ფერადი გოგოს სევდა
font-large font-small
ფერადი გოგოს სევდა
"რატომღაც ბაბუა სახლში სიმღერას მიკრძალავდა"
"საქართველოს ვარსკვლავის" ყველაზე ფერადი მონაწილე - პინი კაპანაძე ფინალურ ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა მის მიმართ ინტერესი და სიმპათია უამრავმა ადამიანმა გამოხატა. პინა 24 წლისაა, მულტიარტისტობა სურს, ხატავს, წერს მუსიკას და ტექსტებსაც, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით, ამაყობს საუკეთესო მეგობრებით. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო გოგოა, განსხვავებული სამყაროს მქონე და კიდევ - ადვილად არასდროს ნებდება. ამაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა მის ცხოვრებაში იყო სირთულეები, რომლებიც გადალახა მხოლოდ სიყვარულითა და პოზიტიური განწყობით. თავისი გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ნანახმა ერთმა პოსტმა კონკურსანტი სევდიან ხასიათზე დააყენა. ამ ემოციურ პოსტს, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობას კარგად ასახავს, გვერდი ვერ ავუარე.


"ჩემს შვილს, პინის რუსთავის მე-17 საპყრობილის მე-9 საკნიდან.
ვწუხვარ, რომ ახლა ვერ ვარ შენ გვერდით მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდები. უსამართლო სასამართლოს და განაჩენის გამო მე გამოვტოვე ჩემი შვილების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. სახელმწიფომ 5 წლის წინ გამომკეტა 4 კედელს შუა, როცა მე ქვეყნისთვის ჩემი საქმით ბევრი უნდა გამეკეთებინა და მთავარი - ჩემი შვილები გზაზე უნდა დამეყენებინა. მიხარია, რომ შენს გადაწყვეტილებაში დიდი წვლილი შევიტანე, დამიჯერე და გახვედი. ახლა მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა შემიძლია. გუშინ ვნახე შენი გამოსვლა, სიამაყისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი და უფრო ამაღელვებელი იყო ის, რომ იმ ტელევიზიით გნახე, რომელსაც 20 წელი ვემსახურე. მიხარია, რომ დაუბრუნდი შენს თავს ყველა სირთულის მიუხედავად! ეს ბევრად ადრე იქნებოდა, რომ არა ჩემი ჩამოცილება თქვენთან, ჩემს ოჯახთან. ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. აქ, 4 კედელს შუა ყოველთვის უფრო სენტიმენტალური და მგრძნობიარე ხდები ადამიანი. აქ რჩები საკუთარ მოგონებებთან, ემოციებთან, ქრონიკულ მონატრებასთან ერთად. არ გცილდება მუდმივი მტანჯველი უსამართლობის განცდა. ყოველი დღე იმედის გაცრუების 24-საათიანი ციკლია. როცა პატარა იყავი და თვალებში გიყურებდი, ვგრძნობდი, რომ 5 წლისაც კი შენ იყავი ჩამოყალიბებული პიროვნება, მდიდარი სულიერი სამყაროთი; ვგრძნობდი შენს მაგიურ ენერგიას და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ეს გოგო ძლიერი და საოცარი ადამიანი გაიზრდება! თითქოს არც ვღელავდი შენზე, რაშიც არ შევცდი. მადლობა დედაჩემს - თამილას, რომ ასეთი კარგები გაგზარდათ ორივე, შენ და მარიამი! ეს გამოსვლა კი ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე საუკეთესო პერფორმანსია, რაც კი მინახავს ქართულ სცენაზე. იმედია, ინდივიდუალიზმი, ქარიზმა და მუსიკალური ვერსიის უნიკალური ხედვა დაფასდება და ამჯერად მაინც "თოხით ხელში" არ წარვდგებით "ევროვიზიაზე". მიხარია, რომ ჩემი დახმარების გარეშე შეძელი, თვითნაბადი ნიჭით გამხდარიყავი ის, ვინც ხარ! იმედი მაქვს, მალე გნახავ არა შუშის მიღმა, არა ტელეფონის ყურმილის მიღმა, არამედ პირისპირ! და გეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენით!"
GzaPress- ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. 7 წლიდან ბებია გვზრდიდა მე და ჩემს დას, რადგან მშობლები განქორწინდნენ. დედას ცალკე ოჯახი აქვს, მამა უკვე 5 წელია ციხეშია. უსამართლო განაჩენი აქვს, 9 წელი მიუსაჯეს - თავდაპირველად მარიხუანას მოხმარების გამო დააკავეს, მერე გასაღებაც დაუმატეს. დღემდე ვიბრძვით სიმართლის დასადგენად. მამა იმ პერიოდში დააკავეს, როდესაც ახალ მნიშვნელოვან პროექტს იწყებდა - ის 20 წელი მთავარ რეჟისორად მუშაობდა პირველ არხზე. რა ბარიგობა, როცა იმ დროს ისე უჭირდა, რომ სწორედ დაკავების პერიოდში მაღაზიაში 200 ლარი ვალი ჰქონდა და ბებიას ართმევდა სიგარეტის ფულს, მხოლოდ მე ვმუშაობდი მაშინ. არ მიყვარს ამაზე საუბარი. რატომღაც ბევრს ჰგონია, რადგან ციხეშია, აუცილებლად დამნაშავეა. მამასთან კიდევ უფრო კარგი და ახლო ურთიერთობა სწორედ მისი ციხეში ყოფნის პერიოდში ჩამომიყალიბდა. აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი მუსიკალური გემოვნება გვქონია. თავის დროზე თურმე, ისიც ჩემნაირი მეამბოხე იყო, იმდროინდელ პანკ-ჯგუფებში უკრავდა საქსოფონზე. როდესაც ტელევიზიით უნახავს გამოსვლა, ჩემი დისთვის დაურეკავს და პოსტი დაუწერინებია. უცებ ვხედავ, რომ სანდრო კაპანაძე აზიარებს ჩემს ვიდეოს. გული რა დღეში მქონდა, ვერ წარმოიდგენთ. ვკითხულობდი მის სიტყვებს და თან ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა.
- იმედია, მალე ერთად იქნებით. ამ ყველაფერმა ალბათ, გარკვეულწილად იმოქმედა შენს ჩამოყალიბებაზეც, ხომ?
- ისეთი, როგორიც დღეს ვარ, სწორედ განვლილმა ცხოვრებამ შემქმნა. არ მიყვარს იმის თქმა და წუწუნი, რომ რთული ცხოვრება გამოვიარე, მაგრამ იოლი არ ყოფილა. ბევრჯერ გადამარჩინა ჩემმა პოზიტიურმა და ხალისიანმა დამოკიდებულებამ - ყოველთვის, როდესაც ცუდი რამ მოხდებოდა, თავს ვიიმედებდი, აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი-მეთქი და ამან გადამარჩინა. გარდა ამისა, ჩემს დაზე ზრუნვაც მმატებდა მეტ ძალასა და ენერგიას - მინდოდა, მას არ ეგრძნო პრობლემები, არ განეცადა, არ დაენახა და ამიტომ ვცდილობდი, სულ კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. ასე ჩამომიყალიბდა მებრძოლი ხასიათი. არ არსებობს ჩემთვის სირთულე, რომელიც გადაულახავი იქნება. ყველაფერი მაძლიერებს, ყველაფრისგან ვცდილობ მივიღო დადებითი და არა - უარყოფითი ემოცია.
- ახლა ის მითხარი, რატომ გეძახიან პინის და ფერად გოგოს?
- პინი მეგობრებმა დამარქვეს ბავშვობაში და დღემდე შემომრჩა. თავიდან პინ-კოდს მეძახდნენ, შემდეგ შემოკლდა და პინი შემრჩა იმის გამო, რომ ყოველთვის ჩემი აზრი გამაჩნდა ყველაფერზე და ჩემი სამეგობროსთვის ხანდახან უცნაური და გაუგებარი იყო ჩემი დამოკიდებულებები... ჩემთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი და ის, თუ როგორ გამოვიყურები. როცა ტანსაცმელს ვყიდულობ, ჩემი გემოვნებით ვცვლი - ვახატავ, ვაქარგავ ან ვაკერებ რამეს, რათა მაქსიმალურად "ჩემი იყოს". მით უმეტეს, როცა სცენაზე დგახარ, მნიშვნელოვანია, გამოირჩეოდე არა მარტო შემოქმედებით, არამედ გარეგნულადაც. 14 წლის ვიყავი, თმა წითლად რომ შევიღებე. ეს იყო პროტესტიც, საკუთარი თავის ძიებაც. ყველა ამბობდა ჩემზე, რომ უცნაური ვიყავი. ვიცოდი, ცუდს არაფერს ვაკეთებდი, თუმცა მომიწია ადამიანების აგრესიასთან გამკლავებამ. ბევრჯერ უთქვამს ბებოს, - სახლში გვიან არ მოხვიდე, მეშინია, ვინმემ რამე არ გითხრასო.
- ყველაფერში თვითნასწავლი ვარო, მითხარი...
- ასეა, ვოკალშიც არასდროს მყოლია პედაგოგი. ვფიქრობ, ეს მუსიკალურობა მამის მხრიდან ბებია-ბაბუასგან მერგო. ბაბუა პიანისტი იყო, ბებია კი - მუსიკის მასწავლებელი, თუმცა ბაბუას რატომღაც არ უნდოდა, მუსიკას გავყოლოდი და სახლში სიმღერას მიკრძალავდა. მე კი სულ მინდოდა, მუსიკაზე მევლო, ყოველ სექტემბერს მპირდებოდნენ, მაგრამ ტყუილად. როდესაც შინ მარტო ვრჩებოდი, მხოლოდ მაშინ ვმღეროდი. მახსოვს, 10 წლის ვიყავი, ჩემი თანაკლასელები ოთახიდან რომ გაიკრიფნენ, პიანინოს მივუჯექი და უცებ, ჩემთვისვე მოულოდნელად, რაღაც კომპოზიცია დავწერე. რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი, ის გამოვხატე. რომ მივიხედ-მოვიხედე, ბავშვები გაოცებულები მიყურებდნენ და მეკითხებოდნენ: როგორ, შენ უკრავო? - არა, ხომ იცით, არც კი დავდივარ-მეთქი. ამის მერე სამშაბათობითა და პარასკეობით, როცა დაზუსტებით ვიცოდი, რომ სახლში 6 საათამდე არავინ იქნებოდა, სპეციალურად ვრჩებოდი და ვუკრავდი. დღეში ხან 10 სიმღერას ვწერდი საკუთარ ლექსებზე. ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტიკურზე მოვხვდი, მაგრამ სწავლა არ გავაგრძელე. პროფესიით ოპერატორი ვარ, თუმცა არასდროს მიმუშავია. მე ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ და რასაც განვიცდი, მაქვს სხვადასხვა ენა გრძნობების გამოსახატავად - შემიძლია გამოვხატო სიმღერით, ლექსით, მუსიკით, ფერებით და მიხარია, რომ შემიძლია სხვადასხვა ენაზე ვთქვა ჩემი სათქმელი.
- თავდაჯერებულობა მაკლიაო, - აღნიშნე საუბრისას. აბა, როგორ მიიღე "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობის გადაწყვეტილება?
- წარმოდგენაც არ მქონდა ამ პროექტზე და არც მინდოდა რომელიმე პროექტში მონაწილეობა. ჯერ ერთი, ბოლო 3 წლის განმავლობაში აღარ მიმღერია, მეორე - კონკურსები არასდროს არ მომწონდა, თან ვმუშაობდი და შესაბამისად, დრო არ მრჩებოდა. მეგობრები ყოველთვის წუხდნენ ამის გამო და სულ მაგულიანებდნენ, მემღერა. როდესაც არ ვმღერი, უაზრო ემოციებით ვივსები და რადგან ვერ ვიცლები ამ ემოციებისგან, ამიტომ მერე ცუდად ვარ. ამას ხომ ყველა ამჩნევს. ჰოდა, ჩემს მეგობარს - ცისია როსტიაშვილს ანკეტა ისე შეუვსია, რომ არც კი მითხრა.
- მერე რა მოხდა?
- იმ პერიოდში მიმტანად ვმუშაობდი, დამირეკეს და მითხრეს, "საქართველოს ვარსკვლავიდან" ვართ, ხვალ აქა და აქ უნდა მოხვიდეო. უცებ ისე გავნერვიულდი, რომ ავკანკალდი, ცრემლები წამომივიდა, შევედი ინტერნეტში და ინფორმაცია მოვიძიე ამ პროექტის შესახებ. თან პარალელურად გამოძიება დავიწყე (იცინის) და დავწერე სტატუსი, - მითხარით, ჩემ მაგივრად ანკეტა ვინ შეავსო, დამირეკეს, მაგრამ მაინც არ წავალ-მეთქი. წადიო, მწერდნენ მეგობრები. ცისიამ თავიდან უარყო, მე არ ვყოფილვარო, კასტინგის შემდეგ აღიარა სიმართლე. წასვლას მართლა არ ვაპირებდი, მაგრამ მენეჯერმა არ მომასვენა, - წადი, სამსახურიდან გათავისუფლებო. რისი ტექსტიც მახსოვდა, ის სიმღერები შევასრულე. ძალიან ვნერვიულობდი, ბევრჯერ გადავიფიქრე - მეშინოდა, მე ხომ არც შესაბამისი მუსიკალური განათლება მქონდა და არც გამოცდილება. კიდევ კარგი, მართლა უარი არ ვთქვი მონაწილეობაზე. ამ სიყვარულისთვის ნამდვილად ღირდა - 3 დღის მანძილზე ხელიდან არ გამიშვია ტელეფონი, ვიჯექი და მესიჯებს ვპასუხობდი, თან ვტიროდი და ისე.
- პინი, ცრემლები მოგერია, როდესაც გაიგე, რომ ათეულში ვერ მოხვდი. მესმის, გული ძალიან დაგწყდა, მაგრამ ალბათ კიდევ შეგვახსენებ თავს...
- აუცილებლად. ამ პერიოდში ისე ავად ვიყავი, თითქმის აკრძალული მქონდა სიმღერა, ვმკურნალობდი. გამოვჯანმრთელდები და ორმაგი ენერგით შევუდგები საქმეს. ვეცდები, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო საზოგადოებას.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი