"ახლა ფირზე ფილმს აღარავინ იღებს"
font-large font-small
"ახლა ფირზე ფილმს აღარავინ იღებს"
საქმე, რომელმაც ფუნქცია დაკარგა

17 წლისა მივიდა ლიზიკო (გავაზ) მურადოვი კინოსტუდიის ლაბორატორიაში. მისი პროფესიული გზა ასე დაიწყო - ჯერ კინოფირის პოზიტივის გამამჟღავნებელი იყო, მერე პასპორტისტი, ბოლოს - საწყისი მასალების მომზადების სპეციალისტი ფერად განყოფილებაში. მის ხელში გამოვლილი კინოფირი შემდეგ უკვე მოსკოვში იგზავნებოდა. სხვაგან მუშაობაზე არც უფიქრია და ასე გავიდა 50 წელზე მეტი... მართლაც, საოცარი ხიბლი აქვს კინოსტუდიას.


- გავაზი თქვენს ენაზე რამეს ნიშნავს?
- ჩემს ენაზე არ ვიცი, მაგრამ ქართულად - კი (იღიმის). იეზიდი ვარ, გავაზი საბუთებში მიწერია, ისე ლიზიკოს მეძახიან. ქართული სკოლა დავამთავრე.
- სამუშაოს დასაწყებად ვინმემ გაგიწიათ რეკომენდაცია?
- სტუდიის დირექტორი იყო ბატონი თენგიზ გორდელაძე. მისი ცოლი და დედაჩემი ერთად მუშაობდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. მან შესთავაზა დედას ჩემი დასაქმება. იმ წელს სკოლა დავამთავრე, მაშინ საჭირო იყო საბუთის წარდგენა - ან უმაღლესში უნდა ჩაგებარებინა, ან მუშაობა დაგეწყო. და 1968 წლის 23 სექტემბერს ბატონმა თენგიზმა მოწაფედ მომიყვანა კინოსტუდიის ლაბორატორიაში, რომლის უფროსი იგორ ლვოვიჩ დიშელი გახლდათ. გამამჟღავნებელ ნინა ისტომინასთან მოვხვდი, საქმე მან შემასწავლა. სამ თვეში მოწაფის კვალიფიკაცია გავიარე, გამოცდა ჩავაბარე და გარკვეული კატეგორია მივიღე.
- ისტომინას გარდა, კიდევ ვისი მადლიერი ხართ?
- გადასარევი ადამიანი იყო ლამარა დევდარიანი, მერე ჩვენი უფროსი გახდა. ნათელა იამანიძე პასპორტისტად მუშაობდა. ამ საქმითაც დავინტერესდი და მან მასწავლა - პასპორტი იყო პატარა ფილტრები, მათ ფერებს უყენებდნენ. საერთოდ, ყველაფერი ამათგან ვისწავლე: ფირებს (თითო ჯერზე 100-300 მეტრი) ვამზადებდი დასაბეჭდად, ნეგატივს ვამუშავებდი და ვჭრიდი ფერად "სრეზკებს", მერე ვაწებებდი, თავსა და ბოლოს ვუკეთებდი. შეიძლება მოყოლით ვერ აღიქვათ ის პროცესი, მაგრამ მერწმუნეთ, ძალზე საინტერესო და შემოქმედებითი სამუშაო იყო.
- რეჟისორები ესწრებოდნენ თქვენი მუშაობის პროცესს?
- ჩემთან არა. რეჟისორები უფრო "უსტანოვშჩიკებთან" შედიოდნენ, როცა თავისი ფილმის გადაღებული ნაწილის ნახვა აინტერესებდათ. მეც იმ ოთახში ვმუშაობდი. ყველა რეჟისორს ვიცნობდი, ახლოს ვიყავი თენგიზ აბულაძესთან, ძალიან კარგი პიროვნება იყო. მის ფილმზე, მგონი, "ნატვრის ხე" იყო, შაბათ-კვირას გვამუშავებდნენ. ერთხელ მითხრა: თენგიზ გორდელაძემ ერთი კარგი რამე გააკეთა, შენ რომ აქ მოგიყვანაო (იცინის).
- როგორი სამუშაო გრაფიკი გქონდათ?
- ვადებში უნდა ჩავტეულიყავით და ბევრჯერ ღამეც გვიმუშავია. ჩვენი სამუშაო, წესით, ორცვლიანი იყო, მაგრამ ზოგჯერ დილით დაგვიწყია და მეორე დილამდე გაგვიგრძელებია. რთული იყო ფიზიკურად, მაგრამ საქმის სიყვარულის გამო ვუძლებდით. როცა ჯგუფი ფილმის ჩაბარებას ვერ ასწრებდა, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ნეგატივის მონტაჟის დროს მათ გვერდით ვიყავი. ჩვენთან ფერადი ფირები ერევნიდან და ბაქოდანაც ჩამოჰქონდათ. ასევე, ტელევიზიას სჭირდებოდა ხშირად ფირის დამუშავება. შავ-თეთრზე, თუკი ჩვენები იღებდნენ, იმასაც ვამუშავებდით.
- ხარვეზების დროს შენიშვნას ვინ გაძლევდათ?
- ჩვენი ზემდგომი იყო "ოტკ"-ს უფროსი, ყველა სამუშაოს ის ამოწმებდა. შენიშვნები და პატარა წვრილმანები როგორ არ იყო, ეკრანზე არასწორ "სკლეიკას" რომ დაინახავდა, მაშინვე გეტყოდა. უშეცდომოდ არავინ მუშაობს. ლაბორატორიაში კინოფირის წმენდა და აღდგენაც მიდიოდა.
- ქართულ ფილმებს ყველგან ფირი "სვემა" აწერია, სხვა ფირი არ არსებობდა?
- როგორ არა, იყო გერმანული "ორვო", იაპონური "კოდაკი"... როგორც კი შემოდიოდა ახალი ფირი, ჯგუფი იმ ფირზე სამუშაოდ გადადიოდა. თითოეულს თავისი ტექნოლოგია ჰქონდა, ქიმიურ ხსნარებსაც განსხვავებულად ამზადებდნენ. ერთხელ ასეთი მომენტი იყო: ძველიდან ახალ კინოსტუდიაში რომ გადმოვედით, აპარატურა მთლად კარგად არ იყო აწყობილი, დრო სჭირდებოდა. ჯგუფი კიდევ, მასალის მიღებას ჩქარობდა. პატარა უსიამოვნებაც მოხდა, მაგრამ სანამ აპარატი არ გაასწორა მექანიკოსმა, მასალა არ ჩავაბარეთ.
- თქვენი გვარი ფილმის ტიტრებში არ იწერებოდა. ამის გამო გული არ გწყდებოდათ?
- რა ვქნათ, ასე იყო და...
- დღეს რა ემოციებით უყურებთ ქართულ ფილმებს?
- სიამოვნებით ვუყურებ, შინაარსს ახლა უფრო ვაკვირდები. ჩვენ ხომ ფილმს ნაწილ-ნაწილ ვუყურებდით. მთელი ყურადღება ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეზე იყო გადატანილი - ვასწორებდით, ვბეჭდავდით. შეიძლება, აზრი ვერც გამოგვეტანა. ახლა როცა ვუყურებ, ხანდახან ვფიქრობ: თურმე, რა კარგი ფილმი ყოფილა-მეთქი. მაშინ ვუყურებდი როგორც მასალას, ახლა კი - როგორც ფილმს.
- წარსულიდან რა გენატრებათ?
- ძველი დრო და ძველი კოლექტივი, ჩვენ ვიყავით ერთი დიდი ოჯახი. მოვდივარ ხოლმე კინოსტუდიაში, თუმცა სამუშაო არა გვაქვს, ახლა ფირზე ფილმს აღარავინ იღებს.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
დაუვიწყარი ურთიერთობა ძველი დროის არტისტებთან და ლევან ჩოლოყაშვილის აღმოჩენილი ნასოფლარი
სიკვდილს მადლობას ეუბნებიან?!
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
186 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი