არდაშელ თაქთირიძის ადამიანური ნოველები
font-large font-small
არდაშელ თაქთირიძის ადამიანური ნოველები
რატომ შეინიღბა მწერალი ფესევდონიმით

58 წლის გიორგი თაქთაქიშვილი პროფესიით ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი გახლავთ. ჰყავს მეუღლე - თამარ ჯავახიშვილი, 3 შვილი და
5 შვილიშვილი. სოციალურ ქსელებში მას როგორც არდაშელ თაქთირიძეს, ნოველების ავტორს იცნობენ. კარგა ხანს მეუღლემაც არ იცოდა, რომ არდაშელი, რომლის ნაწერებსაც სიამოვნებით კითხულობდა, მისი მეუღლე იყო. ბატონი გიორგი ისეთივე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, როგორიც მისი ადამიანური, სიკეთით სავსე ნოველებია.


- პროფესიით კარგა ხანს ვმუშაობდი და საკმაოდ წარმატებული კარიერაც მქონდა, ვიდრე ქვეყანა არ აირია. სტამბაში დავიწყე მუშაობა, საგამომცემლო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მერე კი საკუთარი სახლი სასტუმროდ გადავაკეთე და ახლა, როგორც პენსიონერი, ისე ვცხოვრობ - მყავს შვილები და შვილიშვილები, ვწერ და დროს იმ საქმეს ვუთმობ, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ემოციებით მავსებს.
- პირველად კალამი 3 წლის წინ ავიღე ხელში, მანამდე სკოლის თემაც კი არ მქონდა დაწერილიო, - ე.ი. ჰუმანიტარული საგნები არ გიყვარდათ?
- უფრო ტექნიკური საგნები მომწონდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვა არ მიყვარდა. ბებიაჩემი შარაშენიძის ქალი იყო, ქართულის მასწავლებელი და მან შემაყვარა წიგნი. ერთ დღეს თუ თვითონ წაიკითხავდა გარკვეულ ნაწილს და მომიყვებოდა, მეორე დღეს ახლა უნდა წამეკითხა და მომეყოლა მისთვის. ხშირად ვკამათობდით წაკითხულის გამო, ვაანალიზებდით. ახლაც, დღე ისე არ გავა, რომ არ წავიკითხო, სხვანაირად ვერ დავიძინებ.
- ალბათ, როდესაც ბევრი ემოცია და სათქმელი გროვდება, სწორედ მაშინ იწყებ წერას - ეს ხომ საკუთარი განცდების მკითხველამდე მიტანის ერთ-ერთი საშუალებაა. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა, წერა როგორ დაიწყეთ?
- როდესაც აქტიურად ვიყავი ჩართული საგამომცემლო საქმიანობაში და მასალებს ვკითხულობდი, ხშირად ვფიქრობდი - ამას მე ასე არ დავწერდი, სხვა კუთხით შევხედავდი, ვაიმე, როგორ გაუფუჭებია მასალა... ერთხელაც უბრალოდ მომინდა დამეწერა ის, რაც ჩემში იყო - ნაგრძნობი, მოსმენილი თუ ახლობლების თავს გადახდენილი. ჩემი პირველი ნოველა იყო "ნადარბაზევის ტბა" და გეტყვით, ეს იდეა როგორ გაჩნდა: 3 წლის წინ ბორჯომში მივდიოდი მეუღლესთან ერთად. გავიარეთ დიდი რენე, პატარა რენე. ვკითხე, იცი, რენეს ისტორია-მეთქი? მოვუყევი რაღაც ამბავი და დაიჯერა. მოგატყუე, ასე არ იყო, ჩემი მოგონილია-მეთქი, ვაღიარე მალევე. იქიდან დაბრუნებულმა მეორე ისტორიაც მოვუყევი და ისიც დაიჯერა. თბილისში ჩამოსულმა ვუთხარი, რომ ის მეორე ამბავიც მოვიგონე. მოკლედ, ეს ამბავი დავწერე. ერთ დღეს სამსახურიდან სახლში მისულს ცოლი გამომეგება, - იცი, შენ რომ მიამბე, სოციალურ ქსელში ვიღაც მსგავს ისტორიას წერს და როგორც ჩანს, მართალი ყოფილა. კარგად კი წერს. ნეტავ, ვინ არის ეს არდაშელ თაქთირიძე, ხომ არაფერი იციო? - ეგ ვიღა ოხერია-მეთქი? - გავიკვირვე ყასიდად. - მართლა კარგად წერს, აი, მისმინეო და ჩემი ნოველა წამიკითხა. - სულელია ვიღაცა, შემეშვი, რამე მაჭამე-მეთქი! - შენ ლიტერატურის რა გესმის, უხეში სული გაქვსო!.. შარშან ახალ წელს, ჩემი სურათი რომ დავდე, გადაირია, რამდენიმე დღე აღარ მელაპარაკებოდა, ძლივს შემოვირიგე და ამავდროულად, ამაყობდა კიდეც (იცინის).
- ალბათ განსაკუთრებულად ღელავდით, როდესაც მკითხველისგან პირველ შეფასებებს ელოდით.
- თავიდან მართლაც მეშინოდა, როგორ შემხვდებოდა მკითხველი, ამიტომ შევინიღბე ფსევდონიმით. ალბათ მკითხავთ, ფსევდონიმად არდაშელ თაქთირიძე რატომ ავირჩიე. XVI საუკუნეში სამცხედან ქართლში გადმოსული თაქთაქ თაქთირიძის შვილები - არდაშელი და ელიზბარი ორი გვარით იწერებოდა, თაქთირიძე-თაქთაქიშვილებად. არდაშელი იყო პირველი თაქთაქიშვილი, ჩემი შორეული წინაპარი. შიშით და კანკალით ველოდებოდი პირველ შეფასებებს. რამდენიმე კარგმა ლიტერატორმა შემაქო მაშინ და ამან გამამხნევა.
GzaPress- ნოველა, რომელსაც ყველაზე დიდი მოწონება ხვდა წილად, რომელია?
- ბევრი ნამდვილი ამბავია რეალობიდან აღებული და ყველა განსაკუთრებულია ჩემთვის. ისინი ჩემი სულის ნაწილია, ჩემთან ერთად ცოცხლობენ და ვისურვებდი, როცა მოვკვდები, ჩემთან ერთად არ დაიმარხონ. ხშირად მწერენ, ასე არ უნდა დაგეწერა, ცუდად მოიქეცი; ასე რომ დაასრულე ნოველა, ამას არ გაპატიებთო. მეც მინდოდა, ესმერალდა კვაზიმოდოს გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ ასე სად არის, ჰიუგოს ხომ ვერ ვუსაყვედურებ ამის გამო? კარგი მწერალი უფრო ბევრია, ვიდრე კარგი მკითხველი. კარგი მკითხველი იმასაც კი უნდა მიხვდეს, რაც მწერალს არ უფიქრია. მე მყავს რამდენიმე ასეთი მკითხველი, რაც მახარებს.
- "მაშო ბებოს" ბევრი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ეს რამ გამოიწვია?
- მწერდნენ, როგორ ლაპარაკობთ ჯარისკაცის ცოლზე, ეს მიუღებელიაო. ეს ნამდვილი ამბავია, ოღონდ, რა თქმა უნდა, მწერლის კალმით შელამაზებული. მე მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს, ვწერ იმას, რაც მომწონს და მსიამოვნებს. ზოგიერთ მკითხველში გამოწვეული აგრესიული რეაქციის გამო ამ ნოველის გამოქვეყნების შემდეგ იძულებული გავხდი, დამერთო ასეთი შინაარსის კომენტარი:
ერთი მხრივ, ქმრის მომლოდინე, ქმარზე უზომოდ შეყვარებული სკლეროზიანი მაშო ბებო, რომელიც გონებით ისევ ძველ დროში ცხოვრობდა; მეორე მხრივ, შვილები, რომლებმაც უპატრონოდ მიატოვეს მოხუცი; მესამე მხრივ, გარეწარი მეზობლის ბიჭი, რომელმაც მოხუცის ავადმყოფობით და მარტოობით ისარგებლა და მეოთხე მხრივ, ქმრის დაბრუნების იმედი, რომელიც მაშო ბებოს აცოცხლებდა და გარდაიცვალა, როცა იმედი მოესპო. მაშო ბებო თანაგრძნობას იმსახურებს, შვილები გაკიცხვას, მეზობლის ბიჭი სასჯელს (იმედია, ციხეში 4 წელი 20 წლად მოეჩვენებოდა), ხოლო იმედი - იმედი ბოლოს კვდება. ერთმა ნახევარგვერდიანმა ნოველამ მეტი რაღა უნდა დაიტიოს? მიკვირს იმათი, ვინც მსაყვედურობს, ეგ როგორ დაწერეო.
- თქვენს ნაწერებს შეიძლება დავარქვათ ადამიანური ნოველები - წერთ იმაზე, რაც ადამიანის სულს ეხება; იმ გრძნობებზე, რასაც დღეს ვინაკლისებთ?
- ასეა, რაც გვქონდა, აღარ გვაქვს და გვენატრება, ყოფითია წინა პლანზე. ამიტომაც ვცდილობ, სულიერი წამოვწიო წინ. გრძნობები ალამაზებს და სტიმულს აძლევს ჩვენს სულიერ ცხოვრებას, მატერიალური ყველაფერი წარმავალია. როდესაც ამ ქვეყნიდან წავალთ, არავინ იტყვის ჩვენზე, კარგი ბიჭი იყო, დიდი ფული ჰქონდაო. იტყვიან, კარგი ადამიანი იყო, სიკეთეს თესავდაო.
საერთოდ, სიტყვას დიდი ძალა აქვს. მწერლობა რეალობას ცვლის და ახლებურად გააზრებინებს ბევრ რამეს. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იტყვი, რა ხერხით, როგორ დაალაგებ სათქმელს... მე ვცდილობ, სიტყვების მინიმიზაცია მოვახდინო - სათქმელი რამდენიმე სიტყვაში ჩავატიო და ამით გავუფრთხილდე მკითხველის დროს. მრავალსიტყვაობა, ჩახვეული წინადადებები არ არის საჭირო. იაპონელებს აქვთ ასეთი ჟანრი - რაც შეიძლება ცოტა სიტყვით გადმოსცენ ამბავი. აი, ასეთ რამეს გეტყვით: მამაკაცი საწოვარათი აჭმევს თავისი ცოლის მკვლელს. წავიკითხე და უკვე მივხვდი, რომ ქალი მშობიარობას გადაჰყვა და მამა საწოვარათი აჭმევს შვილს. აქ სხვა დანარჩენი - როგორ იმშობიარა, როგორი ტკივილები ჰქონდა ქალს და როგორ მოკვდა, მეორეხარისხოვანია. სამწუხაროდ, მწერლობის სრული დეგრადაციაა დღეს, რადგან ცენზურა, კრიტიკა არ არსებობს - არ შეიძლება ყველაფერი ცუდი და ბილწი საზოგადოების წინაშე სამსჯავროზე გამოიტანო. ადრე კრიტიკოსი მწერალი კი არა, ლიტერატორი იყო და სწორად აფასებდა ნაწარმოებს. ახლა მწერლები არიან კრიტიკოსებიც, რასაც ქართული ლიტერატურის ხარვეზად ვთვლი. კიდევ კარგი, არსებობენ ისეთი არაჩვეულებრივი მწერლები, როგორებიც არიან - გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ცოცხლებზე ვამბობ ამჯერად, თორემ საუკეთესო მწერლებს ვინ მოთვლის? ამ ბოლო დროს ლაშა თაბუკაშვილის "ათვინიერებენ მიმინოს" წავიკითხე და დიდი ემოცია დამიტოვა. როდესაც წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანი შინაგანად იცვლები, აი, სწორედ ის არის ნამდვილი.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყველა ადამიანი უნიკალურია, თუმცა ამჯერად მრავალმხრივად გამორჩეული პერსონის შესახებ უნდა გიამბოთ.
პიროტექნიკოსი, რომელიც ფილმში მძიმე კადრების რეალურთან მიახლოებაზე ზრუნავს
მე ვმღერი, ანდრეა აკომპანიატორობას მიწევს
"ყველაფრის გამო შეეძლოთ ადამიანები გაეციმბირებინათ ან დაეხვრიტათ..."
ნამდვილი სტიქია თუ წარმოსახვითი ქარაშოტი?
სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს
ქალზე ძალადობა ოჯახის ფარგლებს სცდება და ეს სოციალური პრობლემაა.
უსინათლო ქალის აქტიური ცხოვრება
"რატომღაც ბაბუა სახლში სიმღერას მიკრძალავდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი