ხმების დიდოსტატი, რომელსაც 800-მდე ფილმზე აქვს ნამუშევარი
font-large font-small
ხმების დიდოსტატი, რომელსაც 800-მდე ფილმზე აქვს ნამუშევარი
"სტუდიაში წყლით სავსე აბაზანაც იდგა..."


"სკოლის დამთავრების შემდეგ ქარხანაში მივედი, მაგრამ ის სამუშაო საჩემო არ იყო. მერე ერთი წელი, კინოსტუდიის სადურგლო საამქროში დეკორაციებზე ვიმუშავე. ჯარში გამიწვიეს და იქიდან რომ დავბრუნდი, კინოსტუდიის ხმის ჩამწერ საამქროში მივედი. მას შემდეგ 55 წელი გავიდა..." - ამბობს რობერტ დურახანიანი, რომელიც ერთი შეხედვით უჩვეულო, მაგრამ კინოსთვის აუცილებელი პროფესიის წარმომადგენელია. თავის დროზე რეჟისორმა გია მატარაძემ სადიპლომო ფილმში "კადრს მიღმა" ამ ადამიანების - ხმაურების გამფორმებლის შრომა ეკრანზე ასახა.


- ხმაურების ჩაწერაზე ბრიგადა მუშაობდა, ისინი უკვე სპეციალისტები იყვნენ, ჩემზე დიდი ხნით ადრე მივიდნენ კინოსტუდიაში. მე კინომექანიკოსის სპეციალობა მქონდა და ცოტა ხანს ვიმუშავე კიდეც. თავისუფალ დროს ხმის ჩამწერ საამქროში მივდიოდი, სადაც ბევრი რამ ვისწავლე, მერე ბრიგადის წევრი გავხდი. ხმაურების გახმოვანების დროს მთავარია ყურადღებით იყო, სხვა პრობლემა არ არის. ეკრანს უყურებ და უნდა დაიმახსოვრო, მაგალითად, როგორ შემოდის მსახიობი, რამდენ ნაბიჯს აკეთებს... არ უნდა შეგეშალოს. რა თქმა უნდა, კადრი მუნჯურად მიდიოდა.
- რეპეტიცია არ გჭირდებოდათ?
- დამონტაჟებული სურათის თითოეული ნაჭერი (გარკვეული რაოდენობის კადრები) რამდენჯერმე გადიოდა ეკრანზე და ეს იყო რეპეტიცია. სულ რვა ვიყავით. ყველას განაწილებული ჰყავდა რომელიმე მსახიობი და თავიდან ბოლომდე იმას ახმოვანებდა, მის ხასიათში შედიოდა. თუ ვთქვათ, ჩიტის ჭიკჭიკი გვჭირდებოდა, ამ ხმას ფონოთეკიდან ვიღებდით - ასეთი ტიპის ხმები იქ ინახება. ეკრანზე რაც ხდება, ყველაფერი არის სინქრონული ხმაური - ნაბიჯები, კარის ჭრაჭუნი, კაკუნი, სუფრასთან დანა-ჩანგალი, კარის გაღება-მიჯახუნება, სირბილი, ჩხუბი, წყალში მოქმედებები... ეს ხმაურები სუფთად იწერებოდა, მერე ერთად იკვრებოდა მთელი ნაჭერი.
- წყალში მოქმედების მისაღწევად რას აკეთებდით?
- სტუდიაში წყლით სავსე აბაზანა იდგა. ფილმში "მოცურავე" მთავარი გმირი სულ ცურავს. ჩვენ ხელების მოძრაობით ვიღებდით სასურველ ეფექტს. ვთქვათ, წყალში ხტება ან ამოდის წყლიდან და ა.შ. ოთახში გვქონდა ყველაფერი - ჭურჭელი, ხორცის საკეპი, საკერავი, საბეჭდი მანქანები, ჯაჭვი, ზარი, ფიცრები, აგურები, ხერხი, ჩაქუჩი...
კომბინირებულ დარბაზში იატაკზე გადაფარებული იყო შიტები, რა ფაქტურაც გვჭირდებოდა - მიწა, ხრეში, თივა თუ პარკეტი, იმას გამოვიყენებდით. მასალა მუდმივად გვქონდა, ჩვენი მოსაძებნი არ იყო. ამ დარბაზშიც შეიძლებოდა ჩაწერის განხორციელება.
GzaPress
- გახმოვანების დროს ყველაზე რთული რა იყო?
- ჩხუბის ჩაწერაა ძნელი - დარტყმები სახეზე, ტანზე. განსხვავებული ხმა აქვს დარტყმას სახესა და ტანზე. ამ დროს ერთმანეთს ვურტყამდით და სულ დალილავებული ვიყავი (იცინის).
- ფილმების რაოდენობა ხომ არ იცით, რაზეც გიმუშავიათ?
- 1965 წლიდან მოყოლებული, ყველა ქართულ ფილმზე მიმუშავია. წელიწადში 12-14 ფილმს იღებდნენ. მაშინ გეგმა იყო და სხვათა შორის, გვაძალებდნენ კიდეც, გადაიღეთო. გარდა ამისა, მულტფილმებს ვწერდით, ტელესტუდიის ფილმებიც ჩვენთან მოჰქონდათ. კიდევ იყო კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტების სადიპლომო და საკურსო ნამუშევრები. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ერთად რამდენი იქნებოდა? დაახლოებით 800-მდეა.
- რეჟისორები ესწრებოდნენ ხმაურების ჩაწერას?
- ზოგი პირველ დღეს მოვიდოდა, - აბა თქვენ იცითო, - გვეტყოდა და წავიდოდა. დარწმუნებული იყო, რომ საქმეს კარგად გავაკეთებდით. საერთოდ, რეჟისორების უმრავლესობა არ მოდიოდა. მაგალითად, თენგიზ აბულაძე არ ესწრებოდა, უბრალოდ, რომელიმე ეპიზოდის თაობაზე დაიბარებდა რაღაცას. გოდერძი ჩოხელი ასე ამბობდა: როგორც თქვენ იცით, ისე ჩაწერეთო. ჩვენ ხომ შეცდომას არ გავუშვებდით - გამზადებულ ეპიზოდს ყურადღებით ვათვალიერებდით და თუ საჭირო იყო, ხელახლა ვწერდით.
- ზოგჯერ ბევრი დუბლი გჭირდებოდათ?
- როცა ვიღლებოდით, სინქრონი არ იყო და ვწვალობდით, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა. სერგო ფარაჯანოვი "სურამის ციხის ლეგენდას" რომ იღებდა, მემონტაჟე უკრაინიდან ჩამოიყვანა. ერთხელ ვხედავ, ეს ქალი ჩვენთან მოდის. ვიფიქრე, რაღაც არასწორად გავაკეთეთ-მეთქი. - თქვენ სანახავად მოვედი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. პირველად ვხედავ, რომ ყველაფერი ასე ზუსტად არის ჩაწერილი. ფირს როცა სამონტაჟო მაგიდაზე ვატარებდი, არც ერთი კადრი არ გამისწორებიაო. გაგვიხარდა, ამ შექებამ სტიმული მოგვცა.
- ფილმის გადაღებაზე არასოდეს ყოფილხართ?
- ჩვენ გადაღებებზე არ დავდიოდით, თუმცა, ერთხელ მომიწია წასვლამ. დათო ჯანელიძემ საკურსო ფილმში, რომელიც რეზო ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით გააკეთა, ეპიზოდში გადამიღო. ფილმს ჰქვია "განთავისუფლებული წყალი".
- ახალმა ტექნოლოგიებმა თქვენი შრომა ხომ არ ჩაანაცვლა?
- არა, ხმაურებს მაინც ცალკე ვწერთ. აი, ბოლოს გია კაჭარავას ფილმზე "კაცი" ვიმუშავე, უკვე გამოვიდა ეკრანზე. მანამდე იყო გიორგი მეგრელიშვილის "ჰამლეტი" და ზაზა ურუშაძის "სამი სახლი".
- რა გახსენდებათ, როცა ფილმებს უყურებთ? თითოეულში ხომ თქვენი წილი შრომა დევს?
- ყველაფერი მახსენდება, რაც იმ ფილმის გახმოვანების დროს ხდებოდა. გოდერძი ჩოხელის "ცოდვის შვილებში" ერთი სცენაა, ბავშვებს ძროხა მიჰყავთ მამის გამოსასყიდად - ჩაწერის დროს ქალები ტიროდნენ. მაგალითად, "ხევსურულ ბალადას" დიდი სიამოვნებით ვწერდით, მაგრამ ყოფილა ფილმები, რომლებიც არაფრით გამახსოვრდება.
- ფილმის "კადრს მიღმა" ბოლო ფრაზის მსგავსად დაგემშვიდობებით: კარგი, ბატონო რობერტ, დღეს დავამთავროთ.
- მადლობა.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
დაუვიწყარი ურთიერთობა ძველი დროის არტისტებთან და ლევან ჩოლოყაშვილის აღმოჩენილი ნასოფლარი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
204 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი