ლუკა ხუტიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
font-large font-small
ლუკა ხუტიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ტაოლუს ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში მე-8 კუნგ-ფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო მოიპოვა. 15 წლის ლუკა ხუტიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ეს მისი პირველი წარმატება არ ყოფილა.


- 9 წლის ვიყავი, როდესაც სპორტის ამ სახეობაში დავიწყე ვარჯიში. ძალიან დავინტერესდი აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით და თავიდან კარატეში მოვსინჯე ძალა. მერე გავიგე უშუს შესახებ და როცა ეს ორი სახეობა ერთმანეთს შევადარე, არჩევანი უშუზე გავაკეთე. ბევრმა არ იცის და ჰგონია, რომ კუნგ-ფუ იგივე კარატეა, მაგრამ მათ შორის დიდი სხვაობაა, კუნგ-ფუ ბევრად უფრო რთული სახეობაა, ვიდრე კარატე. უშუს 2000 წლის ისტორია აქვს მაშინ, როცა კარატე სულ რაღაც, 300 წლისაა. უშუ - ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა, სხვა კულტურაში მას ანალოგი არა აქვს, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზეა აგებული, არასდროს იმიჯნება ფილოსოფია და თავდაცვის მეთოდები. კუნგ-ფუ ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობას, ვარჯიშს, ის თავგადადებული ვარჯიშების შედეგია. სპორტის ამ სახეობაში 2 მიმართულება გამოიყოფა: ტაო და სანდა. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ სანდა კონტაქტური, ანუ ხელჩართული ორთაბრძოლაა - პირდაპირი მნიშვნელობით ჩინური კრივი, ტაო კი - სადემონსტრაციო, საჩვენებელი გამოსვლაა. მე ვვარჯიშობ ტაოში, ანუ საჩვენებელ გამოსვლებში. ამ სპორტში ასაკი შეზღუდული არ არის, 5 წლისებიც ვარჯიშობენ ჩვენთან და ასაკიანებიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამკურნალო სპორტია, ბევრ დაავადებას კურნავს.
- სპორტის ძალიან რთული სახეობააო, - თქვი. მისი დაუფლება არ გაგიჭირდა?
- სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა და ამის გამო ერთი პერიოდი ინტერესიც დავკარგე, თან ისეთ დროს დავიწყე ვარჯიში, სპორტის ამ სახეობას არანაირი პერსპექტივა რომ არ ჰქონდა. ახლა დაფინანსება გაიზარდა, დარბაზიც გვაქვს და ელემენტარული პირობებიც, სახელმწიფომ სპორტსმენების წახალისების მიზნით პრემიებიც დანიშნა და ამან უფრო მეტი სტიმული მოგვცა. თუ მონდომებული ხარ და ბევრს ივარჯიშებ, ერთ წელიწადშიც შეგიძლია შედეგი აჩვენო. ვარჯიშები ასაკის შესაბამისად რთულდება.
GzaPress
- შენი პირველი წარმატება გაიხსენე...
- საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, მესამე ადგილზე გავედი. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ვარ თბილისის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონი, ორჯერ - ევროპის პრიზიორი, ევრაზიის ჩემპიონი და ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდი - ოქრო ავიღე.
- ამ ჩემპიონატისა და შენი წარმატების შესახებ გვითხარი რამე.
- მე-8 კუნგ-ფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩინეთში 48 ქვეყნიდან 5000 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში 15 სპორტსმენის დამარცხება მომიხდა პირველი ადგილის მოსაპოვებლად. ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი.
- ჩინეთზე შენი შთაბეჭდილებები როგორია?
- იქაურები ძალიან ცნობისმოყვარეები, მხიარულები, გულთბილები და სტუმართმოყვარეებიც არიან, თან გადაგყვებიან, თუ რამე ჰკითხე. როგორც ქვეყანა, ნამდვილად შთამბეჭდავია, ყველაფერი მოწესრიგებულია. ემეიშანი მთაშია, საკურორტო ზონაა, ულამაზესი ძველი ტაძრებით, კოშკებით, უძველესი ქანდაკებებითა და გამოქვაბულებით.
- ამჟამად რისთვის ემზადები?
- ნოემბერში საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებთან ერთად გავემგზავრები იტალიაში, სადაც საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება. დეკემბერში, თბილისში ჩინელი ოსტატები ჩამოვლენ სემინარების ჩასატარებლად და დიდი ინტერესით ველოდები მათ. 2020 წლის თებერვალში მოსკოვის "უშუს ვარსკვლავები" ტარდება და მერე, აპრილში ევროპის ჩემპიონატია, თუმცა ჯერ არ არის დაანონსებული, რომელ ქვეყანაში გაიმართება. ზაფხულში კი მსოფლიოს ჩემპიონატია, ასე რომ, წინ დიდი გეგმები მაქვს...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
228 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი