"ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვიდრე ნაგავში ჯდომა ნორმა გვგონია"
font-large font-small
"ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვიდრე ნაგავში ჯდომა ნორმა გვგონია"
საქართველოში ბრაკონიერობის ფაქტებზე თვალს ხუჭავენ(?!)

35 წლის ზაქრო სონღულაშვილი რვა წელია, საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნდა და თელავში ცხოვრობს მეუღლესა და 6 თვის იოანესთან ერთად. იქაურ ბავშვებს რაგბიში ავარჯიშებდა, ვიდრე რაგბის გუნდები არ შეერთდა. ახლა უძრავი ქონების შეფასების კომპანიაში მუშაობს და უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს გარემოს დაცვისა და კახეთის ტყეებში მობინადრე ცხოველებისა თუ ფრინველების შესასწავლად. ორი წლის წინ ფოტოხაფანგიც იყიდა და მის ობიექტივში ბევრი საინტერესო რამ მოხვდა. გარემოსდაცვით კანონდარღვევებსაც ყველაზე ხშირად, კახეთში აფიქსირებს.


- სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურულზე ჩავაბარე, თან რაგბის ვთამაშობდი. მერე, როცა თელავშიც ჩამოყალიბდა გუნდი, ჩემს ქალაქში დავბრუნდი მწვრთნელად. 2 დონის ლიცენზია მაქვს რაგბიში, ეს არის ჩემი საქმე. 2008 წელს საბერძნეთში წავედი მეუღლესთან ერთად და იქაც ვთამაშობდი. საბერძნეთში 2 წელი ვიყავით, მაგრამ ჩემი მეუღლის საბუთები ვერ მოვაწესრიგეთ და ისევ უკან დავბრუნდით.
- რაც შეეხება ბუნების სიყვარულს...
- ბავშვობიდან მაინტერესებდა ყველაფერი - ცხოველები, ფრინველები. ვიძიებდი ინფორმაციებს და ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ვიღებდი ფოტოებს, ოღონდ სამოყვარულოთი და მხოლოდ მწერებს. მერე პროფესიონალური ფოტოაპარატიც შევიძინე და კამერაც, ანუ ფოტომახე.
- როგორ ადგილებში აყენებ ფოტომახეს?
- ფოტოხაფანგის დასაყენებელ ადგილს წყლისა და ბილიკების სიახლოვეს ვეძებ. თუ წვიმიანი ამინდია ან თოვლია, ცხოველების სამყოფელს დატოვებული ნაკვალევის მიხედვით ვაგნებ. ხედს რამდენჯერმე ვამოწმებ, კამერას ხის ფესვზე ვამაგრებ და ქამარსაც მაგრად ვუჭერ, ცნობისმოყვარე ენოტმა რომ არ მოიპაროს.
- ყველაზე საინტერესო რა გადაგიღია?
- ჩემთვის ყველაფერი ახალი და საინტერესო იყო, თუნდაც ენოტისა და ტყის კატის შეხვედრა. მეგონა, იჩხუბებდნენ, მაგრამ შევცდი, მშვენივრად თანაცხოვრობდნენ და "მეგობრობდნენ". ტყეებს ვიღებ, ახლა ალპურ ზონაში მაქვს დატოვებული, სადაც შეიძლება ფოცხვერიც იყოს. ეს ტყეები ფაქტობრივად, შესწავლილი არ არის. გამოდის, რომ პირველი ვარ, ვინც აქაური ცხოველები დავაფიქსირე, თანაც ისე, რომ არ მოვკალი. შველი რომ გადავიღე, უბედნიერესი ვიყავი. ნამდვილად არ მეგონა, ნაკრძალს გარეთ სადმე თუ იქნებოდა. კამერის შემოწმება კარგი შეგრძნებაა - წინასწარ არასდროს იცი, რომელი ცხოველი ან როგორი კადრი დაგხვდება. შველი, მგელი, ტურა, მელა, ენოტი, კვერნა, მაჩვი, ციყვი, თაგვი - ყველა ცხოველი გადაღებული მყავს. ყველაზე ხშირად მაინც შველი და ენოტი ხვდება ჩემს "მახეში". ენოტი ცნობისმოყვარეა, შველს კი კამერასთან მისასვლელად კარგი მიზეზი აქვს - სპეციალურად მისთვის დატოვებულ მარილს ლოკავს. ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილან ბრაკონიერებიც, რაც არასასიამოვნოა, მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია? მონადირეებს სწყინთ, ბრაკონიერებთან ნუ გვაიგივებო, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ ორივე კლავს? ვისურვებდი, არავინ დახოცოს ფრინველები და ცხოველები.
- თვითონ არასდროს გინადირია?
- ბავშვობაში დავყავდი უფროსებს, მაგრამ არასდროს არაფერი მომიკლავს, თოფიც კი არ მჭერია ხელში. მონადირეები ხშირად ამბობენ, ჩვენი ნება რომ იყოს, საქართველოში ნადირობას რამდენიმე წლით ავკრძალავდით, ცხოველი და ფრინველი ცოტააო. თან ამას ამბობენ და თან მაინც ნადირობენ... იცით, მხოლოდ აჭარაში მიგრაციის დროს რამდენ ფრინველს ხოცავენ? ეს გარემოს დაცვის სამინისტროს არ ესმის, ვითომ არაფერი. სამინისტროს არაერთხელ მივმართე და ბრაკონიერობის ფაქტებზე პასუხი მოვთხოვე. ჩემი ასეთი აქტიურობის გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის "ფეისბუკ"-გვერდზე დამბლოკეს. მერე მინისტრის ჩარევით შეზღუდვა მომიხსნეს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისევ დამბლოკეს. ბაზარში დღესაც იყიდება უკანონოდ მოპოვებული თევზი. ამის მერე გარემოს დაცვის სამსახურებს რა პასუხი უნდა მოვთხოვო? გარდა ამისა, ძალიან მტკივა გული, როდესაც მოსახლეობა თვითონ ეპყრობა უდიერად ბუნებას. დღეს გავაზში ვიყავი და 32 სარწყავი არხი ნაგვით იყო სავსე, ეს ხომ ჩვენი, ხალხის ბრალია? გული მისკდება ამის შემხედვარეს. ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვიდრე ნაგავში ჯდომა ნორმა გვგონია.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი