"სამზარეულოშიც სპორტზე ვფიქრობ..."
font-large font-small
"სამზარეულოშიც სპორტზე ვფიქრობ..."
ქართული რაგბის პიონერი ქალი


ანა პოღოსიანი ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდაა, რომელსაც ქართული რაგბის პიონერი ქალი ყოველი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ... გამართული, სუფთა ქართულით მოსაუბრე ჩემს რესპონდენტს ქართულ-სომხური სისხლი აქვს. ნათესავები მისი დიდი ქომაგები იყვნენ მუდამ, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც ქართველი ბაბუის გულშემატკივრობა ახსოვს...


- რამდენი წლის იყავი, როცა სპორტული ცხოვრება დაიწყე?
- ალბათ 11 ან 12 წლის ვიქნებოდი, როცა სკოლაში დავიწყე მძლეოსნობაში ვარჯიში და გავაგრძელე რამდენიმე წელი. ეს ძალიან დამეხმარა სპორტულ კარიერაში, ჯერ ფეხბურთში, მერე - რაგბის თამაშში. ფეხბურთი პატარაობიდანვე მიყვარდა და უბანში ვთამაშობდი თანატოლებთან, სქესის განურჩევლად. მაშინ ფეხბურთი ბიჭების სპორტად მიიჩნეოდა და გოგონების ფეხბურთის ორი გუნდის შეკრება წარმოუდგენელიც კი იყო, ამიტომ ბიჭებს ვეთამაშებოდი და კარგადაც გამომდიოდა (იღიმის).
- ფეხბურთს რომელი პოზიციიდან თამაშობდი?
- ვიყავი თავდამსხმელი, ასევე - ნახევარმცველიც, ეს უკვე ნაკრებში... ფეხბურთს ახლაც ვთამაშობ შიდა ჩემპიონატზე, თავდამსხმელის პოზიციიდან, როგორც "ნიკეს" წევრი!
- გამოდის, რომ ფეხბურთის დიდი მოტრფიალე ყოფილხარ...
- ფეხბურთიც მიყვარს, მაგრამ რაგბი უფრო მეტია ჩემთვის. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ რაგბის თამაშს ვეღარ ვახერხებ. რადგან აქტიურ სპორტს ვერ ველევი, ამიტომ ფეხბურთს "შევაფარე" თავი! მოკლედ, ეს ახლა იგივეა ჩემთვის, როგორც აფთიაქში შესულს ექიმის გამოწერილის ნაცვლად, მის შემცვლელ სხვა წამალს სთავაზობენ!
- და მაინც, რატომ რაგბი უფრო?
- ჩემი თავი ვიპოვე რაგბის მეშვეობით. არასდროს ისე კარგად არ ვყოფილვარ, როგორც რაგბის თამაშისას... ადრე არც კი ვიცოდი, თუ არსებობდა ქალთა რაგბი. ვინც გოგონათა გუნდი ჩამოაყალიბა - ზურაბ დუგლაძემ შემამჩნია ფეხბურთის თამაშის დროს. სადაც ნახავდა სპორტულ გოგონებს, ეპატიჟებოდა რაგბის სათამაშოდ. მუდამ ეუბნებოდა, - მოსინჯე, ეგებ მოგეწონოს, ეგებ ძალიან კარგად გამოგდისო. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, რამდენჯერმე მითხრა და ბოლოს დავთანხმდი. მოვსინჯე და მას შემდეგ ჩემთვის უფრო ძვირფასი აღარაფერი ყოფილა. სპორტის ამ სახეობას სულ სხვა გემო აქვს!
- და რა გემოა ეს?
- სახასიათო თამაშია!
- 2008 წელს ითამაშეთ "ევროპა". რით დაგამახსოვრდა ევროპის ტურნირი?
- მაშინ ძალიან ცოტა ვიყავით - მხოლოდ 9 თუ 10 მორაგბე ქალი. შვიდქალას ვთამაშობდით და მხოლოდ ორი ქალი გვყავდა "ზამენაში"! წარმოიდგინეთ, ვართ ბოსნიაში, სრულიად ახალბედები, უცხო გარემოში, თან კაპიტანი ვარ და აცხადებენ, რომ ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ლელო მე დამიდვია. ამ შედეგით ტურნეს სიმბოლურ ათეულში მოვხვდი. კიდეც გამიხარდა, კიდეც გამიკვირდა ეს შედეგი და მეტი სტიმულიც მომეცა!
- ანუ მიგაჩნია, რომ ქართული ქალთა რაგბის ისტორია 2008 წელს დაიწყო?
- ეს ისტორია უფრო 2005 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როცა ხუთმა გოგონამ დავიწყეთ თამაში...
- სად არიან ახლა ის ოთხეული, შენთან ერთად რომ დაიწყეს ქალთა რაგბი?
- ზოგმა სხვა მიმართულებით გააგრძელა მუშაობა, ზოგიც დაოჯახდა და შვილებს ზრდის. იმ პირველი თაობიდან მხოლოდ მე დავრჩი რაგბის სფეროში...
- გახსენდება მორაგბე ქალებიდან ვინმე, ვინც რომელიმე რეგიონში მოღვაწეობს?
- მაკა ტყებუჩავაც ერთ-ერთი პირველია ამ სპორტში. ის ახლა ფოთში გოგონების მწვრთნელია და მსაჯიცაა. რეგიონებში რაგბით დაინტერესებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
GzaPress
- როგორ დაიწყო შენი სამსაჯო კარიერა?
- როცა მორაგბე გავხდი, წელიწადზე ცოტა მეტი დროის გასვლის შემდეგ მსაჯობა დავიწყე. ესეც მოულოდნელი იყო ჩემთვის. ზურაბ დუგლაძემ შემომთავაზა, იმსაჯე კიდეც, მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებ ამითო, მაშინ მორაგბეებს ხელფასი არ გვქონდა... დავიწყე თანამსაჯობა, რომელიც უფრო იოლია და პასუხისმგებლობაც ნაკლებია, თან დაბალი ლიგის თამაშებს ვმსაჯობდი. მერე თამაშის მთავარი მსაჯობაც დამაკისრეს. ძალიან ვღელავდი იმ დღეს. დაბალი თვითშეფასება მქონდა. ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი და შევრცხვებოდი, მაგრამ ბედად, ყველაფერი კარგად დავასრულე.
- ცენტრის მსაჯობას ასე რატომ განიცდიდი?
- პირველ რიგში, გამოუცდელობის გამო, მეორეც - წარმოუდგენლად დიდია ცენტრის მსაჯის დანიშნულება მატჩზე. ფაქტობრივად, მთავარ მსაჯს მიჰყავს თამაში. ჩათვალეთ, რომ მსაჯს რაგბის მატჩზე იგივე დანიშნულება აქვს, რაც დირიჟორს ორკესტრისთვის. მოგეხსენებათ, ქართული რაგბი, სადაც მამაკაცები თამაშობენ, მოწინააღმდეგისთვის უიმედობის ტოლფასია და როცა ჩვენ ვამარცხებდით უცხოელებს, უთქვამთ კიდეც, ამათგან გამარჯვება გასაკვირიც არ არისო.
- გამოდის, რომ უცხოელებისთვის ქართველი მორაგბე დიდი წინააღმდეგობაა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- ქართული ხასიათი, რომელიც ამ გარემოში ჩამიყალიბდა, რაგბისთვის ზედგამოჭრილია. არ გაგიკვირდეთ, თუ ასე ვამბობ: ჩვენ, ქართველი მორაგბეები ხასიათით ზუსტად ვეწყობით სპორტის ამ სახეობას. კონტრასტული ბუნება, რომელიც საქართველოს აქვს, ჩვენგან მანევრირების უნარის ზედმიწევნით განვითარებას მოითხოვს. სწორედ მანევრულობა, ინტელექტი, სისწრაფე და გუნდურობა არის რაგბის წარმატების საფუძველი და არა - ფიზიკური ძალა!
- შენ ახლა აღნიშნე: "ჩვენ, ქართველი მორაგბეები..."
- მე ქართველად მივიჩნევ თავს! გვარი სომხური მაქვს, მაგრამ მენტალურად ქართველი ვარ!
- ეგებ სჯობს და დავაკონკრეტოთ, რაგბისთვის სქესი და ეროვნება გადამწყვეტი შეიძლება იყოს?
- არანაირად! მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მენტალურად ქართველი ვარ, სქესიც არ არის გადამწყვეტი! მოკლე პერიოდის მერე ქალთა რაგბიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ვაჟების... წარმატებისთვის საჭიროა ამ სპორტით მეტი გოგონას დაინტერესება, მეტი ტურნირის ჩატარება და უბრალოდ, მეტად პოპულარიზაცია! თავად სპორტსმენების მხრიდან საჭიროა მეტი მიზანდასახულობა და წარმატებაც მოვა სქესის მიუხედავად! თანაც, შვიდქალა რაგბი ოლიმპიური სპორტის სახეობად იქნა აღიარებული და ახლა მეტად უნდა მოინდომონ გოგონებმა!
- აქვე მინდა გკითხო, მშობლების რეაქცია როგორია გოგონების რაგბით დაინტერესების შემთხვევაში?
- მშობლების მნიშვნელოვან ნაწილს ჰგონია, რომ რაგბი გოგონასთვის საშიშია. არადა, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ყველა ადამიანი თავისი ფიზიკური შესაძლებლობით შეიძლება მოერგოს რომელიმე პოზიციას და ითამაშოს.
- როგორი იყო შენი ოჯახის დამოკიდებულება, როცა აქტიური სპორტსმენი გახდი?
- პირადად ჩემთვის, მშობლებსა და ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არასდროს გაუწევიათ, რადგან პატარაობიდანვე აქტიური სპორტით ვიყავი გატაცებული. პირიქით, მუდამ ელოდნენ ჩემგან წარმატებებს და მიღწევებს. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ბაბუა ბეჟან ნიკოლაშვილი, რომელსაც სულ უნდოდა, რომელიმე შვილიშვილი სპორტსმენი გამოსულიყო და ეს ოცნება მე ავუხდინე. სამწუხაროდ, ახლა ბაბუა ცოცხალი აღარ მყავს და ამას ძალიან განვიცდი... ყველა მატჩის მერე ბაბუასთან გავრბოდი და მივახარებდი ხოლმე ჩემს წარმატებებს!
- რა იყო შენი ყველაზე დიდი სპორტული წარმატება და იმედგაცრუება?
- როცა ჩვენ "ბ" დივიზიონიდან "ა" დივიზიონში გადავედით, ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება. "ა" დივიზიონში ვიყავით ოთხეულშიც... ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი - "ა"-დან "ბ"-ში დაბრუნება გახლდათ...
- როგორც მსაჯი ქალი, გრძნობ, რომ მორაგბეები პატივით გექცევიან?
- რაგბის მოთამაშეებისგან მსაჯის მიმართ პატივისცემა ყოველთვის იგრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ყვითელი ბარათი... ახლა დავუფიქრდი და ალბათ, არის ჩემი დაფასების მომენტში "ქალური" ფაქტორიც. ისე, ზოგჯერ მოუმართავთ "ბატონო მსაჯო", მერე კი სწრაფადვე შეუსწორებიათ ქალბატონოთი (იცინის). მე სპორტში დიდი შრომა და ბევრი წელი მაქვს ჩადებული, თუნდაც ამიტომ არ წავალ სპორტიდან სხვა სფეროში!
- პირადი ცხოვრების შესახებაც გვითხარით ორიოდე სიტყვა...
- ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო დაოჯახებაზე არც მიფიქრია. იყო ეპიზოდები, როცა თითქოს უნდა შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჯერჯერობით სპორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქორწინება.
- აქტიური სარაგბო ცხოვრება ქალის ფიზიოლოგიაზე მოქმედებს?
- ზოგჯერ ამ საკითხზე მცდარი შეხედულება აქვთ. არავითარი უარყოფითი ზემოქმედება არა აქვს რაგბის თამაშს ქალის ჯანმრთელობაზე! ეს კვლევებითაც დადასტურებულია და ჩემს ნათქვამს თუ არ ენდობა ვინმე, შეუძლია, გადაამოწმოს.
- სამზარეულო შენთვის რას ნიშნავს?
- სამზარეულო ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. უდროობის გამო რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვამზადებ, მაგრამ ნებისმიერი სირთულის კერძის მომზადება შემიძლია. უპირატესობას სალათებს ვანიჭებ, რადგან სწრაფადაც შეიძლება მისი მომზადება, გემრიელიცაა და სასარგებლოც. რამდენიმე წუთია საჭირო სალათის მწვანე ფოთლების დასაჭრელად, რომელსაც პომიდორს, კიტრს, ხახვს, მარილს დაუმატებ და ხელთ გაქვს სალათი, რომელიც მარტო სპორტსმენისთვის კი არა, ყველა კატეგორიის ადამიანისთვის საჭირო საკვებია. ისე, სამზარეულოშიც რაგბიზე ვფიქრობ...
- გავიგე, რომ კლუბის დაცვაშიც მუშაობ...
- პარასკევ-შაბათს ღამის კლუბის დაცვაში ვმუშაობ. თავიდან ფინანსური ინტერესის გამო მივედი იქ, ახლა კი ინტერესის სფეროცაა. წარმოიდგინეთ, როცა ვინმე საზღვრებს გადადის, უცებ მოდის ქალი დაცვა, რომელიც სწრაფად არეგულირებს სიტუაციას - ძალიან მაგარია!..
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ პირადი ინტერესი"
"ჩემი ოცნება ყოველთვის ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება იყო..."
100 წლის ქალბატონისა და მისი მოსწავლის დაუვიწყარი შეხვედრა - წლების შემდეგ
"სული ეშმაკს მივყიდე, სიცოცხლე უკვე აღარ მიღირს"
"სახასიათო როლები მიყვარს, არასოდეს მითამაშია და სულ ამაზე ვოცნებობ"
"დავიბრუნებთ წართმეულ უფლებას, ვიშრომოთ ღირსეულად, უსაფრთხო გარემოში"
იქნებ შევძლოთ პატარა მარიამის დახმარება, რომ საოპერაციო ბავშვი ქუჩაში არ დარჩეს!
"მათი შექმნა ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი