გალაკტიონის უცნობი მუზა და ლექსი - გზაპრესი

გალაკტიონის უცნობი მუზა და ლექსი

გასული საუკუნის დასაწყისში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში ახალგაზრდა, ლამაზი ქალი - აკვილინე ცხოვრობდა. როგორც იქაურებისგან შევიტყვე, თურმე ეს ქალბატონი თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძეს შეხვედრია და თავისი გარეგნობით მოუხიბლავს კიდეც. პოეტს მისთვის აკროსტიქი მიუძღვნია, რომელიც აკვილინეს შთამომავლობას დღემდე აქვს შემონახული.

-რესის რისხვამ ვერხვის ფოთლებში გაინავარდა,

-რთოლვით მაყვალა დილის ნამს შესთხოვს წყლულის კურნებას,

-არდი ვარაყი, ია, ნარგიზი და მთის არმაშა,

-რანის სიამაყე შეუქმნია თქვენში ბუნებას.

-ალის გრეხილით თაიგულს შევკრავ, ნილოსის მარჯნით,

-არტაშის ტალღებს გადავქოჩრავ ბროლის თითებით,

-ილოსს მოვკვეთავ ულამაზეს ოაზისს მარჯნით,

-იფელის კოშკი ვერ შეგედრება, ამაყ ქალს ვნებით.

1932 წელი.

მარი ჯაფარიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress