როგორ მოხიბლა ნიდერლანდელი იოჰანე შრომისმოყვარე და კეთილმა გურულმა გოგომ
font-large font-small
როგორ მოხიბლა ნიდერლანდელი იოჰანე შრომისმოყვარე და კეთილმა გურულმა გოგომ
"მოგზაურობა" სამხრეთ აფრიკაში

ნიდერლანდელ იოჰანეს ბენჟამინ ვან დერ ვესთ ჰუიზენსა და ქართველ ნინო შათირიშვილს 17 თებერვალს ქორწილი თბილისში ჰქონდათ. ნინომ ბიზნესადმინისტრირებისა და უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, ვიდრე იოჰანეს გაიცნობდა და სამხრეთ აფრიკაში გაჰყვებოდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცი საქართველოზე უზომოდ ყოფილა შეყვარებული და მისი ისტორიაც კი შეუსწავლია, ქართულის სწავლა თურმე ძალიან გაუჭირდა, მხოლოდ ელემენტარულ რაღაცებს ამბობს: "გამარჯობა", "როგორ ხარ", "ნახვამდის"... წყვილი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. ნინო ამჟამად საქართველოშია. მას დაქორწინებისა და აფრიკული ცხოვრების შესახებ ვესაუბრეთ.


- სამხრეთ აფრიკის შესახებ მანამდე ბევრი არაფერი ვიცოდი, "დისქავერიდან" თუ გამეგო რამე. მეგონა, იქ თეთრკანიანები არც ცხოვრობდნენ. ჩემი მეუღლე, იოჰანე დედით გერმანელია და მამით ნიდერლანდი. თეთრი და ცისფერთვალებაა, ქერა თმით, ტიპური გერმანელია. მან ბევრი რამ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ. ვიდრე გავიცნობდი, თურმე 5 წელი ჩამოდიოდა საქართველოში. საერთოდ, მოგზაურობა უყვარს, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ცხოვრობდა, ბიზნესმენია და ამის გამოც უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა, ზოგან ერთი წლით, ზოგან მეტი დროითაც რჩებოდა.
- თავიდან რატომ დაინტერესდა საქართველოთი?
- "ბიბისიზე" უნახავს გადაცემა საქართველოს შესახებ, დაინტერესებულა და ჩამოსულა. როგორც კი თქვენს მიწაზე დავდგი ფეხი, ვიგრძენი, თითქოს ჩემს სამშობლოში ვიყავიო. კარგად იცის საქართველოს ისტორია. თვითონაც ქრისტიანია. აღფრთოვანებულია ჩვენი რელიგიით, კულტურით, ისტორიით, ქართული სუფრით. ამჟამად სამხრეთ აფრიკაში ვცხოვრობთ, მაგრამ თავის სამშობლოდ საქართველოს უფრო მიიჩნევს. გიჟდება, ისე უყვარს აქაურობა. წლების წინ სახლიც უყიდია თბილისში და საქართველოს დასათვალიერებლად თავისი ოჯახის წევრებიც ჩამოუყვანია თურმე - შვილი, პირველი ქორწინებიდან და დედა.
GzaPress- მომიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ?
- იმ დროს, როდესაც იოჰანე გავიცანი, საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე - სახლი და სამსახური, კარიერა - მხოლოდ ეს იყო ჩემი საფიქრალი. საერთო სამეგობრო წრეში შევხვდი, 8-9 თვე ვწერდით ერთმანეთს და როცა უკვე შეხვედრები დავიწყეთ, მალევე გადავწყვიტეთ დაქორწინებაც, 2017 წლის ივნისში. ის 42 წლის იყო, მე - 32-ის. მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა განცდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. იმდენად ბევრი რამ იცის ჩვენ შესახებ, არ მქონდა დისკომფორტი, რომ უცხოელი იყო. ლამის მთელი საქართველო აქვს ფეხით შემოვლილი და ისეთი ადგილებიც იცის, მეც რომ არ მაქვს ნანახი. ყველაზე მეტად კახეთი და რაჭა მოეწონა. საერთოდ, ბუნება ძალიან უყვარს.
- რამ მოგხიბლა მასში?
- მომხიბლა გარეგნობამ და იმანაც, რომ ასაკით ჩემზე უფროსი იყო, შესაბამისად - სერიოზული. საერთოდ, მიყვარს შინაგანად ღრმა, საინტერესო პიროვნებები. სულ მინდოდა, რომ მამაკაცი, რომელსაც ავირჩევდი, ყოფილიყო ჩემზე მეტად განათლებული, ძლიერი, მყარი ადამიანი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მაინტერესებდა ბიზნესის სფერო, როგორ შეიძლება დაიწყო ნულიდან და როგორ განავითარო, ამის შესახებ ბევრი კითხვა მიჩნდებოდა და ამ მხრივაც გამიმართლა - მას სამშენებლო კომპანია აქვს. ერთნაირი გემოვნება აღმოგვაჩნდა მუსიკაშიც, ხელოვნებაშიც. იოჰანეს მშობლები ინტელიგენტი ხალხია. უნდა ვთქვა, რომ მე მაკვირვებს მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება - როგორ უყვართ შვილები, როგორი კარგი ქრისტიანები არიან, როგორი ღირებულებები აქვთ, გაოცდები. ვერაფერს ვიხსენებ, რაც არ მომწონს ან უარყოფითია მასში, სულ გაოცების ეტაპზე ვარ (იცინის). ერთგულია. ზუსტად იცის, რა მოსწონს და რა უნდა, არ უყვარს "გაურკვეველი" ადამიანები - არც წყალი რომაა და არც ღვინო. ამ ყველაფრის გამო სულ ვამბობ, პრინცი ვიპოვე, ღმერთმა გამომიგზავნა-მეთქი.
- თვითონ რას ამბობს ქართველ ქალებზე ან შენ რას გეუბნება, რატომ მომეწონეო?
- როგორც ამბობს, უბრალო, უშუალო დამოკიდებულებამ მოხიბლა. საოცარი ნდობა გაუჩნდა ჩემ მიმართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მეორედ დავქორწინდებოდი, თურმე საერთოდ არ მცოდნია, რა არის სიყვარული და მადლობა უფალს, ჩემთვის საჩუქარი ხარო. შრომისმოყვარე და კეთილი ხარ, შენი გული მიყვარსო, - ამასაც მეუბნება ხოლმე. ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი ხასიათი, დამეთანხმება, რომ მართლაც ასეთი ვარ - თვითონაც რომ არაფერი მქონდეს, მაინც გამოვნახავ გზას სხვის დასახმარებლად; ერთ ლოყაში რომ გამარტყან, მეორეს მივუშვერ; ვცდილობ, ადამიანებს არ ვუმტრო, სიკეთე ვაკეთო და ბევრი ვიშრომო. ალბათ, ეს ყველაფერი დაინახა და შეამჩნია. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი კაცები პრინცესებივით აცხოვრებენ ცოლებს და უზომოდ ყურადღებიანები არიან, უცხოელი ქალები ამას ნაკლებად აფასებენ და ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულები არიან, ერთგულება არ იციან. ქართველ ქალებზე იძახის, რომ ძალიან მშრომელები არიან, მამაკაცები კი, ცოტა არ იყოს, ზარმაცებიო.
- გურულებმა როგორ მიიღეს უცხოელი სიძე?
- ჩემი მშობლები გურიაში ცხოვრობენ. ინგლისური არ იციან და ამის გამო თარჯიმნობა მიწევს. კიდევ კარგი, იოჰანე უშუალო ადამიანია და არავისთან ურთიერთობა არ უჭირს. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ არასდროს არავინ მომწონდა და ეშინოდათ, ალბათ ყველას დაიწუნებსო. ამ თემაზე საუბარიც არ მიყვარდა. ხომ იცით, როგორ იციან ნათესავებმა და ახლობლებმა აქტიურობა. როდესაც რეალობის წინაშე დავდექი და გადავწყვიტე მშობლებისთვის მეთქვა, იოჰანემ შემომთავაზა, თუ საჭიროა, შენს ოჯახში ხელის სათხოვნელად მოვალო. ჯერ მე ვარჩიე მათთან დალაპარაკება, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მომიწევდა იმის თქმა, რომ ჩემი რჩეული უცხოელი იყო. არ ვიცოდი, ამას როგორ მიიღებდა ჩემი ოჯახი. როდესაც სათქმელი ვთქვი, მამამ მითხრა, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი გაქვს ყველაფერი. ერთადერთი რამ, რასაც შენს თვალებში ვკითხულობ, ის არის, რომ ცამდე ბედნიერი ხარ, ჩემთვის კი მთავარი ეგ არისო. იოჰანემ ყველას შეაყვარა თავი, სტუმარიც უყვარს, მისვლაც, მოსვლაც, რა თემაზე გინდა, რომ არ ესაუბროს დიდსა თუ პატარას. ჩოხატაურში რომ ჩავდივარ, მე აღარავის ვახსოვარ (იცინის). რაც შეეხება მის მშობლებს, ისინი არ ჩარეულან შვილის გადაწყვეტილებაში. 42 წლის კაცი, რომელსაც თავის საქმე და თავისი ცხოვრება აქვს, იქ თვითონ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. მისი ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მეუღლის მშობლებს დედას და მამას ვეძახი, 2 მაზლი მყავს და მათი ცოლებიც ასე მიმართავენ ქმრის მშობლებს. გამაოცა ამ პატივისცემამ.
- სამხრეთ აფრიკაში რამ გაგაოცა ყველაზე მეტად?
- მგონი, იქ ყველაფერმა გამაოცა. ქეიფთაუნი არის ოთხმილიონიანი ქალაქი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს. ოკეანის სანაპიროზეა გაშენებული. ულამაზესი, საოცარი ინფრასტრუქტურაა. გამაკვირვა ღვინის ფერმებმა, ბევრს აქვს გარეული ცხოველების ფერმაც. მხოლოდ "დისქავერზე" თუ გექნება ნანახი მსგავსი რამ - რომ მიდიხარ და ჟირაფი გადაგირბენს ან ბეჰემოთს ორ ნაბიჯში უყურებ. ამიტომ ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და ყველაზე დაუვიწყარია იქ მოგზაურობა. კიდევ ერთი რამ, რამაც გამაკვირვა, ქეიფთაუნისგან მოშორებით, გარეუბნებში ნანახი უკიდურესი გაჭირვებაა. გაგიჟდები, როცა ნახავ, როგორ ცხოვრობენ იქ, ქაღალდის ქოხებიც სიმდიდრედ ითვლება მათთვის. მსგავსი სიღარიბე არსად მინახავს. სამხრეთ აფრიკაში 55 მილიონი მოსახლიდან დაახლოებით 20 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. დღგ იქ არის 40%-ზე მეტი, 8 მილიონი იხდის სახელმწიფო გადასახადებს და ასე ინახავს იმ 20 მილიონს. მოკლედ, სახელმწიფო ზრუნავს მათზე, თუმცა ამის მიუხედავად, კრიმინალური სიტუაციის მხრივ, მგონი, პირველ ადგილზე არიან.
GzaPress
- გამოდის, რომ არც ისე უსაფრთხო ადგილას ცხოვრობთ...
- არაფერია საშიში, ქეიფთაუნში სხვა კომფორტის დონეა, 24-საათიანი კერძო დაცვა, 7 გასაღები მაინც გაქვს საკუთარ სახლში შესასვლელად. ფაქტობრივად, ფეხს მიწაზე არც დგამ, ყველაფერი პულტზე იხსნება. ქეიფთაუნი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს და განვითარებულ ქალაქად ითვლება, სახლები იქ 8 მილიონი და მეტიც ღირს, ძალიან ძვირია ცხოვრება.
- იქ ბევრი ქართველია?
- რომ ჩავედი, ყველგან ქართველებს ვეძებდი. აღმოჩნდა, რომ სულ 8 ოჯახი ყოფილა. საქართველოს საელჩოს მივწერე და ასე გავიცანი ელჩი, არაჩვეულებრივი ადამიანი ბექა დვალი. ის სხვა ქალაქშია, 3-4 საათი უნდა იმგზავრო ქეიფთაუნიდან. მისგან გავიგე, ჩემს ახლომახლო თუ ვინმე ცხოვრობდა ქართველი. ყველას დავურეკე, ყველა გავიცანი, მივედი სტუმრად, მოვიწვიე ჩემთან. მანვე გვითხრა შარშან, რომ ქართველი გოგონა, მეღვინე ანანო ვეკუა ჩამოდიოდა რამდენიმე თვით. მე და იოჰანემ ანანოც გავიცანით და იქ ყოფნის პერიოდში ყველაფერი დავათვალიერებინეთ.
- თავიდან გაგიჭირდებოდა იქაურობასთან შეგუება?
- საკმაოდ ხშირად, 4 თვეში ერთხელ ჩამოვდივართ ხოლმე საქართველოში. ახლაც აქ ვარ, ბავშვს ველოდებით და სანამ არ დაიბადება, აქ ვიქნები. იოჰანემ მითხრა, თუ უცხოეთში ცხოვრებას ვერ შეძლებ, წამოვიდეთ საქართველოშიო. მე მუდმივად სხვაგან ცხოვრება გამიჭირდება, არ შემიძლია წლობით არ ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში. მე ვარ ადამიანი, ვისთვისაც ოჯახი, გრძნობები, ურთიერთობა მნიშვნელოვანია; ვინც მიყვარს, მათ ნახვაზე დიდი ხნით უარს ვერ ვიტყვი.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მეუღლე უნდა იყოს ქალი და არა მხოლოდ მოსამსახურესთან გაიგივებული დიასახლისი"
უფლის მიერ მონიჭებული უფლება, რომელსაც ერთმანეთს ვართმევთ
"ჯარისკაცის მამაში" ტანკებსა და ხიდზე წარწერები, ყველა დეკორაცია ჩემი გაკეთებულია"
ქეთევან კიკნაძის სევდიან-მხიარული მოგონებები
"თუ კარგი მეზობელი არ გყავს, რა აზრი აქვს იმ სახლში ცხოვრებას?!"
"ტერორის შიშის ქვეშ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება ომის რეჟიმშიც კი"
სიმონ პეტრიდისი - პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩევლის გულახდილი ინტერვიუ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2441 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1205 კომენტარი