრი სიმწარე ვნახე. მარტომ გავზარდე შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სოხუმში, ღვინის ტექნოლოგიურზე ჩააბარა. პირველი კურსი დახურა და აფხაზეთის ომიც დაიწყო. ლევანი თბილისში დაბრუნდა, "შავნაბადას" ბატალიონში იყო. ხშირად ვაკითხავდი, მასთან ერთად ჩემი დისშვილიც მსახურობდა იქ და ჩემი ხელით მომზადებული კერძები მიმქონდა ბიჭებთან. ერთ დღესაც ბაზას რომ მივადექი, ეზოდან გამომავალი, ჯარისკაცებით სავსე მანქანა დავინახე. ლევანმა ხელი დამიქნია და დამიძახა, - დედი, ნახვამდის, ომში მივდივარო! ძნელია იმ ტკივილისა და შიშის სიტყვებით გადმოცემა, რაც მაშინ ვიგრძენი. თურმე ბიჭებს მოულაპარაკებიათ, ქვეყნის დაცვაში თავიანთი წვლილი შეეტანათ. ლევანიც არ გაჩერდა სახლში, პატრიოტი იყო და მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, არ ნანობს თავის მაშინდელ გადაწყვეტილებას. ჯერ ხობის ბაზაში გადაიყვანეს. რომ ჩავაკითხე, იქაურობა ცარიელი დამხვდა. მითხრეს, ბიჭები ომში წავიდნენო. აღარ მახსოვს, თბილისში დასაბრუნებლად მატარებლამდე როგორ მივედი, მაგრამ მატარებელში გამოვფხიზლდი. ვაგონებით გაგრაში დაჭრილი ბიჭები მოჰყავდათ თბილისში და მათ გამცილებელს შევევედრე, რა იქნება, შემიშვი, იქნებ მათ შორის ჩემი შვილიც არის და მკვდარი მაინც ვნახო-მეთქი. ჯერ უარი მითხრა, მაგრამ რომ შემომხედა და მიხვდა, რა დღეშიც ვიყავი, შემიშვა. მკვდრებში ტირილითა და მოთქმით ვეძებდი შვილს, მაგრამ იქ არ იყო. დაჭრილი ბიჭებისგან გავიგე, რომ "შავნაბადას" ბატალიონს პირველს დაუწყია ბრძოლა - ჩვენ კი მათ შევყევით და არ ვიცით, რა ბედი ეწიათო. მე რომ სხვის შვილებს დავტიროდი, ამ დროს თურმე, ლევანი თბილისში, რეანიმაციაში უგონოდ იწვა. თენგიზ კიტოვანის, კობა კობალაძის, ავთო ჯორბენაძის და კიდევ სხვების წყალობით არის ლევანი ცოცხალი. 3 თვე აპარატზე იყო მიერთებული. არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. იმ შეტაკების დროს მხოლოდ ჩემი ბიჭი გადარჩა. თურმე ისიც ყველას გარდაცვლილი ეგონა და მორგში გადაიყვანეს. როგორც გარდაცვლილი, ისე წამოუყვანიათ თბილისში და თვითმფრინავისთვის ცეცხლი რომ გაუხსნიათ, ლევანი საკაციდან გადმოვარდნილა. თვითმფრინავში მყოფი ექიმი მიმხვდარა, რომ ცოცხალი იყო. ლევანი იხსენებს - გონზე მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით და ამის შემდეგ, საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნებაო. ჩემი დისშვილიც დაჭრილი იყო და მას უთქვამს - მე არაფერი მიჭირს, ლევანი მოძებნეთ, მგონი, მკვდარიაო. ჩემს სიძეს მოუვლია საავადმყოფოები და სეფსისის ცენტრში უთქვამთ, ერთი ძალიან მძიმე პაციენტი გვყავს, არც გვარი ვიცით, არც სახელი და ნახეთო. უნახავს და ლევანი ყოფილა. სანამ მასთან შევიდოდი, გამაფრთხილეს, თავი შეიკავე, თორემ შენს რეაქციაზე შეიძლება უფრო ცუდად გახდესო. ნერვებს რომ ვერ ვთოკავდი, რაღაც დამამშვიდებელი დამალევინეს. ამის მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ლევანის სიტყვები ჩამესმის ყურში, თურმე ვიცინოდი და მკითხა, - დედა, ნუთუ ასე გაგიხარდა, ხელი რომ მომაჭრესო? მხოლოდ იმით ვარ ბედნიერი, რომ შვილი ცოცხალი მყავს, სხვას აღარაფერს ვჩივი... ისეთი დაფასებული იყო ჩემი შვილი, იმდენად გვერდში მედგა ყველა, ოპერაციებსაც უფინანსებდნენ, აქამდე გაჭირვება არ მიგრძნია. 5 წელია, რაც პრობლემები შეგვექმნა. თავდაცვის სამინისტრო შეძლებისდაგვარად ეხმარება, ასევე ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარეც დიდ ყურადღებას იჩენს, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ ამ ბოლო ოპერაციაზე ისეთი დიდი თანხა იყო გადასახდელი, ვერანაირად ვერ მოვუყარე თავი. სულ ის მიტრიალებს გონებაში, როგორ და სად ვიშოვო ეს ფული?
P.S. ვაქვეყნებთ ზაირა ბლუიშვილის ტელეფონის ნომერს: 595 31 37 96 და ანგარიშს. იქნებ ერთად შევძლოთ საქართველოსთვის თავდადებული გმირისთვის თანხის შეგროვება...

ლიბერთიბანკი: GE25LB2100048045060422
ტერაბანკი:
ჩE50Kშ0000000000163450
(აშშ დოლარის გადარიცხვისთვის)
ჩE50Kშ0000000000163459
(ევროს გადარიცხვისთვის)
მიმღები ლევან ბლუიშვილი
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სახასიათო როლები მიყვარს, არასოდეს მითამაშია და სულ ამაზე ვოცნებობ"
ქართული რაგბის პიონერი ქალი
იქნებ შევძლოთ პატარა მარიამის დახმარება, რომ საოპერაციო ბავშვი ქუჩაში არ დარჩეს!
"მათი შექმნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება..."
"ვამჯობინებ, გავამაგრო საკუთარი კერა"
ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება ეჩქარება
გულსერ ბერიძე: "არასდროს მიგრძნია თავი დაჩაგრულად"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი