წერილი "მომავალ მეს"...
font-large font-small
წერილი "მომავალ მეს"...
"თუ კიდევ ცოცხალი ვარ, ე.ი. ყველაფერი გამომივიდა"

ბავშვებში კი არა, ზოგი ადამიანი ზრდასრულობაშიც დღიურებს წერს. დღიურის წაკითხვა საუკეთესო საშუალებაა, წარსულის ფიქრები ზუსტად რომ აღიდგინო. თუმცა, ინტერნეტსივრცე იმის საშუალებას იძლევა, კონკრეტული თარიღისთვის საკუთარ თავს ადამიანმა წერილი გაუგზავნოს, რასაც სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ქართული საიტი, "მომავალი.მე" სწორედ ამას ემსახურება. ჟურნალ "გზას" ვებ-საიტის მარკეტინგის მენეჯერი, ნათია სამადაშვილი ესაუბრა.


- საიდან დაგებადათ საიტის შექმნის იდეა?
- წერილის "მომავალში გაგზავნის" ბევრი უცხოური ვებსაიტი არსებობს. გვინდოდა, საახალწლოდ რამე მარტივი და უფასო სერვისის შექმნა, ასეთი საიტის იდეაზეც მარტივად შევჩერდით. "მომავალი მე" თავიდანვე მხოლოდ ნაცნობებში გავავრცელეთ და არც რამე სახის მარკეტინგული აქტივობები გვქონია. პირველივე წელს 3000-ზე მეტი წერილი მივიღეთ მომავალში გასაგზავნად.
- ადამიანს შეუძლია თავად აირჩიოს, მისი წერილი საჯარო იქნება თუ არა. არასაჯარო წერილების წაკითხვაზე თუ გაქვთ წვდომა? ზოგადად, რამდენად დაცულია ანონიმურობა?
- არასაჯარო წერილებს ცხადია, არავინ კითხულობს და ყველა სხვა მონაცემიც სერვერებზე მაქსიმალურადაა დაცული. ასევე, სისტემა არ ინახავს მომხმარებლების IP მისამართებს. ბუნებრივია, კიბერ-თავდასხმისგან 100 პროცენტით დაცული მსოფლიოს გიგანტი ორგანიზაციებიც კი არ არიან, თუმცა, ჩვენი სერვისის შეზღუდული და მარტივი ფუნქციები ბევრად აიოლებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
GzaPress- ძირითადად, საჯარო წერილებში რა იკვეთება, თუ მათ თქვენც კითხულობთ - რას წერენ ადამიანები თავიანთ "მომავალ მეს" ყველაზე ხშირად?
- 6 წელია, ეს გვერდი არსებობს და ამ ხნის განმავლობაში 19 ათასამდე წერილია გაგზავნილი, მათგან 3 ათასი კი საჯაროა. 3 ათასი საჯარო წერილი ნამდვილად არ წაგვიკითხავს, მაგრამ ძირითადად ორი ტიპის წერილები გვხვდება: ადამიანები "მომავალ მეს" ახლო მეგობარივით, მოკლე მოკითხვას უგზავნიან ან ვრცლად უყვებიან სამომავლო გეგმებზე და "აბა ერთი, მაგ დროისთვის ეს არ გქონდეს გაკეთებული!" - ტონით ემუქრებიან საკუთარ თავს. ხშირია სასიყვარულო წერილებიც, რომლებსაც წყვილები ერთმანეთს უგზავნიან მომავალში.
- წლების განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა თუ პირიქით, შემცირდა, და თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?
- საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომავალი.მე "პასიური" სერვისია. როგორც წესი, მას მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გამოიყენებთ წერილის გასაგზავნად და მხოლოდ წლების შემდეგ გაგახსენდებათ, რომ ასეთი საიტი არსებობდა - მაშინ, როცა წერილს მიიღებთ საკუთარი წარსულიდან. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ პოპულარობა გაიზარდა ან შემცირდა. ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ადამიანი საიტის სტაბილური ვიზიტორია. თუმცა, აქტივობა ახალი წლის პერიოდში უფრო დიდია ხოლმე. როგორც ვახსენეთ, ჩვენ ამ საიტის მარკეტინგს არ ვეწევით, არაკომერციული პროექტია და მხოლოდ გვახარებს, თუ ვინმე შემთხვევით აღმოაჩენს, გამოიყენებს და მეგობრებს გაუზიარებს.
- თქვენი აზრით, მსგავსი პლატფორმის არსებობა რას უწყობს ხელს?
- ძალიან ხმამაღალი კითხვაა და ნამდვილად არ გვინდა, არარეალისტური დამსახურებები "ავკიდოთ" ჩვენს სერვისს. თუმცა, ბევრისგან გვსმენია, რომ საკუთარი თავისთვის წერილის მიწერას, თავად ამ პროცესსა და წერილის შინაარსს თერაპიული ეფექტი აქვს. ალბათ, უმეტესობისთვის ასეცაა - წერილის დაწერისას შეგიძლია, მაქსიმალურად გულახდილი იყო და ახალი აღმოჩენებიც გააკეთო საკუთარი თავის შესახებ. წარსულიდან მიღებული წერილის წაკითხვისას კი შეიძლება, შენს თავში ისეთი პიროვნული ზრდა დაინახო, როგორსაც ყოველდღიურობაში ვერც კი ამჩნევდი.

გთავაზობთ რამდენიმე საჯარო წერილს, რომელიც ადამიანებმა საკუთარ თავს, მომავალში მისწერეს.

გაიგზავნა 2019 წლის 17 თებერვალს, დაწერიდან ერთ დღეში:
"ამას მეილზე არ გიგზავნი, საჯარო წერილებში ვაგდებ. ვერ მიხვდები, რომ შენზეა, მაგრამ ვიცი, წაიკითხავ. გული მერევა ყველა აქ დაწერილ სიყვარულით სავსე წერილზე, დაწყებული მინდვრებიანი მდელოებით, დამთავრებული ვიღაც ნიკუშას ისტორიებით, მაგრამ წეღან, როცა ერთად ვიდექით, მინდოდა, მოვმკვდარიყავი ან გავმქრალიყავი, იმიტომ, რომ ვერ ვიტევ შენდამი სიყვარულს და მეზიზღება საკუთარი თავი ამის გამო".

გაიგზავნა 2019 წლის 18 აპრილს, დაწერიდან რამდენიმე თვეში:
"დღეს 29 იანვარია და მე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვეღარასდროს გნახავ... ამისთვის მზად ვიყავი, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე და გუშინ მოგიყევი ის ყველაფერი, რაც სინამდვილეში არ არსებობს და არ მომხდარა არასოდეს!
მხოლოდ შენთვის გადავდგი გუშინდელი ნაბიჯი და მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით მშვიდად გძინებოდა; კიდევ იმიტომ, რომ იქნებ მართლაც რეალურად მე გაბრკოლებ გამრავლებასა და ბედნიერებაში, დავიბრალე ყველაფერი და წავედი! ჩემს თავთან მართალი ვარ, ღმერთთანაც! გავიღე ეს მსხვერპლი და თუ შენ უჩემობა უფრო ბედნიერ ადამიანად გაქცევს, თუ იმ ყველაფრის დაბრალება, რაც არ მომხდარა, ბოლო წვეთი იქნებოდა და მგონი არის კიდეც, მაშინ ეს მსხვერპლია და მე ჩემი მომავალი შენთან ერთად და ჩემი თავიც შესაბამისად გავწირე შენი ბედნიერებისთვის და წავედი! იქნებ, მართლაც სხვა გამოგიგზავნეს და ვერა და ვერ მოვიდა შენამდე ჩემ გამო, ჰოდა, ახლა მოვა თუ მოსასვლელია, რადგან აღარაფერი გაბრკოლებს იმ სხვის მისაღებად!
აუცილებლად უნდა გითხრა: ყველაფერი მოგატყუე გუშინ, ყველაფერი!!! იმიტომ, რომ შენ ასე გინდოდა; იმიტომ, რომ შენთვის იმის დაჯერება უფრო მარტივი და იოლი აღმოჩნდა, რომ მე ისევ შემეშალა, ისევ ცუდი ვარ და ისევ რაღაც დავაშავე, ვიდრე იმის, რომ ორივემ შევძელით, არაფერიც არ მომხდარა და შევიცვალე!
ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ სხვას არ გავუყავი ჩემი თავი, რომ ისევ სხვას არ ვანაცვალე ყველაფერი...
არ მინდა იფიქრო, 3 თვის შემდეგ თითქოს ამ წერილით დაბრუნებას გთხოვ, თუმცა, თუ ისევ მოგინდება, რომ ერთად ვიყოთ, თუ ჩემი სულელური ღიმილი ისევ მოგენატრება, მაშინვე შენთან გავჩნდები, გულში და სულში შემოგიძვრები და მოგეწებები!
მიყვარხარ! იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია! შეიძლება ჩემებურად, მაგრამ სიგიჟემდე და თუ ამისთვის საკუთარი ტყავის გადაცლა და მიწის ჭამა მომიწევს, მიწასაც შევჭამ, ტყავსაც გადავიცლი და კიდევ მეტსაც ვიზავ!
თუ არ დაბრუნდი, თუ ამ ცხოვრებაში მე და შენ ერთად არ ან ვერ ვიქნებით, თუ ჩვენს სიყვარულს ამ უსამართლო სამყაროში მემკვიდრე არ ეყოლება, თუ საბოლოოდ გაგვწირავს ღმერთი ამ ყველაფრისთვის, იმედს ვიტოვებ სხვა, უკეთეს სამყაროში და სხვა უკეთეს ცხოვრებაში, სადაც ნაკლებია წყენა, ტკივილები და ბოროტება, ისევ შევხვდებით, ისევ გვეყვარება ერთმანეთი და მუდამ ერთად ვიქნებით, როგორც ერთი მთლიანი არსება - შენ და მე!!!"

გაიგზავნა 2019 წლის 13 აპრილს, დაწერიდან 1 წელიწადში:
"თუ კიდევ ცოცხალი ვარ, ესე იგი, ყველაფერი გამომივიდა".

გაიგზავნა 2019 წლის 31 მარტს, დაწერიდან 6 თვეში:
"ახლა, როცა ამ ტექსტს კითხულობ, იმედი მაქვს, რომელიმე წიგნის მაღაზიაში ან წიგნების გამომცემლობაში მუშაობ ან კიდევ სადმე, სადაც ჟურნალ-გაზეთებთან, წიგნებთან გაქვს შეხება. გაიცანი უამრავი ავტორი ან მომავალში გაიცნობ ქართველებს, რა თქმა უნდა, და მათგან ბევრ რამეს ისწავლი. ლომოურმა, ტურაშვილმაც ხომ რამდენი გასწავლა. რატომ არ დაიყენებ გვერდით ტორესა მოსის, აკა მორჩილაძეს, ბუღაძეს და კიდევ სხვებს, ვინც დღესდღეობით აქტიურად აქვეყნებენ თავიანთ შემოქმედებას. აიხდენ ოცნებას და (ხელფასს რა მნიშვნელობა აქვს) შენს საოცნებო ადგილას იმუშავებ, სადაც მარტივად მოახერხებ როგორც წერას, ასევე, მისთვის დროის გამოყოფას, და ისეთ ადამიანებთან გექნება შეხება, ვინც შენს ოცნებებს რეალობად აქცევს. ჰა, ეგეთ ადგილას ხარ? თუ არ ხარ, ამ დღიდან აუცილებლად დაიწყე შენი საოცნებო საქმის კეთება და ძებნა იდეალური კომპანიის, სადაც შენს გზებს მარტივად გაჰყვები რეალობაში, ახალ რეალობაში. დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა!
გრძნობ წარმატებას, როგორ გეხვევა თვალებში? მე ახლაც ვგრძნობ და შენ წარმომიდგენია".
GzaPress
გაიგზავნა 2019 წლის 26 მარტს, დაწერიდან 3 დღეში:
"ალბათ ახლა ერთ-ერთი რთული პერიოდი გაქვს, როცა კიდევ ერთხელ მიხვდი, რომ არაფერში გიმართლებს და არაფერი იქნება ისე, როგორც გინდა. ყველაფერი, რაც რეალური გეგონა, არარეალური და უბრალო დამთხვევა გამოვიდა. ადამიანი, რომელიც შენი ბედი გეგონა, არ აღმოჩნდა არავინ. ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. როდის უნდა შეეჩვიო ამას? ან რატომ იწყებ ისევ თავიდან, როცა იცი, რომ ურთიერთობები შენი სფერო არ არის? შეეშვი რა, დაანებე თავი. ხომ ჯობია, ასეთ არშემდგარს, ასეთ იმედგაცრუებას, ასე ცუდად ყოფნას, არც დაგეწყო და ის რამდენიმე ბედნიერი დღეც არ გქონოდა. მერე ხომ აღარ გექნებოდა იმის იმედი, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
მოკლედ ჩემო მეგობარო, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, თუ ყველაფერი უფრო ცუდად არ წავიდა, ვიდრე ახლაა. არაფერში არ გაგიმართლებს. დაანებე იქ სიარულსაც თავი, უაზრო იმედებს ჯობს, რეალობას თვალებში ჩახედო. ან რა სასაცილო ხარ, როგორ იფიქრე, რომ რამე შეიძლება, მართლა გამოსულიყო? კარგი რა. ჯერ შენს თავს შეხედე და მერე იმას... კარგად დაინახე, რაც არის და როგორიც არის. ერთი იცოდე, რომ ისეთები არ არსებობენ, როგორსაც ეძებ. შეწყვიტე ძებნა და შეეჩვიე მარტოობას. არაფერი იქნება იმაზე უკეთ..."

გაიგზავნა 2019 წლის 27 თებერვალს, დაწერიდან ერთ წელიწადში:
"ყველა მეუბნება და მსაყვედურობს, რომ სულ ფილმებს ვუყურებ და ასე არ შეიძლება. რეალურად, ეს ყველაზე სწრაფი საშუალებაა, რომ იმ წყეულ სამყაროს მოწყდე და შექმნილი ილუზიით დატკბე".
ეკა აბაშიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
"ყველაზე ძვირფასი, რაც შემიძლია ადამიანებს ვაჩუქო, დროა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი