"მზის სივრცე" - რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოზარდებისთვის ოჯახად იქცევა
font-large font-small
"მზის სივრცე" - რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოზარდებისთვის ოჯახად იქცევა
"ისინი არაფერს ელოდებიან შენგან"

"მზის სივრცე" ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრია, სადაც 18 წლამდე აუტისტი, დაუნის სინდრომისა და მენტალური შეზღუდვის მქონე მოზარდები რეაბილიტაციას სხვადასხვა მეთოდით გადიან - ისინი ყოველდღე, რამდენიმე საათის განმავლობაში "მზის სივრცეში" იმყოფებიან და გარკვეულ აქტივობებში ერთვებიან. დირექტორმა ინგა ლოლაძემ ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვები რამდენიმე თვეში სხვა ადამიანებად იქცევიან და პრობლემები, რაც მათ "მზის სივრცეში" მისვლისას ჰქონდათ, საგრძნობლად მცირდება.


- "მზის სივრცე" დღის ცენტრია, რომელშიც ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით, ვაუჩერული სისტემით ფინანსდებიან. რა ხდება ცენტრში? წარმოიდგინეთ ერთი დიდი ოჯახი - მშობლებიანად, ბავშვებიანად და თანამშრომლებიანად, ყველა ამ ოჯახის წევრი ვართ. მშობელს ბავშვი ისეთი დამოკიდებულებით მოჰყავს, თითქოს დას, დედას ან უფროს შვილს უტოვებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სახის სპეციალისტი გვყავს, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ - სამი ფსიქოლოგი, სენსორული ინტეგრაციის თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების და ა.შ. ჩვენთან 18 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ სიარული. ახლა ყველაზე უფროსი ბავშვი 14 წლის გვყავს. საერთოდ, 30 ბავშვის მიღება შეგვიძლია, ამჟამად - 29 ბავშვი დადის.
- დღეში რამდენი საათი ჩერდებიან თქვენთან?
- სახელმწიფო მოთხოვნით, ისინი სამი საათის განმავლობაში მაინც უნდა გაჩერდნენ. მუშაობას დილის 10 საათზე ვიწყებთ და 6-ზე ვასრულებთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცენტრში რამდენიმე ბავშვია.
- ძირითადად, რა შეზღუდვების მქონე ბავშვები გყავთ და მუშაობა ყველაზე ადვილი ან რთული რომელ მათგანთანაა?
- აუტიზმი, დაუნის სინდრომი და მენტალური შეზღუდვის მქონე რამდენიმე ბავშვი მყავს. ყველა მათგანი ინდივიდია, ამიტომ თითოეულისთვის ინდივიდუალური მიდგომა და გეგმები მუშავდება, ამის შედეგად ყველაფერი მარტივდება. ჯერ ბავშვის შესაძლებლობებს ვიგებთ, მერე კი მივყვებით მასთან დაკავშირებულ გეგმას.
GzaPress
- რეალურად, რას მოიცავს რეაბილიტაციის პროცესი ყოველდღიურად და რა მეთოდებს იყენებთ?
- ჩვენთან ფიზიოთერაპია არ არის. დღის განმავლობაში ბავშვი საერთო ჯგუფშია, ყოველი 50-55 წუთი სხვადასხვა სპეციალისტთან მუშაობას ეთმობა. ფსიქოლოგს თავისი გეგმა აქვს, მეტყველების თერაპევტს - თავისი და ა.შ. გარდა ამისა, გვაქვს ჯგუფური მეცადინეობები, ამ დროს 5-6 ბავშვი ერთად ზის და სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული, რაც შეიძლება იყოს აკადემიური და შემეცნებითი. გვაქვს მუსიკის თერაპია, არტ-თერაპია და ა.შ. თუმცა, აკადემიურ უნარებზე მეტად, ყურადღებას სოციალურ უნარებს ვაქცევთ. მაგალითად, როგორ იგრძნობს ბავშვი თავს, როდესაც მარტო დარჩება, თუნდაც, როცა ქუჩაში ჩამორჩება მშობელს, სად უნდა წავიდეს და ა.შ. გვაქვს დასუფთავების აქცია, ექსკურსიები, გამწვანება, სოციალურად და აქტიურად ვცხოვრობთ.
- რამდენ ხანში გამოიკვეთება ხოლმე რეაბილიტაციის შედეგი?
- ძირითადად, თავიდან ბავშვები სოციალურები არ არიან. უმეტეს შემთხვევაში, ახალმოსულები კუთხეში მიიყუჟებიან და ურთიერთობის დაწყების ეშინიათ. მაგალითად, ერთი ბავშვი მყავს, რომელიც სულ კუთხეში იჯდა და არაფერი უნდოდა. მეექვსე თვეა, რაც ცენტრშია და ახლა ყველაზე აქტიური სწორედ ის არის - წერს, კითხულობს, თამაშობს. სხვათა შორის, ჩვენთან სწავლების მეთოდი თამაშია, ყველაფერს თამაშით ვსწავლობთ და მოსაწყენი რუტინული მუშაობა აქ არ არის. ბავშვები საოცარ რამეებს აკეთებენ, ძალიან შემოქმედებითები არიან. უბრალოდ, მათ გახსნა სჭირდებათ, რომ ეს გამოავლინონ.
- გეხმარებათ თუ არა რამით სახელმწიფო?
- სახელმწიფო მაძლევს სტანდარტს, რომ ამა და ამ სტანდარტს უნდა ვაკმაყოფილებდე. ამის იქით უკვე სახელმწიფოს აღარ აინტერესებს, რით შევასრულებ ამ სტანდარტს. ამაში იგულისხმება, რომ მაგალითად, 10 ბავშვზე უნდა მქონდეს ერთი საპირფარეშო, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული, ასევე, უნდა მქონდეს პანდუსი, შენობაში ევროპული სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ბავშვი დღეში 13 ლარით ფინანსდება, რაც ორჯერად კვებას, მგზავრობის ხარჯს, კომუნალურ გადასახადსა და ხელფასს ითვალისწინებს.
GzaPress
- სხვა ორგანიზაციებზე რას იტყვით, გთავაზობენ თუ არა რაიმე სახის დახმარებას?
- სკოლები გვეხმარებიან, მაგალითად, ევროპული სკოლის ბავშვები ხშირად მოდიან. ტიპური განვითარებისა და ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება, ბევრ რამეს ვიგონებთ.
- თქვენი აზრით, სახელმწიფო მეტ ყურადღებას უნდა გაქცევდეთ?
- რა თქმა უნდა, ეს სასურველია. სახელმწიფოს ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს. თუმცა, ახლა როგორც არის, ასე ჩართული ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში აქამდე არ ყოფილა. ადრე საერთოდ არავის აინტერესებდა ჩვენი ცხოვრება, ახლა კი მეტ-ნაკლებად უკეთესი ვითარებაა.
- მიუხედავად იმისა, რომ ყველა თქვენგანი პროფესიონალია და ამ საქმეში დიდი გამოცდილება გაქვთ, ცოტა მძიმე ხომ არ არის ამ მოზარდების პრობლემების ახლოდან ყურება?
- უბრალო მაგალითს გეტყვით: თავიდან ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი ძიძად მუშაობდა. პირველ დღეს რომ მოვიდა, ამბობდა, - არ ვიცი, აქ მუშაობას როგორ შევძლებო. დღეს მას ყველა ბავშვი სახელს მოფერებით ეძახის, მისი ხელისგულიდან ჭამენ საჭმელს და მასაც ბავშვების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ეს ბავშვები უპირობოდ გაძლევენ სითბოსა და სიყვარულს იმ დოზით, რომ ამას ვერ გაექცევი, ისინი თავიანთი სითბოთი და სიყვარულით გწვავენ. არ აქვს მნიშვნელობა, რა შეზღუდვის მქონეა, ეს ყველაფერს გავიწყებს - ისინი არაფერს ელოდებიან შენგან და იმდენს გაძლევენ, რომ გინდა თუ არა, გიყვარდებიან.
ეკა აბაშიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"დახვრეტის განაჩენი ოთხჯერ გამოვიტანე"
როგორ აალაპარაკა დამწყებმა ჟურნალისტმა სიტყვაძუნწი მხატვარი
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1582 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი