როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება პატარებისთვის
font-large font-small
როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება პატარებისთვის
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"

ნათია ცელაძე პროფესიონალი მასაჟისტია და გარდა იმისა, რომ ქალაქში ბევრი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს, ტრენინგებსაც უტარებს მასაჟისტობის მსურველებს და ამავე დროს, თავადაც მუდამ იმას ცდილობს, რაღაც ახალი შეისწავლოს, დროს არ ჩამორჩეს. ყოველთვის ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მაგრამ ასეთ დროს ყველას დიდი სიფრთხილე მართებს. მასაჟისტის საქმე მხოლოდ პროცედურის სწრაფად ჩატარება არაა; როცა პატარა ტირის, ის საქმეს წყვეტს, ჯერ ბავშვს ართობს და მერე აგრძელებს მასაჟს, რომელსაც პატარა პაციენტი უკვე აღარ აპროტესტებს....


- რა არის მასაჟი და რომელი თვიდან შეგვიძლია მივიყვანოთ პატარა მასაჟისტთან?
- მასაჟი არის მექანიკური, რეფლექსურ ზემოქმედებათა ერთიანობა, რასაც ადამიანის ორგანიზმზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. მასაჟი პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესია, დაღლილობის მოხსნის საუკეთესო საშუალება და პრევენცია უამრავი დაავადებისა თუ პათოლოგიის დროს. ჯანმრთელ ბავშვებში სამი თვიდან არის სასურველი მასაჟის დაწყება, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა 2 ან 3 კვირიდანაც ვიწყებთ - ასეთი მასაჟი მსუბუქია და ძირითადად, ხელსმით შემოიფარგლება.
მთავარია, სწორად გაკეთდეს - პერიფერიიდან ცენტრისკენ, ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის მიმართულებით. გაითვალისწინეთ, მასაჟი უნდა დანიშნოს ექიმმა პედიატრმა ან ორთოპედმა, კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე. არსებობს გამაჯანსაღებელი, სამკურნალო, საპროფილაქტიკო მასაჟი და მასაჟისტი ზუსტად უნდა ასრულებდეს ექიმის მითითებას.
- ხშირად ბავშვებს არ მოსწონთ, როცა მათ "ამუშავებენ". როგორ უნდა შევაყვაროთ პატარას ეს პროცესი?
- მასაჟი უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი. თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა ან უკიდურეს შემთხვევაში, მასაჟისტი. როგორმე, ბავშვს უნდა შევაყვაროთ ეს პროცესი და ამაში სპეციალისტის გარდა, ჩართული უნდა იყოს დედაც. მოღიმარი დედისა და მასაჟისტის დანახვა თქვენი პატარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიდრე პროცედურებს დაიწყებს, სპეციალისტმა ბავშვის ნდობა უნდა მოიპოვოს, მას "თავი მოაწონოს". გადარბენით და მხოლოდ კონკრეტულ დროში ჩატევაზე ორიენტირებული არ უნდა ვიყოთ...
- თუ არსებობს რაიმე სახის ჩვენება, რა დროსაც იკრძალება ბავშვისთვის მასაჟის გაკეთება?
- მიუხედავად იმისა, რომ მასაჟს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, ცხადია, მას აქვს უკუჩვენებები. არ შეიძლება მასაჟის გაკეთება, როცა ბავშვი ავადაა. მაგალითად ცხელების, ალერგიის ან ონკოლოგიური დაავადებების დროს.
- რამდენად შესაძლებელია მშობელმა გაუკეთოს შვილს ელემენტარული მასაჟი? არის რისკი, რომ თუნდაც ხელსმით რაიმე დაზიანდეს?
- კარგი მასაჟისტი აუცილებლად ასწავლის დედას მსუბუქ ილეთებს, რომელსაც მშობელი თავად გაუკეთებს პატარას - რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში, არის სასიამოვნო კონტაქტი დედასა და შვილს შორის. დაბადების შემდეგ, პატარა დედასთან კონტაქტს გამუდმებით ითხოვს, ეს კი მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ მან თავი კარგად იგრძნოს.
GzaPress- არსებობს მოსაზრება, რომ კარგი მასაჟი მტკივნეული უნდა იყოს. ეს მითია?
- მასაჟი არ უნდა იყოს მტკივნეული - ეს ნამდვილად მითია. ნუ, თუ ადამიანს რაიმე სტკივა და ნებისმიერი ზეწოლა მასზე ცუდად მოქმედებს, ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და თუ კონკრეტულ მაგალითზე არ ვსაუბრობთ, გამიჭირდება ინტერვიუში ამაზე აქცენტი გავაკეთო...
- მასაჟისტობა სულ უფრო პოპულარული ხდება და როგორც ყველა სფეროში, აქაც ბევრი არაპროფესიონალია. როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენთან მოწვეულმა მასაჟისტმა თავისი საქმე იცის?
- ამისთვის ხანდახან ერთი პროცედურაც საკმარისია. კარგი მასაჟისტი ყოველთვის გამოირჩევა ყურადღებით და საქმისადმი გულიანი მიდგომით. ის არასოდეს ჩქარობს და არ არის გულგრილი ბავშვის მიმართ.
- რაც უფრო მეტხანს გრძელდება სეანსი, უკეთესია?
- სეანსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასაჟის ტიპზე. თუმცა, თუ ბავშვი გაჭირვეულდა, უკეთესია შევწყვიტოთ მასაჟი და რაღაც პერიოდის შემდეგ ვცადოთ ან სულაც, მეორე დღისთვის გადავდოთ. მთავარი ხანგრძლივობა კი არა, ხარისხია!
- და რას იტყვით სტერეოტიპზე, რომ ჯანმრთელ ბავშვს მასაჟი არ სჭირდება?
- მასაჟი არის სასიამოვნო გამაჯანსაღებელი პროცედურა და თუ მას ექიმი დანიშნავს, ე.ი. ამას საჭიროებაც მოითხოვს. ბევრისგან გამიგონია, რა საჭიროა, ამის გარეშეც ხომ გავიზარდეთო? კი ბატონო, გავიზარდეთ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ძვალსახსროვანი პრობლემებიც რომ მატულობს, ამას რა ვუყოთ? დაავადებას თავიდანვე უნდა ვებრძოლოთ, თორემ მერე ძნელია განკურნება...
- ყველაზე ხშირად, ბავშვებში რა დაავადებას აწყდებით? და ბოლო წლებში ამ მხრივ რამე ხომ არ შეიცვალა?
- ყველაზე ხშირად, ჩვილ ბავშვებში მასაჟი ინიშნება კისერმრუდობის, დისპლაზიის, მოდუნებული ან დაჭიმული კუნთებისთვის, რაც აღარ არის იშვიათობა; ცოტა მოზრდილებში კი ხშირად გვხვდება ბრტყელტერფიანობის, სკოლიოზის, კიფოზის, კიფოზ-სკოლიოზის პრობლემა. ბოლოდროინდელი მონაცემებით, იმის საჭიროება, რომ ჩატარდეს სამკურნალო მასაჟი, გაზრდილია.
აქვე გეტყვით, რომ მასაჟის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ლიმფის მიდინება. ამ დროს ბავშვის ორგანიზმი ძლიერდება, ხდება მოძრავი, ადვილად ასრულებს იმ მოქმედებებს, რასაც ითვალისწინებს მისი ასაკი, უძლიერდება იმუნიტეტი, ურეგულირდება ძილი, ემატება მადა და ა.შ.
- შეუძლია თუ არა მასაჟისტს თვითნებურად, ექიმის მითითების ან სპეციალისტის დიაგნოზის გარეშე დაიწყოს მასაჟის კეთება?
- განსაკუთრებით სკოლიოზისა და კიფოზის შემთხვევებში, მასაჟისტი არ უნდა იღებდეს თვითნებურ გადაწყვეტილებას. უმჯობესია, ექიმს დავეკითხოთ და ვნახოთ რენტგენის სურათი, რათა ვიცოდეთ, ზუსტად როგორ ვიმოქმედოთ. ასეთ დროსაც შეგიძლიათ, მასაჟისტის კომპეტენციაში დარწმუნდეთ - მაგალითად, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ თქვენს შვილს ხერხემლის პრობლემა აქვს და მასაჟისტს დაეკითხებით აზრს, მან აუცილებლად უნდა მოგთხოვოთ სპეციალისტის დასკვნა და რენტგენის სურათი, მაგრამ თუ ამის ნაცვლად "ბრმად" გეტყვით, რომ ბავშვს მასაჟი სჭირდება და მუშაობას მაშინვე დაიწყებს - ე.ი. მან არ იცის თავისი საქმე ან ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ თანხა გამოიმუშაოს.
- როგორი უნდა იყოს გარემო, სადაც პატარას მასაჟს უკეთებენ?
- ოთახი, სადაც პატარას მასაჟს უკეთებენ, შესაბამისად მოწყობილი უნდა გახლდეთ: ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი უნდა იყოს, მაგიდა - მყარი და ამავე დროს, რბილი. უკეთესია, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით თუ ვიმუშავებთ, რასაც პატარაზე დამამშვიდებელი ეფექტი ექნება.
- დაბოლოს, რა რჩევებს მისცემთ ახალბედა დედებს?
- ახალბედა დედებს ვეტყვი: პატარები თქვენს სიახლოვეს და განწყობას ძალიან კარგად გრძნობენ, ამიტომ ეცადეთ, მათთან ბევრი დრო გაატაროთ. მსუბუქი მასაჟი, რომელსაც სპეციალისტი გასწავლით, თქვენს პატარას სიამოვნებას მიანიჭებს და თქვენთან ყოფნის ბედნიერების აღქმას გაუმძაფრებს. ჯანმრთელობას გისურვებთ!
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
228 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი