"ერისთავმა ოფიცერთა თვალწინ სილა გააწნა პოლკის რუს მეთაურს"
font-large font-small
"ერისთავმა ოფიცერთა თვალწინ სილა გააწნა პოლკის რუს მეთაურს"
ვინ იყო ალექსანდრე ერისთავი

"რუსეთში მსახურების დროს, იმით შეურაცხყოფილი, რომ შეეხნენ მის წარმოშობასა და ქართულ აქცენტს, ერისთავმა ოფიცერთა თვალწინ სილა გააწნა პოლკის მეთაურს", - ირაკლი მახარაძე ალექსანდრე ერისთავის შესახებ გვიამბობს...


შეგახსენებთ, ირაკლი მახარაძე არის კინორეჟისორი, მკვლევარი, თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები: "შალვა ქიქოძე", "უაილდ ვესთის მხედრები", "ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!", "დიმიტრი შევარდნაძე", "გურული ფირალები", "აღმოსავლეთის ექსპრესი", "ლელოს შემობრუნება" (ლერი სიხარულიძესა და პაატა ტაბაღუასთან ერთად). არის ავტორი წიგნებისა: "გურული მხედრები ამერიკაში", ,,ერთი მუჭა ვესთერნი", "გურული ფირალები", "ტერორისტები" (ლაშა ხეცურიანთან ერთად), "ქართველები ამერიკაში", "დიადი მუნჯი" (ლიტერატურული პრემია "საბას" 2015 წლის ლაურეატი) და ა.შ. მისი სტატიები იბეჭდება ქართულ და ამერიკულ ჟურნალებში. არის გურული მოჯირითეებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ავტორი... ამჟამად მუშაობს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დირექტორის მოადგილედ.
- ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება - ეს რაც დოკუმენტურად დასტურდება, თორემ ალბათ იქამდეც იქნებოდა უცხოეთში უკეთესი ხვედრის მაძიებელთა გასვლის მცდელობებიც (თუმცა, ქართველთა პირველი მრავალრიცხოვანი გასვლა 1724 წელს მოხდა, როცა მეფე ვახტანგ VI ინტელექტუალური ელიტისგან შემდგარი ათასკაციანი ამალით რუსეთში ჩავიდა, საიდანაც უკან არავინ დაბრუნებულა. ეს უდიდესი დარტყმა იყო იმ დროისთვის დასუსტებული ქვეყნისთვის). ქართველთა დიდი პროცენტი, ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისა, ატლანტიკის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე ალბათ, ვერასოდეს დავადგენთ ყველა იმ ქართველის ვინაობას, რომელიც ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკუთარი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ცნობილი ქართველ-ამერიკელი ჟურნალისტი და ექიმი, გივი კობახიძე წერდა: "ამერიკა ყოველთვის ანდამატივით იზიდავდა მსოფლიოს ხალხებს და რასაკვირველია, ეს პროცესი არც ქართველებს გამოეპარებოდათ მხედველობიდან. მაგრამ თუ სხვა ეროვნების შვილები ამერიკაში მიდიოდნენ იქ სამუდამოდ დასახლების მიზნით და მათი დიდი უმრავლესობა მართლაც, საბოლოოდ ბუდეს ამერიკაში იკეთებდა, ქართველები ამას თითქმის არასოდეს სჩადიოდნენ... ამერიკაში მიმავალი ქართველები ისევ სამშობლოს უბრუნდებოდნენ. მათმა ახალშენმა ფეხი ვერ მოიკიდა ახალ მიწაზე, არც სიმდიდრე და არც სხვა რამ სიკეთე მათ არ იზიდავდა, სამშობლოსკენ ლტოლვის გრძნობა ყველა სხვა გრძნობებზე ძლიერი იყო... უცხოეთში რჩებოდნენ ძლიერ ცოტანი და უმეტესად ისინი, ვინც ცოლ-შვილს ეკიდებოდნენ და მათ გამო ვეღარ სცილდებოდნენ ახალ სამშობლოს"...
GzaPress
- ლეგენდის დონეზე, ამერიკაში ქრისტეფორე კოლუმბის ორი მეზღვაურის შესახებაც თქმულა...
- არსებობს ლეგენდა, რომ ქართველებმა ბევრად უფრო ადრე დაადგეს ფეხი ამერიკის კონტინენტზე. ეს ლეგენდა ქრისტეფორე კოლუმბის ორი ქართველი მეზღვაურის, ძმები მოლაშხიების შესახებაა. თურმე მოლაშხიებს ადგილობრივი ბატონი შემოაკვდათ, ისინი სამეგრელოდან გამოიქცნენ და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ მოხვდნენ ბასკეთში, სადაც ქრისტეფორე კოლუმბი ექსპედიციისთვის ძლიერ და ჯანმრთელ ადამიანებს ეძებდა. მოგზაურობის დროს ძმები თურმე, თვით კოლუმბის გემზე "სანტა მარიაზე" იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ცნობით, მოლაშხიების შთამომავლები ცხოვრობენ მეხიკოსა და ბასკეთში, აგრეთვე საქართველოში. თუმცა ეს ამბავი დოკუმენტურად არ არის დადასტურებული, მაინც ლამაზი ლეგენდაა...
ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად მიდიოდა, თუმცა იყვნენ იდეალისტებიც, რომლებიც დემოკრატიის დასაცავად მიემგზავრებოდნენ ცხრა მთას იქით. ასეთი იყო ალექსანდრე ერისთავი - მეფის არმიის ოფიცერი, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომში (1861-65) იბრძოდა.
ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთელების მხარეზე, ილინოისის მე-19 პოლკში იბრძოდა მეფის არმიის ოფიცრებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი, რომელსაც მეთაურობდა გენერალი ტურჩანინოვი, ამერიკაში ცნობილი, როგორც ჯონ ბეიზილ ტურჩინი (ერთადერთი რუსი, რომელსაც გენერლის წოდება მიენიჭა). მაშინ რამდენიმე რუსი ოფიცერი შეუერთდა ჩრდილოეთელებს, მათ შორის რუსი დეზერტირი მეზღვაურებიც, მაგალითად, ვლადიმირ მაგაზინოვი და პოლკოვნიკი შარლ დე არნო. მოხალისეთა შორის იყო ქართველი ოფიცერი ალექსანდრე ერისთავი (ერისტოვი), რომლის ჩამოსვლა 1862 წელს მკითხველებს გაზეთმა New York Times-მა აუწყა. რუსეთში მსახურების დროს, იმით შეურაცხყოფილი, რომ შეეხნენ მის წარმოშობასა და ქართულ აქცენტს, ერისთავმა ოფიცერთა თვალწინ სილა გააწნა პოლკის მეთაურს. იგი გადასცეს სამხედრო საველე სასამართლოს, მაგრამ ერისთავი გაიქცა, ჯერ საქართველოში ჩავიდა, იქიდან თურქეთში და შემდეგ - ამერიკაში, სადაც ერისთავის ჩამოსვლა აღწერილი აქვს ისტორიკოსს, ერისთავის ძმის შვილიშვილ ალექსანდრე ტარსაიძეს. მისი თქმით, ალექსანდრე ერისთავი ცუდად ფლობდა ინგლისურს. როცა მას ჰკითხეს, თუ რატომ არჩია ებრძოლა ჩრდილოეთელების მხარეს, მან აიღო ატამი და თქვა: ,,ეს ატამი ისეთი მშვენიერია, რომ მას მკაცრ ამინდებში პაწაწინა ბუსუსები იცავს, - შემდეგ მან ატამი შუაზე გააპო: - მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ის ვერაფერს გაუძლებს, დაჭკნება და საძაგელი გახდება. გემუდარებით, ნუ დაუშვებთ, რათა თქვენს ქვეყანას იგივე დაემართოს, რაც ამ ატამს" (პარადოქსულია, რომ ამ სიტყვებს წარმოთქვამს ადამიანი, რომლის სამშობლო თითქოს დაპყრობილი არ იყო და არც რაიმე პრობლემა აწუხებდა). შემდეგ მან ამოიოხრა და წარმოთქვა: ,,საქართველო განთქმულია ასეთი ატმებით". როგორც ალბერტ პერი ჟურნალში Russian Review წერს: "...ერისტოვი ჩამოვიდა და იბრძოდა პროგრესის, თავისუფლების პრინციპებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის მფლობელია უზარმაზარი ქონებისა მშობლიურ საქართველოში, რომელიც კავკასიაში მდებარეობს". ერისთავს რამდენიმე ცნობილ სამხედრო ოპერაციაში (ქალაქ ჰანთსვილის აღება, ბრძოლა მისიონერის ქედთან) აქვს მონაწილეობა მიღებული და როგორც აღნიშნავენ, სიმამაცით თავი აქვს გამოჩენილი. როგორც იგივე პერი წერს, ომის შემდეგ ერისთავი საქართველოში დაბრუნებულა. მას სანდრო ამერიკელს ეძახდნენ თურმე. ის კარგი მოჭადრაკე ყოფილა და ხშირად თამაშობდა ჭადრაკს პირველ პროფესიონალ მოჭადრაკესა და მეცენატთან - ანდრია დადიანთან. სხვა ცნობით, ის ამერიკაში დარჩა და 1901 წელს, სხვა ვეტერანებთან ერთად, ტურჩანინოვი უკანასკნელ გზაზე გააცილა.
მანანა გაბრიჭიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს
ვაჟა ტუღუში ფიროსმანისეული ბედის მქონე კომპოზიტორსა და საკუთარ "მეორე სუნთქვაზე"
"ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს"
როცა შეგიძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო...
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი"
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოს გამო ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
ქართველი მამაკაცის სიმღერით მოხიბლული უკრაინელი
"ბევრმა არც იცის, რომ 15-მდე ულამაზესი ჩანჩქერია სოფელში"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
522 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი