"გიორგი გახარიას სელფის გადაღება რომ ვთხოვე, არც დაფიქრებულა"
font-large font-small
"გიორგი გახარიას სელფის გადაღება რომ ვთხოვე, არც დაფიქრებულა"
რას ჰყვება ოთხი შვილის დედა, რომელსაც მეუღლე სასტიკად მოექცა


გაბელია აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა დედაა. მას ყოფილმა მეუღლემ ყველაფერი წაართვა და 25 წლის ასაკში სრულიად მარტო დარჩა, ოთხ შვილთან ერთად. პროფესიით სტილისტია და ადრე სალონებში მუშაობდა, მაგრამ დღეს ორ ადგილზე დამლაგებლად მუშაობს და შვილებს რომ არაფერი დააკლოს, არც ოჯახის დასალაგებლად გამოძახებებზე ამბობს უარს... როგორც თავად ამბობს, მისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, როდესაც არც ერთი შვილი გვერდით არ ჰყავდა, რადგან ელემენტარული პირობები არ გააჩნდა და ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ...

შვილების მიმართ დღესაც არანაირ ყურადღებას არ იჩენს მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც ელისო გაბელიას სცემდა. ის ისეთი სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო, რომ ახალგაზრდა ქალი თავის მოსაკლავად მტკვარში გადახტა და სიკვდილს პოლიციელებმა გამოჰგლიჯეს...
სულ ახლახან ელისო გაბელიამ მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული სელფით მიიქცია ჩვენი ყურადღება... დავინტერესდით, სად შეხვდა ელისო გიორგი გახარიას...
- ორი გოგონა მყავდა წაყვანილი ღონისძიებაზე - საქველმოქმედო ფონდმა "სოლიდარობის სახლი" განახორციელა პროექტი - "მე მინდა ვიყო პოლიციელი". ორგანიზატორებს მივწერე, რომ მონაწილეობა მსურდა, რაზეც სიხარულით დაგვთანხმდნენ და პოლიციის აკადემიაში მიგვიწვიეს. იქ იმყოფებოდა ბატონი გიორგი გახარიაც, მაგრამ ვერაფრით იგრძნობდი, რომ მინისტრი იყო. ძალიან უბრალო ადამიანია. იმდენად უშუალო პიროვნებაა, რომ გაოცებული დავრჩი. ბავშვებთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დადიოდა, ყველაფერს მათთან ერთად ათვალიერებდა, რითაც როგორც ჩემი შვილები, ასევე ყველა ბავშვი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო.
- როგორ მოახერხეთ მინისტრთან ერთად სელფის გადაღება?
- ბავშვებს ფოტოს რომ ვუღებდი, იმ დროს გამახსენდა მინისტრთან ერთად სელფი გადამეღო. ვუთხარი ბატონ გიორგის და ისიც დაუფიქრებლად დამთანხმდა... გამიკვირდა, რადგან მინისტრები ასეთი რამისგან თავს იკავებენ. იქ უამრავი მშობელი და ბავშვი ვიყავით, მაგრამ ყურადღებას არავის გვაკლებდა. ყველასთან მოდიოდა და გულში გვიკრავდა. შეიძლება ბევრი საჩუქარი ვერ მოგვცეს, მაგრამ სითბო და ყურადღება ყველაზე მეტად გვჭირდებოდა - ეს კი არ დაუშურებია.
- თქვენ ურთულესი ცხოვრება გამოიარეთ... თავის მოსაკლავად განწირული პოლიციელებმა გადაგარჩინათ. დღეს ოთხ შვილს მარტო ზრდით... უამბეთ მინისტრს თქვენ შესახებ?
- დიახ, მეუღლის მხრიდან სასტიკი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და თავის მოსაკლავად მტკვარში გადავხტი... დღეს ყველაფერს ვაკეთებ ჩემს შვილების კარგად ყოფნისთვის... მინისტრთან არაფერი მითქვამს, რადგან არ იყო იმის დრო, რომ იქ ჩემს პირად ცხოვრებაზე მელაპარაკა. თუმცა იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რა ჯოჯოხეთი გამოვიარე და ალბათ, მინისტრს ჩემზე ეტყვიან. ძალადობის მსხვერპლი ქალი ვარ, რომელიც ოთხ შვილს მარტო ვზრდი და თან, ბინის პრობლემა მაქვს... დიდი ძალა და ენერგია მომცა მინისტრთან შეხვედრამ. უმნიშვნელოვანესია, როდესაც ცნობილი პიროვნებისგან პოზიტივს იგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ჩემი პრობლემის შესახებ თუ შეიტყობს, დახმარებას გამიწევს... დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი კიდევ ერთხელ, ჩემს შვილებთან ერთად და ვუამბობდი ყველაფერს...
- ახლა სად ცხოვრობთ?
- ლტოლვილები შევიჭერით ერთ-ერთი გამგეობის შენობაში. იქ დროებით ვართ და არ ვიცით, როდემდე გაგვაჩერებენ. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ გამოგვყრიან, ჩვენს შვილებს ბავშვთა სახლში წაიყვანენ, რადგან ოთხივე არასრულწლოვანია. ამაზე ფიქრიც აღარ მინდა. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილები ყოველთვის ჩემ გვერდით რომ იყვნენ.
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყველა ადამიანი უნიკალურია, თუმცა ამჯერად მრავალმხრივად გამორჩეული პერსონის შესახებ უნდა გიამბოთ.
პიროტექნიკოსი, რომელიც ფილმში მძიმე კადრების რეალურთან მიახლოებაზე ზრუნავს
მე ვმღერი, ანდრეა აკომპანიატორობას მიწევს
"ყველაფრის გამო შეეძლოთ ადამიანები გაეციმბირებინათ ან დაეხვრიტათ..."
ნამდვილი სტიქია თუ წარმოსახვითი ქარაშოტი?
სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს
ქალზე ძალადობა ოჯახის ფარგლებს სცდება და ეს სოციალური პრობლემაა.
უსინათლო ქალის აქტიური ცხოვრება
რატომ შეინიღბა მწერალი ფესევდონიმით
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი